კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები
 რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ან რა შე­მო­სავ­ლე­ბი ასა­ხეს დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში? "ვერ­სია" გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის, და­ვით ბაქ­რა­ძი­სა და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს. საპ­რე­ზი­დენ­ტო მა­რა­თონ­ში ჩარ­თუ­ლი იმ პი­რე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც მათ შევ­სე­ბას კა­ნო­ნი არ ავალ­დე­ბუ­ლებს, ეტა­პობ­რი­ვად, კან­დი­და­ტე­ბის­ვე დახ­მა­რე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის 6 აგ­ვის­ტოს შე­ავ­სო. ოჯახ­ში ცხოვ­რო­ბენ მამა - თე­ი­მუ­რაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, დედა - მზე­ა­ნა გო­მე­ლა­უ­რი და შვი­ლი - ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 775 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შეთ­ში, სა­ა­კა­ძის ქუჩა N37-ში, თე­ი­მუ­რაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფლობს 165 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ქუჩა N22-ში, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 946 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შეთ­ში, სა­ა­კა­ძის ქუჩა N37-ში და 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი დუ­შეთ­ში, იმა­ვე მი­სა­მარ­თზე. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა 120 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ქუჩა N1/6-ში, მის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 1 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი ისევ დუ­შეთ­ში, სა­ა­კა­ძის ქუჩა N37-ში. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს თი ბი სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე - 1 464 ლარი, ქარ­თუ ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე კი - 13 640 ლარი ერი­ცხე­ბა, თი ბი სი ბან­კში საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს 6 392-ლა­რი­ა­ნი ანა­ბა­რი აქვს გახ­სნი­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი 51 517 ლარი იყო. მზე­ა­ნა გო­მე­ლა­ურ­მა, რო­გორც სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ლექ­ტორ­მა - 1 931 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა კი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­მა - 25 000 ლარი. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს მიჰ­ყავ­და გა­და­ცე­მა "კვი­რის აზ­რე­ბი" და მისი შე­მო­სა­ვა­ლი 1 400 ლარი იყო, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი 6 307 ლარს წარ­მო­ად­გენ­და. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა 7 500 ევრო, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში თვი­თონ­ვე გან­მარ­ტა: "2007 წელს, მი­უ­ნ­ჰე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში "გრო­შ­ჰა­დე­ნი", ჩემს სა­ხელ­ზე ჩა­ი­რი­ცხა 20 000 ევრო და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, 7 500 ევრო დარ­ჩა". დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის დე­დის, მზე­ა­ნა გო­მე­ლა­უ­რის სა­პენ­სიო შე­მო­სა­ვა­ლი - 1 440 ლარი, ხოლო მა­მის, თე­ი­მუ­რაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­პენ­სიო შე­მო­სა­ვა­ლი - 1 440 ლა­რია. კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2012 წლის 20 დე­კემ­ბერს შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან მე­უღ­ლე ინგა ბი­წა­ძე, შვი­ლე­ბი - ლუკა, თორ­ნი­კე, მათე, ბარ­თლო­მე და ან­დრია და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი. კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 55 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის N73-ში. ლი­ბერ­თი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე, კობა და­ვი­თაშ­ვილს 2 000 ლარი ერი­ცხე­ბა, თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს მის­სა­ვე ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი 10 000 ლა­რიც. კობა და­ვი­თაშ­ვილს, რო­გორც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს 18 095 ლარი, ხოლო ინგა ბი­წა­ძეს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლისტს - 16 743 ლარი ერი­ცხე­ბა. ხალ­ხის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი 5 000 ლარი იყო. კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ბოლო დეკ­ლა­რა­ცია 2007 წელს შე­ავ­სო. 2007 და 2012 წლე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებს შო­რის არა­ვი­თა­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არის იმის გარ­და, რომ 2007 წელს, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ფლობ­და "მი­ცუ­ბი­ში სიგ­მას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 000 ლარი იყო. ბო­ლოს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში კი, ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც 2007 წელს და­ვი­თაშ­ვილს 10 560 ლარი ერი­ცხე­ბო­და. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2008 წლის 29 აპ­რილ­საა შევ­სე­ბუ­ლი. მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ოჯახ­ში ირი­ცხე­ბი­ან ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, მისი მე­უღ­ლე - ბად­რი ბი­წა­ძე და შვი­ლი - რეზო ბი­წა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა თბი­ლის­ში, ზ. ბოლ­ქვა­ძის N3ა-ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა 350 000 ლარი, აგ­რეთ­ვე აგა­რა­კი ბორ­ჯომ­ში, რო­მე­ლიც ბად­რი ბი­წა­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 55 000 ლა­რია. 30 000-ლა­რა­დაა სახ­ლი ცა­გე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბელ­ში, რო­მე­ლიც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. 15 000 ლა­რად კი - სახ­ლი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცხრუკ­ვეთ­ში, რო­მე­ლიც ბად­რი ბი­წა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ბურ­ჯა­ნა­ძეს 2008 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი 10 000-ლა­რი­ა­ნი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­გუ­რა­მო­ში, რო­მელ­საც ბად­რი ბი­წა­ძე ფლობს და "მი­ცუ­ბი­ში პა­ჯე­როს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც 20 000 ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და ისიც ბად­რი ბი­წა­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. 2008 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, დო­ი­ჩე ბან­კის სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - 42 000 აშშ დო­ლარს, თი­ბი­სი ბან­კის სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე - 6 560 აშშ დო­ლარს ფლობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს - 4 500 ლარი, ამა­ვე ბან­კში ბად­რი ბი­წა­ძეს კი - 2 000 ლარი ჰქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის შე­მო­სა­ვა­ლი - 49 179 ლარი, ხოლო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე, ბად­რი ბი­წა­ძის შე­მო­სა­ვა­ლი - 47 483 ლარი იყო. 2008 წელს, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯი - 37 149 ლარი, ხოლო ბად­რი ბი­წა­ძის კი - 33 199 ლარი იყო. გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2012 წლის 10 მა­ისს შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან მე­უღ­ლე, თა­თია თო­ფუ­რია, შვი­ლე­ბი - თეკ­ლა და მა­კი­ნე თარ­გა­მა­ძე­ე­ბი და დედა - ჟანა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი. გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 50 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ალ. ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე 31/10-ში, თა­თია თო­ფუ­რი­ას სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 300 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ჭონ­ქა­ძის N7-ში, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე ფლობს 400 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს წყნეთ­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის N30-ში, ასე­ვე 70 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას ბა­თუმ­ში, გორ­გას­ლის N1-ში, 1 027 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს წყნეთ­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის N30-ში. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ჰი­უნ­დაი სან­ტა­ფე", ხოლო თა­თია თო­ფუ­რი­ას სა­ხელ­ზე - მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ფოლკს­ვა­გენ პა­სა­ტი". სტან­დარტ ბან­კში, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1 500 ლარი ირი­ცხე­ბა, თი ბი სი ბან­კში მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 1 500 აშშ დო­ლა­რი, ხოლო სტან­დარტ ბან­კში მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე - 10 000 ევრო ერი­ცხე­ბა. 2012 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, მი­ღე­ბუ­ლი აქვს 60 166 ლა­რის, ხოლო თა­თია თო­ფუ­რი­ას, რო­გორც "აირ­ზე­ნას" პრეს­მე­ნე­ჯერს - 21 600 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის 24 მა­ისს შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან მე­უღ­ლე - მაკა მეტ­რე­ვე­ლი, შვი­ლე­ბი - ეკა­ტე­რი­ნე და ნინო ბაქ­რა­ძე­ე­ბი. მამა - შუქ­რი ბაქ­რა­ძე და დედა - ლილი ბაქ­რა­ძე. და­ვით ბაქ­რა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 213 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა თბი­ლის­ში, ლარ­სის შე­სახ­ვე­ვი N3-ში და 28 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რე­ხი, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე. ლილი ბაქ­რა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 339 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, ტი­ბა­ა­ნის ქუჩა N21-ში, 287 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლი, რო­მე­ლიც ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე­ობს, ლილი ბაქ­რა­ძის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. სუ­რამ­ში, 9 აპ­რი­ლის ქუჩა N96-ში არ­სე­ბუ­ლი 1 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის 33%-ს ლილი ბაქ­რა­ძე, ხოლო და­ნარ­ჩენ წილს მისი პარტნი­ო­რე­ბი - გი­ორ­გი და ნა­თე­ლა აბა­საშ­ვი­ლე­ბი ფლო­ბენ. სუ­რამ­ში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე არ­სე­ბუ­ლი 150 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, 33%-იან წილს ლილი ბაქ­რა­ძე, ხოლო და­ნარ­ჩენს მისი პარტნი­ო­რე­ბი - გი­ორ­გი და ნა­თე­ლა აბა­საშ­ვი­ლი ფლო­ბენ. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თი ბი სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე, და­ვით ბაქ­რა­ძეს 265 ლარი ერი­ცხე­ბა, ამა­ვე ბან­კში მაკა მეტ­რე­ვე­ლის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში 95 ლა­რია. თი ბი სი ბან­კში, და­ვით ბაქ­რა­ძეს გახ­სნი­ლი აქვს'ანა­ბა­რი, რო­მელ­ზეც 50 000 აშშ დო­ლა­რი ერი­ცხე­ბა, ეკა­ტე­რი­ნე ბაქ­რა­ძის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში თი­ბი­სი ბან­კში 230 ლა­რია, ლი­ბერ­თი ბან­კში კი მაკა მეტ­რე­ვე­ლის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1 375 ლარი ირი­ცხე­ბა. და­ვით ბაქ­რა­ძე ფლობს 25 000 ლარ­სა და 10 000 აშშ დო­ლარს. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ, სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: დე­დამ, ლილი ბაქ­რა­ძემ LILI BAKRADZE - TBE-დან, რო­გორც ინდმე­წარ­მემ, 7 833 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. მე­უღ­ლე, მაკა მეტ­რე­ვე­ლი იყო LC FASHION GROUP-ისა და LLC GEORGIAN FASHION ჩომ­პანყ-ს პარტნი­ო­რი, ასე­ვე NNIP FASHION ASSOCIATION-ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი. ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლი არ არის. და­ვით ბაქ­რა­ძემ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა, 92 742 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. მაკა მეტ­რე­ვე­ლი ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წეა მარ­კე­ტინ­გის დარ­გში, სა­დაც 7 450 ლარი ერი­ცხე­ბა. შუქ­რი ბაქ­რა­ძე ინდმე­წარ­მე "გი­ორ­გი აბა­საშ­ვი­ლის" ბუ­ღალ­ტე­რია და მისი შე­მო­სა­ვა­ლი 5 400 ლა­რია. ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის გარ­და, მაკა მეტ­რე­ვე­ლი შპს "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი­ცაა, სა­დაც ის 5 000-ლა­რი­ან შე­მო­სა­ვალს იღებს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ბაქ­რა­ძის შე­მო­სავ­ლებ­სა და გა­სავ­ლებს, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი სა­მივ­ლი­ნე­ბო თან­ხა და შე­მო­სა­ვა­ლი - 19 328 ლარი იყო, სა­ბან­კო ანა­ბარ­ზე დი­ვი­დენ­დის სა­ხით, 1 760 აშშ დო­ლა­რი და­ე­რი­ცხა, ხოლო გა­სავ­ლის სა­ხით, ეკა­ტე­რი­ნე ბაქ­რა­ძის სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 9 500 ლარი გა­და­ი­ხა­და. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის რე­მონ­ტი 5 000 ლარი და­უჯ­და, ხოლო ფი­ზი­კუ­რი პი­რის ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის სა­ხით - 1 887 ლარი გა­და­ი­ხა­და. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2012 წლის 15 მა­ისს შე­ავ­სო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან მე­უღ­ლე - ბელა ალა­ნია, შვი­ლე­ბი - ბექა და და­რე­ჯან ნა­თე­ლაშ­ვი­ლე­ბი. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, მი­რო­ტა­ძის N1-ში, 136 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას ფლობს, მის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 450 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის აგა­რა­კი და 8 500 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ ბა­ზა­ლეთ­ში. მის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 366 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ო­ფი­სე ფარ­თი თბი­ლის­ში, ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის N88-ში და ამა­ვე მი­სა­მარ­თზე, 1 729 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თის 50-%-იან წილ­საც ფლობს, დარ­ჩე­ნი­ლი 50%-ის წი­ლის მფლო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს თი ბი სი ბან­კის საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 500 აშშ დო­ლა­რი, ხოლო ბანკ "ვე­ნა­ში", ბელა ალა­ნი­ას გახ­სნი­ლი აქვს 98 000 ევ­როს ანა­ბა­რი. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის შე­მო­სა­ვა­ლი 67 110 ლარი იყო. 2011 წელს, პროკ­რე­დიტ ბან­კში ნა­თე­ლაშ­ვილ­მა 25 000 აშშ დო­ლა­რის იპო­თე­კუ­რი სეს­ხი აიღო, იმა­ვე წელსვე, მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 31 000 აშშ დო­ლა­რად გა­ყი­და.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები

 რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები

საინტერესოა, რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები ოფიციალურად, ან რა შემოსავლები ასახეს დეკლარაციებში? "ვერსია" გიორგი მარგველაშვილის, კობა დავითაშვილის, ნინო ბურჯანაძის, გიორგი თარგამაძის, დავით ბაქრაძისა და შალვა ნათელაშვილის ქონებრივ დეკლარაციებს აქვეყნებს. საპრეზიდენტო მარათონში ჩართული იმ პირების ქონებრივ დეკლარაციებს, რომლებსაც მათ შევსებას კანონი არ ავალდებულებს, ეტაპობრივად, კანდიდატებისვე დახმარებით შემოგთავაზებთ.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 6 აგვისტოს შეავსო. ოჯახში ცხოვრობენ მამა - თეიმურაზ მარგველაშვილი, დედა - მზეანა გომელაური და შვილი - ანა მარგველაშვილი. რაც შეეხება უძრავ ქონებას, გიორგი მარგველაშვილის სახელზეა რეგისტრირებულია 775 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში, თეიმურაზ მარგველაშვილი ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩა N22-ში, გიორგი მარგველაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში და 200 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დუშეთში, იმავე მისამართზე. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ირიცხება 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩა N1/6-ში, მის სახელზეა რეგისტრირებული 1 200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ისევ დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში. გიორგი მარგველაშვილს თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 1 464 ლარი, ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი - 13 640 ლარი ერიცხება, თი ბი სი ბანკში საპრეზიდენტო კანდიდატს 6 392-ლარიანი ანაბარი აქვს გახსნილი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალი 51 517 ლარი იყო. მზეანა გომელაურმა, როგორც სამხატვრო აკადემიის ლექტორმა - 1 931 ლარის შემოსავალი მიიღო, გიორგი მარგველაშვილმა კი, როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა - 25 000 ლარი. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გიორგი მარგველაშვილს მიჰყავდა გადაცემა "კვირის აზრები" და მისი შემოსავალი 1 400 ლარი იყო, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალი 6 307 ლარს წარმოადგენდა. გიორგი მარგველაშვილის სახელზე ირიცხება 7 500 ევრო, რომელიც დეკლარაციაში თვითონვე განმარტა: "2007 წელს, მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში "გროშჰადენი", ჩემს სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და ოპერაციის შემდეგ, 7 500 ევრო დარჩა". დეკლარაციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატის დედის, მზეანა გომელაურის საპენსიო შემოსავალი - 1 440 ლარი, ხოლო მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის საპენსიო შემოსავალი - 1 440 ლარია. კობა დავითაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 20 დეკემბერს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე ინგა ბიწაძე, შვილები - ლუკა, თორნიკე, მათე, ბართლომე და ანდრია დავითაშვილები. კობა დავითაშვილის სახელზეა რეგისტრირებული 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის N73-ში. ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე, კობა დავითაშვილს 2 000 ლარი ერიცხება, თუმცა დეკლარაციაში მითითებული აქვს მისსავე ანგარიშზე არსებული 10 000 ლარიც. კობა დავითაშვილს, როგორც თბილისის საკრებულოს წევრს 18 095 ლარი, ხოლო ინგა ბიწაძეს, როგორც საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვან სპეციალისტს - 16 743 ლარი ერიცხება. ხალხის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობა დავითაშვილის შემოსავალი 5 000 ლარი იყო. კობა დავითაშვილმა ბოლო დეკლარაცია 2007 წელს შეავსო. 2007 და 2012 წლების დეკლარაციებს შორის არავითარი განსხვავება არ არის იმის გარდა, რომ 2007 წელს, კობა დავითაშვილი ფლობდა "მიცუბიში სიგმას" მარკის ავტომობილს, რომლის ღირებულება 5 000 ლარი იყო. ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში კი, ავტომობილი მითითებული არ არის ისევე, როგორც საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიში, რომელზეც 2007 წელს დავითაშვილს 10 560 ლარი ერიცხებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ქონებრივი დეკლარაცია 2008 წლის 29 აპრილსაა შევსებული. მაშინდელი მდგომარეობით, ოჯახში ირიცხებიან ნინო ბურჯანაძე, მისი მეუღლე - ბადრი ბიწაძე და შვილი - რეზო ბიწაძე. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ნინო ბურჯანაძის სახელზე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ზ. ბოლქვაძის N3ა-ში, რომლის ღირებულებაა 350 000 ლარი, აგრეთვე აგარაკი ბორჯომში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული, ღირებულება კი 55 000 ლარია. 30 000-ლარადაა სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში, რომელიც ნინო ბურჯანაძის სახელზეა რეგისტრირებული. 15 000 ლარად კი - სახლი ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა რეგისტრირებული. ბურჯანაძეს 2008 წლის დეკლარაციაში ასევე აქვს მითითებული 10 000-ლარიანი მიწის ნაკვეთი საგურამოში, რომელსაც ბადრი ბიწაძე ფლობს და "მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომობილი, რომელიც 20 000 ლარადაა შეფასებული და ისიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული. 2008 წლის მდგომარეობით, დოიჩე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე ნინო ბურჯანაძე - 42 000 აშშ დოლარს, თიბისი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე - 6 560 აშშ დოლარს ფლობდა. საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე ნინო ბურჯანაძეს - 4 500 ლარი, ამავე ბანკში ბადრი ბიწაძეს კი - 2 000 ლარი ჰქონდა მითითებული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ნინო ბურჯანაძის შემოსავალი - 49 179 ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ბადრი ბიწაძის შემოსავალი - 47 483 ლარი იყო. 2008 წელს, ნინო ბურჯანაძის სამივლინებო ხარჯი - 37 149 ლარი, ხოლო ბადრი ბიწაძის კი - 33 199 ლარი იყო. გიორგი თარგამაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 10 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე, თათია თოფურია, შვილები - თეკლა და მაკინე თარგამაძეები და დედა - ჟანა ვაჩეიშვილი. გიორგი თარგამაძის სახელზეა რეგისტრირებული 50 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე 31/10-ში, თათია თოფურიას სახელზეა რეგისტრირებული 300 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ჭონქაძის N7-ში, გიორგი თარგამაძე ფლობს 400 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წყნეთში, გურამიშვილის N30-ში, ასევე 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში, გორგასლის N1-ში, 1 027 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წყნეთში, გურამიშვილის N30-ში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი თარგამაძის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა "ჰიუნდაი სანტაფე", ხოლო თათია თოფურიას სახელზე - მსუბუქი ავტომანქანა "ფოლკსვაგენ პასატი". სტანდარტ ბანკში, გიორგი თარგამაძის სახელფასო ანგარიშზე 1 500 ლარი ირიცხება, თი ბი სი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 1 500 აშშ დოლარი, ხოლო სტანდარტ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე - 10 000 ევრო ერიცხება. 2012 წლის მდგომარეობით, გიორგი თარგამაძეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიღებული აქვს 60 166 ლარის, ხოლო თათია თოფურიას, როგორც "აირზენას" პრესმენეჯერს - 21 600 ლარის შემოსავალი. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 24 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - მაკა მეტრეველი, შვილები - ეკატერინე და ნინო ბაქრაძეები. მამა - შუქრი ბაქრაძე და დედა - ლილი ბაქრაძე. დავით ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 213 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ლარსის შესახვევი N3-ში და 28 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი, ამავე მისამართზე. ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული 339 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, ტიბაანის ქუჩა N21-ში, 287 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლი, რომელიც ამავე მისამართზე მდებარეობს, ლილი ბაქრაძის სახელზეა რეგისტრირებული. სურამში, 9 აპრილის ქუჩა N96-ში არსებული 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენ წილს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილები ფლობენ. სურამში, ამავე მისამართზე არსებული 150 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლში, 33%-იან წილს ლილი ბაქრაძე, ხოლო დანარჩენს მისი პარტნიორები - გიორგი და ნათელა აბასაშვილი ფლობენ. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თი ბი სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე, დავით ბაქრაძეს 265 ლარი ერიცხება, ამავე ბანკში მაკა მეტრეველის მიმდინარე ანგარიში 95 ლარია. თი ბი სი ბანკში, დავით ბაქრაძეს გახსნილი აქვს'ანაბარი, რომელზეც 50 000 აშშ დოლარი ერიცხება, ეკატერინე ბაქრაძის მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში 230 ლარია, ლიბერთი ბანკში კი მაკა მეტრეველის სახელფასო ანგარიშზე 1 375 ლარი ირიცხება. დავით ბაქრაძე ფლობს 25 000 ლარსა და 10 000 აშშ დოლარს. საპრეზიდენტო კანდიდატის ოჯახის წევრების მიერ, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასე გამოიყურება: დედამ, ლილი ბაქრაძემ LILI BAKRADZE - TBE-დან, როგორც ინდმეწარმემ, 7 833 ლარის შემოსავალი მიიღო. მეუღლე, მაკა მეტრეველი იყო LC FASHION GROUP-ისა და LLC GEORGIAN FASHION ჩომპანყ-ს პარტნიორი, ასევე NNIP FASHION ASSOCIATION-ის გამგეობის წევრი. ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის. დავით ბაქრაძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 92 742 ლარის შემოსავალი მიიღო. მაკა მეტრეველი ჩაჩავას კლინიკის დირექტორის თანაშემწეა მარკეტინგის დარგში, სადაც 7 450 ლარი ერიცხება. შუქრი ბაქრაძე ინდმეწარმე "გიორგი აბასაშვილის" ბუღალტერია და მისი შემოსავალი 5 400 ლარია. ჩაჩავას კლინიკის გარდა, მაკა მეტრეველი შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა, სადაც ის 5 000-ლარიან შემოსავალს იღებს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის შემოსავლებსა და გასავლებს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი სამივლინებო თანხა და შემოსავალი - 19 328 ლარი იყო, საბანკო ანაბარზე დივიდენდის სახით, 1 760 აშშ დოლარი დაერიცხა, ხოლო გასავლის სახით, ეკატერინე ბაქრაძის სწავლის ღირებულება - 9 500 ლარი გადაიხადა. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს საცხოვრებელი ბინის რემონტი 5 000 ლარი დაუჯდა, ხოლო ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სახით - 1 887 ლარი გადაიხადა. შალვა ნათელაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 15 მაისს შეავსო. ოჯახის წევრები არიან მეუღლე - ბელა ალანია, შვილები - ბექა და დარეჯან ნათელაშვილები. შალვა ნათელაშვილი თბილისში, მიროტაძის N1-ში, 136 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს, მის სახელზეა რეგისტრირებული 450 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკი და 8 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ ბაზალეთში. მის სახელზეა რეგისტრირებული 366 კვადრატული მეტრი ფართობის საოფისე ფართი თბილისში, ი. ჯავახიშვილის N88-ში და ამავე მისამართზე, 1 729 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 50-%-იან წილსაც ფლობს, დარჩენილი 50%-ის წილის მფლობელი სახელმწიფოა. შალვა ნათელაშვილს თი ბი სი ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 500 აშშ დოლარი, ხოლო ბანკ "ვენაში", ბელა ალანიას გახსნილი აქვს 98 000 ევროს ანაბარი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალვა ნათელაშვილის, როგორც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის წევრის შემოსავალი 67 110 ლარი იყო. 2011 წელს, პროკრედიტ ბანკში ნათელაშვილმა 25 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აიღო, იმავე წელსვე, მისი კუთვნილი ავტომობილი 31 000 აშშ დოლარად გაყიდა.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა