მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირია დასავლეთთან შეტაკებისთვის მოემზადა
სირია დასავლეთთან შეტაკებისთვის მოემზადა

სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან სამ­ხედ­რო იე­რი­შის­თვის მო­ემ­ზა­და. "ჩვენ თავ­დას­ხმას ყო­ველ წუთს ვე­ლო­დე­ბით და მზად ვართ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მი­ვი­ტა­ნოთ სა­პა­სუ­ხო იე­რი­ში", - აღ­ნიშ­ნავს "ფრანს პრე­სის" წყა­რო სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან.

სი­რია უკვე და­ტო­ვეს გა­ე­როს ინ­სპექ­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც და­მას­კო­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მოვ­ლე­ნებს იკ­ვლევ­დნენ.

ამას­თან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ სი­რი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, აშშ სი­რი­ა­ში "შე­ზღუ­დულ მოქ­მე­დე­ბებს" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის სა­ბო­ლოო და გა­მო­რი­ცხავს ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­რი­ის მი­წა­ზე ყოფ­ნას. მი­სი­ვე თქმით, თეთ­რი სახ­ლი არ გა­ნი­ხი­ლავს სი­რი­ა­ში სახ­მე­ლე­თო და გრძელ­ვა­დი­ან სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ ბა­შარ ალ-ასად­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მკვლე­ლო­ბა­ზე.

სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე უარი თქვა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფრან­სუა ოლან­დის გან­ცხა­დე­ბით კი, მი­უ­ხე­და­ვად დიდი ბრი­ტა­ნე­თის უა­რი­სა, საფ­რან­გე­თი მზად არის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ბა­შარ ალ-ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია afp.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

სირია დასავლეთთან შეტაკებისთვის მოემზადა

სირია დასავლეთთან შეტაკებისთვის მოემზადა

სირიის ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან სამხედრო იერიშისთვის მოემზადა. "ჩვენ თავდასხმას ყოველ წუთს ველოდებით და მზად ვართ ნებისმიერ მომენტში მივიტანოთ საპასუხო იერიში", - აღნიშნავს "ფრანს პრესის" წყარო სირიის უსაფრთხოების სამსახურიდან.

სირია უკვე დატოვეს გაეროს ინსპექტორებმა, რომლებიც დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების მოვლენებს იკვლევდნენ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და გამორიცხავს ამერიკელი ჯარისკაცის სირიის მიწაზე ყოფნას. მისივე თქმით, თეთრი სახლი არ განიხილავს სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე.

სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის უარისა, საფრანგეთი მზად არის სამხედრო მოქმედებები განახორციელოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა