პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის ხიდი შესაძლოა, დაინგრეს
 ფოთის ხიდი შესაძლოა, დაინგრეს

ფო­თის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ჰიდ­როკ­ვან­ძი, რო­მე­ლიც ხი­დის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებს, შე­საძ­ლოა, და­ინ­გრეს. ამ დას­კვნამ­დე მი­დი­ან დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მდგო­მა­რე­ო­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ზა­რა­ლი ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს მი­აღ­წევს, ფოთი კი, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. 50 წლის წინ აშე­ნე­ბუ­ლი ჰიდ­როკ­ვან­ძი, ევ­რა­ზი­ის დე­რეფ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ტრანსრე­გი­ო­ნუ­ლი ობი­ექ­ტი და ფო­თის პორ­ტი­დან ტვირ­თე­ბის და­ნარ­ჩე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ზიდ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სახ­მე­ლე­თო გზის ნა­წი­ლია. ობი­ექტს ფო­თის წყალ­დი­დო­ბე­ბის­გან დაც­ვის ფუნ­ქცი­აც ეკის­რა, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა და­ნად­გა­რი მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლია. ექ­სპერ­ტე­ბი, ჰიდ­როკ­ვან­ძის მდგო­მა­რე­ო­ბის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"რი­ო­ნის ორი­ვე ნა­პირ­ზე, ნა­პი­რე­ბი ჩა­მო­რე­ცხი­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მო­რე­ცხვე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია და სა­ნამ ის კაშხლამ­დე მივა, დრო­ზე შვე­ლაა სა­ჭი­რო, რომ გა­მაგ­რე­ბა და­ი­წყოს, დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მა­ინც, რად­გან კა­პი­ტა­ლუ­რად ამ ნა­გე­ბო­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა, მხო­ლოდ მშრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, მდი­ნა­რე რი­ო­ნი კა­ლა­პო­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 500 მეტ­რის მო­შო­რე­ბით უნდა გა­და­ვარ­დეს და მშრალ ად­გი­ლას და­ი­წყოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს რაც შე­ე­ხე­ბა სა­ძირ­კვლზე სა­მუ­შა­ო­ებს, თო­რემ, იგი­ვე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ნა­გე­ბო­ბის ზედა ნა­წილ­ზეც. ყვე­ლა და­ნად­გა­რი მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და წყლის რე­გუ­ლა­ცია სა­ერ­თოდ არ ხდე­ბა", - აცხა­დებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას, მე­ლი­ო­რა­ტო­რი და ნა­გე­ბო­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, გენო ლო­ლუა.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ დარ­გის სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც. ან­გუ­ლი ბე­ბია გან­მარ­ტავს, რომ ჰიდ­როკ­ვან­ძი წყლის დო­ნის რე­გუ­ლა­ცი­ას ვერ ახერ­ხებს, რაც შე­საძ­ლოა, ფო­თის დატ­ბორ­ვის მი­ზე­ზი გახ­დეს.

"თუ ეს პრობ­ლე­მა არ გა­და­წყდა, შე­საძ­ლოა, აქ დიდი ტრა­გე­დია მი­ვი­ღოთ. ეს არ იყო გათ­ვლი­ლი, რო­გორც ხიდი, როცა აშენ­და, შე­უ­თავ­სეს ეს ფუნ­ქცია. თა­ვი­დან­ვე, გათ­ვლი­ლი იყო, რომ მას­ზე უნდა გა­ევ­ლო ნა­ხე­ვარ ტო­ნი­ან ტვირ­თმზი­დებს და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ვი­ცით, რომ 20 და 30-ტო­ნი­ა­ნი ტრა­ი­ლე­რე­ბი გა­და­დი­ან. კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა ის თუ და­ინ­გრე­ვა", - აცხა­დებს ან­გუ­ლი ბე­ბია.

ფო­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის გათ­ვლე­ბით, ჰიდ­როკ­ვან­ძის დან­გრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი 100 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. გოჩა დოლ­ბა­ია ამ­ბობს, რომ პრობ­ლე­მა თა­ვი­სი არ­სით სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს სცდე­ბა და ტრანსრე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

"რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­მო­ით­ვა­ლეს, პირ­ვე­ლა­დი ზა­რა­ლი, ხი­დის დან­გრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, 100 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, მაგ­რამ ათ­ჯერ და თხუთ­მეტ­ჯერ მეტი ზა­რა­ლი იქ­ნე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ფო­თი­დან ეზი­დე­ბი­ან ტვირ­თებს", - აცხა­დებს დოლ­ბა­ია.

არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, ფო­თის საკ­რე­ბუ­ლო­ში უკვე შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ნა­გე­ბო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა შე­ის­წავ­ლოს. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გან­მარ­ტავს, რომ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­შიც ფლო­ბენ.

"არ­სე­ბულ ვი­ა­რე­ბა­ზე, საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნეთ მთავ­რო­ბა. პი­რა­დად მქონ­და სა­უ­ბა­რი ფი­ნანსთა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრებ­თან, სხვა ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან. ავუხ­სე­ნი მათ, რა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ვთხო­ვე, რომ დაგ­ვეხ­მა­რონ სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის მო­ძი­ე­ბა­ში",-გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ბა­ბი­ლუ­ამ.

დრო­ე­ბი­თი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჰიდ­როკ­ვანძზე, სამ­წლი­ა­ნი გა­რან­ტი­ით 2006 წელს ჩა­ტარ­და, ბოლო სა­ინ­ჟინ­რო დას­კვნა კი, სამი წლის წინ მომ­ზა­და.

ექ­სპერ­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მდი­ნა­რე რი­ონ­ზე, წყლის არას­წო­რი მარ­თვის შე­დე­გად, ზღვამ უკვე მი­ი­ტა­ცა 500 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია. ზღვის შე­სარ­თავ­თან, სა­ნა­პი­რო ზო­ლის 2-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ჯერ კი­დევ 50 წლის წინ იპოდ­რო­მი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა და მხო­ლოდ ტრი­ბუ­ნე­ბის ხი­მინ­ჯე­ბი­ღა შე­მორ­ჩა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფოთის ხიდი შესაძლოა, დაინგრეს

 ფოთის ხიდი შესაძლოა, დაინგრეს

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან.

მათივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ზარალი ასეულობით მილიონ დოლარს მიაღწევს, ფოთი კი, კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 50 წლის წინ აშენებული ჰიდროკვანძი, ევრაზიის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის, ტრანსრეგიონული ობიექტი და ფოთის პორტიდან ტვირთების დანარჩენი მიმართულებით გადაზიდვის ერთ-ერთი მთავარი სახმელეთო გზის ნაწილია. ობიექტს ფოთის წყალდიდობებისგან დაცვის ფუნქციაც ეკისრა, თუმცა ამ დროისთვის ყველა დანადგარი მწყობრიდან გამოსულია. ექსპერტები, ჰიდროკვანძის მდგომარეობის დეტალურად შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"რიონის ორივე ნაპირზე, ნაპირები ჩამორეცხილია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამორეცხვები უკვე დაწყებულია და სანამ ის კაშხლამდე მივა, დროზე შველაა საჭირო, რომ გამაგრება დაიწყოს, დროებითი ღონისძიების სახით მაინც, რადგან კაპიტალურად ამ ნაგებონის რეაბილიტაცია მოხდება, მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ, მდინარე რიონი კალაპოტიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით უნდა გადავარდეს და მშრალ ადგილას დაიწყოს სამუშაოები. ეს რაც შეეხება საძირკვლზე სამუშაოებს, თორემ, იგივე კატასტროფული მდგომარეობაა, ნაგებობის ზედა ნაწილზეც. ყველა დანადგარი მწყობრიდანაა გამოსული და წყლის რეგულაცია საერთოდ არ ხდება", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, მელიორატორი და ნაგებობის ყოფილი დირექტორი, გენო ლოლუა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ დარგის სხვა სპეციალისტებიც. ანგული ბებია განმარტავს, რომ ჰიდროკვანძი წყლის დონის რეგულაციას ვერ ახერხებს, რაც შესაძლოა, ფოთის დატბორვის მიზეზი გახდეს.

"თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, შესაძლოა, აქ დიდი ტრაგედია მივიღოთ. ეს არ იყო გათვლილი, როგორც ხიდი, როცა აშენდა, შეუთავსეს ეს ფუნქცია. თავიდანვე, გათვლილი იყო, რომ მასზე უნდა გაევლო ნახევარ ტონიან ტვირთმზიდებს და დღეის მდგომარეობით ვიცით, რომ 20 და 30-ტონიანი ტრაილერები გადადიან. კატასტროფა იქნება ის თუ დაინგრევა", - აცხადებს ანგული ბებია.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გათვლებით, ჰიდროკვანძის დანგრევის შემთხვევაში, მხოლოდ ეკონომიკური ზარალი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. გოჩა დოლბაია ამბობს, რომ პრობლემა თავისი არსით საქართველოს ფარგლებს სცდება და ტრანსრეგიონული მნიშვნელობისაა.

"როგორც სპეციალისტებმა გამოითვალეს, პირველადი ზარალი, ხიდის დანგრევის შემთხვევაში, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, მაგრამ ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ზარალი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ფოთიდან ეზიდებიან ტვირთებს", - აცხადებს დოლბაია.

არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, ფოთის საკრებულოში უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უახლოეს მომავალში, ექსპერტების ჩართულობით, ნაგებობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობაშიც ფლობენ.

"არსებულ ვიარებაზე, საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობა. პირადად მქონდა საუბარი ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან, სხვა ოფიციალურ პირებთან. ავუხსენი მათ, რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას და ვთხოვე, რომ დაგვეხმარონ საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებაში",-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ბაბილუამ.

დროებითი სარემონტო სამუშაოები ჰიდროკვანძზე, სამწლიანი გარანტიით 2006 წელს ჩატარდა, ბოლო საინჟინრო დასკვნა კი, სამი წლის წინ მომზადა.

ექსპერტების განმარტებით, მდინარე რიონზე, წყლის არასწორი მართვის შედეგად, ზღვამ უკვე მიიტაცა 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ზღვის შესართავთან, სანაპირო ზოლის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც ჯერ კიდევ 50 წლის წინ იპოდრომი ფუნქციონირებდა, მთლიანად დაიტბორა და მხოლოდ ტრიბუნების ხიმინჯებიღა შემორჩა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა