მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა
ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა

"იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნი ლიკა ლა­ბა­ძე თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და, ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა, ზა­ფხუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და კარ­გად და­ეს­ვე­ნა. სა­მოგ­ზა­უ­რო ტური თა­ვად­ვე შე­ად­გი­ნა, წას­ვლა მარ­ტოს ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ მე­გობ­რე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ და ხუთ­მა ბა­ლე­რი­ნამ რომი და ბარ­სე­ლო­ნა შე­მო­ი­ა­რა, პა­რიზ­ში კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი და­ე­მა­ტათ და და­უ­ვი­წყა­რი დრო გა­ა­ტა­რეს. მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ლიკა დაბ­რუ­ნე­ბის დღეს­ვე გვე­სა­უბ­რა, მე­ო­რე დღეს კი ბა­თუმ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ივენთზე გა­ე­შუ­რა...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით ვმუ­შა­ობ­დი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, კარ­გად და­მეს­ვე­ნა, თა­ვად­ვე შე­ვად­გი­ნე რომი-ბარ­სე­ლო­ნა-პა­რი­ზის ტური და მარ­ტო ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ ბო­ლოს შვიდ­მა გო­გომ მო­ვი­ყა­რეთ თავი, ყვე­ლა­ნი ბა­ლე­რი­ნე­ბი ვართ და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გვი­მოგ­ზა­უ­რია, მაგ­რამ და­სას­ვე­ნებ­ლად ერ­თად არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გახ­ლდათ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფილ­ნი დავ­ბრუნ­დით. მარ­თა­ლია, პა­რიზ­ში შარ­შა­ნაც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი დამ­რჩა სა­ნა­ხა­ვი, რომ­ში მხო­ლოდ ერთი დღით ვყო­ფილ­ვარ და და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ბევ­რი მქონ­და, ბარ­სე­ლო­ნა კი არას­დროს მი­ნა­ხავს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში სამ-სამი დღე გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, პა­რიზ­ში კი - ოთხი.

წი­ნას­წარ მქონ­და ჩა­მო­წე­რი­ლი გეგ­მა, სად რო­დის უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, რო­მე­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა რო­მელ­თან იყო ახ­ლოს, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში დრო ფუ­ჭად არ დაგ­ვე­ხარ­ჯა, მოკ­ლედ, გი­დის ფუნ­ქცია მქონ­და შე­თავ­სე­ბუ­ლი. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ვცდი­ლობ­დით, ყვე­ლა ქა­ლა­ქი შეგ­ვეგ­რძნო თა­ვი­სი მუ­ზე­უ­მე­ბით, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, გარ­თო­ბით. რომ­ში ჩას­ვლი­სას პირ­ველ დღეს მო­ვი­ა­რეთ ეს­პა­ნე­თის კი­ბე­ე­ბი, ტრე­ვის შად­რე­ვა­ნი, პან­თე­ო­ნი, ვე­რო­ნის მო­ედ­ნე­ბი, მე­ო­რე დღეს კო­ლი­ზე­უმ­სა და ძველ რომს ვეს­ტუმ­რეთ, მე­სა­მე დღეს კი ვა­ტი­კან­ში გახ­ლდით. უცხო ქვე­ყა­ნა­ში არას­დროს დავ­კარ­გულ­ვარ, იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის თან მაქვს რუკა და გარ­და ამი­სა, წი­ნას­წარ იმ­დენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ძი­ებ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­სა და ქა­ლაქ­ზე, რომ ჩა­სულ­მა უკვე ვიცი, რო­მელ შე­სახ­ვევ­ში რა სა­ნა­ხა­ო­ბა დამ­ხვდე­ბა და რამ­დე­ნი წუ­თია გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო. ამ ყვე­ლაფ­რის მო­სა­ძი­ებ­ლად კვი­რებს ვა­ტა­რებ კომ­პი­უ­ტერ­თან. სა­ერ­თოდ, იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, წი­ნას­წა­რი კვლე­ვი­სას წა­ვი­კი­თხე, რომ ერთ-ერთ მო­შო­რე­ბულ უბან­ში, ეტ­რას­ტე­ვე­რე­ში, ნამ­დვი­ლი იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბი მზად­დე­ბო­და და ამა­ში მხო­ლოდ პიცა, სპა­გე­ტი და ლა­ზა­ნია არ იგუ­ლის­ხმე­ბო­და. გაგ­ვი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ ჩვე­ნი სტუმ­რო­ბი­სას იქ იყო რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე, რო­მე­ლიც თურ­მე კვი­რა­ში ერთხელ მი­დის და თა­ვად უმას­პინ­ძლდე­ბა ვი­ზი­ტო­რებს. მე­ტიც, თურ­მე მი­სი­ვე რე­ცეპ­ტე­ბით მზად­დე­ბა კერ­ძე­ბი. რომ გა­ი­გო, სა­ქარ­თვე­ლო­დან ვი­ყა­ვით, გა­უ­ხარ­და და თქვა, მსმე­ნია თქვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხე­ბო.

- ამ­დე­ნი ბა­ლე­რი­ნა ერ­თად რომ გა­და­ად­გილ­დე­ბო­დით, არ იპყრობ­დით იტა­ლი­ე­ლი თუ ეს­პა­ნე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბას?

- სხვა­თა შო­რის, სა­დაც მივ­დი­ო­დით, იქ­ნე­ბო­და ეს კაფე თუ მუ­ზე­უ­მი, ყველ­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვექ­ცე­ო­დით, გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ამ­დე­ნი ლა­მა­ზი გო­გო­ნა ერ­თად რო­გორ შე­იკ­რი­ბეთ, სა­ი­დან ხარ­თო. ჩვენც ვუყ­ვე­ბო­დით ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, ზოგ­მა იცო­და სა­ქარ­თვე­ლო, ზოგს გა­გო­ნი­ლი ჰქონ­და. მახ­სოვს, რო­გორ გა­ე­ბად­რათ სა­ხე­ე­ბი მა­მა­კა­ცებს, როცა ჩვენც იმ იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან­ში შე­ვე­დით, სა­დაც ისი­ნი ის­ხდნენ. ყვა­ვი­ლე­ბი და ღვი­ნოც კი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს და გვი­თხრეს, დიდი მად­ლო­ბა, რომ ეს სა­ღა­მო გაგ­ვი­ლა­მა­ზე­თო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა

ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა

''იმედის დილის'' წამყვანი ლიკა ლაბაძე თითქმის მთელი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ზაფხული ნაყოფიერად გამოეყენებინა და კარგად დაესვენა. სამოგზაურო ტური თავადვე შეადგინა, წასვლა მარტოს ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ მეგობრებიც შეუერთდნენ და ხუთმა ბალერინამ რომი და ბარსელონა შემოიარა, პარიზში კიდევ ორი ადამიანი დაემატათ და დაუვიწყარი დრო გაატარეს. მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ლიკა დაბრუნების დღესვე გვესაუბრა, მეორე დღეს კი ბათუმში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ივენთზე გაეშურა...

- მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი, ამიტომ გადავწყვიტე, კარგად დამესვენა, თავადვე შევადგინე რომი-ბარსელონა-პარიზის ტური და მარტო ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ბოლოს შვიდმა გოგომ მოვიყარეთ თავი, ყველანი ბალერინები ვართ და ბევრ ქვეყანაში გვიმოგზაურია, მაგრამ დასასვენებლად ერთად არასდროს ვყოფილვართ. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ და ძალიან კმაყოფილნი დავბრუნდით. მართალია, პარიზში შარშანაც ვიყავი, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი, რომში მხოლოდ ერთი დღით ვყოფილვარ და დასათვალიერებელი ბევრი მქონდა, ბარსელონა კი არასდროს მინახავს, ამიტომ გადავწყვიტე, რომსა და ბარსელონაში სამ-სამი დღე გავჩერებულიყავი, პარიზში კი - ოთხი.

წინასწარ მქონდა ჩამოწერილი გეგმა, სად როდის უნდა მივსულიყავით, რომელი ღირსშესანიშნაობა რომელთან იყო ახლოს, რომ გადაადგილებაში დრო ფუჭად არ დაგვეხარჯა, მოკლედ, გიდის ფუნქცია მქონდა შეთავსებული. მოგზაურობისას ვცდილობდით, ყველა ქალაქი შეგვეგრძნო თავისი მუზეუმებით, სამზარეულოთი, გართობით. რომში ჩასვლისას პირველ დღეს მოვიარეთ ესპანეთის კიბეები, ტრევის შადრევანი, პანთეონი, ვერონის მოედნები, მეორე დღეს კოლიზეუმსა და ძველ რომს ვესტუმრეთ, მესამე დღეს კი ვატიკანში გახლდით. უცხო ქვეყანაში არასდროს დავკარგულვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის თან მაქვს რუკა და გარდა ამისა, წინასწარ იმდენ ინფორმაციას ვიძიებ ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქზე, რომ ჩასულმა უკვე ვიცი, რომელ შესახვევში რა სანახაობა დამხვდება და რამდენი წუთია გადაადგილებისათვის საჭირო. ამ ყველაფრის მოსაძიებლად კვირებს ვატარებ კომპიუტერთან. საერთოდ, იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს, წინასწარი კვლევისას წავიკითხე, რომ ერთ-ერთ მოშორებულ უბანში, ეტრასტევერეში, ნამდვილი იტალიური კერძები მზადდებოდა და ამაში მხოლოდ პიცა, სპაგეტი და ლაზანია არ იგულისხმებოდა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ჩვენი სტუმრობისას იქ იყო რესტორნის მეპატრონე, რომელიც თურმე კვირაში ერთხელ მიდის და თავად უმასპინძლდება ვიზიტორებს. მეტიც, თურმე მისივე რეცეპტებით მზადდება კერძები. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, გაუხარდა და თქვა, მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებო.

- ამდენი ბალერინა ერთად რომ გადაადგილდებოდით, არ იპყრობდით იტალიელი თუ ესპანელი მამაკაცების ყურადღებას?

- სხვათა შორის, სადაც მივდიოდით, იქნებოდა ეს კაფე თუ მუზეუმი, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცეოდით, გვეკითხებოდნენ, ამდენი ლამაზი გოგონა ერთად როგორ შეიკრიბეთ, საიდან ხართო. ჩვენც ვუყვებოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ, ზოგმა იცოდა საქართველო, ზოგს გაგონილი ჰქონდა. მახსოვს, როგორ გაებადრათ სახეები მამაკაცებს, როცა ჩვენც იმ იტალიურ რესტორანში შევედით, სადაც ისინი ისხდნენ. ყვავილები და ღვინოც კი გამოგვიგზავნეს და გვითხრეს, დიდი მადლობა, რომ ეს საღამო გაგვილამაზეთო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება