"თბილისი მოლში" წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაიწყო.
"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თათა დგებუაძის განცხადებით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია "ბიბლუსის" მომხმარებლებისთვის. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელმა მომხმარებლებს საჩუქარი გაუკეთა და ერთ სივრცეში შესთავაზა სკოლისთვის საჭირო ყველა ნივთი.
"სასკოლო სეზონთან დაკავშირებით წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სკოლის ყველა მოსწავლეს და მათ მშობლებს სთავაზობს, მოვიდეს "თბილისი მოლში" მეორე სართულზე, სადაც დახვდებათ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გამოფენა-გაყიდვა," – აცხადებს დგებუაძე.
მისივე თქმით, "ბიბლუსმა" იზრუნა პატარებზეც. იმისთვის, რომ გამოფენა-გაყიდვაზე მისულმა მომხმარებელმა მაქსიმალური დრო დაუთმოს სასურველი ნივთის შეძენას, გამოფენის პარალელურად, მოეწყო სახატავ-საძერწი კუთხე, ანიმაციების სტენდი და ანიმატორები ზრუნავენ ბავშვების გართობაზე.
"ჩვენს პატარა მომხმარებლებს შევუქმენით სასიამოვნო გარემო. გამოფენაზე გვაქვს მრავალფეროვანი პროდუქცია წარმოდგენილი და დარწმუნებული ვარ, ახალი სასწავლო წელი "ბიბლუსთან" ერთად წარმატებული იქნება", – განაცხადა თათა დგებუაძემ.
გამოფენა-გაყიდვა დღეს დაიწყო და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
იხილეთ ვიდეო