პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე: "სალომე ქათამაძე მეუბნებოდა, ვითხოვ, იქნებ კლუბებში უფასოდ მაინც მამღერონო"
დათო ფორჩხიძე: "სალომე ქათამაძე მეუბნებოდა, ვითხოვ, იქნებ კლუბებში უფასოდ მაინც მამღერონო"

პრო­ექ­ტი "ახა­ლი ხმა" ცოტა ხან­ში თა­ვის მე­ო­რე სე­ზონს და­ი­წყებს... ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მწვრთნელ­თა შო­რის ძი­რი­თა­დად, ძვე­ლი წევ­რე­ბი არი­ან: დათო ფორჩხი­ძე, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი და მაია დარსმე­ლი­ძე. თუ გა­სულ სე­ზონ­ზე მაია სტე­ფა­ნეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და შო­უ­ში, ახლა მარ­ტო იქ­ნე­ბა.

და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა მე­ო­თხე მწვრთნე­ლის შე­სარ­ჩე­ვად. მა­ნამ­დე კი გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მწვრთნელ - დათო ფორჩხი­ძეს­თან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მის­მა მომ­ღერ­ლებ­მა მოზ­რდი­ლებ­შიც (სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე) და პა­ტა­რებ­შიც (რე­ზი­კო დი­დე­ბაშ­ვი­ლი) გა­ი­მარ­ჯვეს.

- დათო, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი აღ­მოჩ­ნდი, რდა­გა­ნაც შენ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ეს იმის ბრა­ლია, რომ ზო­გა­დად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- თუ იმას არ­კვევთ, რამ­დე­ნად დიდი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზე, მა­შინ გე­ტყვით, რომ დიდი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს ჩემს თავ­ზე. ისე კი ნამ­დვი­ლად ვი­მუ­შა­ვე და გა­მი­მარ­თლა კი­დეც. სა­ერ­თოდ, მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში ნა­ხე­ვა­რი შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ნა­ხე­ვა­რი იმის, რომ გა­გი­მარ­თლა. ალ­ბათ ბავ­შვებ­მა მე რომ ამირ­ჩი­ეს, ესეც გა­მარ­თლე­ბა იყო და ისიც, რომ გა­ი­მარ­ჯვეს... მგო­ნი, იმი­ტომ ამირ­ჩი­ეს, რომ უკე­თე­სი ვე­გო­ნე.

ზო­გა­დად კონ­კურ­სი "ახა­ლი ხმა" ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ის ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. ამ შო­უს­თვის ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე და ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი უკან და­მიბ­რუნ­და. ამი­ტო­მაც მად­ლი­ე­რი ვარ ამ შო­უ­სი.

- ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტით შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო...

- არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს საქ­მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა ვა­კე­თო. ამა­ზე კარ­გი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ალ­ბათ ეს საქ­მი­ა­ნო­ბაც ოქ­როს ასო­ე­ბით შევა ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში. ისე, ერთი-ორი კარ­გი სიმ­ღე­რა რომ და­მე­წე­რა, ამ შოუს მო­გე­ბის სა­პირ­წო­ნე­დაც კი დავ­დებ­დი, რაც ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თუ ეს ბავ­შვე­ბი თვი­თონ და­წე­რენ სიმ­ღე­რებს, რო­მელ­ბი­თაც შევ­ძლებ ვი­ა­მა­ყო, არ იქ­ნე­ბა ცუდი. თუმ­ცა სა­ლო­მემ "ახალ ხა­მა­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დე­გაც და­ამ­ტკი­ცა ("იურ­მა­ლის" კონ­კურსს ვგუ­ლის­ხმობ), რომ მა­გა­რია და ყვე­ლა­ნი გვა­სა­ხე­ლა... ვფიქ­რობ, რომ ამ ადა­მი­ა­ნით არა­მარ­ტო ამ კონ­კურსს შე­უ­ძი­ლია ია­მა­ყოს, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!

- დათო ბი­ოგ­რა­ფია ახ­სე­ნე და მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თულ მუ­სი­კა­ში შენი საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვს. უბ­რა­ლოდ, ამ შო­უ­თი შენ­თვის რა­ღაც ახა­ლი კარი გა­ი­ღო...

- სა­ნამ ამ შო­უ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, ზო­გა­დად კონ­კურ­სებს ვაკ­რი­ტი­კებ­დი, რად­გა­ნაც მა­ფიქ­რებ­და იმ ახალ­გაზ­რდე­ბის ბედი, რომ­ლებ­მაც შო­უ­ებ­ში გა­ი­ელ­ვეს, მაგ­რამ მერე რა? წინსვლას, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. რა ვუ­ყოთ ამ ბავ­შვებს? მათ ხომ უნდა შექ­მნან თა­ვი­ან­თი სიმ­ღე­რე­ბი, ჩა­ა­ტა­რონ სოლო კონ­ცერ­ტე­ბი, გა­და­ი­ღონ ვი­დე­ო­ე­ბი, ჩა­წე­რონ სინ­გლე­ბი და ხალ­ხთან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეთ. თუ ეს არ მოხ­და, ისი­ნი დიდ სი­ცა­რი­ე­ლე­ში რჩე­ბი­ან. დღეს "ვო­ი­სის" ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ამე­რი­კა­ში წა­ვი­დეს, "მარსზე" გაფ­რინ­დეს...

- მოკ­ლედ, შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, ად­გილს ცხოვ­რე­ბა­ში ვერ პო­უ­ლობს.

- დიახ, მას აქ პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს. არა­და, სწო­რი და­გეგ­მვის შემ­თხვე­ვა­ში, ოც-ოც­და­ათ ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალს ამ მძი­მე სო­ცი­ლა­უ­რი ცხოვ­რე­ბის ფონ­ზეც, სა­ქარ­თვე­ლო თავ­სი რე­სურ­სით, შეძ­ლებ­და მათ მა­ტე­რი­ა­ლურ გა­მოკ­ვე­ბას, ტა­შით გა­ნე­ბივ­რე­ბას.

არა­და, ეს ბავ­შვე­ბი (ახა­ლი თა­ო­ბა) ბევ­რს არ ითხო­ვენ. მთავ­რია, იყ­ვნენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და ჰქონ­დეთ ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა.

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე ჯერ კი­დევ ერთი წლის წინ, მე­უბ­ნე­ბო­და, ამა თუ იმ კლუბ­ში ვი­თხოვ, რომ უფა­სოდ მა­ინც მამ­ღე­რო­ნო. ახლა ხომ მა­ინც და­ამ­ტკი­ცა ამ ადა­მი­ნა­მა, რომ მას უნდა გა­და­უ­ხა­დონ?! ხელი სე­უ­წყონ...

- დათო, მი­გაჩ­ნია, რომ სა­ლო­მე "იურ­მა­ლა­ზე" და­ი­ჩაგ­რა?

- აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სზე ერთი-ორი მომ­ღე­რა­ლი კი იყო ისე­თი, რო­მე­ლე­ბიც მი­მაჩ­ნია, რომ და­ჩაგ­რეს. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და გო­გო­ნა, მე-15 ად­გილ­ზე გა­ვი­და, არ იყო ცუდი, მაგ­რამ მის­თვის სა­ერ­თოდ არა­ვის მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა. ამის ფონ­ზე, სა­ლო­მე­სა და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ცუდი გან­წყო­ბი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, რომ არ ყო­ფი­ლა, ჩვე­ნი და­ჩაგ­ვრა მე­ტა­დაც კი შე­ეძ­ლოთ. სა­ლო­მეს გა­უ­მარ­თლა.

რო­დე­საც მას მე­ო­რე საპ­რი­ზო ად­გი­ლი გა­დას­ცეს, მან ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­გან სა­კუ­თა­რი მი­სა­მარ­თით ბო­დი­შე­ბის კას­კა­დი მო­ის­მი­ნა (კუ­ტუ­ნი­ომ უმ­ღე­რა, მაქს ფა­დე­ევ­მა კი სა­ერ­თოდ, მო­ნო­ლო­გი წა­უ­კი­თხა თე­მა­ზე, რომ ოდეს­ღაც მა­საც იგი­ვე ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა). კარ­გი იქ­ნე­ბო­და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, მაგ­რამ სა­ლო­მეს მი­მართ იმ­დე­ნი თბი­ლი სი­ტყვე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, რომ ამით უნდა ვი­ა­მა­ყოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტია, მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ამ ორ ქვე­ყა­ნას (რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლო) შო­რის. 5 წლის წინ რუ­სეთ­თან ომი გვქონ­და. ეგ კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, არ ვიცი, რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დით იმა­ვეს გა­კე­თე­ბას რუსი კონ­კურ­სან­ტის­თვის. პი­რა­დად მე "იურ­მა­ლის" ჟი­უ­რის მი­მართ საპ­რე­ტენ­ზიო არა­ფე­რი მაქვს, რად­გა­ნაც იქ კუ­ლი­სებს მიღ­მა წყდე­ბო­და რა­ღა­ცე­ბი. არის კლა­ნე­ბი... ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი ერ­თნა­ი­რად არ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თხმად მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ სა­ლო­მე მა­გა­რია და რო­გორც მი­ნი­მუმ, მე­ო­რე ად­გი­ლი ბო­დი­შე­ბის თან­ხლე­ბით მი­ა­ნი­ჭეს.

- ახლა "ახა­ლი ხმის" II სე­ზო­ნის წინ რა მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს. რას იტყვი, რო­გორც მწვრთნე­ლი?

- არ ვცხოვ­რობ იმ ფან­ტა­ზი­ე­ბით, რომ შოუს სულ მე მო­ვი­გებ. თუ პრო­ცენ­ტუ­ლად გი­ვინ­და ყვე­ლაფ­რის და­წყო­ბა, ამ საქ­მე­ში მწვრთნელს 30 პრო­ცენ­ტი ეკუთ­ვნის, და­ნარ­ჩე­ნი - კონ­კურ­სანტს, რო­მე­ლიც მღე­რის და რაც უნდა მა­გა­რი იდეა მი­ა­წო­დო, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­ინც ის არის. მაგ­რამ რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, მწვრთნე­ლის ის 30 პრო­ცენ­ტიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ყოვ­ლის­შემ­ძლე ნამ­დვი­ლად არ ვარ, არც თავს ვი­ზღვევ, რომ ვე­ღარ მო­ვი­გო-მეთ­ქი... მაგ­რამ ამ შო­უ­ში თუ არ იბ­რძო­ლე, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბა, რაც შენს რე­ი­ტინგზე აი­სა­ხე­ბა და ალ­ბათ, მო­მა­ვალ სე­ზონ­ზე ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვე­ღარც დაჯ­დე­ბი.

ასე რომ, ამ შოუს ვერ აკად­რებ იმას, რომ ბო­ლომ­დე არ იბ­რძო­ლო. მერე ალ­ბათ ჩემი პა­ტა­რა რე­ი­ტინ­გიც ავ­კრი­ფე, ბავ­შვე­ბიც მენ­დო­ბი­ან. წი­ნას­წარ რა­ი­მეს გან­სჯა ძნე­ლია, მაგ­რამ ვიცი, რომ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ.

- I სე­ზო­ნის მსგავ­სად, II სე­ზონ­ზეც ძლი­ე­რი ნა­კა­დი მოვა და ისი­ნიც სე­რი­ო­ზუ­ლად იბ­რძო­ლე­ბენ?

- სა­ინ­ტერ­სო ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. თუ შე­და­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით ვიმ­სჯე­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლოს ვთქვათ, რომ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი ჯობ­და მე­ო­რე სე­ზონ­სო, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ თვი­თონ შოუ და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ, მწვრთნე­ლებ­მაც შე­ვი­ძი­ნეთ გა­მოც­დი­ლე­ბა, შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლეთ. ვი­ცით ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­კა რაზე რე­ა­გი­რებს, ამი­ტომ, უფრო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი, პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი და ფრთხი­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით. მოკ­ლედ, უფრო დახ­ვე­წილ­სა და მა­გარ შოუს ვე­ლო­დე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა სულ მო­დის, სო­კო­ე­ბი­ვით არი­ან. ამ ინ­ტერ­ნე­ტი­სა და "იუ­თუ­ბის" გა­დამ­კი­დე, სხვი­სი ნამ­ღე­რის გა­მე­ო­რე­ბა­შიც მაგ­რე­ბი არი­ან. თვი­თონ ჯერ რომ ვერ ქმნი­ან ვე­რა­ფერს, ეს მხო­ლოდ მათი ბრა­ლი არ არის. ალ­ბათ დრო მოვა და თა­ვი­ანთ სათ­ქმელს იტყვი­ან.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დათო ფორჩხიძე: "სალომე ქათამაძე მეუბნებოდა, ვითხოვ, იქნებ კლუბებში უფასოდ მაინც მამღერონო"

დათო ფორჩხიძე: "სალომე ქათამაძე მეუბნებოდა, ვითხოვ, იქნებ კლუბებში უფასოდ მაინც მამღერონო"

პროექტი "ახალი ხმა" ცოტა ხანში თავის მეორე სეზონს დაიწყებს... ცნობილი გახდა, რომ მწვრთნელთა შორის ძირითადად, ძველი წევრები არიან: დათო ფორჩხიძე, სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე. თუ გასულ სეზონზე მაია სტეფანესთან ერთად მონაწილეობდა შოუში, ახლა მარტო იქნება.

დაწყებულია მუშაობა მეოთხე მწვრთნელის შესარჩევად. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს აღნიშნული კონკურსის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელ - დათო ფორჩხიძესთან. შეგახსენებთ, რომ მისმა მომღერლებმა მოზრდილებშიც (სალომე ქათამაძე) და პატარებშიც (რეზიკო დიდებაშვილი) გაიმარჯვეს.

- დათო, ყველაზე წარმატებული მწვრთნელი აღმოჩნდი, რდაგანაც შენმა კონკურსანტებმა გაიმარჯვეს. ეს იმის ბრალია, რომ ზოგადად წარმატებული ადამიანი ხარ?

- თუ იმას არკვევთ, რამდენად დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, მაშინ გეტყვით, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემს თავზე. ისე კი ნამდვილად ვიმუშავე და გამიმართლა კიდეც. საერთოდ, მიღწეულ წარმატებაში ნახევარი შენი დამსახურებაა და ნახევარი იმის, რომ გაგიმართლა. ალბათ ბავშვებმა მე რომ ამირჩიეს, ესეც გამართლება იყო და ისიც, რომ გაიმარჯვეს... მგონი, იმიტომ ამირჩიეს, რომ უკეთესი ვეგონე.

ზოგადად კონკურსი "ახალი ხმა" ძალიან მიყვარს, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ შოუსთვის ბევრი რამ გავაკეთე და ალბათ ყველაფერი უკან დამიბრუნდა. ამიტომაც მადლიერი ვარ ამ შოუსი.

- ვფიქრობ, ამ პროექტით შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო...

- არ მიმაჩნია, რომ ეს საქმე მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთო. ამაზე კარგი და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, თუმცა ალბათ ეს საქმიანობაც ოქროს ასოებით შევა ჩემს ბიოგრაფიაში. ისე, ერთი-ორი კარგი სიმღერა რომ დამეწერა, ამ შოუს მოგების საპირწონედაც კი დავდებდი, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ თუ ეს ბავშვები თვითონ დაწერენ სიმღერებს, რომელბითაც შევძლებ ვიამაყო, არ იქნება ცუდი. თუმცა სალომემ "ახალ ხამაში" გამარჯვების შემდეგაც დაამტკიცა ("იურმალის" კონკურსს ვგულისხმობ), რომ მაგარია და ყველანი გვასახელა... ვფიქრობ, რომ ამ ადამიანით არამარტო ამ კონკურსს შეუძილია იამაყოს, არამედ სრულიად საქართველოს!

- დათო ბიოგრაფია ახსენე და მიმაჩნია, რომ ქართულ მუსიკაში შენი საქმე გაკეთებული გაქვს. უბრალოდ, ამ შოუთი შენთვის რაღაც ახალი კარი გაიღო...

- სანამ ამ შოუში მოვხვდებოდი, ზოგადად კონკურსებს ვაკრიტიკებდი, რადგანაც მაფიქრებდა იმ ახალგაზრდების ბედი, რომლებმაც შოუებში გაიელვეს, მაგრამ მერე რა? წინსვლას, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ. რა ვუყოთ ამ ბავშვებს? მათ ხომ უნდა შექმნან თავიანთი სიმღერები, ჩაატარონ სოლო კონცერტები, გადაიღონ ვიდეოები, ჩაწერონ სინგლები და ხალხთან ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ. თუ ეს არ მოხდა, ისინი დიდ სიცარიელეში რჩებიან. დღეს "ვოისის" ბავშვების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ამერიკაში წავიდეს, "მარსზე" გაფრინდეს...

- მოკლედ, შოუში გამარჯვებული ფაქტობრივად, ადგილს ცხოვრებაში ვერ პოულობს.

- დიახ, მას აქ პერსპექტივა არ აქვს. არადა, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ოც-ოცდაათ ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალს ამ მძიმე სოცილაური ცხოვრების ფონზეც, საქართველო თავსი რესურსით, შეძლებდა მათ მატერიალურ გამოკვებას, ტაშით განებივრებას.

არადა, ეს ბავშვები (ახალი თაობა) ბევრს არ ითხოვენ. მთავრია, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ ხალხთან კონტაქტის საშუალება.

სალომე ქათამაძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მეუბნებოდა, ამა თუ იმ კლუბში ვითხოვ, რომ უფასოდ მაინც მამღერონო. ახლა ხომ მაინც დაამტკიცა ამ ადამინამა, რომ მას უნდა გადაუხადონ?! ხელი სეუწყონ...

- დათო, მიგაჩნია, რომ სალომე "იურმალაზე" დაიჩაგრა?

- აღნიშნულ კონკურსზე ერთი-ორი მომღერალი კი იყო ისეთი, რომელებიც მიმაჩნია, რომ დაჩაგრეს. მაგალითად, გერმანის სახელით გამოდიოდა გოგონა, მე-15 ადგილზე გავიდა, არ იყო ცუდი, მაგრამ მისთვის საერთოდ არავის მიუქცევია ყურადღება. ამის ფონზე, სალომესა და ქართველების მიმართ ცუდი განწყობილება, ვფიქრობ, რომ არ ყოფილა, ჩვენი დაჩაგვრა მეტადაც კი შეეძლოთ. სალომეს გაუმართლა.

როდესაც მას მეორე საპრიზო ადგილი გადასცეს, მან ჟიურის წევრებისგან საკუთარი მისამართით ბოდიშების კასკადი მოისმინა (კუტუნიომ უმღერა, მაქს ფადეევმა კი საერთოდ, მონოლოგი წაუკითხა თემაზე, რომ ოდესღაც მასაც იგივე ამბავი შეემთხვა). კარგი იქნებოდა პირველი ადგილი, მაგრამ სალომეს მიმართ იმდენი თბილი სიტყვები მოვისმინეთ, რომ ამით უნდა ვიამაყოთ. მოგეხსენებათ, ეს რუსული პროექტია, მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა ამ ორ ქვეყანას (რუსეთ-საქართველო) შორის. 5 წლის წინ რუსეთთან ომი გვქონდა. ეგ კონკურსი საქართველოში რომ ჩატარებულიყო, არ ვიცი, რამდენად შევძლებდით იმავეს გაკეთებას რუსი კონკურსანტისთვის. პირადად მე "იურმალის" ჟიურის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს, რადგანაც იქ კულისებს მიღმა წყდებოდა რაღაცები. არის კლანები... ჟიურის ყველა წევრი ერთნაირად არ ფიქრობდა, მაგრამ ყველა ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სალომე მაგარია და როგორც მინიმუმ, მეორე ადგილი ბოდიშების თანხლებით მიანიჭეს.

- ახლა "ახალი ხმის" II სეზონის წინ რა მოლოდინი არსებობს. რას იტყვი, როგორც მწვრთნელი?

- არ ვცხოვრობ იმ ფანტაზიებით, რომ შოუს სულ მე მოვიგებ. თუ პროცენტულად გივინდა ყველაფრის დაწყობა, ამ საქმეში მწვრთნელს 30 პროცენტი ეკუთვნის, დანარჩენი - კონკურსანტს, რომელიც მღერის და რაც უნდა მაგარი იდეა მიაწოდო, შემსრულებელი მაინც ის არის. მაგრამ როგორც აღვნიშნე, მწვრთნელის ის 30 პროცენტიც მნიშვნელოვანია.

ყოვლისშემძლე ნამდვილად არ ვარ, არც თავს ვიზღვევ, რომ ვეღარ მოვიგო-მეთქი... მაგრამ ამ შოუში თუ არ იბრძოლე, ამას საზოგადოება გაიგებს, მაშინვე მიხვდება, რაც შენს რეიტინგზე აისახება და ალბათ, მომავალ სეზონზე ჟიურის შემადგენლობაში ვეღარც დაჯდები.

ასე რომ, ამ შოუს ვერ აკადრებ იმას, რომ ბოლომდე არ იბრძოლო. მერე ალბათ ჩემი პატარა რეიტინგიც ავკრიფე, ბავშვებიც მენდობიან. წინასწარ რაიმეს განსჯა ძნელია, მაგრამ ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ.

- I სეზონის მსგავსად, II სეზონზეც ძლიერი ნაკადი მოვა და ისინიც სერიოზულად იბრძოლებენ?

- საინტერსო ახალგაზრდა მომღერალი ყოველთვის იქნება. თუ შედარებითობის პრინციპით ვიმსჯელებთ, შეიძლება, ბოლოს ვთქვათ, რომ პირველი სეზონი ჯობდა მეორე სეზონსო, მაგრამ ვგრძნობ, რომ თვითონ შოუ დაძაბული იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ, მწვრთნელებმაც შევიძინეთ გამოცდილება, შეცდომებზე ვისწავლეთ. ვიცით ქართველი პუბლიკა რაზე რეაგირებს, ამიტომ, უფრო მიზანმიმართულები, პრაგმატულები და ფრთხილები ვიქნებით. მოკლედ, უფრო დახვეწილსა და მაგარ შოუს ველოდები. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ნიჭიერი თაობა სულ მოდის, სოკოებივით არიან. ამ ინტერნეტისა და "იუთუბის" გადამკიდე, სხვისი ნამღერის გამეორებაშიც მაგრები არიან. თვითონ ჯერ რომ ვერ ქმნიან ვერაფერს, ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ალბათ დრო მოვა და თავიანთ სათქმელს იტყვიან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"