საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა
საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ წლი­უ­რი დეფ­ლა­ცია და­ფიქ­სირ­და. "საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში 2012 წლის აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ სა­ქარ­თვე­ლო­ში -0,4% შე­ად­გი­ნა. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­თან შე­და­რე­ბით კი, ინფლა­ცი­ის დონე 0%-ის ნიშ­ნულ­ზეა. სა­შუ­ა­ლო­წ­ლი­ურ­მა ინფლა­ცი­ამ აგ­ვის­ტო­ში კი -0,8% შე­ად­გი­ნა და ეს ციფ­რი მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რად არ იც­ვლე­ბა.

აგ­ვის­ტო­ში ივ­ლის­თან შე­და­რე­ბით, ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 0,8%-ით. ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, თამ­ბა­ქოს ჯგუ­ფი ჯამ­ში 1%-ით გაძ­ვირ­და. ფა­სე­ბის მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (1,5%).

სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 0,2%-ით. ფა­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა და­ფიქ­სირ­და ხი­ლის და ყუ­რძნის ქვეჯ­გუფ­ზე (-14,6 %). ამას­თან, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და რძის, ყვე­ლი­სა და კვერ­ცხის ქვეჯ­გუფ­ზე (5,3%).

12-თვი­ან პე­რი­ოდ­ში ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ზე ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 3,2%-ით. ჯგუ­ფის წვლილ­მა წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში -0,43 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტი შე­ად­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნულ ჯგუფ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა­ზე (-7,8%) და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ზე (-4,3%).

სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი 1,2%-ით შემ­ცირ­და. ფა­სე­ბის კლე­ბა და­ფიქ­სირ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (-7,7%), თევ­ზე­უ­ლი (-6,6%) ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (-2,6%). ამას­თან, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და პურ­სა და პუ­რის პრო­დუქ­ტებ­ზე (2%)

ერთ წე­ლი­წად­ში ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 4,6%-ით. მათ შო­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა 13,4%-ით არის გაძ­ვი­რე­ბუ­ლი.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა

საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა

საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4% შეადგინა. მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით კი, ინფლაციის დონე 0%-ის ნიშნულზეა. საშუალოწლიურმა ინფლაციამ აგვისტოში კი -0,8% შეადგინა და ეს ციფრი მაისიდან მოყოლებული სტაბილურად არ იცვლება.

აგვისტოში ივლისთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8%-ით. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფი ჯამში 1%-ით გაძვირდა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (1,5%).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,2%-ით. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხილის და ყურძნის ქვეჯგუფზე (-14,6 %). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (5,3%).

12-თვიან პერიოდში ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები შემცირდა 3,2%-ით. ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,8%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (-4,3%).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1,2%-ით შემცირდა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-7,7%), თევზეული (-6,6%) ხორცი და ხორცის პროდუქტები (-2,6%). ამასთან, ფასები გაიზარდა პურსა და პურის პროდუქტებზე (2%)

ერთ წელიწადში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,6%-ით. მათ შორის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 13,4%-ით არის გაძვირებული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ