საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა კარიერის პირველ ნაბიჯებს იხსენებენ
ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა კარიერის პირველ ნაბიჯებს იხსენებენ

სუ­პერ­მო­დე­ლე­ბი ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, კეიტ მოსი და ლინ­და ევან­ჯე­ლის­ტა მსოფ­ლი­ომ 90-იან წლებ­ში გა­იც­ნო და მას შემ­დეგ სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სის დი­დე­ბის მწვერ­ვალს არ ტო­ვე­ბენ. ჟურ­ნალ­მა Interview Magazine-მ მათ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­სა და კა­რი­ე­რის პირ­ველ ეტა­პებს იხ­სე­ნე­ბენ.

ყვე­ლა­ზე ექ­ცენ­ტრუ­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი, 43 წლის ნა­ო­მი კემ­პბე­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მსოფ­ლი­ოს სრულ­ყო­ფი­ლი ტა­ნი­თა და ყო­ველ­დღი­უ­რი სკან­და­ლე­ბით აო­ცებს. მისი სი­მაღ­ლე 175 სან­ტი­მეტ­რია, ხოლო პა­რა­მეტ­რე­ბი: 86-61-86. "შავ ავა­ზას" მო­დის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი დღემ­დე უფრთხის. ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ო­მის მსგავ­სი სრულ­ყო­ფი­ლი პრო­პორ­ცი­ე­ბის მქო­ნე გო­გო­ნა სა­უ­კუ­ნე­ში მხო­ლოდ 1 იბა­დე­ბა.

"რო­დე­საც მო­დე­ლო­ბა და­ვი­წყე, კას­ტინ­გის რე­ჟი­სო­რე­ბი და სტი­ლის­ტე­ბი არ არ­სე­ბობ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­ზა­ი­ნე­რის საქ­მე იყო. დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. დღეს ეს კავ­ში­რი ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლებ­სა და დი­ზა­ი­ნე­რებს შო­რის არ არ­სე­ბობს. გო­გო­ნე­ბი კოს­ტუ­მებს ირ­გე­ბენ და ზოგ­ჯერ ჩვე­ნე­ბა­ზე ეც­ნო­ბი­ან ადა­მი­ანს, რომ­ლის შექ­მნი­ლი სა­მო­სიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა შეს­თა­ვა­ზონ. ჩემს წარ­მა­ტე­ბას დე­დას, მე­გო­ბარ იმან­სა და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ღირ­სე­ულ მა­მა­კაცს ჯანი ვერ­სა­ჩეს ვუ­მად­ლი. რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც არ უნდა ვიყო, ყო­ვე­ლი წლის 15 ივ­ლისს, ჯა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ და სან­თელს ვან­თებ", - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლავ­მა.

39 წლის კეიტ მო­სის თქმით, მისი სი­მაღ­ლის გამო კუ­ლი­სებ­ში არა­ვინ იჯე­რებ­და, რომ მო­დე­ლია. კე­ი­ტის სი­მაღ­ლე 170 სან­ტი­მეტ­რია; პა­რა­მეტ­რე­ბი - 86-66-90.

"ჯონ გა­ლი­ა­ნოს შო­უ­ში, პა­რიზ­ში მო­დის კვი­რე­ულ­ზე გას­ვლა მინ­დო­და. გო­გო­ნე­ბი შე­არ­ჩი­ეს. ვი­ზა­ჟის­ტმა, სტე­ფან მა­რა­ის­მა მკი­თხა, რას ვა­კე­თებ­დი ოთახ­ში. დი­ლის 10 სა­ა­თი­დან სკამ­ზე ვი­ჯე­ქი და ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მო­მაქ­ცია. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ჩემი პრო­ექ­ტში ჩარ­თვა არ სურ­დათ", - იხ­სე­ნებს კე­ი­ტი.

48 წლის ლინ­და ევან­ჯე­ლის­ტა, რომ­ლის სი­მაღ­ლე 175 სან­ტი­მეტ­რია, ხოლო პა­რა­მეტ­რე­ბი: 86-61-89, აცხა­დებს, რომ ფო­ტო­სე­სი­ა­ზე 16 წლის ასაკ­ში სრუ­ლი­ად გა­შიშ­ვლე­ბა მოს­თხო­ვეს.

"გო­გო­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, მო­დე­ლო­ბა მხო­ლოდ ფო­ტო­სე­სი­ე­ბი, მო­დის კვი­რე­უ­ლე­ბი და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბია. და­მი­ჯე­რეთ, ამ ბიზ­ნეს­ში რკი­ნის ნერ­ვე­ბია სა­ჭი­რო. 16 წლის ასაკ­ში ია­პო­ნურ­მა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ ამირ­ჩია. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო - ფო­ტო­სე­სი­ა­ზე სრუ­ლი­ად გა­შიშ­ვლე­ბა და თა­მა­მად პო­ზი­რე­ბა მომ­თხო­ვეს. მახ­სოვს, კა­ნა­დის სა­ელ­ჩო ჩა­ე­რია და სამ­შობ­ლო­ში და­მაბ­რუ­ნა. გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ მო­დე­ლად ფუ­ლის გამო ვმუ­შა­ობ­დი, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი გავ­ხდე­ბო­დი და "ვერ­სა­ჩე" და "ვოგი" რო­დეს­მე ჩემი გა­და­ბი­რე­ბის გამო ომს გა­ა­ჩა­ღებ­დნენ", - ამ­ბობს ლინ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Interview Magazine-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა კარიერის პირველ ნაბიჯებს იხსენებენ

ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა კარიერის პირველ ნაბიჯებს იხსენებენ

სუპერმოდელები ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა მსოფლიომ 90-იან წლებში გაიცნო და მას შემდეგ სამოდელო ბიზნესის დიდების მწვერვალს არ ტოვებენ. ჟურნალმა Interview Magazine-მ მათთან ინტერვიუ ჩაწერა. ვარსკვლავები სამოდელო ბიზნესში გატარებულ წლებსა და კარიერის პირველ ეტაპებს იხსენებენ.

ყველაზე ექცენტრული სუპერმოდელი, 43 წლის ნაომი კემპბელი კარიერის მანძილზე მსოფლიოს სრულყოფილი ტანითა და ყოველდღიური სკანდალებით აოცებს. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ხოლო პარამეტრები: 86-61-86. "შავ ავაზას" მოდის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ახალგაზრდა მოდელი დღემდე უფრთხის. ფოტოგრაფები ხშირად ამბობენ, რომ ნაომის მსგავსი სრულყოფილი პროპორციების მქონე გოგონა საუკუნეში მხოლოდ 1 იბადება.

"როდესაც მოდელობა დავიწყე, კასტინგის რეჟისორები და სტილისტები არ არსებობდნენ. ეს ყველაფერი დიზაინერის საქმე იყო. დიზაინერებთან ძალიან ახლოს ვიყავით. დღეს ეს კავშირი ახალგაზრდა მოდელებსა და დიზაინერებს შორის არ არსებობს. გოგონები კოსტუმებს ირგებენ და ზოგჯერ ჩვენებაზე ეცნობიან ადამიანს, რომლის შექმნილი სამოსიც საზოგადოებას უნდა შესთავაზონ. ჩემს წარმატებას დედას, მეგობარ იმანსა და ჩემი ცხოვრების ყველაზე ღირსეულ მამაკაცს ჯანი ვერსაჩეს ვუმადლი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო, ყოველი წლის 15 ივლისს, ჯანის გარდაცვალების დღეს ეკლესიაში მივდივარ და სანთელს ვანთებ", - განაცხადა ვარსკვლავმა.

39 წლის კეიტ მოსის თქმით, მისი სიმაღლის გამო კულისებში არავინ იჯერებდა, რომ მოდელია. კეიტის სიმაღლე 170 სანტიმეტრია; პარამეტრები - 86-66-90.

"ჯონ გალიანოს შოუში, პარიზში მოდის კვირეულზე გასვლა მინდოდა. გოგონები შეარჩიეს. ვიზაჟისტმა, სტეფან მარაისმა მკითხა, რას ვაკეთებდი ოთახში. დილის 10 საათიდან სკამზე ვიჯექი და ყურადღება არავინ მომაქცია. ორგანიზატორებს ჩემი პროექტში ჩართვა არ სურდათ", - იხსენებს კეიტი.

48 წლის ლინდა ევანჯელისტა, რომლის სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ხოლო პარამეტრები: 86-61-89,  აცხადებს, რომ ფოტოსესიაზე 16 წლის ასაკში სრულიად გაშიშვლება მოსთხოვეს.

"გოგონები ფიქრობენ, მოდელობა მხოლოდ ფოტოსესიები, მოდის კვირეულები და ინტერვიუებია. დამიჯერეთ, ამ ბიზნესში რკინის ნერვებია საჭირო. 16 წლის ასაკში იაპონურმა სამოდელო სააგენტომ ამირჩია. საშინელება იყო - ფოტოსესიაზე სრულიად გაშიშვლება და თამამად პოზირება მომთხოვეს. მახსოვს, კანადის საელჩო ჩაერია და სამშობლოში დამაბრუნა. გულახდილად გეტყვით, თავიდან ვფიქრობდი, რომ მოდელად ფულის გამო ვმუშაობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წარმატებული სუპერმოდელი გავხდებოდი და "ვერსაჩე" და "ვოგი" როდესმე ჩემი გადაბირების გამო ომს გააჩაღებდნენ", - ამბობს ლინდა.

მომზადებულია Interview Magazine-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება