მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''
''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ფილმ "ბორ­ნის" ვარ­სკვლა­ვი, სცე­ნა­რის­ტი და პრო­დი­უ­სე­რი მეთ დე­ი­მო­ნი ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა ფან­ტას­ტი­კურ ტრი­ლერ­ში "ელი­ზე­უ­მი: სა­მო­თხე არა დე­და­მი­წა­ზე" . მსა­ხი­ობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეტა­პი აქვს - ცოლ-შვილ­თან თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, კვლავ მო­თხოვ­ნა­დი მსა­ხი­ო­ბია და მისი და ბენ აფ­ლე­კის ერ­თობ­ლი­ვი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­აც წარ­მა­ტე­ბუ­ლად საქ­მი­ა­ნობს.

"კარგ სა­მუ­შა­ო­ზე დღემ­დე მი­ჭირს უა­რის თქმა"

- "ელი­ზე­უმ­ში" არა მხო­ლოდ შთამ­ბეჭ­და­ვი ექ­შე­ნია, არა­მედ ღრმა ფი­ლო­სო­ფი­აც...

- პირ­ველ რიგ­ში, ეს მსუ­ბუ­ქი, გა­სარ­თო­ბი სა­ნა­ხა­ო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა იდე­ურ დატ­ვირ­თვას, რე­ჟი­სორ ნილ ბლომ­კამპს მოს­წონს ჩხუ­ბე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ფუ­თავს სა­თავ­გა­და­სავ­ლო კი­ნოს ჟან­რულ გარსში ყვე­ლა­ზე რთულ აზ­რებ­საც კი. ახა­ლი ფილ­მი ან­ტი­უ­ტო­პი­აა, თა­მა­მი ფან­ტა­ზია თე­მა­ზე "რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სამ­ყა­რო ასი წლის შემ­დეგ, თუ უფსკრუ­ლი მდიდ­რებ­სა და ღა­რი­ბებს შო­რის უფრო გა­იზ­რდე­ბა?"

- თქვენ მდიდ­რულ სამ­ყა­რო­ში გა­ი­ზარ­დეთ...

- ამე­რი­კის მდი­დარ კვარტლებ­ში გა­ვი­ზარ­დე, კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში, თუმ­ცა ამის გამო დი­დად არ გავ­ყო­ყო­ჩე­ბულ­ვარ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი ვი­ყა­ვი, სა­შუ­ა­ლო კლა­სის ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი­დან. თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით დე­და­მი­წა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან შეძ­ლე­ბულ და უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ მემ­კვიდ­რედ ვჩან­დი. ჩემი მო­მა­ვა­ლი ყვე­ლას ნა­თე­ლი და უღ­რუბ­ლო ეჩ­ვე­ნე­ბო­და.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ? ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს ამ გზა­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას...

- ალ­ბათ ასე­თად და­ვი­ბა­დე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დე­და­ჩე­მი - სტა­ჟა­ი­ნი პე­და­გო­გი, ამ­ბობ­და, რომ მე მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი. თან ეს მა­შინ, როცა ჯერ კი­დევ 2 წლის ვი­ყა­ვი. თა­მა­ში სკო­ლის თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში და­ვი­წყე მო­ზარ­დო­ბის დროს.

- "ელი­ზე­უმ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მალე და­თან­ხმდით. რამ­დე­ნად ხში­რად ის­ტუმ­რებთ რე­ჟი­სო­რებს უა­რით?

- კარგ სა­მუ­შა­ო­ზე დღემ­დე მი­ჭირს უა­რის თქმა, რად­გან დიდ­ხანს ვცდი­ლობ­დი ღი­რე­ბუ­ლი რო­ლის მო­პო­ვე­ბას და ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. "ბორ­ნის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ამ­დე" მთე­ლი წე­ლი­წა­დი სრუ-ლიად არა­ფე­რი არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ.

- "ბორნ­ში" მარ­თლაც და­უ­ვი­წყა­რი ხართ. ამ გმირ­თან თუ გაქვთ რა­ი­მე სა­ერ­თო?

- ვერ ვი­ტყო­დი... ჩემი გმი­რი სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი სის­ტე­მის ნა­წი­ლია. მისი ხა­სი­ა­თი ასე გან­ვსა­ზღვრე - იმ­პე­რი­ა­ლის­ტი, ქალ­თმო­ძუ­ლე და პა­რა­ნო­ი­კი. მე ასე­თი ნაკ­ლე­ბად ვარ (იცი­ნის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''

''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''

ცნობილი მსახიობი, ფილმ ''ბორნის'' ვარსკვლავი, სცენარისტი და პროდიუსერი მეთ დეიმონი ბოლოს გამოჩნდა ფანტასტიკურ ტრილერში ''ელიზეუმი: სამოთხე არა დედამიწაზე'' . მსახიობს წარმატებული ეტაპი აქვს - ცოლ-შვილთან თავს ბედნიერად გრძნობს, კვლავ მოთხოვნადი მსახიობია და მისი და ბენ აფლეკის ერთობლივი საპროდიუსერო კომპანიაც წარმატებულად საქმიანობს.

''კარგ სამუშაოზე დღემდე მიჭირს უარის თქმა''

- ''ელიზეუმში'' არა მხოლოდ შთამბეჭდავი ექშენია, არამედ ღრმა ფილოსოფიაც...

- პირველ რიგში, ეს მსუბუქი, გასართობი სანახაობაა. რაც შეეხება იდეურ დატვირთვას, რეჟისორ ნილ ბლომკამპს მოსწონს ჩხუბები და სამეცნიერო ფანტასტიკა, სიამოვნებით ფუთავს სათავგადასავლო კინოს ჟანრულ გარსში ყველაზე რთულ აზრებსაც კი. ახალი ფილმი ანტიუტოპიაა, თამამი ფანტაზია თემაზე ''როგორი იქნება ჩვენი სამყარო ასი წლის შემდეგ, თუ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფრო გაიზრდება?''

- თქვენ მდიდრულ სამყაროში გაიზარდეთ...

- ამერიკის მდიდარ კვარტლებში გავიზარდე, კომფორტულ გარემოში, თუმცა ამის გამო დიდად არ გავყოყოჩებულვარ. ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, საშუალო კლასის ამერიკული ოჯახიდან. თუმცა სოციალური თვალსაზრისით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობასთან შედარებით ძალიან შეძლებულ და უზრუნველყოფილ მემკვიდრედ ვჩანდი. ჩემი მომავალი ყველას ნათელი და უღრუბლო ეჩვენებოდა.

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ? ყველა ვერ ახერხებს ამ გზაზე წარმატების მიღწევას...

- ალბათ ასეთად დავიბადე. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი - სტაჟაინი პედაგოგი, ამბობდა, რომ მე მსახიობი გავხდებოდი. თან ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2 წლის ვიყავი. თამაში სკოლის თეატრალურ სტუდიაში დავიწყე მოზარდობის დროს.

- ''ელიზეუმში'' მონაწილეობას მალე დათანხმდით. რამდენად ხშირად ისტუმრებთ რეჟისორებს უარით?

- კარგ სამუშაოზე დღემდე მიჭირს უარის თქმა, რადგან დიდხანს ვცდილობდი ღირებული როლის მოპოვებას და ვერ ვახერხებდი. ''ბორნის იდენტიფიკაციამდე'' მთელი წელიწადი სრუ-ლიად არაფერი არ შემოუთავაზებიათ.

- ''ბორნში'' მართლაც დაუვიწყარი ხართ. ამ გმირთან თუ გაქვთ რაიმე საერთო?

- ვერ ვიტყოდი... ჩემი გმირი სასტიკი და დაუნდობელი სისტემის ნაწილია. მისი ხასიათი ასე განვსაზღვრე - იმპერიალისტი, ქალთმოძულე და პარანოიკი. მე ასეთი ნაკლებად ვარ (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება