მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელები
2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელები

Forbes-მა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­დე­ლე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც ყო­ველ­თვის, სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ჟი­ზელ ბუნდჰე­ნი, კეიტ მოსი, მი­რან­და კერი და Victoria’s Secret-ის სხვა "ან­გე­ლო­ზე­ბი". სი­ა­ში ახა­ლი სა­ხე­ე­ბიც არი­ან. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­ლი მო­დე­ლი ლიუ ვენი.

ჟი­ზელ ბუნდჰე­ნი - 42 მლნ$

ბრა­ზი­ლი­ე­ლი მო­დე­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამ რე­ი­ტინ­გის ლი­დე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ფორბსი" აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი შე­მო­სავ­ლე­ბი წელს შემ­ცირ­და. თუმ­ცა, H&M და Chanel-ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მო­დელს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

მი­რან­და კერი - 7.2 მლნ$

მი­რან­და კერი უკვე 7 წე­ლია, რაც ამ რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს. ასე­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მო­დელს Mango-ს Victoria’s Secret-ის და ია­პო­ნუ­რი ტე­ლე­არ­ხის­თვის გან­კუთ­ვნილ­მა რეკ­ლა­მებ­მა მო­უ­ტა­ნეს. მი­რან­და Victoria’s Secret-ის მო­დე­ლი აღარ არის.

ად­რი­ა­ნა ლიმა - 6 მლნ $

ად­რი­ა­ნამ თა­ვი­სი 6 მლნ დო­ლა­რი Victoria’s Secret-თან, Miu Miu-სთან და სხვა ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მი­ი­ღო. გა­სა­ო­ცა­რია, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ად­რი­ა­ნა აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ის 2000 წლი­დან Victoria’s Secret-ის მო­დე­ლია.

კეიტ მოსი - 5.7 მლნ $

კე­ი­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს ისეთ ბრენ­დებ­თან რო­გო­რი­ცაა Versace, Rimmel, Vogue Eyewear და Stuart Weitzman.

ლიუ ვანი - 4.3 მლნ $

რე­ი­ტინ­გის დე­ბი­უ­ტან­ტმა ჩი­ნელ­მა მო­დელ­მა 4 მლნ-ზე მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა H&M, Tiffany & Co. და Roberto Cavalli-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად.

ჰი­ლა­რი როდა - 4 მლნ $

რე­ი­ტინ­გის მე­ექ­ვსე პო­ზი­ცი­ა­ზე ჰი­ლა­რი როდა უჩ­ვე­უ­ლოდ აღ­მოჩ­ნდა. მან შარ­შან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო Nike-სა და Hugo Boss-ის კამ­პა­ნი­ებ­ში. როდა დღემ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია პო­დი­უმ­ზეც. მას Ralph Lauren-ისა და Victoria’s Secret-ის შო­უ­ებ­ზე იწ­ვე­ვენ.

კა­რო­ლინ მერ­ფი - 3.6 მლნ $

წელს კა­რო­ლინს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ Runway: All Stars მიჰ­ყავ­და. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო Coach-ის Ann Taylor Loft and Carlo Pazolini-ის გა­და­ღე­ბებ­ში.

ჯოან სმოლ­სი - 3.5 მლნ $

ჯოან სმოლსმა 3.5 მლნ დო­ლა­რი მრა­ვალ­რი­ცხვო­ვან სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში და პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლით იშო­ვა.

კენ­დის სვე­ინ­პო­ლი - 3.3 მლნ $

ისე­ვე, რო­გორც Victoria’s Secret-ის სხვა მო­დე­ლე­ბის­თვის, კენ­დი­სის­თვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი ამ კომ­პა­ნი­ას­თან და­დე­ბულ კონ­ტრაქტს მო­აქვს. თუმ­ცა, Versace-სა და Juicy Couture and Max Factor-თან და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი და­ეხ­მა­რა მო­დელს, რე­ი­ტინ­გის მე­ცხრე ად­გილ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი­ყო.

ლარა სტო­უ­ნი - 3.2 მლნ $

შარ­შან ორ­სუ­ლო­ბა­სა და ბავ­შვის გა­ჩე­ნას ლა­რას­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა3.2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია fashionweek.kiev.ua-ს მი­ხედ­ვით.

2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელები

2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელები

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სია გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის, სიაში აღმოჩნდნენ ჟიზელ ბუნდჰენი, კეიტ მოსი, მირანდა კერი და Victoria’s Secret-ის სხვა ”ანგელოზები”. სიაში ახალი სახეებიც არიან. მაგალითად, ჩინელი მოდელი ლიუ ვენი.

ჟიზელ ბუნდჰენი - 42 მლნ$

ბრაზილიელი მოდელი უკვე რამდენიმე წელია ამ რეიტინგის ლიდერია. მიუხედავად ამისა, ”ფორბსი” აღნიშნავს, რომ მისი შემოსავლები წელს შემცირდა. თუმცა, H&M და Chanel-ის სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობამ მოდელს საშუალება მისცა, ლიდერის პოზიციები შეენარჩუნებინა.

მირანდა კერი - 7.2 მლნ$

მირანდა კერი უკვე 7 წელია, რაც ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ასეთი სტაბილურობა მოდელს Mango-ს Victoria’s Secret-ის და იაპონური ტელეარხისთვის განკუთვნილმა რეკლამებმა მოუტანეს. მირანდა Victoria’s Secret-ის მოდელი აღარ არის.

ადრიანა ლიმა - 6 მლნ $

ადრიანამ თავისი 6 მლნ დოლარი Victoria’s Secret-თან, Miu Miu-სთან და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით მიიღო. გასაოცარია, როგორ ინარჩუნებს ადრიანა აქტუალობას. ის 2000 წლიდან Victoria’s Secret-ის მოდელია.

კეიტ მოსი - 5.7 მლნ $

კეიტი ჯერჯერობით წარმატებით თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორიცაა Versace, Rimmel, Vogue Eyewear და  Stuart Weitzman.

ლიუ ვანი - 4.3 მლნ $

რეიტინგის დებიუტანტმა ჩინელმა მოდელმა 4 მლნ-ზე მეტი გამოიმუშავა H&M, Tiffany & Co. და  Roberto Cavalli-სთან თანამშრომლობის შედეგად.

ჰილარი როდა - 4 მლნ $

რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე ჰილარი როდა უჩვეულოდ აღმოჩნდა. მან შარშან მონაწილეობა მიიღო Nike-სა და Hugo Boss-ის კამპანიებში. როდა დღემდე წარმატებული მოდელია პოდიუმზეც. მას Ralph Lauren-ისა და  Victoria’s Secret-ის შოუებზე იწვევენ.

კაროლინ მერფი - 3.6 მლნ $

წელს კაროლინს სატელევიზიო შოუ Runway: All Stars მიჰყავდა. ასევე მონაწილეობა მიიღო Coach-ის Ann Taylor Loft and Carlo Pazolini-ის გადაღებებში.

ჯოან სმოლსი - 3.5 მლნ $

ჯოან სმოლსმა 3.5 მლნ დოლარი მრავალრიცხვოვან სარეკლამო კამპანიებში და პოდიუმზე გამოსვლით იშოვა.

კენდის სვეინპოლი - 3.3 მლნ $

ისევე, როგორც Victoria’s Secret-ის სხვა მოდელებისთვის, კენდისისთვისაც შემოსავალი ამ კომპანიასთან დადებულ კონტრაქტს მოაქვს. თუმცა, Versace-სა და  Juicy Couture and Max Factor-თან დადებული კონტრაქტები დაეხმარა მოდელს, რეიტინგის მეცხრე ადგილზე მოხვედრილიყო.

ლარა სტოუნი - 3.2 მლნ $

შარშან ორსულობასა და ბავშვის გაჩენას ლარასთვის ხელი არ შეუშლია, გამოემუშავებინა 3.2 მილიონი დოლარი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება