მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო ემადლიერება მამას გია ბაღაშვილი?
რის გამო ემადლიერება მამას გია ბაღაშვილი?

ჩვე­ნი სტუ­მა­რია მუ­სი­კის­მცოდ­ნე, ფოლკ­ლო­რის­ტი, ხელ­ოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი გია ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჩვ­ენი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს. ბა­ტო­ნი გია დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოგ­ვი­თხრობს მის­თვის ძვირ­ფას და გა­მორ­ჩე­ულ წიგ­ნებ­ზე:

- პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გაჩ­ნდა, იყო ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი და თქმუ­ლე­ბე­ბი. მახ­სოვს ამ სა­ო­ცარ სამ­ყა­როს­თან შე­ხე­ბის გან­ცდა, მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ მე არა მხო­ლოდ ვკი­თხუ­ლობ­დი, არა­მედ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ზღაპ­რუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის შექ­მნა­ში. ხა­ტოვ­ნად წარ­მო­ვიდ­გენ­დი კო­პა­ლას, იახ­სა­რი­სა თუ ამი­რა­ნის სა­ხე­ებს, მათ სამ­ყო­ფელს, დე­ვებ­თან ბრძო­ლის პე­რი­პე­ტი­ებს. შემ­დეგ იყო "მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი", არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ცე­მა, მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რის ზღაპ­რე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო ჩემ­თვის ას­ტრიდ ლინდგრე­ნი. კარლ­სო­ნი, პეპი და ლე­ონ­ბერ­გე­ლი ემი­ლი, ჩემი "ნამ­დვი­ლი" მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ასე­თი­ვე შეგ­რძნე­ბა მქონ­და ტომ სო­ი­ე­რის და ჰეკლბე­რი ფი­ნის მი­მართ. სა­ო­ცა­რი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა გა­მო­არ­ჩევს მარკ ტვენს. ის ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლია ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე. იმა­ვეს ვი­ტყვი ნო­დარ დუმ­ბა­ძე­ზე, რომ­ლის მად­ლი­ან­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა მთე­ლი თა­ო­ბე­ბის, მათ შო­რის ჩემი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს ფორ­მი­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჯეკ ლონ­დო­ნი, არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლი, ალექ­სან­დრე დი­უ­მა; ვგიჟ­დე­ბო­დი "სამ მუშ­კე­ტერ­ზე"… თით­ქოს მათ­თან ერ­თად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, ვიბ­რძო­დი, დუ­ელ­ში გავ­დი­ო­დი. ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ან­ტუ­ან დე სენტ ეკ­ზი­უ­პე­რის "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი" - თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი სი­ფა­ქი­ზი­თა და სი­მარ­თლით. ბავ­შვო­ბის უდი­დეს აღ­მო­ჩე­ნად იქცა ჩემ­თვის აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლის "არ­გო­ნავ­ტი­კა". ათი წლის ვი­ყა­ვი, როცა წა­ვი­კი­თხე და იმ დღი­დან ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მეტი კარ­გა ხანს არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. რა­ზეც კი ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, ყვე­ლა­ფერს ვკი­თხუ­ლობ­დი ამ თე­მა­ზე. ამ გზით გაჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გე­ნი­ა­ლუ­რი ჰო­მე­რო­სის "ილი­ა­და" და "ოდი­სეა". დიდი გა­ტა­ცე­ბით ვკი­თხუ­ლობ­დი პლუ­ტარ­ქეს, რო­მე­ლიც ჩემი კი­დევ ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი ავ­ტო­რია. და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მომ­ყვე­ბა დღემ­დე ამ წიგ­ნე­ბი­დან. თა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ემ­თხვა ის, რომ სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" ჰქონ­და გას­ტრო­ლე­ბი ლე­ნინ­გრად­ში, ახ­ლან­დელ პე­ტერ­ბურ­გში. მშობ­ლებ­მა მეც თან წა­მიყ­ვა­ნეს. როცა აღ­მოვ­ჩნდი "ერ­მი­ტა­ჟის" ან­ტი­კუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი იყო, რა­მაც თან გა­მი­ად­ვი­ლა და თა­ნაც გა­მიმ­ძაფ­რა მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი შე­დევ­რე­ბის აღ­ქმა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ წიგ­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად თურ­მე მრა­ვალ­მხრივ სა­სარ­გებ­ლო რამ ყო­ფი­ლა.

- მამა, ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი თუ ერე­ო­და თქვენს არ­ჩე­ვან­ში, თუ გირ­ჩევ­დათ, რა წა­გე­კი­თხათ და რა არა?

- მამა ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და იმით, თუ რას ვკი­თხუ­ლობ­დი. არა­სო­დეს და­უ­ვა­ლე­ბია რა­ი­მეს წა­კი­თხვა, მით უფრო არა­სო­დეს და­უ­ძა­ლე­ბია. მხო­ლოდ რჩე­ვებს მაძ­ლევ­და და ყო­ველ­თვის დრო­ულ­სა და ზუსტს, რის­თვი­საც მას უზო­მოდ ვე­მად­ლი­ე­რე­ბი. სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, მამა უთუ­ოდ უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი შვი­ლის წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხში, მაგ­რამ ისე, რო­გორც ყვე­ლა­ფერ­ში, აქაც პი­რად მა­გა­ლითს აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. სულ რომ არა­ფე­რი უთხრას, თუ თა­ვად მშო­ბე­ლია აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი, ადრე თუ გვი­ან შვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ბა­ძავს მას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე უზო­მოდ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, არც დედა და არც მამა წიგ­ნის გა­რე­შე არ მახ­სოვს. სულ კი­თხუ­ლობ­დნენ, ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რებ­დნენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, კა­მა­თობ­დნენ, მსჯე­ლობ­დნენ და ასე არი­ან დღე­საც.

- თქვე­ნი აზ­რით, ვინ არის ყვე­ლა­ზე დიდი მო­აზ­როვ­ნე ქარ­თველ მწერ­ლებ­სა და პოე­ტებს შო­რის?

- ქარ­თველ მწერ­ლებ­სა და პო­ე­ტებს შო­რის ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე დიდი მო­აზ­როვ­ნე უდა­ვოდ შოთა რუს­თა­ვე­ლია. რუს­თა­ვე­ლი მე­ტია, ვიდ­რე მწე­რა­ლი, ვიდ­რე მო­აზ­როვ­ნე, ფი­ლო­სო­ფო­სი. ის თით­ქოს თა­ვად არის ქარ­თუ­ლი ენის გან­სხე­უ­ლე­ბა; ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ერთ-ერთი ქვა­კუ­თხე­დი… როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად გი­ჭირს ქარ­თველს, შოთა რუს­თა­ვე­ლის გახ­სე­ნე­ბაც კი საკ­მა­რი­სია სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყის გან­ცდის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ვაჟა-ფშა­ვე­ლა და აკა­კი წე­რე­თე­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ხომ, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ზე დიდი ფი­გუ­რაა ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­ა­ში. ეროვ­ნუ­ლი ფეს­ვე­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლი ევ­რო­პე­იზ­მის შერ­წყმის გა­სა­ო­ცა­რი მა­გა­ლი­თია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი და ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. იშ­ვი­ა­თი სით­ბო სდევს თან რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­გი­კულ შე­მოქ­მედთ, ყვე­ლა ნამ­დვი­ლი მწერ­ლი­სა თუ პო­ე­ტის ბედი ამა თუ იმ კუ­თხით ტრა­გი­კუ­ლია, მაგ­რამ მე მა­ინც ორ ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლეს ავ­ტორს გა­მოვ­ყოფ­დი ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის: მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს და გო­დერ­ძი ჩო­ხელს.

ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან უსა­ზღვროდ მიყ­ვარს გა­ლა­კტი­ო­ნი და მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. ყვე­ლა­ზე უკეთ კი ქარ­თვე­ლი კა­ცის სატ­კი­ვარ­სა და პრობ­ლე­მებს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია ადა­მი­ა­ნი?!", ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი" და პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის "ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი" ასა­ხავს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თა­ნა­მედ­როვე ახალ­გაზ­რდებს მარ­თლა არ უყ­ვართ წიგ­ნის კი­თხვა?

- სრუ­ლე­ბი­თაც არ ვფიქ­რობ ასე. მე, რო­გორც ლექ­ტორს, არა­ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­მიხ­და ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა და მინ­და გი­თხრათ, რომ ახ­ლან­დე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად არის სწავ­ლა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რე­ა­ლუ­რი ცოდ­ნის შე­ძე­ნა­ზე მო­მარ­თუ­ლი, ვიდ­რე ჩემს დროს. უბ­რა­ლოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ხით თა­ვად წიგნს გა­უჩ­ნდა ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი. ცხა­დია, წიგნს თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი აქვს, რო­მელ­საც ვე­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვლებს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახალ­გაზ­რდებს ეს მშვე­ნივ­რად ეს­მით და თა­ვად მო­ძებ­ნი­ან ოპ­ტი­მა­ლურ ბა­ლანსს.

- თქვენს შვი­ლებს რო­მე­ლი წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვას ურ­ჩევ­დით?

- უჰ! მათ იმ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო რამ აქვთ წა­სა­კი­თხი, ბა­ტონ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს რომ და­ვე­სეს­ხოთ, მი­სა­ლო­ცი ხალ­ხია! ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი არი­ან: ნინი სამი წლი­საა, ლიზა - წლი­სა და რვა თვის. მი­ხა­რია, რომ უყ­ვართ მოს­მე­ნა. როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ ბევ­რი რამ წა­ვუ­კი­თხო, თუმ­ცა ამ მხრივ ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა ჩემს მე­უღ­ლე­ზე მო­დის. თა­მუ­ნა ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს, არ გა­და­ღა­ლოს ბავ­შვე­ბი და თა­ნაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­თხრო­ბა თუ ზღა­პა­რი მო­ას­მე­ნი­ნოს.

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რის გამო ემადლიერება მამას გია ბაღაშვილი?

რის გამო ემადლიერება მამას გია ბაღაშვილი?

ჩვენი სტუმარია მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი, ხელ­ოვნებათმცოდნეობის დოქტორი გია ბაღაშვილი, რომელსაც ჩვ­ენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ბატონი გია დიდი სიამოვნებით მოგვითხრობს მისთვის ძვირფას და გამორჩეულ წიგნებზე:

- პირველი წიგნი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა, იყო ქართული ზღაპრები და თქმულებები. მახსოვს ამ საოცარ სამყაროსთან შეხების განცდა, მქონდა შეგრძნება, რომ მე არა მხოლოდ ვკითხულობდი, არამედ ვმონაწილეობდი ზღაპრული სიუჟეტების შექმნაში. ხატოვნად წარმოვიდგენდი კოპალას, იახსარისა თუ ამირანის სახეებს, მათ სამყოფელს, დევებთან ბრძოლის პერიპეტიებს. შემდეგ იყო ”მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები”, არაჩვეულებრივი გამოცემა, მრავალტომეული. ძალიან მიყვარდა არჩილ სულაკაურის ზღაპრები. განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩემთვის ასტრიდ ლინდგრენი. კარლსონი, პეპი და ლეონბერგელი ემილი, ჩემი ”ნამდვილი” მეგობრები იყვნენ. ასეთივე შეგრძნება მქონდა ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის მიმართ. საოცარი კეთილშობილება, მახვილგონიერება და კაცთმოყვარეობა გამოარჩევს მარკ ტვენს. ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე. იმავეს ვიტყვი ნოდარ დუმბაძეზე, რომლის მადლიანმა შემოქმედებამ უდიდესი როლი ითამაშა მთელი თაობების, მათ შორის ჩემი სულიერი სამყაროს ფორმირებაში. ძალიან მიყვარდა ჯეკ ლონდონი, არტურ კონან დოილი, ალექსანდრე დიუმა; ვგიჟდებოდი ”სამ მუშკეტერზე”… თითქოს მათთან ერთად ვმოგზაურობდი, ვიბრძოდი, დუელში გავდიოდი. ყველასგან გამორჩეული იყო ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ,,პატარა უფლისწული” - თავისი სულიერი სიფაქიზითა და სიმართლით. ბავშვობის უდიდეს აღმოჩენად იქცა ჩემთვის აპოლონიოს როდოსელის ”არგონავტიკა”. ათი წლის ვიყავი, როცა წავიკითხე და იმ დღიდან ბერძნული მითოლოგიის მეტი კარგა ხანს არაფერი მაინტერესებდა. რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი ამ თემაზე. ამ გზით გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში გენიალური ჰომეროსის ”ილიადა” და ”ოდისეა”. დიდი გატაცებით ვკითხულობდი პლუტარქეს, რომელიც ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი ავტორია. დაუვიწყარი შთაბეჭდილება მომყვება დღემდე ამ წიგნებიდან. თანაც საინტერესოდ დაემთხვა ის, რომ სწორედ იმ პერიოდში ანსამბლ ”ივერიას” ჰქონდა გასტროლები ლენინგრადში, ახლანდელ პეტერბურგში. მშობლებმა მეც თან წამიყვანეს. როცა აღმოვჩნდი ”ერმიტაჟის” ანტიკური ხელოვნების განყოფილებაში, მქონდა შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი იყო, რამაც თან გამიადვილა და თანაც გამიმძაფრა მუზეუმში დაცული შედევრების აღქმა. მაშინ მივხვდი, რომ წიგნი სიამოვნებასთან ერთად თურმე მრავალმხრივ სასარგებლო რამ ყოფილა.

- მამა, ჯემალ ბაღაშვილი თუ ერეოდა თქვენს არჩევანში, თუ გირჩევდათ, რა წაგეკითხათ და რა არა?

- მამა ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა იმით, თუ რას ვკითხულობდი. არასოდეს დაუვალებია რაიმეს წაკითხვა, მით უფრო არასოდეს დაუძალებია. მხოლოდ რჩევებს მაძლევდა და ყოველთვის დროულსა და ზუსტს, რისთვისაც მას უზომოდ ვემადლიერები. საერთოდ, ვფიქრობ, მამა უთუოდ უნდა იყოს ჩართული შვილის წიგნთან ურთიერთობის საკითხში, მაგრამ ისე, როგორც ყველაფერში, აქაც პირად მაგალითს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სულ რომ არაფერი უთხრას, თუ თავად მშობელია აქტიური მკითხველი, ადრე თუ გვიან შვილი აუცილებლად მიბაძავს მას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უზომოდ დაკავებული იყო, არც დედა და არც მამა წიგნის გარეშე არ მახსოვს. სულ კითხულობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, კამათობდნენ, მსჯელობდნენ და ასე არიან დღესაც.

- თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე დიდი მოაზროვნე ქართველ მწერლებსა და პოე­ტებს შორის?

- ქართველ მწერლებსა და პოეტებს შორის ყველა დროის ყველაზე დიდი მოაზროვნე უდავოდ შოთა რუსთაველია. რუსთაველი მეტია, ვიდრე მწერალი, ვიდრე მოაზროვნე, ფილოსოფოსი. ის თითქოს თავად არის ქართული ენის განსხეულება; ქართული იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი… როცა ყველაზე მეტად გიჭირს ქართველს, შოთა რუსთაველის გახსენებაც კი საკმარისია საკუთარი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის განცდისთვის. განსაკუთრებით მიყვარს ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი. ილია ჭავჭავაძე ხომ, საერთოდ, ყველაზე დიდი ფიგურაა ქართველი ერის ისტორიაში. ეროვნული ფესვებისა და დახვეწილი ევროპეიზმის შერწყმის გასაოცარი მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება. ძალიან მიყვარს დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე. იშვიათი სითბო სდევს თან რეზო ინანიშვილის მოთხრობებს. რაც შეეხება ტრაგიკულ შემოქმედთ, ყველა ნამდვილი მწერლისა თუ პოეტის ბედი ამა თუ იმ კუთხით ტრაგიკულია, მაგრამ მე მაინც ორ ჩემთვის უსაყვარლეს ავტორს გამოვყოფდი ქართველ მწერლებს შორის: მიხეილ ჯავახიშვილს და გოდერძი ჩოხელს.

ქართველი პოეტებიდან უსაზღვროდ მიყვარს გალაკტიონი და მუხრან მაჭავარიანი. ყველაზე უკეთ კი ქართველი კაცის სატკივარსა და პრობლემებს ილია ჭავჭავაძის ”კაცია ადამიანი?!”, ჯავახიშვილის ”კვაჭი კვაჭანტირაძე”, ”ჯაყოს ხიზნები” და პოლიკარპე კაკაბაძის ”ყვარყვარე თუთაბერი” ასახავს.

- როგორ ფიქრობთ, თანამედ­როვე ახალგაზრდებს მართლა არ უყვართ წიგნის კითხვა?

- სრულებითაც არ ვფიქრობ ასე. მე, როგორც ლექტორს, არაერთ უმაღლეს სასწავლებელში მომიხდა ლექციების წაკითხვა და მინდა გითხრათ, რომ ახლანდელი სტუდენტობა გაცილებით მეტად არის სწავლაზე, განათლების მიღებაზე, რეალური ცოდნის შეძენაზე მომართული, ვიდრე ჩემს დროს. უბრალოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების სახით თავად წიგნს გაუჩნდა ძლიერი კონკურენტები. ცხადია, წიგნს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებს ეს მშვენივრად ესმით და თავად მოძებნიან ოპტიმალურ ბალანსს.

- თქვენს შვილებს რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევდით?

- უჰ! მათ იმდენი საინტერესო რამ აქვთ წასაკითხი, ბატონ გურამ დოჩანაშვილს რომ დავესესხოთ, მისალოცი ხალხია! ჯერ ძალიან პატარები არიან: ნინი სამი წლისაა, ლიზა - წლისა და რვა თვის. მიხარია, რომ უყვართ მოსმენა. როცა დრო მაქვს, ვცდილობ ბევრი რამ წავუკითხო, თუმცა ამ მხრივ ძირითადი დატვირთვა ჩემს მეუღლეზე მოდის. თამუნა ოსტატურად ახერხებს, არ გადაღალოს ბავშვები და თანაც ბევრი საინტერესო მოთხრობა თუ ზღაპარი მოასმენინოს.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს