პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირია ისრაელზე თავდასხმით იმუქრება
სირია ისრაელზე თავდასხმით იმუქრება

და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ სი­რი­ა­ზე შე­საძ­ლო თავ­დას­ხმის ფონ­ზე, ბა­შარ ასა­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ის­რა­ელ­ზე სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სი­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნის­ტრმა ჰა­ლაფ ალ-მაფ­ტა­ნჰ­მა გა­ავ­რცე­ლა.

მი­ნის­ტრის მტკი­ცე­ბით, აშშ-ს, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის მხრი­დან სი­რი­ის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვი­სა და პრე­ზი­დენტ ასა­დის რე­ჟი­მის დამ­ხო­ბის მცი­რე მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი კო­ა­ლი­ცია, რო­მელ­შიც სი­რი­ას­თან ერ­თად ლი­ბა­ნი, ირა­ნი და ერა­ყი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ის­რა­ელ­ზე მა­სი­ურ სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო მოვ­ნე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტის­თვის სრულ მზად­ყოფ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ყვე­ლა ქმე­დე­ბას ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს გას­ცემს", - ნათ­ქვა­მია მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­რი­ის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ი­ძა­ბა. ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად, ამე­რი­კამ რე­გი­ონ­ში ავი­ა­მზი­დი და ოთხი თან­მხლე­ბი საბ­რძო­ლო ხო­მალ­დი გაგ­ზავ­ნა. ასა­დის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას არც დიდი ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი გა­მო­რი­ცხავს. რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო ფლო­ტის გაგ­ზავ­ნის მზად­ყოფ­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­მე­ფომ 26 აგ­ვის­ტოს გა­მოთ­ქვა.

ამ­ჟა­მად სი­რი­ა­ში გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტთა ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც და­მას­კოს შე­მო­გა­რენ­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი უნდა შე­ის­წავ­ლოს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოქ­მე­დე­ბე­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­დას­ვლამ­დე აშშ სპე­ცი­ა­ლის­ტთა ოფი­ცი­ა­ლურ დას­კვნას და გა­ე­როს შე­სა­ბა­მის რე­ზო­ლუ­ცი­ას და­ე­ლო­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ warfiles.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სირია ისრაელზე თავდასხმით იმუქრება

სირია ისრაელზე თავდასხმით იმუქრება

დასავლური ქვეყნების მიერ სირიაზე შესაძლო თავდასხმის ფონზე, ბაშარ ასადის ხელისუფლება ისრაელზე საპასუხო დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის ინფორმაციის მინისტრმა ჰალაფ ალ-მაფტანჰმა გაავრცელა.

მინისტრის მტკიცებით, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სირიის სუვერენიტეტის შელახვისა და პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დამხობის მცირე მცდელობის შემთხვევაშიც კი კოალიცია, რომელშიც სირიასთან ერთად ლიბანი, ირანი და ერაყი არიან გაერთიანებული, ისრაელზე მასიურ საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.

"ჩვენი სახელმწიფო მოვნელების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება და ყველა ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემს", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში სირიის გარშემო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ძალების რაოდენობის გასაზრდელად, ამერიკამ რეგიონში ავიამზიდი და ოთხი თანმხლები საბრძოლო ხომალდი გაგზავნა. ასადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გამორიცხავს. რეგიონში სამხედრო ფლოტის გაგზავნის მზადყოფნა გაერთიანებულმა სამეფომ 26 აგვისტოს გამოთქვა.

ამჟამად სირიაში გაეროს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი უნდა შეისწავლოს. სავარაუდოდ, მოქმედებების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე აშშ სპეციალისტთა ოფიციალურ დასკვნას და გაეროს შესაბამის რეზოლუციას დაელოდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე