სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ვაჟი" ნინო ბაშარულმა ესპანეთში იპოვა
"ის ვაჟი" ნინო ბაშარულმა ესპანეთში იპოვა

"მთა­ში სხვა­ნა­ი­რად მღე­რი, თავს გეს­ხმი­ან მთე­ბი, ტყე­ე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი, სულ სხვა შეგ­რძნე­ბაა, სხვა სამ­ყა­რო... მე მთის ქალი ვარ", - მი­თხრა მომ­ღე­რალ­მა, "ჯე­ოს­ტა­რი - 2009"-ის მო­ნა­წი­ლემ ნინო ბა­შა­რულ­მა. გრძე­ლი კა­ბე­ბის, შარ­ფე­ბის, ჯინ­ჯი­ლე­ბის, გრძე­ლი სა­ყუ­რის, შუ­ა­ზე გა­და­ყო­ფი­ლი გრძე­ლი შავი თმის და ზო­გა­დად, მისი გა­რეგ­ნო­ბის გამო მე­გობ­რებ­მა ხუმ­რო­ბით გვა­რი შე­უც­ვა­ლეს და ბო­შა­რე­ლად მო­ნათ­ლეს. გუ­და­მაყ­რე­ლი მთი­უ­ლი ფოლ­კის მოტრფი­ა­ლე აღ­მოჩ­ნდა. იმ­დე­ნად, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბის ეთ­ნო­მუ­სი­კა­საც სწავ­ლობს. უამ­რავ ენა­ზე მღე­რის. მის­გან აფ­რი­კულ იავ­ნა­ნა­საც კი მო­ის­მენთ. სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სდევ­და თან, თუმ­ცა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს უკეთ ჰყვე­ბა. ფოტო, რო­მე­ლიც მა­სა­ლა­ში გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ანა გო­გუ­ა­ძეს ეკუთ­ვნის.

- არას­დროს შე­მი­წყვე­ტია სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, სიმ­ღე­რე­ბის წერა. ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი გარ­კვე­ულ პრო­ექ­ტებს. იყო ქარ­თულ-ლა­ზუ­რი პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც ჩავ­დი­ო­დით ჩვენს ლაზ მე­გობ­რებ­თან თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ არ­ჰავ­ში ლაზ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

- ეს "ჩვენ" ვინ იყა­ვით?

- ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ლა­ზურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნონ და ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მუ­სი­კაა. იქ ჩვე­ნი დები და ძმე­ბი არი­ან. მათ ვჭირ­დე­ბით, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ - ისი­ნი. არის ასე­თი ადა­მი­ა­ნი, იაშა თან­დი­ლა­ვა, რო­მელ­საც დიდი წვლი­ლი შე­აქვს ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბა­სა და გაღ­რმა­ვე­ბა­ში. წერს ლექ­სებს ლა­ზურ ენა­ზე, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით მუ­შა­ობს არა­ერთ პრო­ექ­ტზე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სხვა­თა შო­რის, აგ­ვის­ტო­შიც გვი­წევს ჩას­ვლა ჩვენს იქა­ურ დებ­სა და ძმებ­თან. მალე ლა­ზუ­რი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბიც გა­ი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ულა­მა­ზე­სი ფოლკ­ლო­რი აქვთ ლა­ზებს. უბ­რა­ლოდ, მი­ვი­წყე­ბუ­ლი და გა­დას­ხვა­ფე­რე­ბუ­ლია. ეს უნდა აღ­ვად­გი­ნოთ.

- შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფოლკ­თან უცხო არ არის შენი მსმე­ნე­ლის­თვის. ვიცი, რომ არა­ერ­თი ქვეყ­ნის ფოლკ­ლორს იც­ნობ და მღე­რი. რო­მე­ლი ქვეყ­ნის ეთ­ნო­მუ­სი­კას გა­მო­არ­ჩევ?

- ქარ­თვე­ლი ვარ და ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი სა­წყი­სია ჩემ­თვის. მომ­წონს ინ­დუ­რი, ეს­პა­ნუ­რი ფოლკ­ლო­რი - ფლა­მენ­კო. მად­რიდ­ში რომ ვცხოვ­რობ­დი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ფოლ­კი მო­ვის­მი­ნე - ფადო. ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი მათი მუ­სი­კით და შემ­დეგ ფა­დოს კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ვა­ტა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს ბენდთან, "პა­ლი­მას­თან" ერ­თად. მა­შინ ცო­ტამ იცო­და, რა ჟან­რი იყო ეს.

- ვიცი, რომ ოც­ნე­ბად გქონ­და ეს­პა­ნე­თის ნახ­ვა...

- ეს ოც­ნე­ბა 2007 წელს ავიხ­დი­ნე. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, შემ­თხვე­ვით ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზეც მოვ­ხვდი. ეს­პა­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ქარ­თვე­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბას­კე­ბი და არა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად, ხა­სი­ა­თი­თაც. იქა­უ­რებს ეს­პა­ნე­ლი ვე­გო­ნე. ხი­ტა­ნა­აო, ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ. ხი­ტა­ნა - ეს­პა­ნელ ბოშა ქალს ნიშ­ნავს. 6 თვე ვი­ცხოვ­რე მად­რიდ­ში და დღემ­დე ტკბილ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა... ინ­ტერ­ნე­ტი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თვის, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ეთ­ნო­მუ­სი­კა რომ შე­ის­წავ­ლო. მე ეთ­ნო­მუ­სი­კო­სი ვარ.

- აფ­რი­კულ იავ­ნა­ნა­საც მღე­რი, გა­ვი­გე...

- ჰო, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რა­დი­ო­თი რომ მო­ვის­მი­ნე მო­ზამ­ბი­კუ­რი იავ­ნა­ნა "მა­ლა­ი­კა", სულ მქონ­და ეს მუ­სი­კა ჩარ­ჩე­ნი­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. შემ­დეგ, როცა სხვა­დას­ხვა კუ­თხის იავ­ნა­ნებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, გა­მახ­სენ­და მი­რი­ამ მა­კე­ბას ნამ­ღე­რი აფ­რი­კუ­ლი ნანა და შე­ვი­ტა­ნე ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში... იმ­დე­ნად შე­ვი­სის­ხლხორ­ცე ეს­პა­ნუ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი, ინ­დუ­რი ფოლ­კი, რომ ჩემს სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რებ­შიც შე­ამ­ჩნევთ მათ გავ­ლე­ნას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ის ვაჟი" ნინო ბაშარულმა ესპანეთში იპოვა

"ის ვაჟი" ნინო ბაშარულმა ესპანეთში იპოვა

"მთაში სხვანაირად მღერი, თავს გესხმიან მთები, ტყეები, მდინარეები, ჩანჩქერები, სულ სხვა შეგრძნებაა, სხვა სამყარო... მე მთის ქალი ვარ", - მითხრა მომღერალმა, "ჯეოსტარი - 2009"-ის მონაწილემ ნინო ბაშარულმა. გრძელი კაბების, შარფების, ჯინჯილების, გრძელი საყურის, შუაზე გადაყოფილი გრძელი შავი თმის და ზოგადად, მისი გარეგნობის გამო მეგობრებმა ხუმრობით გვარი შეუცვალეს და ბოშარელად მონათლეს. გუდამაყრელი მთიული ფოლკის მოტრფიალე აღმოჩნდა. იმდენად, რომ სხვა ქვეყნების ეთნომუსიკასაც სწავლობს. უამრავ ენაზე მღერის. მისგან აფრიკულ იავნანასაც კი მოისმენთ. საინტერესო მუსიკალური ცხოვრების პარალელურად საინტერესო პირადი ცხოვრება სდევდა თან, თუმცა ჩვენი რესპონდენტი ამ ყველაფერს უკეთ ჰყვება. ფოტო, რომელიც მასალაში გამოვიყენეთ, ანა გოგუაძეს ეკუთვნის.

- არასდროს შემიწყვეტია საკუთარ თავზე მუშაობა, სიმღერების წერა. ყოველთვის ვაკეთებდი გარკვეულ პროექტებს. იყო ქართულ-ლაზური პროექტი, რომლითაც ჩავდიოდით ჩვენს ლაზ მეგობრებთან თურქეთში, ქალაქ არჰავში ლაზ მომღერლებთან ერთად სხვადასხვა ფესტივალში ვმონაწილეობდით.

- ეს "ჩვენ" ვინ იყავით?

- ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ლაზურ-ქართული ურთიერთობა აღადგინონ და ამის საუკეთესო საშუალება მუსიკაა. იქ ჩვენი დები და ძმები არიან. მათ ვჭირდებით, ისევე, როგორც ჩვენ - ისინი. არის ასეთი ადამიანი, იაშა თანდილავა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ამ ურთიერთობების დათბობასა და გაღრმავებაში. წერს ლექსებს ლაზურ ენაზე, პატრიარქის კურთხევით მუშაობს არაერთ პროექტზე ამ მიმართულებით. სხვათა შორის, აგვისტოშიც გვიწევს ჩასვლა ჩვენს იქაურ დებსა და ძმებთან. მალე ლაზური კულტურის დღეებიც გაიმართება საქართველოში. ულამაზესი ფოლკლორი აქვთ ლაზებს. უბრალოდ, მივიწყებული და გადასხვაფერებულია. ეს უნდა აღვადგინოთ.

- შენი დამოკიდებულება ფოლკთან უცხო არ არის შენი მსმენელისთვის. ვიცი, რომ არაერთი ქვეყნის ფოლკლორს იცნობ და მღერი. რომელი ქვეყნის ეთნომუსიკას გამოარჩევ?

- ქართველი ვარ და ქართული ფოლკლორი საწყისია ჩემთვის. მომწონს ინდური, ესპანური ფოლკლორი - ფლამენკო. მადრიდში რომ ვცხოვრობდი, პორტუგალიური ფოლკი მოვისმინე - ფადო. ძალიან დავინტერესდი მათი მუსიკით და შემდეგ ფადოს კონცერტები ჩავატარე საქართველოში ჩემს ბენდთან, "პალიმასთან" ერთად. მაშინ ცოტამ იცოდა, რა ჟანრი იყო ეს.

- ვიცი, რომ ოცნებად გქონდა ესპანეთის ნახვა...

- ეს ოცნება 2007 წელს ავიხდინე. ბევრი საინტერესო ქალაქი დავათვალიერე, შემთხვევით ჯაზფესტივალზეც მოვხვდი. ესპანელები ძალიან ჰგვანან ქართველებს, განსაკუთრებით ბასკები და არა მხოლოდ გარეგნულად, ხასიათითაც. იქაურებს ესპანელი ვეგონე. ხიტანააო, ჩემზე ამბობდნენ. ხიტანა - ესპანელ ბოშა ქალს ნიშნავს. 6 თვე ვიცხოვრე მადრიდში და დღემდე ტკბილ მოგონებად დამრჩა... ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, სხვადასხვა ქვეყნების ეთნომუსიკა რომ შეისწავლო. მე ეთნომუსიკოსი ვარ.

- აფრიკულ იავნანასაც მღერი, გავიგე...

- ჰო, ძალიან პატარა ვიყავი, რადიოთი რომ მოვისმინე მოზამბიკური იავნანა "მალაიკა", სულ მქონდა ეს მუსიკა ჩარჩენილი მეხსიერებაში. შემდეგ, როცა სხვადასხვა კუთხის იავნანებზე ვმუშაობდი, გამახსენდა მირიამ მაკებას ნამღერი აფრიკული ნანა და შევიტანე ჩემს რეპერტუარში... იმდენად შევისისხლხორცე ესპანური, პორტუგალიური, ინდური ფოლკი, რომ ჩემს საავტორო სიმღერებშიც შეამჩნევთ მათ გავლენას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება