მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს 15%-იან ფასდაკლებას მოსწავლეთა ვაკანტურ ადგილებზე 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ჩარიცხულ მოსწავლეთათვის
წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს 15%-იან ფასდაკლებას მოსწავლეთა ვაკანტურ ადგილებზე 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ჩარიცხულ მოსწავლეთათვის

მა­ნა­ნა გი­ორ­გა­ძე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი - ჩვე­ნი სკო­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა და არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა გა­კეთ­და, თუმ­ცა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან მრა­ვა­ლი შე­კი­თხვა არის დარ­ჩე­ნი­ლი. მე ვი­სარ­გებ­ლებ ამ შემ­თხვე­ვით და შე­ვახ­სე­ნებ მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც სურ­ვი­ლი აქვთ ბავ­შვე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნონ ჩვენს სკო­ლა­ში, რომ მი­ღე­ბა გრძელ­დე­ბა 31 აგ­ვის­ტომ­დე. აქვე აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ გარ­კვე­ულ კლა­სებ­ში არ­სე­ბულ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე სკო­ლა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია 15%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ კი­თხვებს, მინ­და გა­მოვ­ყო ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გავ­ცე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი. და­ვი­წყებ იმით, თუ რა­ტომ არის ჩვე­ნი სკო­ლა წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის.

სკო­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვა­ლი აზრი მუ­სი­რებს. ზოგი კი­თხუ­ლობს, არის თუ არა ეს სა­სუ­ლი­ე­რო სკო­ლა, ზო­გიც სა­უბ­რობს იმა­ზე, ხომ არ არის ეს სკო­ლა რო­მე­ლი­მე სხვა არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­არ­სე­ბუ­ლი. ზო­გიც უბ­რა­ლოდ, გვაკ­რი­ტი­კებს, თუ რა­ტომ არის კერ­ძო სკო­ლა იმ წმინ­და­ნის სა­ხე­ლო­ბის, რო­მე­ლიც ესო­დენ გა­მო­ირ­ჩე­ო­და ქველ­მოქ­მე­დე­ბი­თა და გა­ჭირ­ვე­ბულ­თა შემ­წე­ო­ბით.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, წმინ­და ნი­კო­ლო­ზი ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთ მფარ­ველ წმინ­და­ნად ით­ვლე­ბა, იგი ცნო­ბი­ლია, რო­გორც მსწრაფლშემ­წე, პა­ტა­რე­ბის მფარ­ვე­ლი და მე­ო­ხი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ბავ­შვე­ბი­სად­მი. სწო­რედ ამი­ტომ, სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და მო­ძღვრის კურ­თხე­ვით, სკო­ლას და­ერ­ქვა წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა. ეს სა­ხელ­წო­დე­ბა სიმ­ბო­ლუ­რია და კავ­შირ­შია იმ უდი­დეს სურ­ვილ­თან, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შემ­წე და მფარ­ვე­ლი იყოს წმინ­და ნი­კო­ლო­ზი.

ჩვე­ნი სკო­ლა ქარ­თუ­ლი სა­ე­რო სკო­ლაა, რომ­ლის მი­სი­აც ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა­სა და მათი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა ჩვე­ნი ერის სამი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯეა და სწო­რედ ეს არის ის სა­ძირ­კვე­ლი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი ხედ­ვით წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი უნდა აღი­ზარ­დონ. სკო­ლის გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს მისი ფუნ­ქცია აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა ამით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. ჩვე­ნი არა­ნაკ­ლებ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ბავ­შვე­ბი აღვჭურ­ვოთ იმ ცოდ­ნი­თა და უნარ-ჩვე­ვე­ბით, რაც მათ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის და თა­ვი­ან­თი ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნი­სათ­ვის დას­ჭირ­დე­ბათ. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: ბავ­შვე­ბი­სათ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბა და მათი ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბით აღ­ჭურ­ვა, რათა ად­ვი­ლად შეძ­ლონ სწო­რი და ჯან­სა­ღი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და გაც­ვლა იმ უსა­ზღვრო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კად­ში, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლო­ბად იქცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სათ­ვის, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხე­ბი­სა და კულ­ტუ­რე­ბის გაც­ნო­ბი­სათ­ვის უცხო ენე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნა, პი­როვ­ნუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბით აღ­ჭურ­ვა, ფი­ზი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი აღ­ზრდა.

სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. აქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ორი სა­ცუ­რაო აუზი, ღია და და­ხუ­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, სას­კო­ლო თე­ატ­რი. ბავ­შვე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან ორ­ჯე­რა­დი კვე­ბით, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე მზად­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბით. სკო­ლა აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კით. მოს­წავ­ლე­თათ­ვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სპორ­ტუ­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი კლუ­ბე­ბი, სა­დაც ისი­ნი ცოდ­ნას გა­იღ­რმა­ვე­ბენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რა თქმა უნდა, მშობ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვაა, თუ რა ღირს ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლა.

ჩვე­ნი სკო­ლა ერთი წლის წინ გა­იხ­სნა და მე­ო­რე სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ფა­სის დად­გე­ნას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი გა­რე­მო­ე­ბა ახ­ლდა თან. მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში დი­ლის ცხრა სა­ა­თი­დან ხუთ სა­ა­თამ­დე რჩე­ბი­ან. მათ­თვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გარ­და და­მა­ტე­ბუ­ლია ისე­თი საგ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა კემ­ბრი­ჯი­სა და კო­ლინ­სის უახ­ლე­სი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი. ამ საგ­ნებს უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ას­წავ­ლი­ან. ძი­რი­თა­დი სას­კო­ლო ბა­დის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ად­გილ­ზე ამ­ზა­დე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს. რო­გორც ზე­ვით მო­გახ­სე­ნეთ, ისი­ნი ასე­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სკო­ლა­ში­ვე სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ ცეკ­ვას, ხრი­დოლს, ცურ­ვას და ასე შემ­დეგ. ყვე­ლა­ზე დიდი როლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის დად­გე­ნა­ში ითა­მა­შა იმ გა­რე­მო­ე­ბამ, რომ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ სკო­ლა­ში მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი კლა­სე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლე­ბიც 15 მოს­წავ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სად სწავ­ლე­ბის ხა­რისხს ზრდის. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა იყო­ფა და კი­დევ უფრო მეტი დრო ეთ­მო­ბა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი წე­ლი­წად­ში 5500 ლარს შე­ად­გენს, მშობ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბით, რისი წლი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც და­მა­ტე­ბით 800 ლარს შე­ად­გენს. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და სამ ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­ვახ­სე­ნებ, რომ სხვა­დას­ხვა კლას­ში დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე, 26 აგ­ვის­ტო­დან 30 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია 15%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა.

მი­სა­მარ­თი:

ქ. თბი­ლი­სი, ლუბ­ლი­ა­ნას 21

ტელ.: 2183828; 2184838

ვებ-გვერ­დი: www.stnschool.ge

www.saintnicholasschool.ge

ფე­ის­ბუ­ქი: წმ. ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა/St. Nicholas School

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს 15%-იან ფასდაკლებას მოსწავლეთა ვაკანტურ ადგილებზე 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ჩარიცხულ მოსწავლეთათვის

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა აცხადებს 15%-იან ფასდაკლებას მოსწავლეთა ვაკანტურ ადგილებზე 26 აგვისტოდან 31 აგვისტომდე ჩარიცხულ მოსწავლეთათვის

მანანა გიორგაძე, სკოლის დირექტორი - ჩვენი სკოლის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა და არაერთი სატელევიზიო გადაცემა გაკეთდა, თუმცა დაინტერესებული პირების მხრიდან მრავალი შეკითხვა არის დარჩენილი. მე ვისარგებლებ ამ შემთხვევით და შევახსენებ მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ბავშვები შემოიყვანონ ჩვენს სკოლაში, რომ მიღება გრძელდება 31 აგვისტომდე. აქვე აღვნიშნავდი, რომ გარკვეულ კლასებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე სკოლაში გამოცხადებულია 15%-იანი ფასდაკლება.

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ კითხვებს, მინდა გამოვყო ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები და შეძლებისდაგვარად გავცე ამომწურავი პასუხები. დავიწყებ იმით, თუ რატომ არის ჩვენი სკოლა წმინდა ნიკოლოზის სახელობის.

სკოლის სახელთან დაკავშირებით მრავალი აზრი მუსირებს. ზოგი კითხულობს, არის თუ არა ეს სასულიერო სკოლა, ზოგიც საუბრობს იმაზე, ხომ არ არის ეს სკოლა რომელიმე სხვა არამართლმადიდებლური კონფესიის წარმომადგენლების დაარსებული. ზოგიც უბრალოდ, გვაკრიტიკებს, თუ რატომ არის კერძო სკოლა იმ წმინდანის სახელობის, რომელიც ესოდენ გამოირჩეოდა ქველმოქმედებითა და გაჭირვებულთა შემწეობით.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, წმინდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველ წმინდანად ითვლება, იგი ცნობილია, როგორც მსწრაფლშემწე, პატარების მფარველი და მეოხი, გამორჩეული ქრისტიანული სიყვარულით ბავშვებისადმი. სწორედ ამიტომ, სკოლის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და მოძღვრის კურთხევით, სკოლას დაერქვა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა. ეს სახელწოდება სიმბოლურია და კავშირშია იმ უდიდეს სურვილთან, რომ თითოეული მოსწავლის შემწე და მფარველი იყოს წმინდა ნიკოლოზი.

ჩვენი სკოლა ქართული საერო სკოლაა, რომლის მისიაც ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების სიღრმისეულად შესწავლასა და მათი გაცნობიერების პრინციპებზეა დაფუძნებული. მამული, ენა, სარწმუნოება ჩვენი ერის სამი ღვთაებრივი საუნჯეა და სწორედ ეს არის ის საძირკველი, რომელზეც ჩვენი ხედვით წმინდა ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეები უნდა აღიზარდონ. სკოლის გუნდის თითოეულ წევრს საფუძვლიანად გათავისებული აქვს მისი ფუნქცია აღნიშნული მისიის შესრულებაში, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით. ჩვენი არანაკლებ პრიორიტეტული მიმართულებებია ბავშვები აღვჭურვოთ იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ დღევანდელ რეალობაში საერთაშორისო საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის და თავიანთი ეროვნული ფასეულობების ღირსეულად წარმოჩენისათვის დასჭირდებათ. ეს მიმართულებებია: ბავშვებისათვის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება და მათი ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რათა ადვილად შეძლონ სწორი და ჯანსაღი ინფორმაციის მოძიება და გაცვლა იმ უსაზღვრო ინფორმაციის ნაკადში, რომელიც დღევანდელი ცხოვრების რეალობად იქცა მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო ურთიერთობებისათვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხალხებისა და კულტურების გაცნობისათვის უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა, პიროვნული, სოციალური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ფიზიკური და კულტურული აღზრდა.

სკოლის ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აქ ფუნქციონირებს ორი საცურაო აუზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, სასკოლო თეატრი. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი კვებით, რომელიც ადგილზე მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო თანამედროვე ლაბორატორიებით, მრავალენოვანი ბიბლიოთეკით. მოსწავლეთათვის ფუნქციონირებს სპორტული, ხელოვნებისა და აკადემიური კლუბები, სადაც ისინი ცოდნას გაიღრმავებენ სხვადასხვა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა ღირს ჩვენს სკოლაში სწავლა.

ჩვენი სკოლა ერთი წლის წინ გაიხსნა და მეორე სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება. ფასის დადგენას რამდენიმე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გარემოება ახლდა თან. მოსწავლეები სკოლაში დილის ცხრა საათიდან ხუთ საათამდე რჩებიან. მათთვის ეროვნული სასწავლო გეგმის გარდა დამატებულია ისეთი საგნები, როგორიცაა კემბრიჯისა და კოლინსის უახლესი სასწავლო მეთოდები. ამ საგნებს უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან. ძირითადი სასკოლო ბადის შემდეგ ბავშვები მასწავლებლების ზედამხედველობის ქვეშ ადგილზე ამზადებენ გაკვეთილებს. როგორც ზევით მოგახსენეთ, ისინი ასევე ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობებში, სკოლაშივე სწავლობენ ქართულ ცეკვას, ხრიდოლს, ცურვას და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი როლი სწავლის საფასურის დადგენაში ითამაშა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ სკოლაში მცირერიცხოვანი კლასები ყოფილიყო, რომლებიც 15 მოსწავლისაგან შედგება, რაც შესაბამისად სწავლების ხარისხს ზრდის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე-11 და მე-12 კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა იყოფა და კიდევ უფრო მეტი დრო ეთმობა თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მუშაობას ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად. სწავლის საფასური წელიწადში 5500 ლარს შეადგენს, მშობლის სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებით, რისი წლიური ღირებულებაც დამატებით 800 ლარს შეადგენს. სწავლის საფასურის გადახდა სამ ეტაპადაა დაყოფილი.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებ, რომ სხვადასხვა კლასში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, გამოცხადებულია 15%-იანი ფასდაკლება.

მისამართი:

ქ. თბილისი, ლუბლიანას 21

ტელ.: 2183828; 2184838

ვებ-გვერდი: www.stnschool.ge

www.saintnicholasschool.ge

ფეისბუქი: წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა/St. Nicholas School

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"