მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელებული ინფორმაციით, მე-9 არხი და ინფო 9 იხურება
გავრცელებული ინფორმაციით, მე-9 არხი და ინფო 9 იხურება

ამ დრო­ის­თვის ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მე-9 არხზე" სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია იგეგ­მე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სექ­ტემ­ბრი­დან "მე-9 არხი" ან და­ი­ხუ­რე­ბა, ან "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" შე­ურთდე­ბა.

ამას­თან, სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი იმარ­თე­ბა "მე-9 არხში", ამ თე­მა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია გან­ცხა­დე­ბას უახ­ლო­ეს ხან­ში გა­ა­კე­თებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლუბა ელი­აშ­ვილ­მა თათ­ბი­რი ჩა­ა­ტა­რა და მათ უთხრა, რომ 10 თვეა ახალ მფლო­ბელს ეძებ­დნენ, მაგ­რამ ეს ვერ მო­ხერ­ხდა, რის გა­მოც გა­და­წყდა არ­ხის და­ხურ­ვა.

არხი 1 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­ხუ­რე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ 2 თვის კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­უხ­დი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თათ­ბირ­ზე გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მყიდ­ვე­ლის ძებ­ნას სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ნაგ­რძობს და მზად არის, არხი მე­სა­მედ ფა­სად გა­ყი­დოს.

ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ გა­მოთ­ქმულ წი­ნა­და­დე­ბებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ტყუ­ა­რად მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან მათი თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლია დარ­ჩე­ნილ 10 დღი­ან ვა­და­ში არხს რე­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდეს.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ი­ხუ­რე­ბა ინ­ტერ­ნეტ ტე­ლე­ვი­ზია "ინფო 9". აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" "ინფო 9"-ს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ინ­ტერ­ნეტ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ხურ­ვის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ და ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ელო­დე­ბი­ან.

ამას­თან, რო­გორც "ინფო 9"-ში გა­ნა­ცხა­დეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და­ი­ხუ­რე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლებს კომ­პენ­სა­ცი­ას ჰპირ­დე­ბი­ან.

ინ­ტერ­ნეტ ტე­ლე­ვი­ზია "ინფო 9" "მე-9 არ­ხის" პა­რა­ლე­ლუ­რად გა­სულ წელს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, "ინფო9"-ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მოხ­და და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამ დრო­ის­თვის ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მე-9 არხი" 1 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­ხუ­რე­ბა. 15.00 სა­ათ­ზე არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს. ამა­ვე სა­კითხს დღეს­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გავრცელებული ინფორმაციით, მე-9 არხი და ინფო 9 იხურება

გავრცელებული ინფორმაციით, მე-9 არხი და ინფო 9 იხურება

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხზე" სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება. ერთ-ერთი ვერსიით, სექტემბრიდან "მე-9 არხი" ან დაიხურება, ან "საზოგადოებრივ მაუწყებელს” შეურთდება.

ამასთან, საგანგებო თათბირი იმართება "მე-9 არხში", ამ თემაზე ტელეკომპანია განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.

ტელეკომპანიის დახურვის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებიც ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ლუბა ელიაშვილმა თათბირი ჩაატარა და მათ უთხრა, რომ 10 თვეა ახალ მფლობელს ეძებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც გადაწყდა არხის დახურვა.

არხი 1 სექტემბრიდან დაიხურება. ჟურნალისტების განცხადებით, სავარაუდოდ 2 თვის კომპენსაციას გადაუხდიან.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თათბირზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მყიდველის ძებნას სექტემბრამდე განაგრძობს და მზად არის, არხი მესამედ ფასად გაყიდოს.

ხელმძღვანელობის მიერ გამოთქმულ წინადადებებს ჟურნალისტები სატყუარად მიიჩნევენ, რადგან მათი თქმით, გამორიცხულია დარჩენილ 10 დღიან ვადაში არხს რეალური მყიდველი გამოუჩნდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიხურება ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9". აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ინფო 9"-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დადასტურებულად ინტერნეტ ტელევიზიის დახურვის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ და ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.

ამასთან, როგორც "ინფო 9"-ში განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ მედიასაშუალება დაიხურება, თანამშრომლებს კომპენსაციას ჰპირდებიან.

ინტერნეტ ტელევიზია "ინფო 9" "მე-9 არხის" პარალელურად გასულ წელს წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა.

როგორც ცნობილია, არჩევნების შემდგომ, "ინფო9"-ში რეორგანიზაცია მოხდა და რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხი" 1 სექტემბრიდან დაიხურება. 15.00 საათზე არხის ხელმძღვანელობა ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. ამავე საკითხს დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები