Christie’s-ს მომდევნო აუქციონი ცნობილ მოდელს კეიტ მოსს მიეძღვნება. აუქციონის დროს შესაძლებელი იქნება კეიტ მოსის ფოტოების, ნახატების, კოლაჟების და მოდელის გობელენზე შესრულებული გამოსახულების შეძენა. აუქციონის კურატორი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი გერტ ელფერინგია.
"მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, პატივი მივაგოთ ცოცხალ ხატს. კეიტი ამ კოლექციის შთაგონების წყაროა. ის თანამედროვე მუზის განსახიერებაა. როგორ უნდა აღიქვა ქალი - მან ამ საკითხისადმი არსებული დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში შეცვალა. მან წაახალისა ინდივიდუალიზმი და თვითგამოხატულება. კეიტისგან შეიძლება ბევრი რამე ისწავლო. მაგალითად, როგორ უნდა დარჩე შენი თავის ერთგული, გამოიმუშავო საკუთარი სტილი და დაუღალავად უსვამდე ხაზს შენს ინდივიდუალიზმს", - განაცხადა ელფერინგმა.
აუქციონი 25 სექტემბერს ლონდონში გაიმართება. მსურველებს კოლექციის წინასწარ გაცნობა 21-24 სექტემბერს შეეძლებათ.
მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.