მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში პრეზიდენტის გარდა კიდევ ერთ ახალ, პირველი ლედის ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი. მოგეხსენებათ, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახლდათ, პირველი ლედი კი - მანანა არჩვაძე-გამსახურდია. ქალბატონი მანანა ზვიადის მეორე მეუღლე იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა შვილი კონსტანტინე გამსახურდია. მართალია, მოვლენები მძიმედ განვითარდა და ზვიადს პრეზიდენტობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს მოუხდა, მაგრამ დღემდე არსებობს მითი, რომ მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა მისი მეორე ნახევარი, პირველი ლედი...
ბევრი იმასაც ამბობს, რომ მაშინ რეალურად ქვეყანას ქალბატონი მანანა მართავდა, რადგან მისი ჩარევის გარეშე პრეზიდენტი არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა. ფაქტია, რომ დღეს ამ თემაზე ჭორმართალი ერთმანეთში აირია და ხშირად არც ზვიადის მომხრეების სიმართლის სჯერათ და არც მისი მოწინააღმდეგეების.
პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა მანანა არჩვაძემ ზვიადის მხარდამჭერები ერთ გუნდად შეკრიბა და უკვე წლებია, რაც პერმანენტულად მართავს აქციებს სხვადასხვა მოთხოვნით. მათი ბოლო "მსხვერპლი" ედუარდ შევარდნაძე გახლავთ. ობიექტი კი კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენცია.
ედუარდ შევარდნაძე საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტი 90-იანი წლების არეულობის შემდეგ გახდა. პირველი ლედი კი - ნანული შევარდნაძე. მათი სიყვარულის ისტორიაზე ლეგენდები დადიოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ქალბატონი პირველი ლედი მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც ერეოდა. მართალია, მაშინ სოციალური ქსელი არ არსებობდა და ხშირად სინათლეც გამორთული გვაქონდა, რომ ქვეყნის პირველი პირის რომ ქვეყნის პირველი პირის ოჯახური ცხოვრება ტელევიზიით მაინც გვენახა, მაგრამ მაინც შემორჩა რამდენიმე არცთუ სასიამოვნო ამბავი, რომელიც მაშინდელ პირველ ლედის უკავშირდება.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია