პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა
რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა

მომ­ღე­რა­ლი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ესტრა­დის მომ­ღერ­ლე­ბის მი­მართ მეტი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნას ურ­ჩევს... ამ­ბობს, რომ მცი­რე ხანს პო­ლი­ტი­კა­ში იყო და მიხ­ვდა, ეს მისი საქ­მე არ არის. მომ­ღე­რა­ლი კულ­ტუ­რის სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზეც ლა­პა­რა­კობს და ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" 45 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სი­ურპრიზს ჰპირ­დე­ბა.

- ან­სამ­ბლი "ივე­რია" ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მაგ­რამ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად ახა­ლი ან­სამ­ბლე­ბი "იბა­დე­ბი­ან" , ოღონდ ჩვენ­თან სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა. ახა­ლი ან­სამ­ბლე­ბი არ არი­ან. წლე­ბის წინ ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის ცვე­ნა იყო. ახლა ვი­თომ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას აჰ­ყვნენ და ქარ­თულ ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და კონ­კურ­სებ­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ამო­ი­ღეს, ან ინ­გლი­სუ­რად მღე­რი­ან, ან რუ­სუ­ლად, რად­გან ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ძნე­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია და მისი მსმე­ნე­ლამ­დე მი­ტა­ნა უჭირთ. ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქარ­თვე­ლი მღე­რის, მაგ­რამ კარ­გად - ძა­ლი­ან ცოტა. გოგი დო­ლი­ძეს ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი ჰქონ­და. სა­ო­ცა­რი ნიჭი აქვს თე­მურ წიკ­ლა­ურ­საც... ის კი, რა­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი "მომ­ღერ­ლე­ბი" სიმ­ღე­რას უწო­დე­ბენ, უბ­რა­ლოდ ჰო­ბია. ამ ხნის კაცი ვარ და დღე­საც მყავს რო­კჯ­გუ­ფი, ვიკ­რი­ბე­ბით, ვუკ­რავთ, ეს გვა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვებს და ენერ­გი­ით გვავ­სებს...

წელს ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" და­არ­სე­ბი­დან 45 წელი გვის­რულ­დე­ბა, - ვა­ი­მე, რო­გორ დავ­ბერ­დით... გვინ­და, შე­მოდ­გო­მა­ზე ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტე­ბი გავ­მარ­თოთ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ან­სამ­ბლე­ბი ჩვენ­ზე - "ორე­რა­ზე" , "ივე­რი­ა­სა" და სხვა ქარ­თულ ან­სამ­ბლებ­ზე აკე­თებ­დნენ სწო­რე­ბას. არა­და, ჩვენ რომ ვმღე­რო­დით და ჯიმი ჰენ­დრიქ­სის ჰარდ-როკს ვუკ­რავ­დით, ესე­ნი და­ბა­დე­ბუ­ლიც არ იყ­ვნენ.

- "ახალ ტალ­ღა­ზე" სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. უყუ­რეთ ამ კონ­კურსს?..

- კი, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა სა­ლო­მე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და კარ­გა­დაც მღე­რის... იცით, რა ვერ გა­ვი­გე? ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თუ წამ­ყვა­ნე­ბი რომ გაჰ­კი­ოდ­ნენ, მე­ო­რე ად­გი­ლი 30 ათა­სი ევ­რო­აო, უკაც­რა­ვად, მაგ­რამ იქ­ნებ, სულ არ უნდა იმ გო­გოს ამის აფი­ში­რე­ბა. მეს­მის, რომ სა­კონ­კურ­სო ბი­უ­ჯე­ტი თან­ხით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, მაგ­რამ მა­ინც არ არის ლა­მა­ზი. ჩვენ დროს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ასი მა­ნე­თი იყო, მე­ო­რე - 50 და მე­სა­მე, ტრამ­ვა­ის ბი­ლე­თი. ვხუმ­რობ, რა თქმა უნდა... ახლა სა­ლო­მეს გა­მარ­ჯვე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს და მთე­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბით კონ­ცერ­ტე­ბი უნდა გა­მარ­თოს. დუ­ეტ­მა "ჯორ­ჯი­ამ" 2008 წელს გა­ი­მარ­ჯვა და აგ­ვის­ტოს ომის გამო ტურ­ნე­ზე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უარი თქვეს... სა­ლო­მეს მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა­ზეც მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვა ვთქვა, ყვე­ლა­ფე­რი კუ­ტუ­ნი­ოს რომ და­აბ­რა­ლეს, მა­სეც არ არის, ძა­ლი­ან ბევრ ჟი­უ­რი­ში ვარ ნამ­ყო­ფი და ვიცი, იქ რა ხდე­ბა კონ­კურ­სის დროს. სა­ლო­მემ ძა­ლი­ან რთუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ "ჯორ­ჯი­ას­თან" ნამ­ღერ­მა, მარ­თა­ლი გი­თხრათ, და­მაბ­ნია. ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ შე­ურ­ჩი­ეს ეს სიმ­ღე­რა. კონ­კურ­სზე ყო­ველ­თვის ისე­თი რამ უნდა შე­არ­ჩიო, რო­მე­ლიც ყვე­ლას კარ­გად მოხ­ვდე­ბა ყურ­ში. კუ­ტუ­ნი­ოს რა ეს­მის ქა­ლა­ქუ­რი, ყა­რა­ჩოხ­ლუ­რი ან ფოლკ­ლო­რი, ეუ­ცხო­ვა და გა­მო­ხა­ტა კი­დეც. ეს ხომ ევ­რო­პუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია. ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­მაც თქვა, პირ­ვე­ლი ისე იმ­ღე­რა, "დაგ­ლი­ჯა" და მე­ო­რე­ზე ვნა­ხოთ, რას იზამ­სო. მათ ენერ­გი­უ­ლი სიმ­ღე­რა სჭირ­დე­ბო­დათ. კუ­ბელ­მა სწო­რად შე­არ­ჩია რე­პერ­ტუ­ა­რი და თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლით გა­ვი­და ფონს. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა უთხრა კი­დეც, შენ მარ­ტო იარე სცე­ნა­ზეო, თო­რემ სა­ლო­მემ ის ბიჭი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ჯი­ბე­ში ჩა­ის­ვა... ერთი საბ­ჭო­ე­თის­დრო­ინ­დე­ლი ანეკ­დო­ტი გა­მახ­სენ­და, რუ­სის ლა­მაზ ქალს რომ ეუბ­ნე­ბი­ან, შენ მხო­ლოდ იარე სცე­ნა­ზე და და­ნარ­ჩე­ნი თა­ვი­სით მო­ვაო... ასე რომ, გული დამ­წყდა, პირ­ველ­ზე ის კუ­ბე­ლი რომ გა­ვი­და. ისე კი, გა­დამ­რი­ეს, კაცო, ამ ქა­თა­მა­ძე­ებ­მა, ასე­თი ნი­ჭი­ე­რე­ბი რო­გორ არი­ან მუ­სი­კა­ში, ჯერ ნი­ნო­ზე გავ­გიჟ­დი, რა ვო­კა­ლი აქვს, ახლა ეს გო­გო­ნა... შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ მათ­ზე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა

რატომ არ მოსწონს ნუგზარ კვაშალს კულტურის სამინისტროს მუშაობა

მომღერალი ნუგზარ კვაშალი კულტურის სამინისტროს ესტრადის მომღერლების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევს... ამბობს, რომ მცირე ხანს პოლიტიკაში იყო და მიხვდა, ეს მისი საქმე არ არის. მომღერალი კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზეც ლაპარაკობს და ანსამბლ ''ივერიას'' 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით თაყვანისმცემლებს სიურპრიზს ჰპირდება.

- ანსამბლი ''ივერია'' ძველებურად ვეღარ ფუნქციონირებს, მაგრამ გასაკვირი არაფერია, დროის გასვლასთან ერთად ახალი ანსამბლები ''იბადებიან'' , ოღონდ ჩვენთან სხვანაირად ხდება. ახალი ანსამბლები არ არიან. წლების წინ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების ცვენა იყო. ახლა ვითომ თანამედროვეობას აჰყვნენ და ქართულ ფესტივალებსა და კონკურსებში ქართული სიმღერა ამოიღეს, ან ინგლისურად მღერიან, ან რუსულად, რადგან ქართული სიმღერა ძნელი შესასრულებელია და მისი მსმენელამდე მიტანა უჭირთ. ყოველი მეორე ქართველი მღერის, მაგრამ კარგად - ძალიან ცოტა. გოგი დოლიძეს ამის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. საოცარი ნიჭი აქვს თემურ წიკლაურსაც... ის კი, რასაც ჩვენი დღევანდელი ''მომღერლები'' სიმღერას უწოდებენ, უბრალოდ ჰობია. ამ ხნის კაცი ვარ და დღესაც მყავს როკჯგუფი, ვიკრიბებით, ვუკრავთ, ეს გვაახალგაზრდავებს და ენერგიით გვავსებს...

წელს ანსამბლ ''ივერიას'' დაარსებიდან 45 წელი გვისრულდება, - ვაიმე, როგორ დავბერდით... გვინდა, შემოდგომაზე ოთხ დიდ ქალაქში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში საიუბილეო კონცერტები გავმართოთ. საბჭოთა კავშირის ანსამბლები ჩვენზე - ''ორერაზე'' , ''ივერიასა'' და სხვა ქართულ ანსამბლებზე აკეთებდნენ სწორებას. არადა, ჩვენ რომ ვმღეროდით და ჯიმი ჰენდრიქსის ჰარდ-როკს ვუკრავდით, ესენი დაბადებულიც არ იყვნენ.

- ''ახალ ტალღაზე'' სალომე ქათამაძე მეორე ადგილზე გავიდა. უყურეთ ამ კონკურსს?..

- კი, ძალიან მომეწონა სალომე. ძალიან ლამაზია და კარგადაც მღერის... იცით, რა ვერ გავიგე? ქართველი ჟურნალისტები თუ წამყვანები რომ გაჰკიოდნენ, მეორე ადგილი 30 ათასი ევროაო, უკაცრავად, მაგრამ იქნებ, სულ არ უნდა იმ გოგოს ამის აფიშირება. მესმის, რომ საკონკურსო ბიუჯეტი თანხით განისაზღვრება, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი. ჩვენ დროს პირველი ადგილი ასი მანეთი იყო, მეორე - 50 და მესამე, ტრამვაის ბილეთი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა... ახლა სალომეს გამარჯვება უნდა გაგრძელდეს და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კონცერტები უნდა გამართოს. დუეტმა ''ჯორჯიამ'' 2008 წელს გაიმარჯვა და აგვისტოს ომის გამო ტურნეზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს... სალომეს მეორე ადგილზე გასვლაზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ყველაფერი კუტუნიოს რომ დააბრალეს, მასეც არ არის, ძალიან ბევრ ჟიურიში ვარ ნამყოფი და ვიცი, იქ რა ხდება კონკურსის დროს. სალომემ ძალიან რთული სიმღერები შეასრულა, მაგრამ ''ჯორჯიასთან'' ნამღერმა, მართალი გითხრათ, დამაბნია. ვერ მივხვდი, რატომ შეურჩიეს ეს სიმღერა. კონკურსზე ყოველთვის ისეთი რამ უნდა შეარჩიო, რომელიც ყველას კარგად მოხვდება ყურში. კუტუნიოს რა ესმის ქალაქური, ყარაჩოხლური ან ფოლკლორი, ეუცხოვა და გამოხატა კიდეც. ეს ხომ ევროპული ფესტივალია. ლეონიდ აგუტინმაც თქვა, პირველი ისე იმღერა, ''დაგლიჯა'' და მეორეზე ვნახოთ, რას იზამსო. მათ ენერგიული სიმღერა სჭირდებოდათ. კუბელმა სწორად შეარჩია რეპერტუარი და თავისი ვიზუალით გავიდა ფონს. კულტურის მინისტრმა უთხრა კიდეც, შენ მარტო იარე სცენაზეო, თორემ სალომემ ის ბიჭი ვოკალური მონაცემებით ჯიბეში ჩაისვა... ერთი საბჭოეთისდროინდელი ანეკდოტი გამახსენდა, რუსის ლამაზ ქალს რომ ეუბნებიან, შენ მხოლოდ იარე სცენაზე და დანარჩენი თავისით მოვაო... ასე რომ, გული დამწყდა, პირველზე ის კუბელი რომ გავიდა. ისე კი, გადამრიეს, კაცო, ამ ქათამაძეებმა, ასეთი ნიჭიერები როგორ არიან მუსიკაში, ჯერ ნინოზე გავგიჟდი, რა ვოკალი აქვს, ახლა ეს გოგონა... შეყვარებული ვარ მათზე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება