პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბა. რო­გორც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ჯა­რი­მა უად­გი­ლო და სა­სა­ცი­ლოა.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხ­ლე­ბი­დან ჯა­რი­მის ნორ­მის ამო­ღე­ბა­სა და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­წე­სე­ბა­ზე.

"კო­მი­სი­ის წინა სხდო­მა­ზე ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ მუხ­ლე­ბი­დან მოხ­დეს და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბის და­ზუს­ტე­ბა და არ მოხ­დეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ეს შე­ე­ხოს არა მხო­ლოდ მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, არა­მედ ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­საც. ვვა­რა­უ­დობთ, ჯა­რი­მა სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღოთ ამ მუხ­ლე­ბი­დან და ახლა ვმუ­შა­ობთ სა­პა­ტიმ­რო წლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. მიგ­ვაჩ­ნია, რომ 1, 2 და 3 წელი ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის­თვის საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა. ჯა­რი­მა უად­გი­ლო და სა­სა­ცი­ლოც კი გვეჩ­ვე­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ განაცხადა, ამგვარი დანაშაულისთვის ჯარიმა უადგილო და სასაცილოა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან ჯარიმის ნორმის ამოღებასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე.

"კომისიის წინა სხდომაზე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ მუხლებიდან მოხდეს დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტება და არ მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ გამოყენება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეეხოს არა მხოლოდ მოქმედი თანამდებობის პირებს, არამედ ყოფილი თანამდებობის პირებსაც. ვვარაუდობთ, ჯარიმა საერთოდ ამოვიღოთ ამ მუხლებიდან და ახლა ვმუშაობთ საპატიმრო წლების რაოდენობაზე. მიგვაჩნია, რომ 1, 2 და 3 წელი ამ ტიპის დანაშაულისთვის საკმარისი არ იქნება. ჯარიმა უადგილო და სასაცილოც კი გვეჩვენება", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ