საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოკა გაბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ევრაზიული კავშირის შესახებ, კატასტროფულია
გოკა გაბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ევრაზიული კავშირის შესახებ, კატასტროფულია

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "კა­ტას­ტრო­ფულს" უწო­დებს.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში ისე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს გა­ა­კე­თა, არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი; ვგუ­ლის­ხმობ გან­ცხა­დე­ბას ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ. მან თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სწავ­ლობს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და თუ ქვეყ­ნის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, რა­ტო­მაც არა. ესაა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ რე­ფე­რენ­დუმ­ზე ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უნდა გახ­დეს ნატო-ს წევ­რი. პუ­ტი­ნის მიერ შექ­მნილ პრო­ექ­ტში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თე­ო­რი­უ­ლად დაშ­ვე­ბაც კი არის კა­ტას­ტრო­ფა და სრუ­ლი­ად გა­დახ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იმე­დი აქვს, რომ პრე­მი­ერ­მა იც­რუა და სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღ­ნიშ­ნულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ სწავ­ლობს.

"როცა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ექ­სპერ­ტი, მას შე­უძ­ლია ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის და პუ­ტი­ნის სხვა პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვას, მაგ­რამ სა­ნამ ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, მო­ვუ­წო­დებთ, ბევ­რად უფრო ყუ­რა­დღე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დოს თა­ვის გა­მო­ნათ­ქვა­მებს. მე იმე­დი მაქვს, რომ პრე­მი­ერ­მა მო­ი­ტყუა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არ სწავ­ლობს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ეს იყო რუ­სეთ­თან კეკ­ლუ­ცო­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი და არა სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზრახ­ვა", - აღ­ნიშ­ნა გა­ბაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, დე­პუ­ტატ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან შე­საძ­ლო წას­ვლის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ამით ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გა­ურ­ბის.

"მან თქვა, რომ ხალ­ხს ის არ აურ­ჩე­ვია პროგ­რა­მი­სა და ხედ­ვის­თვის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ემო­ცი­უ­რად მო­იქ­ცა და ურ­ჩევ­ნია, რომ იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და არ ჰქონ­დეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ასე ურ­ჩევ­ნია, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, ის იარ­სე­ბებს და არ­სად წავა. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არის და­პი­რე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბა, ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბი, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა 250 ლა­რამ­დე გაზ­რდი­ლი პენ­სია, უფა­სო ჯან­დაც­ვა და გა­ნათ­ლე­ბა, ტა­რი­ფე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა და ა.შ. დღეს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ პრე­მი­ერს ურ­ჩევ­ნია ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აღარ ჰქონ­დეს, ნამ­დვი­ლად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გოკა გაბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ევრაზიული კავშირის შესახებ, კატასტროფულია

გოკა გაბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება ევრაზიული კავშირის შესახებ, კატასტროფულია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "კატასტროფულს" უწოდებს.

"პრემიერ-მინისტრის რანგში ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააკეთა, არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი; ვგულისხმობ განცხადებას ევრაზიული კავშირის შესახებ. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა სწავლობს ამ შესაძლებლობას და თუ ქვეყნისთვის კარგი იქნება, რატომაც არა. ესაა კატასტროფული განცხადება პრემიერ-მინისტრის რანგში, რადგან საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. პუტინის მიერ შექმნილ პროექტში გაწევრიანების თეორიულად დაშვებაც კი არის კატასტროფა და სრულიად გადახვევა საქართველოს მიერ არჩეული გზიდან", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, იმედი აქვს, რომ პრემიერმა იცრუა და სინამდვილეში საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას არ სწავლობს.

"როცა ბატონი ბიძინა იქნება თავისუფალი ექსპერტი, მას შეუძლია ევრაზიული კავშირის და პუტინის სხვა პროექტების შესახებ თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ სანამ ის პრემიერ-მინისტრია, მოვუწოდებთ, ბევრად უფრო ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის გამონათქვამებს. მე იმედი მაქვს, რომ პრემიერმა მოიტყუა, საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას და ეს იყო რუსეთთან კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა", - აღნიშნა გაბაშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით ის ვალდებულებებს გაურბის.

"მან თქვა, რომ ხალხს ის არ აურჩევია პროგრამისა და ხედვისთვის, არამედ საზოგადოება ემოციურად მოიქცა და ურჩევნია, რომ იყოს თავისუფალი და არ ჰქონდეს ვალდებულებები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ურჩევნია, ეს ვალდებულებები არსებობს, ის იარსებებს და არსად წავა. ეს ვალდებულებები არის დაპირებული დასაქმება, ახალი საწარმოები, ეს ვალდებულებაა 250 ლარამდე გაზრდილი პენსია, უფასო ჯანდაცვა და განათლება, ტარიფების განახევრება და ა.შ. დღეს საუბარი იმაზე, რომ პრემიერს ურჩევნია ეს ვალდებულებები აღარ ჰქონდეს, ნამდვილად უპასუხისმგებლობაა", - განაცხადა დეპუტატმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა