მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"
"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"

"ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლა­დო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის ხე­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ჩვენ ასე­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბა დაგ­ვხვდა და პრო­კუ­რა­ტუ­რა უცებ ვერ გარ­და­იქ­მნე­ბო­და. ინ­ვა­ლი­დის სა­ვარ­ძლი­დან ამ­დგარს სპრინ­ტე­რო­ბას ვერ მოს­თხოვ, ჯერ სი­ა­რუ­ლი უნდა ას­წავ­ლო. მთა­ვა­რია, პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ჯან­სა­ღე­ბის­კენ აქვს ტენ­დენ­ცია", - გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც მას შემ­დგომ ჩავ­წე­რეთ, რაც ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის, ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და:

- რად­გან ლე­ვან კორ­ტა­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა სამ ეპი­ზოდ­ში ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას­თვის ბრალ­დე­ბის მოხ­სნას მოჰ­ყვა, გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამით ეცა­და, გა­და­ე­ფა­რა ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­ცდი­ლი მარ­ცხი.

- ლე­ვან კორ­ტა­ვა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც და­ი­ღუ­პა და და­სად­გე­ნი იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი. კორ­ტა­ვა რუს­თა­ვის მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გე­გუ­თის მე-14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბი­სას ლე­ვან კორ­ტა­ვა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი შან­შაშ­ვი­ლი წა­კა­მათ­დნენ. შან­შაშ­ვილ­მა საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად საქ­მე­ში ჩარ­თო სხვა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი და კორ­ტა­ვა­სა და ამ მსჯავ­რდა­დე­ბულს შო­რის მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. დამ­ხვედრ მსჯავ­რდა­დე­ბულს მხა­რი და­უ­ჭი­რეს კი­დევ სხვა მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებ­მა. კორ­ტა­ვას ცე­მა­ში 6 კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ ეს არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა მძი­მე შე­დე­გით. ლე­ვან კორ­ტა­ვას არც გონი და­უ­კარ­გავს და რო­გორც საქ­მე­შია აღ­წე­რი­ლი, ცხვი­რი­დან წას­კდა სის­ხლი. ამის შემ­დგომ ის სხვა სა­კან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მის ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე პა­ტიმ­რებ­მა და კი­დევ სხვებ­მაც მი­ა­კი­თხეს და ახლა გა­ცი­ლე­ბით მეტი პა­ტი­მა­რი გა­უს­წორ­და. სცემ­დნენ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, ელექტრო­ჩა­იდ­ნი­სა და ვენ­ტი­ლა­ტო­რის მყა­რი დე­ტა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. კორ­ტა­ვამ გონი და­კარ­გა და 11 დღის შემ­დეგ გონს მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი შან­შაშ­ვი­ლი 2 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მხო­ლოდ იმის გამო არ მი­უ­ცი­ათ, რომ კორ­ტა­ვას­თან საქ­მის გარ­ჩე­ვა სხვა მსჯავ­რდა­დე­ბულს და­ა­ვა­ლა, არა­მედ იმის გა­მოც, რომ მას ევა­ლე­ბო­და კონ­ფლიქ­ტის აღ­კვე­თა პა­ტიმ­რებს შო­რის, ეს არ გა­ა­კე­თა და პი­რი­ქით, წა­ა­ქე­ზა ისი­ნი.

საკ­მა­ოდ მძი­მე მუხ­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი (რაც 10-დან 13 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს) 7 მსჯავ­რდა­დე­ბულს, რომ­ლე­ბიც კორ­ტა­ვას ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ასე­ვე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ის კი­დევ 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ესაა კორ­ტა­ვას საქ­მის ში­ნა­არ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ საქ­მის გახ­სნის ვა­დას, ცოტა ხნის წინ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" ვთქვი, რომ კორ­ტა­ვას საქ­მე თვის ბო­ლოს უნდა გახ­სნი­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გან ერთი კვი­რით ვი­ყა­ვი აშშ-ში, ამი­ტომ გა­და­ი­წია ამის გა­მო­ცხა­დე­ბამ. კორ­ტა­ვას მკვლე­ლო­ბის გახ­სნა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის ახა­ლა­ი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­თან.

- ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში ბრძა­ნეთ, "მაკ­დო­ნალდსის" კონ­ვე­ი­ე­რი­ვით ვერ გა­იხ­სნე­ბა საქ­მე­ე­ბიო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გახ­სნას. რო­მე­ლი თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე გა­იხ­სნა თქვე­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში? ან რის გამო ჭი­ა­ნურ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი?

- რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა? გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში მე­ხუ­თე მო­ნა­წი­ლე და­ვა­სა­ხე­ლეთ და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ვე­ცით ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და გა­მო­ძი­ე­ბის არას­წო­რად წარ­მარ­თვა­ში. ასე­ვე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ დათა ახა­ლა­ია, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩხი­ტუ­ნი­ძე. კი­დევ სხვა პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დგე­ბა. მთა­ვა­რია, ამ და­ნა­შა­უ­ლის არსი გავ­ხსე­ნით. არ ვი­ტყვი, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე სრუ­ლად გახ­სნი­ლია, მაგ­რამ ამ საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი არის. პროგ­რე­სია 26 მა­ი­სის საქ­მე­შიც, რო­მე­ლიც ასე­ვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი თემა იყო და ამ საქ­მე­შიც წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვილს. ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ვე­ცით ყვე­ლა ის პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია. ეს არ არის შე­დე­გი?

- დიდი მო­ლო­დი­ნია ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზეც, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­იხ­სნა.

- ეს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საქ­მეა, მაგ­რამ რა­ღაც დე­ტა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა. ამ საქ­მეს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც აგ­რო­ვებს ყვე­ლა დე­ტალს და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­სტრუქ­ცი­ას ად­გენს. კი­დევ რა­ღაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი. მეს­მის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მალე უნდა ამ საქ­მის გახ­სნა, მაგ­რამ ეს იმა­ზე სწრა­ფად ვერ იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას სჭირ­დე­ბა. მი­ჭირს თქმა, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც 9 თვის წინ ნუ­ლი­დან და­ი­წყო. შე­მიძ­ლია ცალ­სა­ხად ვთქვა, - ამ საქ­მე­ში არის პროგ­რე­სი და შე­დე­გიც გვექ­ნე­ბა.

ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე­შიც არის პროგ­რე­სი და აქაც იქ­ნე­ბა შე­დე­გი. ეს დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი საქ­მეა, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­საც შე­ე­ხე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად და­ა­ლა­გოს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შტა­ტებ­ში ყოფ­ნი­სას ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

- არც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე არ ყო­ფი­ლა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. შტა­ტებ­ში 25-მდე შეხ­ვედ­რა მქონ­და კონ­გრეს­მე­ნებ­თან, სე­ნა­ტო­რებ­თან, "ფრი­დომ ჰა­უ­სი­სა" და სხვა ფონ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან. შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, რომ­ლის ნა­წი­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა. ამ შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ აზ­რთა გაც­ვლა. იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ისე­დაც იცო­და, რა ვი­თა­რე­ბაა აქ, რად­გან აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში ჰყავთ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს ჩვენ­თან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. პო­ლი­ტი­კო­სებს კი ავუხ­სე­ნით, რა ვი­თა­რე­ბა იყო ჩვე­ნამ­დე და სად ვართ ახლა.

- რო­დე­საც მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად და­ი­ნიშ­ნეთ, აღ­ნიშ­ნეთ, სუ­ლით ად­ვო­კა­ტი ვარო. ამ პოსტზე ყოფ­ნის 9 თვის თავ­ზე რას იტყვით, რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ად­ვო­კა­ტის­თვის პრო­კუ­რო­რო­ბა?

- ბე­დუ­კა­ძის საქ­მის გამო რო­დე­საც მაკ­რი­ტი­კებ­დნენ, ით­ქვა, რომ ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ი­დან მი­ვუ­დე­ქი ამ სა­კითხს. რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ამ პოსტზე შე­მარ­ჩია, ალ­ბათ, იფიქ­რა, რომ იმ ნიშ­ნულ­ში მყოფ პრო­კუ­რა­ტუ­რას ისე­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი სჭირ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ად­ვო­კა­ტის თვა­ლით და­ი­ნა­ხავ­და ამ სის­ტე­მას, რათა მეტი ფილტრე­ბი ყო­ფი­ლი­ყო და­ყე­ნე­ბუ­ლი. მე ასე ვკი­თხუ­ლობ პრე­მი­ე­რის ჩა­ნა­ფიქ­რს და

კარ­გის მეტს ვე­რა­ფერს ვხე­დავ იმა­ში, თუ დღემ­დე ად­ვო­კა­ტის თვი­სე­ბებს ვი­ნარ­ჩუ­ნებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"

"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"

"ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალადობა პროკურატურის ხელით ხორციელდებოდა. ჩვენ ასეთი მემკვიდრეობა დაგვხვდა და პროკურატურა უცებ ვერ გარდაიქმნებოდა. ინვალიდის სავარძლიდან ამდგარს სპრინტერობას ვერ მოსთხოვ, ჯერ სიარული უნდა ასწავლო. მთავარია, პროკურატურას გამოჯანსაღებისკენ აქვს ტენდენცია", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მას შემდგომ ჩავწერეთ, რაც ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმე გახსნილად გამოცხადდა:

- რადგან ლევან კორტავას მკვლელობის საქმის გახსნა სამ ეპიზოდში ბაჩანა ახალაიასთვის ბრალდების მოხსნას მოჰყვა, გაჩნდა მოსაზრება, პროკურატურა ამით ეცადა, გადაეფარა ახალაიას სასამართლო პროცესზე განცდილი მარცხი.

- ლევან კორტავა მსჯავრდადებული იყო, როდესაც დაიღუპა და დასადგენი იყო მისი გარდაცვალების გარემოებები. კორტავა რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში განთავსებისას ლევან კორტავა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი შანშაშვილი წაკამათდნენ. შანშაშვილმა საქმის გასარჩევად საქმეში ჩართო სხვა მსჯავრდადებული და კორტავასა და ამ მსჯავრდადებულს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. დამხვედრ მსჯავრდადებულს მხარი დაუჭირეს კიდევ სხვა მსჯავრდადებულებმა. კორტავას ცემაში 6 კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ეს არ დამთავრებულა მძიმე შედეგით. ლევან კორტავას არც გონი დაუკარგავს და როგორც საქმეშია აღწერილი, ცხვირიდან წასკდა სისხლი. ამის შემდგომ ის სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც მის ცემაში მონაწილე პატიმრებმა და კიდევ სხვებმაც მიაკითხეს და ახლა გაცილებით მეტი პატიმარი გაუსწორდა. სცემდნენ ყველა საშუალებით, ხელებით, ფეხებით, ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალების გამოყენებით. კორტავამ გონი დაკარგა და 11 დღის შემდეგ გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი შანშაშვილი 2 აგვისტოს დააკავეს. ის პასუხისგებაში მხოლოდ იმის გამო არ მიუციათ, რომ კორტავასთან საქმის გარჩევა სხვა მსჯავრდადებულს დაავალა, არამედ იმის გამოც, რომ მას ევალებოდა კონფლიქტის აღკვეთა პატიმრებს შორის, ეს არ გააკეთა და პირიქით, წააქეზა ისინი.

საკმაოდ მძიმე მუხლი აქვს წაყენებული (რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) 7 მსჯავრდადებულს, რომლებიც კორტავას ცემაში მონაწილეობდნენ. ასევე სამსახურებრივი გულგრილობის გამო პასუხისგებაში მიეცა გეგუთის კოლონიის კიდევ 2 თანამშრომელი. ესაა კორტავას საქმის შინაარსი. რაც შეეხება ამ საქმის გახსნის ვადას, ცოტა ხნის წინ გადაცემა "რეზიუმეში" ვთქვი, რომ კორტავას საქმე თვის ბოლოს უნდა გახსნილიყო, მაგრამ რადგან ერთი კვირით ვიყავი აშშ-ში, ამიტომ გადაიწია ამის გამოცხადებამ. კორტავას მკვლელობის გახსნა არანაირ კავშირში არ არის ახალაიას სასამართლო პროცესთან.

- ჩემთან საუბარში ბრძანეთ, "მაკდონალდსის" კონვეიერივით ვერ გაიხსნება საქმეებიო, მაგრამ საზოგადოება ელოდება გახმაურებული საქმეების გახსნას. რომელი თაროზე შემოდებული რეზონანსული საქმე გაიხსნა თქვენი მთავარი პროკურორობის პერიოდში? ან რის გამო ჭიანურდება ეს პროცესი?

- რატომ ჭიანურდება? გირგვლიანის საქმეში მეხუთე მონაწილე დავასახელეთ და პასუხისგებაში მივეცით ვანო მერაბიშვილი. გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიების არასწორად წარმართვაში. ასევე პასუხისგებაში მიეცნენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი ჩხიტუნიძე. კიდევ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მთავარია, ამ დანაშაულის არსი გავხსენით. არ ვიტყვი, რომ გირგვლიანის საქმე სრულად გახსნილია, მაგრამ ამ საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესი არის. პროგრესია 26 მაისის საქმეშიც, რომელიც ასევე გახმაურებული თემა იყო და ამ საქმეშიც წარედგინა ბრალი ვანო მერაბიშვილს. ბუტა რობაქიძის საქმეზე პასუხისგებაში მივეცით ყველა ის პოლიციელი, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდა და საქმე სასამართლოშია. ეს არ არის შედეგი?

- დიდი მოლოდინია ჟვანიას საქმეზეც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაიხსნა.

- ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა, მაგრამ რაღაც დეტალებს გამოძიება სჭირდება. ამ საქმეს ძალიან კარგი გამომძიებელი ჰყავს, რომელიც აგროვებს ყველა დეტალს და ძალიან საინტერესო კონსტრუქციას ადგენს. კიდევ რაღაც ღონისძიებებია დაგეგმილი. მესმის, რომ საზოგადოებას მალე უნდა ამ საქმის გახსნა, მაგრამ ეს იმაზე სწრაფად ვერ იქნება, ვიდრე ამ საქმის გამოძიებას სჭირდება. მიჭირს თქმა, როდის დამთავრდება ჟვანიას საქმის გამოძიება, რომელიც 9 თვის წინ ნულიდან დაიწყო. შემიძლია ცალსახად ვთქვა, - ამ საქმეში არის პროგრესი და შედეგიც გვექნება.

ვაზაგაშვილის საქმეშიც არის პროგრესი და აქაც იქნება შედეგი. ეს დაწვრილებით გამოსაძიებელი საქმეა, რადგან სამართალდამცავებსაც შეეხება. გამოძიება ცდილობს ყველაფერი ზუსტად დაალაგოს.

- გავრცელებული ინფორმაციით, შტატებში ყოფნისას ჟვანიას საქმეზე იყო საუბარი.

- არც ერთი კონკრეტული საქმე არ ყოფილა განხილვის საგანი. შტატებში 25-მდე შეხვედრა მქონდა კონგრესმენებთან, სენატორებთან, "ფრიდომ ჰაუსისა" და სხვა ფონდების წარმომადგენლობასთან. შეხვედრები მქონდა იუსტიციის დეპარტამენტში, რომლის ნაწილია პროკურატურა. ამ შეხვედრების მიზანი იყო საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების შესახებ აზრთა გაცვლა. იუსტიციის დეპარტამენტმა ისედაც იცოდა, რა ვითარებაა აქ, რადგან აშშ-ის საელჩოში ჰყავთ წარმომადგენლები და ონლაინრეჟიმში ადევნებენ თვალყურს ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. პოლიტიკოსებს კი ავუხსენით, რა ვითარება იყო ჩვენამდე და სად ვართ ახლა.

- როდესაც მთავარ პროკურორად დაინიშნეთ, აღნიშნეთ, სულით ადვოკატი ვარო. ამ პოსტზე ყოფნის 9 თვის თავზე რას იტყვით, რთული აღმოჩნდა ადვოკატისთვის პროკურორობა?

- ბედუკაძის საქმის გამო როდესაც მაკრიტიკებდნენ, ითქვა, რომ ადვოკატის პოზიციიდან მივუდექი ამ საკითხს. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ამ პოსტზე შემარჩია, ალბათ, იფიქრა, რომ იმ ნიშნულში მყოფ პროკურატურას ისეთი ხელმძღვანელი სჭირდებოდა, რომელიც ადვოკატის თვალით დაინახავდა ამ სისტემას, რათა მეტი ფილტრები ყოფილიყო დაყენებული. მე ასე ვკითხულობ პრემიერის ჩანაფიქრს და

კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ დღემდე ადვოკატის თვისებებს ვინარჩუნებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა