პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Russia Direct - ახალი ჩიხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში
Russia Direct - ახალი ჩიხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში

ახა­ლი ჩიხი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ვებგ­ვერ­დი Russia Direct თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ღა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის, შუა აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ნამ თბი­ლი­სი მისი ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მოქ­ნი­ლო­ბას დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არა­ვინ უნდა ელო­დეს.

"2008 წლის "ხუთ­დღი­ა­ნი ომი­დან" - რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სამ­ხრეთ ოსეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი­დან - ხუთი წელი გა­ვი­და. 7-12 აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­წყდა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბამ კონფრონ­ტა­ცი­ა­სა და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის ძი­ე­ბას შო­რის იწყო რწე­ვა", - წერს ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩი და დას­ძენს, რომ 2008 წლის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე შე­უ­ვა­ლი ნა­ბი­ჯი მოს­კო­ვის მხრი­დან აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ აღი­ა­რე­ბა იყო. თუმ­ცა, თბი­ლი­სი მათ "ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ებს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თი-სამ­ხრეთ ოსე­თის პრობ­ლე­მა მწვა­ვედ პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის დო­ნე­ზე, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე­ზე.

"ამ ეროვ­ნუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა, აფხა­ზი დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მა და 1990-იან წლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომში ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მარ­ცხის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი დამ­ცი­რე­ბა უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლის გო­ნე­ბა­ში ღრმად ჩა­ი­ბეჭ­და", - წერს ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ 2008 წლის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ჩი­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი კი კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას.

"ერთი მხრივ, პა­რა­დოქ­სუ­ლია ისიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რი­სა - თბი­ლის­მა არ აღი­ა­როს აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და გა­წევ­რი­ან­დეს ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში, არ­სე­ბობს თა­ნა­ბა­რი მო­თხოვ­ნა, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. და ეს არა მხო­ლოდ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი და კულ­ტუ­რი კავ­ში­რე­ბის გამო, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ რუ­სეთ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტი მუ­შაა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თველ­მა ხე­ლი­სუფ­ლებ­მა ეს ფაქ­ტო­რე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩი წერს, რომ რე­ა­ლუ­რად, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას გა­და­იდ­გა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და­თან­ხმდა, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ­მა სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის გა­რე­მოც­ვას 2008 წლის აგ­ვი­ტოს ომზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­რა, ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გი არ შედ­გა.

"კი­დევ უფრო დიდი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მიერ, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მო­ვი­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლა­ვაც პრე­ზი­დენ­ტად რჩე­ბა, თუმ­ცა მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა შემ­ცირ­და, ქვე­ყა­ნას მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მარ­თავს, პრე­ზი­დენ­ტის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. ახა­ლი მთავ­რო­ბის კურ­სი რუ­სეთ­თან და სომ­ხეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა და ძი­რი­თა­დად წი­ნა­მორ­ბე­დის იდო­ლო­გი­უ­რი "დაბ­ლო­კი­ლი პო­ლი­ტი­კის" მიღ­მაა ფო­კი­სუ­რე­ბუ­ლი. წინა მთავ­რო­ბა აშშ-სთან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი", - წერს ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩი და დას­ძენს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო შე­თან­ხმდნენ ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე შე­ტა­ნა­ზე.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ჩიხ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მოქ­ნი­ლო­ბი­სა, თბი­ლი­სი უარს არ ამ­ბობს მთა­ვარ მიზ­ნებ­ზე: ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის არა­ღი­ა­რე­ბა­ზე, დსთ-სთან პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ბევრ სა­კი­თხზე ცხა­დად მი­უ­თი­თებს და მცი­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ტო­ვებს ნე­ბის­მი­ერ ამ სა­კი­თხზე კომ­პრო­მი­სის­თვის", - წერს ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩი და დას­ძენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ერ­თხმად მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ, სა­დაც ხაზს უს­ვა­მენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ და­ამ­ყა­რებს ურ­თი­ერ­თო­ბას იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას აღი­ა­რე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ცოტა ხნის წინ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ 2014 წლის­თვის პო­ლი­ტი­კი­დან წავა, რაც კი­დევ უფრო მეტ გა­ურ­კვევ­ლო­ბას სძენს ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას - თუ ის მარ­თლაც წავა, ვინ იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბის ახა­ლი ლი­დე­რი და რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ის? ერ­თა­დერ­თი ახ­სნა ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი დო­ნო­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ქვე­ყა­ნა ერ­თობ და­მო­კი­დე­ბუ­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლის დრო­ე­ბით ფი­გუ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლით სურთ", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩის აზ­რით, თუ რეს­პუბ­ლი­კა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად და­სავ­ლე­თის გრან­ტე­ბი­თა და სეს­ხე­ბით საზ­რდო­ობს, ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრო­ლო­ბის გზით ეკო­ნო­მი­კუ­რად მე­ტად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ გახ­დე­ბა, მა­შინ ამ ყო­ვე­ლი­ვეს მსხვერ­პლი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ზრდამ, შე­საძ­ლოა, ასე­ვე ხელი შე­უ­წყოს რე­გი­ონ­ში ერ­თობ­ლივ სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კკურ პრო­ექ­ტებს თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და ყა­ზა­ხე­თის ჩარ­თუ­ლო­ბით. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლომ დე­ლი­კა­ტუ­რი ბა­ლან­სი უნდა იპო­ვოს და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნას, მისი მმარ­თვე­ლი კლა­სის მის­წრა­ფე­ბებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ მო­თხოვ­ნებს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­სავ­ლეთ­თან და რუ­სეთ­თან, ამავდრო­უ­ლად კი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ელექ­ტო­რა­ტის მკვეთ­რი რი­ტო­რი­კა. ამ პო­ლი­ტი­კურ ფონ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს იმე­დი, რომ ორი ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და თა­ვი­დან აი­ცი­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კონფრონ­ტა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი", - წერს ნი­კი­ტა მენდკო­ვი­ჩი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Russia Direct-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

Russia Direct - ახალი ჩიხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში

Russia Direct - ახალი ჩიხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში

ახალი ჩიხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, - ამ სათაურით აქვეყნებს ვებგვერდი Russia Direct თანამედროვე ავღანური სწავლების ცენტრის ექსპერტის, შუა აღმოსავლეთისა და კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მომუშავე ნიკიტა მენდკოვიჩის სტატიას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სანამ თბილისი მისი ძირითადი სტრატეგიული მიზნების მოქნილობას დემონსტრირებას ახდენს, რუსეთ-საქართველოს შორის დაახლოებას უახლოეს მომავალში არავინ უნდა ელოდეს.

"2008 წლის "ხუთდღიანი ომიდან" - რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან - ხუთი წელი გავიდა. 7-12 აგვისტოს მოვლენების შემდგომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ კონფრონტაციასა და ახალი პოლიტიკური დიალოგის ძიებას შორის იწყო რწევა", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი და დასძენს, რომ 2008 წლის შემდეგ ყველაზე შეუვალი ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება იყო. თუმცა, თბილისი მათ "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მოიხსენიებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთის პრობლემა მწვავედ პოლიტიზებულია საქართველოში, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების დონეზე.

"ამ ეროვნული ავტონომიების დამოუკიდებლად გამოცხადება, აფხაზი დევნილების პრობლემა და 1990-იან წლებში სამოქალაქო ომში ქვეყნის ცენტრალური მთავრობის მარცხის შემდეგ ეროვნული დამცირება უამრავი ქართველის გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხურ მდგომარეობაში რჩება განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი კი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

"ერთი მხრივ, პარადოქსულია ისიც, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი მხარდაჭერისა - თბილისმა არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში, არსებობს თანაბარი მოთხოვნა, რომ გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობები. და ეს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული და კულტური კავშირების გამო, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთში უამრავი ქართველი მიგრანტი მუშაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველმა ხელისუფლებმა ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ", - აღნიშნავს ავტორი.

ნიკიტა მენდკოვიჩი წერს, რომ რეალურად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პირველი ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას გადაიდგა, როდესაც საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა, თუმცა ვინაიდან რუსეთმა სააკაშვილსა და მის გარემოცვას 2008 წლის აგვიტოს ომზე პასუხისმგებლობა დააკისრა, ორმხრივი დიალოგი არ შედგა.

"კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ მოვიდა. სააკაშვილი კვლავაც პრეზიდენტად რჩება, თუმცა მისი ძალაუფლება შემცირდა, ქვეყანას მინისტრთა კაბინეტი მართავს, პრეზიდენტის "ნაციონალური მოძრაობა" კი ოპოზიციაში გადავიდა. ახალი მთავრობის კურსი რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა და ძირითადად წინამორბედის იდოლოგიური "დაბლოკილი პოლიტიკის" მიღმაა ფოკისურებული. წინა მთავრობა აშშ-სთან და აზერბაიჯანთან დაახლოებაზე იყო ორიენტირებული", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი და დასძენს, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე შეტანაზე.

"ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ ერთხელ მოექცა ჩიხში. მიუხედავად ივანიშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკის მოქნილობისა, თბილისი უარს არ ამბობს მთავარ მიზნებზე: ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებაზე, დსთ-სთან პოლიტიკური თანამშრომლობის შეწყვეტაზე. საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებები ბევრ საკითხზე ცხადად მიუთითებს და მცირე შესაძლებლობებს ტოვებს ნებისმიერ ამ საკითხზე კომპრომისისთვის", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი და დასძენს, რომ საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ხაზს უსვამენ, რომ საქართველო არ დაამყარებს ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ 2014 წლისთვის პოლიტიკიდან წავა, რაც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას სძენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას - თუ ის მართლაც წავა, ვინ იქნება მთავრობის ახალი ლიდერი და როგორ მოიქცევა ის? ერთადერთი ახსნა ისაა, რომ საქართველოს დასავლელი დონორები, რომლებზეც ქვეყანა ერთობ დამოკიდებულია, ივანიშვილის დროებით ფიგურად განიხილავენ და მისი ჩანაცვლება სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული "რესპუბლიკური პარტიის" რომელიმე წარმომადგენლით სურთ", - წერს სტატიის ავტორი.

ნიკიტა მენდკოვიჩის აზრით, თუ რესპუბლიკა, რომელიც პრაქტიკულად დასავლეთის გრანტებითა და სესხებით საზრდოობს, ორმხრივად სასარგებლო თანამშროლობის გზით ეკონომიკურად მეტად დამოუკიდებელი არ გახდება, მაშინ ამ ყოველივეს მსხვერპლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გახდება.

"საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდამ, შესაძლოა, ასევე ხელი შეუწყოს რეგიონში ერთობლივ საერთაშორისო ეკონომიკკურ პროექტებს თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩართულობით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ დელიკატური ბალანსი უნდა იპოვოს დასავლეთის გავლენას, მისი მმართველი კლასის მისწრაფებებსა და საზოგადოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები დასავლეთთან და რუსეთთან, ამავდროულად კი დააკმაყოფილოს ელექტორატის მკვეთრი რიტორიკა. ამ პოლიტიკურ ფონზე, შეუძლებელია გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს რუსეთთან დაახლოების მიმართულებით. თუმცა, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ორი ქვეყანა შეძლებს შეინარჩუნოს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში განხორციელებული მიღწევები და თავიდან აიცილოს პოლიტიკური კონფრონტაციის ნებისმიერი გამოვლინებები", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი.

მომზადებულია Russia Direct-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა