საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მე-9 არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა
”მე-9 არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­მა მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ "მე-9 არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­მა მუ­შა­ო­ბის 10 დღით გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი თქვა და კო­ლექ­ტივ­მა მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ჯერ­ჯე­რო­ბით მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს სა­ა­გენ­ტო "ინფო 9". "ინფო 9"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­ნა­ნა ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ლუბა ელი­აშ­ვი­ლის თქმით, არ­ხის და­ხურ­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­ვის გა­ხა­რე­ბია, თუმ­ცა მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ბევ­რი მი­ზე­ზით, ეს ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბია".

"იმე­დი მაქვს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მო­ად­გე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­კვიდ­რე­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ არხზე მუ­შა­ო­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხე­ბა სამ­სა­ხუ­რი კარგ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და ლუბა ელი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს "მე-9 არ­ხის" აპა­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ურე­კავ­დნენ. "ბევ­რი ზარი იყო დღეს მათ­გან, ვი­საც არ­ხის შე­ძე­ნა სურს, ბევ­რი ზარი იყო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან, მაგ­რამ იყო ჩემ­თვის ცოტა უხერ­ხუ­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი ზა­რე­ბიც. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე აქვს "მე-9 არხს".

რო­დე­საც ძი­რი­თა­დი სა­კი­თხია "აპა­რა­ტუ­რა რა ღირს", ეს აპა­რა­ტუ­რა "მე-9 არ­ხის" გარ­და, კი­დევ ბევრ ად­გილ­ზე იყი­დე­ბა, მა­ინც და მა­ინც დღეს, "აბა იქ­ნე­ბა ია­ფად აპა­რა­ტუ­რა ჩა­ვიგ­დო ხელ­ში" - არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, რო­დე­საც ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან სწო­რედ ეს გეს­მის, ჩანს სი­ხარ­ბე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არხი მარ­ტო აპა­რა­ტუ­რა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის. ეს არხი არის მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ის შრო­მა, რო­მელ­საც ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ლუბა ელი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არხზე "მე-9 არ­ხის" რე­ი­ტინგთან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძე­ბა მზად­დე­ბო­და. "გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი გვაქვს რამ­დე­ნად არას­წო­რია პა­ნე­ლი, სა­დაც იზო­მე­ბა ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გე­ბი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა ეთერ­ში გა­სუ­ლი­ყო, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით, მა­გა­ლი­თად ინ­ტერ­ნეტმთვლე­ლით, ცხა­დად ჩანს, რომ "მე-9 არხი" გახ­და ძა­ლი­ან კარ­გი და რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია", - აღ­ნიშ­ნა ელი­აშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დე­ლი ბოლო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ არხი უკვე გა­თი­შუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

”მე-9 არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

”მე-9 არხმა” მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "მე-9 არხის" საინფორმაციო გამოშვებაში მომზადებული სიუჟეტიდან გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, არხის საინფორმაციო სამსახურმა მუშაობის 10 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე უარი თქვა და კოლექტივმა მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერჯერობით მუშაობას განაგრძობს სააგენტო "ინფო 9". "ინფო 9"-ის ხელმძღვანელის, მანანა ელიაშვილის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლები 11 დღის განმავლობაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

ამასთან, ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის თქმით, არხის დახურვა ტელევიზიაში არავის გახარებია, თუმცა მისივე შეფასებით, "ბევრი მიზეზით, ეს ამბავი გასაგებია".

"იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოადგება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, აუცილებლად მოინახება სამსახური კარგ და დემოკრატიულ ქვეყანაში", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს "მე-9 არხის" აპარატურით დაინტერესებული პირები ურეკავდნენ. "ბევრი ზარი იყო დღეს მათგან, ვისაც არხის შეძენა სურს, ბევრი ზარი იყო შეწუხებული ადამიანებისგან, ტელემაყურებლებისგან, მაგრამ იყო ჩემთვის ცოტა უხერხული და მიუღებელი ზარებიც. დღეს განსაკუთრებული დღე აქვს "მე-9 არხს".

როდესაც ძირითადი საკითხია "აპარატურა რა ღირს", ეს აპარატურა "მე-9 არხის" გარდა, კიდევ ბევრ ადგილზე იყიდება, მაინც და მაინც დღეს, "აბა იქნება იაფად აპარატურა ჩავიგდო ხელში" - არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ეს გესმის, ჩანს სიხარბე. სინამდვილეში ეს არხი მარტო აპარატურა არავითარ შემთხვევაში არ არის. ეს არხი არის მისი პროფესიონალი თანამშრომლები, ის შრომა, რომელსაც ისინი ახორციელებენ", - განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

მისივე თქმით, არხზე "მე-9 არხის" რეიტინგთან დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძება მზადდებოდა. "გადამოწმებული გვაქვს რამდენად არასწორია პანელი, სადაც იზომება ჩვენი რეიტინგები. ძალიან მინდოდა, რომ ეს გამოძიება ეთერში გასულიყო, იმიტომ, რომ ყველა მაჩვენებლით, მაგალითად ინტერნეტმთვლელით, ცხადად ჩანს, რომ "მე-9 არხი" გახდა ძალიან კარგი და რეიტინგული ტელევიზია", - აღნიშნა ელიაშვილმა.

დღევანდელი ბოლო საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხი უკვე გათიშულია.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები