სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდიკო ტატიშვილი დაიღალა და კუნძულებზე მიდის
ნოდიკო ტატიშვილი დაიღალა და კუნძულებზე მიდის

ბოლო წლე­ბია, მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს - კონ­კურ­სი­დან კონ­კურ­სზე, კონ­ცერ­ტი­დან კონ­ცერ­ტზე, სტუ­დი­ი­დან სტუ­დი­ა­ში მოძ­რა­ობს. არ ელე­ვა გა­და­ღე­ბა, ჩა­წე­რა, გას­ტრო­ლი, რი­თაც ბე­დის უმა­დუ­რი სუ­ლაც არ არის, მაგ­რამ ბოლო დროს მიხ­ვდა, რომ ასეთ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბას დიდ­ხანს ვერ "გა­ქა­ჩავს" და თავს დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. "ძა­ლი­ან მაგ­რად და­ვი­ღა­ლე", - წერს მომ­ღე­რა­ლი თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

- ასე ძა­ლი­ან რამ დაგ­ღა­ლა?

- სა­ერ­თოდ, ემო­ცი­ე­ბის­გან უფრო ვიღ­ლე­ბი, ვიდ­რე შრო­მის­გან. მა­გა­ლი­თად, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დაღ­ლას ნაკ­ლე­ბად ვგრძნობ.

ბოლო ოთხი წე­ლია, რაც "ჯე­ოს­ტა­რი" გავ­ხდი, არ და­მის­ვე­ნია. ქვეყ­ნი­დან თუ გავ­სულ­ვარ, მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით: გას­ტრო­ლი, კონ­კურ­სი, ფეს­ტი­ვა­ლი, კონ­ცერ­ტი. რა­საც დას­ვე­ნე­ბა ჰქვია, ხან­გრძლი­ვი დრო­ით, არ­სად წავ­სულ­ვარ. ახლა ვგრძნობ, რომ ემო­ცი­უ­რად მაგ­რად გა­და­ვი­ღა­ლე. ისე, ამ 4 წლის მან­ძილ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ ვარ, საქ­მე­ში შე­ფერ­ხე­ბა არ მქო­ნია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და პრო­ფე­სი­უ­ლად მუდ­მი­ვად ვიზ­რდე­ბო­დი, სულ ვმუ­შა­ობ და ჩემი საქ­მის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მავ­სებს, რის­თვი­საც ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ. მაგ­რამ უკვე ბევ­რი რა­ღა­ცის­გან მარ­თლაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მო­ვი­ფი­ტე. წა­ვალ და კუნ­ძუ­ლებ­ზე და­ვის­ვე­ნებ.

- უკაც­რი­ელ კუნ­ძუ­ლებ­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბი?

- არა, სა­ბერ­ძნე­თის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი კუნ­ძუ­ლე­ბია. იქ მხო­ლოდ მე და პა­რას­კე­ვა არ ვიქ­ნე­ბით, მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბით მე­ლო­დე­ბი­ან.

- რო­გორც ვა­ტყობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სმა დაგ­ღა­ლა.

- ეგ მარ­თა­ლია. აღარც მახ­სოვს, რამ­დენ კონ­კურ­სზე მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ "ევ­რო­ვი­ზი­ამ" სხვა ენერ­გია მო­ი­თხო­ვა ჩემ­გან. რომ ამ­ბობ­დნენ, იქ გა­მოს­ვლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბაო, არ ვი­ჯე­რებ­დი, სა­ნამ თვი­თონ არ გა­მოვ­ცა­დე. ისე­თი რე­ჟი­მი იყო, სა­კუ­თარ თავს არ ვე­კუთ­ვნო­დი, ენით აუ­წე­რე­ლი შრო­მა მი­წევ­და. მი­მაჩ­ნია, რომ ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა და მე-15 ად­გილ­ზე გას­ვლა, ჩემ­თვის და სოფო გე­ლო­ვა­ნის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი იყო. ამას­თან, "ევ­რო­ვი­ზი­ამ" მომ­ცა შან­სი, უცხო­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბის­გან არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა მი­მე­ღო. სექ­ტემ­ბრი­დან მაგ­რად "და­ვი­ქო­ქე­ბი".

- ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი შენ­ზე არ მოქ­მე­დებს?

- გული შემ­ტკი­ვა ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე და ამას ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თაც გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ ის, რაც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ახლა ხდე­ბა, - ასე­თი დო­ზით მო­წო­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ჩემი აზ­რით, მე­ტის­მე­ტია. ამი­ტომ, მე რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ვე­მიჯ­ნე­ბი პო­ლი­ტი­კას, არ ვარ პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

- მომ­ღე­რა­ლი გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტად სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს.

- მარ­თლა? თუ ასე­თი გა­და­წყვეტ­ლე­ბა მი­ი­ღო, სხვა რაღა დამ­რჩე­ნია, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ...

- შენ არას­დროს გქო­ნია ასე­თი სურ­ვი­ლი?

- რას ამ­ბობ.…ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლო, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე­მუ­შა­ვა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში, ისე - კერ­ძო­ში, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვის დრო­ზე უარი ვთქვი! მი­მაჩ­ნია, რომ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე მაქვს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნოდიკო ტატიშვილი დაიღალა და კუნძულებზე მიდის

ნოდიკო ტატიშვილი დაიღალა და კუნძულებზე მიდის

ბოლო წლებია, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს -  კონკურსიდან კონკურსზე, კონცერტიდან კონცერტზე, სტუდიიდან სტუდიაში მოძრაობს. არ ელევა გადაღება, ჩაწერა, გასტროლი, რითაც ბედის უმადური სულაც არ არის, მაგრამ ბოლო დროს მიხვდა, რომ ასეთ რეჟიმში ცხოვრებას დიდხანს ვერ "გაქაჩავს" და თავს დასვენების უფლება მისცა. "ძალიან მაგრად დავიღალე", - წერს მომღერალი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

- ასე ძალიან რამ დაგღალა?

- საერთოდ, ემოციებისგან უფრო ვიღლები, ვიდრე შრომისგან. მაგალითად, რეპეტიციებზე დაღლას ნაკლებად ვგრძნობ.

ბოლო ოთხი წელია, რაც "ჯეოსტარი" გავხდი, არ დამისვენია. ქვეყნიდან თუ გავსულვარ, მხოლოდ საქმიანი ვიზიტით: გასტროლი, კონკურსი, ფესტივალი, კონცერტი. რასაც დასვენება ჰქვია, ხანგრძლივი დროით, არსად წავსულვარ. ახლა ვგრძნობ, რომ ემოციურად მაგრად გადავიღალე. ისე, ამ 4 წლის მანძილზე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, საქმეში შეფერხება არ მქონია, შემოქმედებითად და პროფესიულად მუდმივად ვიზრდებოდი, სულ ვმუშაობ და ჩემი საქმისგან მიღებული დადებითი ემოციები მავსებს, რისთვისაც ღმერთის მადლობელი ვარ. მაგრამ უკვე ბევრი რაღაცისგან მართლაც ფსიქოლოგიურად გამოვიფიტე. წავალ და კუნძულებზე დავისვენებ.

- უკაცრიელ კუნძულებზე მიემგზავრები?

- არა, საბერძნეთის საკმაოდ ცნობილი კუნძულებია. იქ მხოლოდ მე და პარასკევა არ ვიქნებით, მეგობრები თავიანთი ოჯახებით მელოდებიან.

- როგორც ვატყობ, ყველაზე მეტად "ევროვიზიის" კონკურსმა დაგღალა.

- ეგ მართალია. აღარც მახსოვს, რამდენ კონკურსზე მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ "ევროვიზიამ" სხვა ენერგია მოითხოვა ჩემგან. რომ ამბობდნენ, იქ გამოსვლას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებაო, არ ვიჯერებდი, სანამ თვითონ არ გამოვცადე. ისეთი რეჟიმი იყო, საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი, ენით აუწერელი შრომა მიწევდა. მიმაჩნია, რომ ფინალში მოხვედრა და მე-15 ადგილზე გასვლა, ჩემთვის და სოფო გელოვანისთვის საკმაოდ კარგი შედეგი იყო. ამასთან, "ევროვიზიამ" მომცა შანსი, უცხოელი პროდიუსერებისგან არაერთი საინტერესო წინადადება მიმეღო. სექტემბრიდან მაგრად "დავიქოქები".

- ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლიმატი შენზე არ მოქმედებს?

- გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე და ამას ჩემი შემოქმედებითაც გამოვხატავ, მაგრამ ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ახლა ხდება, - ასეთი დოზით მოწოდებული პოლიტიკა, ჩემი აზრით, მეტისმეტია. ამიტომ, მე როგორც მომღერალი, ვემიჯნები პოლიტიკას, არ ვარ პოლიტიზებული ადამიანი.

- მომღერალი გია სურამელაშვილი პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს.

- მართლა? თუ ასეთი გადაწყვეტლება მიიღო, სხვა რაღა დამრჩენია, წარმატებებს ვუსურვებ...

- შენ არასდროს გქონია ასეთი სურვილი?

- რას ამბობ.…ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და თავისუფლად შემეძლო, სახელმწიფო მოხელე ვყოფილიყავი, მემუშავა როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში, ისე - კერძოში, მაგრამ ამ ყველაფერზე თავის დროზე უარი ვთქვი! მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო საქმე მაქვს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება