სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბი­დან - პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რამ­დე
ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბი­დან - პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რამ­დე

სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ჰა­ფეზ ალ­-ა­სა­დი 1965 წლის 11 სექ­ტემ­ბერს და­მას­კო­ში, სი­რი­ის სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლ ჰა­ფეზ ასა­დი­სა და მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა ალა­ვი­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ანი­სა მაჰ­ლუ­ფის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 5 წლის შემ­დეგ, 1970 წლის ნო­ემ­ბერ­ში ასა­დი­-უფ­რო­სი, რო­მელ­საც უკ­ვე სი­რი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და - 1971 წლის მარ­ტში იგი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა მმარ­თველ პარ­ტია "ბა­ასს". ბა­შარ ასა­დი თავ­და­პირ­ვე­ლად ელი­ტურ არა­ბულ­-ფრან­გულ ლი­ცე­უმ "ჰუ­რი­ა­ში" სწავ­ლობ­და და­მას­კო­ში, სა­დაც ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებს და­ე­უფ­ლა. 1982 წელს მან ლი­ცე­უ­მი და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა შუ­ა­ლედ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შიც იყო, სა­ი­და­ნაც სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით იქ­ნა დე­მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ა­მის შემ­დეგ ასად­მა და­მას­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც 1988 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და უდი­დეს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ "ტიშ­რინ­ში" ოფ­თალ­მო­ლო­გად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. 1991 წელს ასა­დი სტა­ჟი­რე­ბა­ზე ლონ­დონ­ში, წმი­და მა­რი­ას სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან არ­სე­ბულ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ცენ­ტრ Western Eye Hospirtal-ში გა­ემ­გზავ­რა და ფსევ­დო­ნი­მიც შე­ირ­ჩი­ა, რა­თა მშვი­დად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და. იგი პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ებ­ში არ ტრი­ა­ლებ­და. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ას­მა აჰ­რა­სი ლონ­დონ­ში სტა­ჟი­რე­ბი­სას გა­იც­ნო. 1994 წლის 21 იან­ვარს ბა­შარ ასა­დის უფ­რო­სი ძმა ბა­სე­ლი, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი თა­ვის მემ­კვიდ­რედ ამ­ზა­დებ­და, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ბა­შარ ასად­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვა ლონ­დო­ნი და და­მას­კო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი "დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი კურ­სით" გა­ი­ა­რა: ქა­ლაქ ჰომ­სში სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა და კა­პიტ­ნის რან­გში უკ­ვე სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ონს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, შემ­დეგ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა რეს­პუბ­ლი­კურ გვარ­დი­ას და 1999 წლის იან­ვარ­ში პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბაც მი­ი­ღო. 2000 წელს კი, ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, პირ­ველ­მა ვი­ცე-­პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­დამ­მა ბა­შარ ასადს გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა და არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლად და­ნიშ­ნა. სი­რი­ის პარ­ლა­მენ­ტმა კი კონ­სტი­ტუ­ცია შეც­ვა­ლა და სა­გან­გე­ბოდ ბა­შარ ასა­დის­თვის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ასა­კი 40-დან 34 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა. იგი სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა პარ­ტია "ბა­ა­სის" სი­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და ქვეყ­ნის ახალ პრე­ზი­დენ­ტა­დაც აირ­ჩი­ეს. ასე იქ­ცა ოფ­თალ­მო­ლო­გი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად. 2007 წლის 27 მა­ისს სი­რი­ა­ში მო­რი­გი რე­ფე­რენ­დუ­მი გა­ი­მარ­თა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად ასა­დის ხე­ლახ­ლა ასარ­ჩე­ვად. სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი მხო­ლოდ ერ­თი კითხ­ვას შე­ი­ცავ­და: "ან­დობთ თუ არა ბა­შარ ასადს ქვეყ­ნის მარ­თვას 2014 წლამ­დე?". რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბით ბა­შარ ასა­დი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოს­ტზე მე­ო­რე ვა­დი­თა და ხმა­თა 97.62 %-ით ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს. ჰა­ფეზ ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სი­რი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, უპირ­ვე­ლე­სად, არა­ბეთ­-ის­რა­ე­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა ბა­შარ­-ა­სად­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­მა­მი­სის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან არ გა­და­უხ­ვევ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის სა­კითხ­ში. აშშ, ის­რა­ე­ლი და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი იმ­ხა­ნად სი­რი­ას ის­რა­ე­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. თა­ვად სი­რია ამ­გვარ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­და. ამას­თან, ასა­დი ის­რა­ელ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და. აშ­შ-თან კი სი­რი­ას რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და, 2002 წლის 7 მა­ისს ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სი­რია პროგ­რა­მა "ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძში" ჩარ­თო, რად­გან, ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, ერა­ყის 2003 წლის ომამ­დე, ის სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის რე­ჟიმს ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და. 2011 წლის მარ­ტში სი­რი­ა­ში მღელ­ვა­რე­ბის დაწყ­ე­ბის ბიძ­გად იქ­ცა დე­რა­ა­ში პო­ლი­ცი­ის მი­ერ იმ მო­ზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბებ­ზე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო ლო­ზუნ­გებს აწერ­დნენ. 18 მარტს დე­რა­ა­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლა და­იწყ­ო, რომ­ლის და­საშ­ლე­ლა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლა გა­მო­ი­ყე­ნა, რა­საც მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. სწო­რედ ამ დრო­ი­დან და­იწყო სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რო­მელ­საც ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

ნანა ჩარ­კვი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბი­დან - პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რამ­დე

ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბი­დან - პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რამ­დე

სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ჰა­ფეზ ალ­-ა­სა­დი 1965 წლის 11 სექ­ტემ­ბერს და­მას­კო­ში, სი­რი­ის სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლ ჰა­ფეზ ასა­დი­სა და მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა ალა­ვი­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ანი­სა მაჰ­ლუ­ფის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 5 წლის შემ­დეგ, 1970 წლის ნო­ემ­ბერ­ში ასა­დი­-უფ­რო­სი, რო­მელ­საც უკ­ვე სი­რი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და - 1971 წლის მარ­ტში იგი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა მმარ­თველ პარ­ტია "ბა­ასს". ბა­შარ ასა­დი თავ­და­პირ­ვე­ლად ელი­ტურ არა­ბულ­-ფრან­გულ ლი­ცე­უმ "ჰუ­რი­ა­ში" სწავ­ლობ­და და­მას­კო­ში, სა­დაც ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებს და­ე­უფ­ლა. 1982 წელს მან ლი­ცე­უ­მი და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა შუ­ა­ლედ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შიც იყო, სა­ი­და­ნაც სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით იქ­ნა დე­მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ა­მის შემ­დეგ ასად­მა და­მას­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც 1988 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და უდი­დეს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ "ტიშ­რინ­ში" ოფ­თალ­მო­ლო­გად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. 1991 წელს ასა­დი სტა­ჟი­რე­ბა­ზე ლონ­დონ­ში, წმი­და მა­რი­ას სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან არ­სე­ბულ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ცენტრ Western Eye Hospirtal-ში გა­ემ­გზავ­რა და ფსევ­დო­ნი­მიც შე­ირ­ჩი­ა, რა­თა მშვი­დად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და. იგი პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ებ­ში არ ტრი­ა­ლებ­და. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ას­მა აჰ­რა­სი ლონ­დონ­ში სტა­ჟი­რე­ბი­სას გა­იც­ნო. 1994 წლის 21 იან­ვარს ბა­შარ ასა­დის უფ­რო­სი ძმა ბა­სე­ლი, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი თა­ვის მემ­კვიდ­რედ ამ­ზა­დებ­და, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ბა­შარ ასად­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვა ლონ­დო­ნი და და­მას­კო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი "დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი კურ­სით" გა­ი­ა­რა: ქა­ლაქ ჰომ­სში სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა და კა­პიტ­ნის რან­გში უკ­ვე სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ონს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, შემ­დეგ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა რეს­პუბ­ლი­კურ გვარ­დი­ას და 1999 წლის იან­ვარ­ში პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბაც მი­ი­ღო. 2000 წელს კი, ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, პირ­ველ­მა ვი­ცე-­პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­დამ­მა ბა­შარ ასადს გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა და არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლად და­ნიშ­ნა. სი­რი­ის პარ­ლა­მენ­ტმა კი კონ­სტი­ტუ­ცია შეც­ვა­ლა და სა­გან­გე­ბოდ ბა­შარ ასა­დის­თვის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ასა­კი 40-დან 34 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა. იგი სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა პარ­ტია "ბა­ა­სის" სი­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და ქვეყ­ნის ახალ პრე­ზი­დენ­ტა­დაც აირ­ჩი­ეს. ასე იქ­ცა ოფ­თალ­მო­ლო­გი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად. 2007 წლის 27 მა­ისს სი­რი­ა­ში მო­რი­გი რე­ფე­რენ­დუ­მი გა­ი­მარ­თა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად ასა­დის ხე­ლახ­ლა ასარ­ჩე­ვად. სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი მხო­ლოდ ერ­თი კითხ­ვას შე­ი­ცავ­და: "ან­დობთ თუ არა ბა­შარ ასადს ქვეყ­ნის მარ­თვას 2014 წლამ­დე?". რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბით ბა­შარ ასა­დი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოს­ტზე მე­ო­რე ვა­დი­თა და ხმა­თა 97.62 %-ით ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს. ჰა­ფეზ ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სი­რი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, უპირ­ვე­ლე­სად, არა­ბეთ­-ის­რა­ე­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა ბა­შარ­-ა­სად­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­მა­მი­სის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან არ გა­და­უხ­ვევ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის სა­კითხ­ში. აშშ, ის­რა­ე­ლი და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი იმ­ხა­ნად სი­რი­ას ის­რა­ე­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. თა­ვად სი­რია ამ­გვარ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­და. ამას­თან, ასა­დი ის­რა­ელ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და. აშ­შ-თან კი სი­რი­ას რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და, 2002 წლის 7 მა­ისს ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სი­რია პროგ­რა­მა "ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძში" ჩარ­თო, რად­გან, ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, ერა­ყის 2003 წლის ომამ­დე, ის სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის რე­ჟიმს ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და. 2011 წლის მარ­ტში სი­რი­ა­ში მღელ­ვა­რე­ბის დაწყ­ე­ბის ბიძ­გად იქ­ცა დე­რა­ა­ში პო­ლი­ცი­ის მი­ერ იმ მო­ზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბებ­ზე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო ლო­ზუნ­გებს აწერ­დნენ. 18 მარტს დე­რა­ა­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლა და­იწყ­ო, რომ­ლის და­საშ­ლე­ლა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლა გა­მო­ი­ყე­ნა, რა­საც მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. სწო­რედ ამ დრო­ი­დან და­იწყო სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რო­მელ­საც ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

ნანა ჩარკვიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა