56 წლის მარკ ტემპერატოს დასარტყამი ინსტრუმენტების მსოფლიოში ყველაზე დიდი მოწყობილობა აქვს. მას 36 წელი დასჭირდა, რომ 813 ნაწილისგან შემდგარი ინსტრუმენტი "შეექმნა".
საკრავი დასარტყამი თეფშების, ზარებისა და დოლისგან შედგება. იმისთვის, რომ თითოეულ მათგანზე დაუკრა, ერთი საათია საჭირო. დაკვრა რომ გაადვილდეს, მამაკაცს სპეციალური სკამი აქვს.
მარკს ჯერ კიდევ არ მობეზრებია ინსტრუმენტების შეგროვება, პირიქით, ის აპირებს, რომ დასარტყამი ინსტრუმენტების რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. 56 წლის მამაკაცს ეს გინესის საკუთარი რეკორდის გასაუმჯობესებლად სჭირდება.
ინსტრუმენტების ნაკრები 2 000 კგ-ზე მეტს იწონის.
იხილეთ ვიდეო: 813-ნაწილიანი რეკორდსმენი დასარტყამი ინსტრუმენტი