პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავაში ბათუმის კაზინოში უნახავთ?" - რატომ გახდნენ ქართველი ქალბატონები თურქული სერიალის "მსხვერპლნი"
"სავაში ბათუმის კაზინოში უნახავთ?" - რატომ გახდნენ ქართველი ქალბატონები თურქული სერიალის "მსხვერპლნი"

ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბი რომ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვს ეს სი­ახ­ლე ნამ­დვი­ლად არ არის. მას რომ უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, ესეც ფაქ­ტია.

ბოლო დროს ჩვენს ტე­ლე­სივ­რცეს, მექ­სი­კურ, ვე­ნე­სუ­ე­ლურ, ამე­რი­კულ ნა­მუ­შევ­რებს თურ­ქუ­ლი პრო­დუქ­ცი­აც შე­ე­მა­ტა, რა­მაც ასე­ვე გა­და­რია ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი. პირ­ველ­მა მერ­ცხალ­მა, "სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სას­ჯე­ლის" სა­ხე­ლით, "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­იფრ­თხი­ა­ლა და სე­რი­ა­ლის მთა­ვარ­მა პერ­სო­ნაჟ­მა ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "და­აგ­დო".

მოკ­ლედ, სა­ვაშს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლებ­მაც, ის კი არა, ცოტა ხნის წინ, "მა­ესტროს" ეთერ­ში, ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მა­ში ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტმა ინგა გრი­გო­ლი­ა­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ უნებ­ლი­ედ ამ სე­რი­ლის "მსხვერ­პლი" ისიც არ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა რო­დე­საც ამ მა­სა­ლა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვი­საც შე­ვეხ­მი­ა­ნე, ყვე­ლამ უარ­ყო, სე­რი­ა­ლებს სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებთ, მით უფრო თურ­ქულ­სო. მოკ­ლედ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და და ბო­ლოს სა­სა­უბ­როდ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ლიკა ყაზ­ბე­გი დამ­თან­ხმდა:

- ტე­ლე­სე­რი­ალ "სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სას­ჯე­ლის" შემ­დეგ (რო­მელ­შიც პერ­სო­ნა­ჟი სა­ვაშ ბალ­და­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და), და­ვი­ფი­ცე, თურ­ქულ სე­რი­ალს აღარ ვუ­ყუ­რებ-მეთ­ქი. ის კი არა, მა­გის გამო ჩემი პრო­ექ­ტი ("კომ­პა­ნი­ის სახე"), რო­ელ­ზეც ვმუ­შა­ობ­დი, კი­ნა­ღამ ჩა­მი­ვარ­და. მოკ­ლედ, სა­ღა­მოს მო­ახ­ლო­ე­ბას გი­ჟი­ვით ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ სე­რი­ალს ჩავ­ჯდო­მო­დი. ახლა ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა... (მგო­ნი, მა­გის შემ­დეგ კი­დევ გა­დის რა­ღაც თურ­ქუ­ლი) მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩვე­ნე­ბა გა­მო­მი­ვი­და, თო­რემ სა­ვა­ში ვერ გა­და­მირ­ჩე­ბო­და.

- ტე­ლე­სე­რი­ალ­მა "სიყ­ვა­რუ­ლი და სას­ჯე­ლი" თა­ვი­დან რო­გორ მი­გი­ზი­და და შე­გი­ტუ­ყა?

- იცი, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი რა­ტომ გიჟ­დე­ბოდ­ნენ სა­ვაშ­ზე? იმ­დე­ნი მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბით შემ­კულ ადა­მი­ანს რე­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც ის იყო, ვე­ღარ ნა­ხუ­ლო­ბენ და დე­ფი­ციტს ილუ­ზი­ით ივ­სე­ბენ. მე კი სა­წუ­წუ­ნო არა­ფე­რი მაქვს, რად­გა­ნაც ასე­თი კა­ცის ცოლი ვარ, მაგ­რამ სხვა ქა­ლებს კარ­გად ვუ­გებ­დი. პი­რა­დად მე ყვე­ლა­ზე მე­ტად, სა­ვა­შის დედა მხიბ­ლავ­და. მისი სა­ხე­ლი აღარ მა­ხოსვს (არ მი­წყი­ნოს), ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა იყო. რა­ღა­ცით, ჩვენს "ოთა­რა­ანთ ქვრივს" მა­გო­ნებ­და. რაც მთა­ვა­რია, მაგ როლს კარ­გი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობ­და. არ მე­გო­ნა, თუ თურ­ქებს ასე­თი ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი ჰყავ­დათ. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ იმ ქალს (სა­ვა­შის დედა) ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა ჰქონ­დეს.

- ზო­გა­დად ეს ყვე­ა­ლეფ­რი არ გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ადა­მი­ნის ფსი­ქი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს?

- მგო­ნია, რომ ამ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბით, დიდი არა­ფე­რი შე­მი­ცო­დავს, ამ­დაგ­ვარ პრო­დუქ­ცი­ას წე­ლი­წად­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბა, ვუ­ყუ­რო ისიც, თუ ამ საქ­მე­ში დე­და­ჩე­მი "ჩა­მით­რევს", რო­გორც ამ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და...

თუმ­ცა სე­რი­ა­ლის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ყუ­რე­ბა მარ­თლაც მავ­ნეა, მაგ­რამ კარ­გად ვუ­გებ შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნებს და დი­ა­სახ­ლი­სებს, ზო­გა­დად ქალ­ბეს, რომ­ლე­ბიც სე­რი­ა­ლებს უყუ­რე­ბენ. ქა­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრძნო­ბე­ბით, გან­ცდე­ბით ცხოვ­რე­ბა (50 წლამ­დე ქა­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ), მაგ­რამ თუ ის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ამის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, რა ქნას?! მა­შინ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბა მის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნებს?

მხცო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი კი ამ პრო­დუქ­ცი­ის ყუ­რე­ბით ძველ მო­გო­ნე­ბებს იღ­ვი­ძე­ბენ, იმ ამ­ბებს, რომ­ლე­ბიც აღა­რა­სო­დეს გან­მე­ორ­დე­ბა. ზო­გა­დად ვა­ღი­ა­როთ, რომ სე­რი­ა­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის დრო­ის გა­საყ­ვა­ნად კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაც არის. მისი ყუ­რე­ბი­სას მა­ყუ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად, გა­ნიც­დის, ტი­რის, უხა­რია. რაც უფრო მგრძნო­ბი­ა­რეა მა­ყუ­რე­ბე­ლი, მით ღრმად შე­დის ფილმში და მით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნიც­დის ვნე­ბე­ბის­გან.

- ჰო, მაგ­რამ ამ სე­რი­ა­ლებს ბავ­შვე­ბიც ხომ უყუ­რე­ბენ?

- კი, ვიცი და ამას სე­რი­ო­ზუ­ლად ვაპ­რო­ტეს­ტებ. პა­ტა­რე­ბის­თვის არ არის კარ­გი მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი სე­რი­ალს არის მი­ჩე­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, როცა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შინ ტე­ლე­ვი­ზო­რია ჩარ­თუ­ლი და სე­რი­ა­ლი გა­დის, სახ­ლი კი არც ისე დი­დია, რა უნდა ქნას ბავ­შვმა? უნე­ბუ­რად ხდე­ბა სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი ("მსხვერ­პლი").

- ჰოდა, რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ასე მო­ძა­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის­გან?

- კაც­მა რომ თქვას, ამ­დე­ნი სე­რი­ა­ლიც არა­ვის სჭირ­დე­ბა. ან ერთი არხი უნდა იყოს, სა­დაც მხო­ლოდ სე­რი­ა­ლე­ბი გავა, რად­გან ასეთ პრო­დუქ­ცი­ა­საც აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და თან, ცო­დო­ე­ბი არი­ან ჩვე­ნი "ბა­ბუშ­კე­ბი".

ზოგი ისეა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა არხზე სე­რი­ალს უყუ­რებს (ერ­თდრო­უ­ლად სამს).

- ჭო­რად გა­ვი­გე, სა­ვაშ ბალ­და­რი ბა­თუ­მის კა­ზი­ნო­ში უნა­ხავთ...

- ბა­თუმ­ში?

- ჰო, ბა­თუმ­ში ხში­რად არის და კა­ზი­ნოს აქ­ტი­უ­რი სტუ­მა­რი­აო. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია?

- რო­გორც ჩანს, "სა­ნა­ხევ­როდ ქარ­თვე­ლია"...ჩვენ ხომ ყვე­ლა თურ­ქი, ვინც მოგ­ვე­წო­ნა, გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ. მახ­სოვს, "მის მსოფ­ლი­ო­ზეც", რო­მე­ლიც თურ­ქი იყო, ამას ვამ­ბობ­დით.

თუ ქარ­თუ­ლი ძი­რე­ბი არ აქვს, მა­შინ რა უნ­დო­და ბა­თუმ­ში? და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის პოვ­ნა გა­უ­ჭირ­და? რო­გორც ჩანს, "სის­ხლმა უყივ­ლა". ალ­ბათ მეც ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი ამ ფილ­მით.

- ისე, ეგ ტიპი რო­გორც მა­მა­კა­ცი თუ მოგ­წონს?

- გა­მოჩ­ნდა თუ არა ეს სე­რი­ა­ლი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, ყვე­ლა ქალი სა­ვაშს გა­ი­ძა­ხო­და და მეც და­ვინ­ტე­რეს­დი. რო­დე­საც ვნა­ხე და ვთქვი: - ამა­ზე რო­გორ გიჟ­დე­ბით-მეთ­ქი (ეს მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ჩე­მე­ულ სტან­დარ­ტებს არ შე­ე­ფე­რე­ბა). ერთ-ორ სე­რი­ას ვუ­ყუ­რე და მა­ინც და­ვინ­ტრიგ­დი, ეტყო­ბა, აქვს რა­ღაც ისე­თი, რა­მაც გა­და­რია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლე­ბი. მოკ­ლედ, მეც ჩა­მით­რია... მერე, ეს შენი სა­ვა­ში მალე ისე­თი სიმ­პა­თი­უ­რი მეჩ­ვე­ნა, რომ ის გო­გოც (ფილმში მისი მე­წყვი­ლე) უკვე მის­თვის მე­ნა­ნე­ბო­და...

შემ­დეგ იუ­მო­რისტ ნიკა ქავ­თა­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დი არა იმი­ტომ, რომ ის თუ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის აქ­ტი­ურ მა­ყუ­რებ­ლად მი­ვიჩ­ნიე. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის აქვს ამა თუ იმ სა­კი­თხზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის თა­მამდ აფიქ­სი­რებს. თუმ­ცა თა­ვი­დან თავი და­ვიზრვიე და მა­ინც ვკი­თხე:

- ბოლო დროს ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ეთე­რით მომ­რავ­ლე­ბულ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს თუ უყუ­რებ?

- მაგ მხრივ ძა­ლი­ან ვპა­სი­უ­რობ ანუ მაგ სე­რი­ა­ლებს არ ვუ­ყუ­რებ... რო­გორც ვიცი, თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი "მა­ესტრო­ზე" გა­დის, არა? "მა­ესტრო" ტე­ლე­რე­ი­ტინ­გში მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მაგ არხზე გა­დი­ო­დეს რა­ი­მე სე­რი­ა­ლი, რო­მელ­ზეც აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვა და ჩემი ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­იწ­ვი­ოს? მე მხო­ლოდ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" ვუ­ყუ­რებ და "ნეტ­ში" ამე­რი­კულ სე­რი­ა­ლებს.

ზო­გა­დად კი არ მე­ში­ნია უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი ტე­ლეპ­რო­დუქ­ცი­ის. მე ის მა­წუ­ხებს და მა­ში­ნებს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი კარ­გი რამ არ კეთ­დე­ბა. ხალ­ხს თუ მოს­წონს თურ­ქუ­ლი, ე.ი. აინ­ტე­რე­სებთ. ზო­გა­დად, "საპ­ნის ოპე­რე­ბი" დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. ჰოდა, ერ­თო­ბი­ან ალ­ბათ ქარ­თვე­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი. ეს რა­ტომ უნდა გვა­ნერ­ვი­უ­ლებ­დეს? მაგ­რამ ეს აჟი­ო­ტა­ჟი მა­ინც ან­ტი­თურ­ქუ­ლი პა­ნი­კის ბრა­ლი მგო­ნია.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სე­რი­ა­ლის ყუ­რე­ბა, ნარ­კო­ტიკს ჰგავს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აჩენს და ადა­მი­ანს რა­ღაც ეტაპ­ზე თავს აკარ­გვი­ნებს.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სე­რი­ა­ლე­ბი და ვუ­ყუ­რებ უამ­რავ კარგ ნა­მუ­შე­ვარს. თა­ვის­თა­ვად სე­რი­ა­ლის პრინ­ცი­პია, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბი, გა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ესა თუ ის ამ­ბა­ვი. რა არის ამა­ში ცუდი და "ნარ­კო­ტი­კუ­ლი?" მოკ­ლედ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­აღ­მდეგ გაბ­რძო­ლე­ბა ქარ­თვე­ლებს გვიყ­ვარს.

- პი­რა­დად შენ რო­გო­რი სე­რი­ა­ლე­ბი გი­ზი­დავს? რას აქ­ცევ მისი ცქე­რი­სას ყუ­რა­დღე­ბას?

- რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნო­ბა­ში კარ­გი უნდა იყოს პრო­ექ­ტი: უნდა ჰქონ­დეს ნორ­მა­ლუ­რი სცე­ნა­რი, რე­ჟი­სუ­რა, ჰყავ­დეს კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი; ამას­თან, მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბიც სა­ჭი­როა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯილ­დო­ე­ბიც და ა.შ.

- საქ­მე იმა­შია, რომ სე­რი­ა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვახ­სე­ნე, ამ მო­თხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მდა­რეა...

- გა­სა­გე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ია­ფიც ღირს და არც ისე შეძ­ლე­ბუ­ლი ქვეყ­ნის, არც ისე შეძ­ლე­ბუ­ლი ტვ-ის ეთერ­ში სწო­რედ ამი­ტომ გა­დის.

- თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­შიც გა­მოჩ­ნდა...

- ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას ამის გა­რა­და სხვა უამ­რა­ვი პრო­დუქ­ცია აქვს და ესეც ექ­ნე­ბა, რა უჭირს? მთა­ვა­რია, რომ სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი სწო­რედ მაგ არხზე გა­დის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბებ.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"სავაში ბათუმის კაზინოში უნახავთ?" - რატომ გახდნენ ქართველი ქალბატონები თურქული სერიალის "მსხვერპლნი"

"სავაში ბათუმის კაზინოში უნახავთ?" - რატომ გახდნენ ქართველი ქალბატონები თურქული სერიალის "მსხვერპლნი"

ტელესერიალები რომ ყველაზე რეიტინგული პროდუქციაა ტელეკომპანიებისთვს ეს სიახლე ნამდვილად არ არის. მას რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს, ესეც ფაქტია.

ბოლო დროს ჩვენს ტელესივრცეს, მექსიკურ, ვენესუელურ, ამერიკულ ნამუშევრებს თურქული პროდუქციაც შეემატა, რამაც ასევე გადარია ქართველი მაყურებელი. პირველმა მერცხალმა, "სიყვარულისა და სასჯელის" სახელით, "მაესტროს" ეთერში გაიფრთხიალა და სერიალის მთავარმა პერსონაჟმა ქართველი ქალბატონები შეიძლება ითქვას, რომ "დააგდო".

მოკლედ, სავაშს უამრავმა ადამიანმა უყურა, მათ შორის, ცნობილებმაც, ის კი არა, ცოტა ხნის წინ, "მაესტროს" ეთერში, ვასიკო ოდიშვილის გადაცემაში ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც აღნიშნა, რომ უნებლიედ ამ სერილის "მსხვერპლი" ისიც არმოჩნდა, თუმცა როდესაც ამ მასალაზე ვმუშაობდი, ცნობილი ადამიანებიდან ვისაც შევეხმიანე, ყველამ უარყო, სერიალებს საერთოდ არ ვუყურებთ, მით უფრო თურქულსო. მოკლედ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა და ბოლოს სასაუბროდ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი დამთანხმდა:

- ტელესერიალ "სიყვარულისა და სასჯელის" შემდეგ (რომელშიც პერსონაჟი სავაშ ბალდარი მონაწილეობდა), დავიფიცე, თურქულ სერიალს აღარ ვუყურებ-მეთქი. ის კი არა, მაგის გამო ჩემი პროექტი ("კომპანიის სახე"), როელზეც ვმუშაობდი, კინაღამ ჩამივარდა. მოკლედ, საღამოს მოახლოებას გიჟივით ველოდებოდი, რომ სერიალს ჩავჯდომოდი. ახლა ამაზე მეცინება... (მგონი, მაგის შემდეგ კიდევ გადის რაღაც თურქული) მადლობა ღმერთს, ჩვენება გამომივიდა, თორემ სავაში ვერ გადამირჩებოდა.

- ტელესერიალმა "სიყვარული და სასჯელი" თავიდან როგორ მიგიზიდა და შეგიტუყა?

- იცი, ქართველი ქალები რატომ გიჟდებოდნენ სავაშზე? იმდენი მამაკაცური თვისებით შემკულ ადამიანს რელურ ცხოვრებაში, როგორიც ის იყო, ვეღარ ნახულობენ და დეფიციტს ილუზიით ივსებენ. მე კი საწუწუნო არაფერი მაქვს, რადგანაც ასეთი კაცის ცოლი ვარ, მაგრამ სხვა ქალებს კარგად ვუგებდი. პირადად მე ყველაზე მეტად, სავაშის დედა მხიბლავდა. მისი სახელი აღარ მახოსვს (არ მიწყინოს), ძალიან საინტერესო პერსონა იყო. რაღაცით, ჩვენს "ოთარაანთ ქვრივს" მაგონებდა. რაც მთავარია, მაგ როლს კარგი მსახიობი თამაშობდა. არ მეგონა, თუ თურქებს ასეთი ლამაზი ქალები ჰყავდათ. არ გამიკვირდება, რომ იმ ქალს (სავაშის დედა) ქართული წარმომავლობა ჰქონდეს.

- ზოგადად ეს ყვეალეფრი არ გეჩვენება, რომ ადამინის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს?

- მგონია, რომ ამ სერიალის ყურებით, დიდი არაფერი შემიცოდავს, ამდაგვარ პროდუქციას წელიწადში ერთხელ შეიძლება, ვუყურო ისიც, თუ ამ საქმეში დედაჩემი "ჩამითრევს", როგორც ამ შემთხვევაში მოხდა...

თუმცა სერიალის გამუდმებული ყურება მართლაც მავნეა, მაგრამ კარგად ვუგებ შუახნის ქალბატონებს და დიასახლისებს, ზოგადად ქალბეს, რომლებიც სერიალებს უყურებენ. ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძნობებით, განცდებით ცხოვრება (50 წლამდე ქალებზე ვსაუბრობ), მაგრამ თუ ის რეალურ ცხოვრებაში ამის დეფიციტს განიცდის, რა ქნას?! მაშინ სერიალის ყურება მისთვის საუკეთესო საშუალებაა და რატომ არ გამოიყენებს?

მხცოვანი ქალბატონები კი ამ პროდუქციის ყურებით ძველ მოგონებებს იღვიძებენ, იმ ამბებს, რომლებიც აღარასოდეს განმეორდება. ზოგადად ვაღიაროთ, რომ სერიალი პენსიონერებისთვის დროის გასაყვანად კარგი საშუალებაც არის. მისი ყურებისას მაყურებელი პერსონაჟებთან ერთად, განიცდის, ტირის, უხარია. რაც უფრო მგრძნობიარეა მაყურებელი, მით ღრმად შედის ფილმში და მით დიდ სიამოვნებას განიცდის ვნებებისგან.

- ჰო, მაგრამ ამ სერიალებს ბავშვებიც ხომ უყურებენ?

- კი, ვიცი და ამას სერიოზულად ვაპროტესტებ. პატარებისთვის არ არის კარგი მაგალითი, როდესაც უფროსი თაობის ადამიანი სერიალს არის მიჩერებული. მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა 24 საათის განმავლობაში შინ ტელევიზორია ჩართული და სერიალი გადის, სახლი კი არც ისე დიდია, რა უნდა ქნას ბავშვმა? უნებურად ხდება სერიალის მაყურებელი ("მსხვერპლი").

- ჰოდა, როგორ უნდა დავიცვათ თავი ასე მოძალებული ტელესერიალებისგან?

- კაცმა რომ თქვას, ამდენი სერიალიც არავის სჭირდება. ან ერთი არხი უნდა იყოს, სადაც მხოლოდ სერიალები გავა, რადგან ასეთ პროდუქციასაც აქვს არსებობის უფლება და თან, ცოდოები არიან ჩვენი "ბაბუშკები".

ზოგი ისეა ამ ყველაფერზე ჩამოკიდებული, რომ ყველა არხზე სერიალს უყურებს (ერთდროულად სამს).

- ჭორად გავიგე, სავაშ ბალდარი ბათუმის კაზინოში უნახავთ...

- ბათუმში?

- ჰო, ბათუმში ხშირად არის და კაზინოს აქტიური სტუმარიაო. დაუჯერებელია?

- როგორც ჩანს, "სანახევროდ ქართველია"...ჩვენ ხომ ყველა თურქი, ვინც მოგვეწონა, გავაქართველეთ. მახსოვს, "მის მსოფლიოზეც", რომელიც თურქი იყო, ამას ვამბობდით.

თუ ქართული ძირები არ აქვს, მაშინ რა უნდოდა ბათუმში? დასასვენებელი ადგილის პოვნა გაუჭირდა? როგორც ჩანს, "სისხლმა უყივლა". ალბათ მეც ამიტომ დავინტერესდი ამ ფილმით.

- ისე, ეგ ტიპი როგორც მამაკაცი თუ მოგწონს?

- გამოჩნდა თუ არა ეს სერიალი ქართულ ტელესივრცეში, ყველა ქალი სავაშს გაიძახოდა და მეც დავინტერესდი. როდესაც ვნახე და ვთქვი: - ამაზე როგორ გიჟდებით-მეთქი (ეს მსახიობი მამაკაცის ჩემეულ სტანდარტებს არ შეეფერება). ერთ-ორ სერიას ვუყურე და მაინც დავინტრიგდი, ეტყობა, აქვს რაღაც ისეთი, რამაც გადარია სრულიად საქართველოს ქალები. მოკლედ, მეც ჩამითრია... მერე, ეს შენი სავაში მალე ისეთი სიმპათიური მეჩვენა, რომ ის გოგოც (ფილმში მისი მეწყვილე) უკვე მისთვის მენანებოდა...

შემდეგ იუმორისტ ნიკა ქავთარაძეს დავუკავშირდი არა იმიტომ, რომ ის თუქული სერიალების აქტიურ მაყურებლად მივიჩნიე. უბრალოდ, ყოველთვის აქვს ამა თუ იმ საკითხზე თავისი მოსაზრება, რომელსაც ყოველთვის თამამდ აფიქსირებს. თუმცა თავიდან თავი დავიზრვიე და მაინც ვკითხე:

- ბოლო დროს ჩვენი ტელეკომპანიების ეთერით მომრავლებულ თურქულ სერიალებს თუ უყურებ?

- მაგ მხრივ ძალიან ვპასიურობ ანუ მაგ სერიალებს არ ვუყურებ... როგორც ვიცი, თურქული სერიალები "მაესტროზე" გადის, არა? "მაესტრო" ტელერეიტინგში მეხუთე ადგილზეა. როგორ შეიძლება, მაგ არხზე გადიოდეს რაიმე სერიალი, რომელზეც აჟიოტაჟის ატეხვა და ჩემი ინტერესი შეიძლება, გამოიწვიოს? მე მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალებს" ვუყურებ და "ნეტში" ამერიკულ სერიალებს.

ზოგადად კი არ მეშინია უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტელეპროდუქციის. მე ის მაწუხებს და მაშინებს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი კარგი რამ არ კეთდება. ხალხს თუ მოსწონს თურქული, ე.ი. აინტერესებთ. ზოგადად, "საპნის ოპერები" დიასახლისებისთვის არის განკუთვნილი. ჰოდა, ერთობიან ალბათ ქართველი დიასახლისები. ეს რატომ უნდა გვანერვიულებდეს? მაგრამ ეს აჟიოტაჟი მაინც ანტითურქული პანიკის ბრალი მგონია.

- არსებობს მოსაზრება, რომ სერიალის ყურება, ნარკოტიკს ჰგავს, დამოკიდებულებას აჩენს და ადამიანს რაღაც ეტაპზე თავს აკარგვინებს.

- ძალიან მიყვარს სერიალები და ვუყურებ უამრავ კარგ ნამუშევარს. თავისთავად სერიალის პრინციპია, რომ მაყურებელი ელოდები, გაინტერესებს როგორ გაგრძელდება ესა თუ ის ამბავი. რა არის ამაში ცუდი და "ნარკოტიკული?" მოკლედ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გაბრძოლება ქართველებს გვიყვარს.

- პირადად შენ როგორი სერიალები გიზიდავს? რას აქცევ მისი ცქერისას ყურადღებას?

- რა თქმა უნდა, მთლიანობაში კარგი უნდა იყოს პროექტი: უნდა ჰქონდეს ნორმალური სცენარი, რეჟისურა, ჰყავდეს კარგი მსახიობები; ამასთან, მაღალი რეიტინგი და გამოხმაურებებიც საჭიროა, ასევე მნიშვნელოვანია ჯილდოებიც და ა.შ.

- საქმე იმაშია, რომ სერიალები, რომლებიც ვახსენე, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მდარეა...

- გასაგებია და შესაბამისად, იაფიც ღირს და არც ისე შეძლებული ქვეყნის, არც ისე შეძლებული ტვ-ის ეთერში სწორედ ამიტომ გადის.

- თურქული სერიალი "რუსთავი 2"-ის ეთერშიც გამოჩნდა...

- ამ ტელევიზიას ამის გარადა სხვა უამრავი პროდუქცია აქვს და ესეც ექნება, რა უჭირს? მთავარია, რომ საუკეთესო ქართული სერიალი სწორედ მაგ არხზე გადის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბებ.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება