ჰოლივუდის მსახიობის, ლეონარდი დიკაპრიოს დედა ირმელინი დეპრესიაშია. ის ვაჟს ყოველდღე სთხოვს, რომ დაოჯახდეს და შვილიშვილები აჩუქოს. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთი სასურველი სასიძო ამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. 38 წლის ლეონარდო ხან ერთ სუპერმოდელს ხვდება, ხან მეორეს, რამდენიმე თვის წინ კი ყოვლისმნახველი ჰოლივუდიც კი გააკვირვა და შვებულებაში 5 საყვარელთან ერთად წავიდა.
"ლეონარდოსაც სურს მამობა, მაგრამ მომავალი შვილების დედად ჯერჯერობით ვერავინ შეარჩია. დიკაპრიოს აზრით, ყოფილი მრავალრიცხოვანი საყვარლების ჯარიდან მისი ცოლობის კანდიდატი არცერთი იყო. მსახიობს ყველაზე მეტად განქორწინებისა და უიღბლო ქორწინების ეშინია. ვარსკვლავის დედას ყოველთვის სურდა, რომ მისი ვაჟი ყოფილ საყვარელზე, სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენზე დაქორწინებულიყო", - წერს ვებ-საიტი showbizspy.com.
დიკაპრიო ხშირად აღნიშნავს, რომ წარმატებული კარიერა უიღბლო პირად ცხოვრებას ნიშნავს. მსახიობი აცხადებს, რომ სულიერად ლამაზ გოგონას ეძებს. თუ მისი ყოფილი საყვარლების სიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ვარსკვლავს მხოლოდ გრძელი ფეხებითა და უნაკლო ტანით ნამდვილად ვერ მოხიბლავთ.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.