გვიან ღამით, ფოთში, მდინარე რიონმა, ქალაქის ცენტრალურ ხიდთან, მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფოთის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება, მდინარეში გარდაცვლილის აღმოჩენის შესახებ, ნიჩბოსნებისგან მიიღეს.
"სპორტსმენები ვარჯიშობდნენ იქვე და მდინარეში შეუნიშნავთ ცხედარი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მოვედით ადგილზე. აღმოჩნდა, რომ მამაკაცის გვამი იყო. წყალში დიდი ხნის ყოფნის გამო, სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება, მის ვინაობაზე საუბარი შეუძლებელია. ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული. არის ვერსია, რომ 10 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცია, თუმცა, იდენტიფიცირება ექსპერტიზამდე, როგორც გითხარით, რთულია", - აღნიშნა ფოთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა მურღულიამ.