პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლომპიელმა გოგონამ ბიოლოგიურ დედას საქართველოში ჩამოაკითხა
 წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლომპიელმა გოგონამ ბიოლოგიურ დედას საქართველოში ჩამოაკითხა

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მო­ცუ­რა­ვის, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, ელი­ზა­ბეტ სტო­უ­ნის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა. აშშ-ში გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე არა­ერ­თი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, 23 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით შედ­გა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნის ბე­დით ჯერ კი­დევ შარ­შან და­ინ­ტე­რეს­დნენ.

ელი­ზა­ბეტ სტო­უ­ნი, იგი­ვე ქე­თე­ვან ხურ­ცი­ძე, მშობ­ლი­ურ სო­ფელ დი­ხაშ­ხოს თა­ვად ეს­ტუმ­რა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის გა­საც­ნო­ბად.

"ჩემს ძმა­სა და დას, ლა­შა­სა და თე­ო­ნას შევ­ხვდი. სოფ­ლამ­დე მათი მან­ქა­ნით ვიმ­გზავ­რეთ. ერთ ენა­ზე ვერ ვსა­უბ­რობთ, თუმ­ცა თე­ო­ნას (ელი­ზა­ბე­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი და) მთე­ლი გზა ჩემი ხელი ეკა­ვა. სახ­ლამ­დე რომ მი­ვე­დით, თით­ქმის მთე­ლი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა იქ დამ­ხვდა. ეზო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა, ლი­ა­ნა და­ვი­ნა­ხე. თვა­ლი მომ­კრა თუ არა, მა­შინ­ვე ტი­რი­ლი და­ი­წყო", - ასე იხ­სე­ნებს ოჯახ­თან შეხ­ვედ­რას ცნო­ბი­ლი მო­ცუ­რა­ვე.

ლი­ა­ნა ხურ­ცი­ძემ სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის დე­დო­ბი­ლის მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოთ­ქვა.

"რო­გორც იქნა, ვე­ღირ­სე მის ნახ­ვას. დიდი მად­ლო­ბა მის მში­ვი­ლე­ბელს, რო­მე­ლე­მაც შვილ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა" , - აცხა­დებს ლი­ა­ნა ხურ­ცი­ძე, რო­მელ­საც ელი­ზა­ბე­ტის დე­დო­ბილ­მა შვი­ლის ფო­ტო­ალ­ბო­მი აჩუ­ქა. მას­ში ქე­თი­ნოს ბავ­შვო­ბის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბია თავ­მოყ­რი­ლი.

"ელი­ზა­ბეტს ბავ­შვო­ბი­დან­ვე შთა­ვა­გო­ნე, რომ წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო და ჩემს ამო­ცა­ნად და­ვი­სა­ხე, რომ თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბით ეა­მა­ყა. ამი­სათ­ვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი. სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე რომ გა­მო­დი­ო­და, ხელ­ში ორი დრო­შა მე­კა­ვა, ამე­რი­კუ­ლი და ქარ­თუ­ლი", - ამ­ბობს ელი­ზა­ბე­ტის დე­დო­ბი­ლი, ლინ­და სტო­უ­ნი.

ელი­ზა­ბე­ტის თქმით, ის გუ­ლის სიღ­რმემ­დე შეძ­რა ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რამ, რა­ზეც თურ­მე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ერთი მი­ზე­ზით ვარ აქ, - მინ­და ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ ჩემს ოჯახ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არ ვარ, მინ­და ისი­ნიც დამ­შვიდ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას და­ლაგ­დეს და იცოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა", - აცხა­დებს ელი­ზა­ბეტ სტო­უ­ნი.

ხურ­ცი­ძე­ე­ბი და სტო­უ­ნე­ბი თარ­ჯი­მა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ურ­თი­ერ­თობ­დნენ. სა­მო­მავ­ლოდ კი ენე­ბის შეს­წავ­ლას გეგ­მა­ვენ, რომ უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შეძ­ლონ.

დედა-შვი­ლი სტო­უ­ნე­ბი კი უკვე შე­უდ­გნენ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას, რომ 2 წლის შემ­დეგ ისევ ეს­ტუმ­რონ სა­ქარ­თვე­ლოს.

ელი­ზა­ბე­თი 1990 წელს და­ი­ბა­და და­ა­ვა­დე­ბით, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში თე­ძოს ძვლის პრო­ქ­სი­მა­ლუ­რი კე­რის დე­ფი­ცი­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა აცხა­დებს, ექი­მებ­მა და ოჯა­ხის მე­გობ­რებ­მა მისი მე­უღ­ლე და­არ­წმუ­ნეს, რომ ქე­თე­ვა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ.

ქე­თე­ვან ხურ­ცი­ძე ბავ­შვთა თავ­შე­საფ­რი­დან მი­ჩი­გა­ნელ­მა ფსი­ქო­თე­რა­პევტმა ლინ­და სტო­უნ­მა იშ­ვი­ლა და აშშ-ში ჩა­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ოთხი წლის გო­გო­ნას კი­დუ­რის პირ­ვე­ლი პრო­თე­ზი გა­უ­კე­თეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია svoboda.org-ის მი­ხედ­ვით.

!
0

მშვილებელი არაა ის ქალბატონი, დედაა და შეიგნეთ ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლომპიელმა გოგონამ ბიოლოგიურ დედას საქართველოში ჩამოაკითხა

 წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლომპიელმა გოგონამ ბიოლოგიურ დედას საქართველოში ჩამოაკითხა

ცნობილი ამერიკელი მოცურავის, ოლიმპიური ჩემპიონის, ელიზაბეტ სტოუნის ქართული წარმომავლობა პრესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. აშშ-ში გაშვილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველი გოგონა, რომელმაც პარაოლიმპიურ თამაშებზე არაერთი მედალი მოიპოვა, 23 წლის ასაკში საქართველოში ჩამოვიდა და ბიოლოგიურ დედას შეხვდა.

შეხვედრა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტების დახმარებით შედგა, რომლებიც საქართველოდან გაშვილებული ჩემპიონის ბედით ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდნენ.

ელიზაბეტ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე, მშობლიურ სოფელ დიხაშხოს თავად ესტუმრა ბიოლოგიური ოჯახის გასაცნობად.

"ჩემს ძმასა და დას, ლაშასა და თეონას შევხვდი. სოფლამდე მათი მანქანით ვიმგზავრეთ. ერთ ენაზე ვერ ვსაუბრობთ, თუმცა თეონას (ელიზაბეტის ბიოლოგიური და) მთელი გზა ჩემი ხელი ეკავა. სახლამდე რომ მივედით, თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობა იქ დამხვდა. ეზოში ბიოლოგიური დედა, ლიანა დავინახე. თვალი მომკრა თუ არა, მაშინვე ტირილი დაიწყო", - ასე იხსენებს ოჯახთან შეხვედრას ცნობილი მოცურავე.

ლიანა ხურციძემ საკუთარი ქალიშვილის დედობილის მიმართ მადლიერება გამოთქვა.

"როგორც იქნა, ვეღირსე მის ნახვას. დიდი მადლობა მის მშივილებელს, რომელემაც შვილთან შეხვედრის საშუალება მომცა" , - აცხადებს ლიანა ხურციძე, რომელსაც ელიზაბეტის დედობილმა შვილის ფოტოალბომი აჩუქა. მასში ქეთინოს ბავშვობის სხვადასხვა პერიოდში გადაღებული სურათებია თავმოყრილი.

"ელიზაბეტს ბავშვობიდანვე შთავაგონე, რომ წარმოშობით საქართველოდან იყო და ჩემს ამოცანად დავისახე, რომ თავისი წარმომავლობით ეამაყა. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდი. საერთაშორისო შეჯიბრებებზე რომ გამოდიოდა, ხელში ორი დროშა მეკავა, ამერიკული და ქართული", - ამბობს ელიზაბეტის დედობილი, ლინდა სტოუნი.

ელიზაბეტის თქმით, ის გულის სიღრმემდე შეძრა ნათესავებთან შეხვედრამ, რაზეც თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა.

"სინამდვილეში ერთი მიზეზით ვარ აქ, - მინდა ყველას გავაგებინო, რომ ჩემს ოჯახზე გაბრაზებული არ ვარ, მინდა ისინიც დამშვიდნენ, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს და იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა", - აცხადებს ელიზაბეტ სტოუნი.

ხურციძეები და სტოუნები თარჯიმანის მეშვეობით ურთიერთობდნენ. სამომავლოდ კი ენების შესწავლას გეგმავენ, რომ უშუალო ურთიერთობა შეძლონ.

დედა-შვილი სტოუნები კი უკვე შეუდგნენ თანხის შეგროვებას, რომ 2 წლის შემდეგ ისევ ესტუმრონ საქართველოს.

ელიზაბეთი 1990 წელს დაიბადა დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი. როგორც ქალბატონი ლიანა აცხადებს, ექიმებმა და ოჯახის მეგობრებმა მისი მეუღლე დაარწმუნეს, რომ ქეთევანის გადასარჩენად უკეთესი იქნებოდა, ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ.

ქეთევან ხურციძე ბავშვთა თავშესაფრიდან მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის გოგონას კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს.

მომზადებულია svoboda.org-ის მიხედვით.