სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ თქვენი საყვარელი სერიალის გმირები
რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ თქვენი საყვარელი სერიალის გმირები

ნე­ბის­მი­ე­რი ფილ­მი, კლა­სი­კუ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბი იქ­ნე­ბა იგი თუ საპ­ნის ოპე­რა რე­ა­ლურ პრო­ტო­ტი­პებ­ზე და მათ ცხოვ­რე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იქ­მნე­ბა. ამი­ტომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბი ყო­ველ­თვის ატა­რე­ბენ, ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის თვი­სე­ბებს. და­ფიქ­რე­ბულ­ხართ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იქ­ნე­ბო­და და­ბა­დე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თად კერი ბრედ­შოუ სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლის "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" მთა­ვა­რი გმი­რი. ან მის გა­ნუყ­რელ და­ქა­ლებს შარ­ლო­ტას, სა­მან­ტა­სა და მი­რან­დას რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის თვი­სე­ბებს მი­უ­სა­და­გებ­დით? ხომ არ გა­გო­ნებთ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი თქვენს ნაც­ნობს, ახლო მე­გო­ბარს ან კო­ლე­გას?

მო­დით, ერ­თად ვიმ­სჯე­ლოთ ამ სა­კი­თხზე:

თუკი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბით მივ­ყვე­ბით და გმი­რე­ბის სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხებს დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავთ, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი - მე­ოც­ნე­ბე, იდე­ა­ლის­ტი და პრან­ჭია კერი დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს. თუმ­ცა მის პი­რად რუ­კა­ში ალ­ბათ ცე­ცხლის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნაც დო­მი­ნი­რებს. იმი­ტომ რომ ტი­პუ­რი თევ­ზის­გან გან­სხვა­ვე­ბით, საკ­მა­ოდ მტკი­ცე ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა პე­რი­ო­დუ­ლად. თუმ­ცა­ღა მისი ორი გა­ტა­ცე­ბა - წერა და ჩაც­მა-და­ხურ­ვის, "შო­პოჰო­ლი­კო­ბის" სიყ­ვა­რუ­ლი უდა­ოდ თევ­ზე­ბი­საა. ასე­ვე თევ­ზე­ბი­საა დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ფილ­მის გმი­რი არა­ერ­თგზის იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას.

უდა­ოდ ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ფლირ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი, მა­რად ახალ­გაზ­რდა და ეპა­ტა­ჟუ­რი სა­მან­ტა. მისი მხრი­დან პარტნი­ო­რე­ბის "წინ­დე­ბი­ვით ცვლა" და ასა­კით პა­ტა­რა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­რავ­ლე, სწო­რედ რომ ძუ ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა. გა­იხ­სე­ნეთ პოპ-დივა მა­დო­ნა - ასე­ვე ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მისი გა­ტა­ცე­ბა ასა­კით პა­ტა­რა პარტნი­ო­რე­ბით.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ თქვენი საყვარელი სერიალის გმირები

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ თქვენი საყვარელი სერიალის გმირები

ნებისმიერი ფილმი, კლასიკური ჟანრის ნაწარმოები იქნება იგი თუ საპნის ოპერა რეალურ პროტოტიპებზე და მათ ცხოვრებაზე დაყრდნობით იქმნება. ამიტომ ჩვენი საყვარელი სერიალის გმირები ყოველთვის ატარებენ, ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს. დაფიქრებულხართ რომელი ზოდიაქოს ნიშნით იქნებოდა დაბადებული მაგალითად კერი ბრედშოუ საყოველთაოდ აღიარებული სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი გმირი. ან მის განუყრელ დაქალებს შარლოტას, სამანტასა და მირანდას რომელი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს მიუსადაგებდით? ხომ არ გაგონებთ რომელიმე მათგანი თქვენს ნაცნობს, ახლო მეგობარს ან კოლეგას?

მოდით, ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე:

თუკი ასტროლოგიური პრინციპებით მივყვებით და გმირების სახასიათო შტრიხებს დეტალურად განვიხილავთ, სერიალის მთავარი გმირი - მეოცნებე, იდეალისტი და პრანჭია კერი დიდი ალბათობით შესაძლებელია თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იყოს. თუმცა მის პირად რუკაში ალბათ ცეცხლის სტიქიის გავლენაც დომინირებს. იმიტომ რომ ტიპური თევზისგან განსხვავებით, საკმაოდ მტკიცე ხასიათის შტრიხებით გამოირჩევა პერიოდულად. თუმცაღა მისი ორი გატაცება - წერა და ჩაცმა-დახურვის, "შოპოჰოლიკობის" სიყვარული უდაოდ თევზებისაა. ასევე თევზებისაა დაბნეულობა, რომლითაც ფილმის გმირი არაერთგზის იქცევს ყურადღებას.

უდაოდ ლომის ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელია ფლირტის მოყვარული, მარად ახალგაზრდა და ეპატაჟური სამანტა. მისი მხრიდან პარტნიორების "წინდებივით ცვლა" და ასაკით პატარა თაყვანისმცემლების სიმრავლე, სწორედ რომ ძუ ლომისთვის დამახასიათებელი თვისებაა. გაიხსენეთ პოპ-დივა მადონა - ასევე ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი და მისი გატაცება ასაკით პატარა პარტნიორებით.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს