სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდე"
"შეიძლება, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდე"

ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რა­ლი ეთერ კა­კუ­ლია ბე­ბია გახ­და. მან შვი­ლიშ­ვილს სა­ხე­ლი თა­ვად შე­ურ­ჩია. თუ რო­გო­რი ბე­ბი­აა ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი და რას აკე­თებს ახალ­შო­ბი­ლის­თვის, ამა­ზე მომ­ღე­რა­ლი მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ­ში სა­უბ­რობს.

- შვი­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნას გი­ლო­ცავთ...

- დიდი მად­ლო­ბა, მაგ­რამ ჯერ ბე­ბი­ად ვერ აღ­ვიქ­ვამ თავს. ხომ იცი, მე სულ ვწიწკვობ. ახლა ასე­თი დე­ვი­ზი მაქვს: "კაბა ზე­ვით, წლე­ბი ქვე­ვით", მაგ­რამ ჩემი შვი­ლი მე­ჩხუ­ბე­ბა, სი­სუ­ლე­ლე­ებს ნუ ლა­პა­რა­კო­ბო (იცი­ნის). წლე­ბი უნდა მო­იკ­ლო, ზე­მოთ რომ არ წა­ვი­დეს და კა­ბაც, შე­სა­ბა­მი­სად, მინი უნდა ჩა­იც­ვა... ნა­ად­რე­ვი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ყო­ფი­ლა. ისე, მინ­დო­და, მე­ხუ­თე თა­ო­ბას მოვსწრე­ბო­დი ან მე­ო­თხეს მა­ინც... მოკ­ლედ, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ა­დაგ­ზე, შე­იძ­ლე­ბა, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში აღ­მოვ­ჩნდე, რაა?.. რომ ამ­ბობ­დნენ, - შვი­ლიშ­ვი­ლი შვილს და­გა­ვი­წყებ­სო, არ ვი­ჯე­რებ­დი. ახლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მახ­სოვს ჩემი ვაჟი. ვნა­ნობ, რომ სამი შვი­ლი არ მყავს, მაგ­რამ სულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ვი­ყა­ვი, თვითმფრი­ნა­ვი­დან თვითმფრი­ნავ­ში გა­დავ­დი­ო­დი და ეს ერ­თიც რომ გა­ვა­ჩი­ნე, დიდი მიღ­წე­ვაა. შვი­ლიშ­ვილ­მა კი ვი­მე­ო­რებ, ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვა­ნა. ახლა მინ­და, ნუნუ გა­ბუ­ნი­ას "იავ­ნა­ნა" ჩავ­წე­რო. ეს სიმ­ღე­რა ნუ­ნუმ ჩემს შვილს მი­უ­ძღვნა, მე კი პა­ტა­რა მა­რი­ამს მი­ვუ­ძღვნი, რაა?.. "ღამე არ­წევს მთვა­რის აკ­ვანს, იავ­ნა­ნი­ნა­აა" (მღე­რის) - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ტყვე­ბი აქვს.

- პა­ტა­რა მა­რი­ა­მი რო­გო­რი გო­გო­ნაა?

- "ხა­სი­ა­თა" და­ვარ­ქვი... რამ­დე­ნი­მე დღის წინ (45 დღის არის) სვე­ტი­ცხო­ველ­ში მოვ­ნათ­ლეთ. ნათ­ლო­ბის სა­ო­ცა­რი რი­ტუ­ა­ლი ისე დას­რულ­და, ბავ­შვს არ უტი­რია. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნია, თან - ლა­მა­ზია. ვი­თომ, ბე­ბი­ას და­ემ­სგავ­სა (იცი­ნის)? მაგ­რამ არა, მე მის­ნა­ი­რი ლა­მა­ზი არ ვი­ყა­ვი...

- სა­ხე­ლი თქვენ შე­ურ­ჩი­ეთ?

- დიახ. არ მინ­დო­და, ეთე­რი რომ და­ერ­ქმი­ათ და მის სა­ხელ­ზე ამი­ტო­მაც ვიზ­რუ­ნე... ისე, ეთე­რი ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია და ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: "ჰა­ე­რის ყვე­ლა­ზე ზედა, წმინ­და გამჭვირ­ვა­ლე ფენა, ღმერ­თე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი..." ჩემს სა­ხელს შე­ვეჩ­ვიე. ეთე­რი "გამჭვირ­ვა­ლეს" ნიშ­ნავს და მეც გამჭვირ­ვა­ლე ანუ გულ­წრფე­ლი ვარ ბუ­ნე­ბით. მგო­ნია, რომ ეთე­რი ღმერ­თის­გან ნა­ბო­ძე­ბი სა­ხე­ლია და ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი - მა­რი­ა­მიც უფალ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა.

- ბავ­შვის მშობ­ლებ­ზე - თქვენს შვილ­სა და რძალ­ზე რას გვე­ტყვით?

- ალექ­სან­დრე ვა­ჩი­ბე­რი­ძე - ჩემი ვაჟი 32 წლის გახ­ლავთ. და­ამ­თავ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს. რა ვქნათ, ყვე­ლა­ნი მა­რი­ა­მზე ვართ გა­დარ­თუ­ლე­ბი. ჩემი რძა­ლი - ნინი მე­ლაშ­ვი­ლი საყ­ვა­რე­ლი გო­გოა. მარ­თა­ლია, მეგ­რე­ლი რძა­ლი მინ­დო­და, მაგ­რამ რა ვქნათ, არ არის მეგ­რე­ლი, იმე­რე­ლია. დე­და­ჩე­მიც ძა­ლი­ან დარ­დობ­და, რომ მეგ­რე­ლი რძა­ლი და სიძე არ შეხ­ვდა. დედა ჩა­ჩა­ვას ქალი იყო, აბა­ში­დან.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე სა­და­უ­რი იყო?

- იმე­რე­ლი, ქუ­თა­ი­სი­დან. გარ­და­იც­ვა­ლა რეზო... ყვე­ლა ქალს მინ­და მო­ვუ­წო­დო, რომ 5 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნოს! საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტში - "ვის უნდა 20.000" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ვთა­მა­შობ­დი 9-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნია ირმა, რო­მელ­საც 9 შვი­ლი ჰყავს. მისი ოჯა­ხის­თვის 21 ათა­სი ლარი შეგ­როვ­და. სა­ში­ნელ სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში ცხოვ­რობ­დნენ, ია­ტაკ­ზე ეძი­ნათ. იცი, რო­გო­რი ბავ­შვე­ბი ჰყავთ? ულა­მა­ზე­სი. უფ­რო­სი 18 წლის არის, უმ­ცრო­სი - 2-ის. ჰოდა, ეს ქალი გმი­რი არ არის? გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ხელ­მწი­ფო რომ არ ზრუ­ნავს ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე...

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, რძა­ლი რო­გორ მი­ი­ღეთ?

- მშვე­ნივ­რად. ხომ ვთქვი, საყ­ვა­რე­ლი გო­გოა-მეთ­ქი. ნინი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ზრდის შვილს. კარ­გია, როცა რძა­ლი გიყ­ვარს.

- მკაც­რი დე­დამ­თი­ლი არ ხართ?

- არა, რას ამ­ბობ...

- პი­რა­დად თქვენ რას აკე­თებთ პა­ტა­რა მა­რი­ა­მის­თვის? რო­გო­რი ბე­ბია ხართ?

- ბე­ბია უნდა და­მი­ძა­ხოს, არა?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ბი­ას და­გი­ძა­ხებთ. თუმ­ცა არა, თქვენ ხომ მა­რად ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით... შე­იძ­ლე­ბა, პირ­და­პირ სა­ხე­ლით მოგ­მარ­თოთ.

- (იცი­ნის) ჰო, ჩემს ასაკ­ზე იმ­დენს ვხუმ­რობ, რომ ბოლო პას­პორ­ტი იცი, რო­გო­რი მქონ­და? ამ სა­ბუ­თის­თვის რომ და­გე­ჯე­რე­ბი­ნა, 10 წლით უმ­ცრო­სი ვი­ყა­ვი ჩემს შვილ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 8 პას­პორ­ტი მა­ინც მაქვს გა­მოც­ვლი­ლი და ყველ­გან სხვა­დას­ხვა წელი მე­წე­რა... შვი­ლიშ­ვი­ლი რას და­მი­ძა­ხებს, არ ვიცი. მან ეს თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს. ისე, ეთო რომ და­მი­ძა­ხოს, აჯო­ბებს, რად­გა­ნაც ბე­ბი­ა­თი თუ მომ­მარ­თავს, შე­იძ­ლე­ბა, არც გავ­ხე­დო.

- ბავ­შვი ახლა თქვენ­თან ცხოვ­რობს. მის­თვის პამ­პერ­სი გა­მო­გიც­ვლი­ათ?

- არა, არა, მე ხომ ხელ­ჩლუნ­გი ვარ.

- არც შვილს უვ­ლი­დით?

- მა­შინ დე­და­ჩე­მი იყო ცო­ცხა­ლი და ალექ­სან­დრეს ყვე­ლა­ფერს ის უკე­თებ­და... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ანა მეხ­მა­რე­ბა. ის 20 წე­ლი­წა­დია, ჩვენს ოჯახ­ში და­დის და რაც სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ფერს მი­კე­თებს. რა ვქნა, ხელ­ჩლუნ­გი ვარ. სხვა­თა შო­რის, ეს სი­ტყვა ჩემი გა­მო­გო­ნი­ლია და ლექ­სი­კონ­ში მე შე­ვი­ტა­ნე.

სა­უ­ბარ­ში ჩარ­თვა ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რის რძალს, ნინი მე­ლაშ­ვილს ვთხო­ვე, რო­მე­ლიც იქვე პა­ტა­რა მა­რი­ამს და­ა­ტა­რებ­და.

ნინი:

- ჩემი დე­დამ­თი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. სახ­ლშიც ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც გა­რეთ და რო­გორ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა... სულ კარგ ხა­სი­ათ­ზეა და ჩვენც კარგ ხა­სი­ათ­ზე გვა­ყე­ნებს. რაც უნდა ცუდ გუ­ნე­ბა­ზე იყოს ადა­მი­ა­ნი, რა­ღა­ცას ისეთს იტყვის, მა­ინც გა­ა­ცი­ნებს.

ეთე­რი:

- პა­ტა­რას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სმე­ნა აქვს (მა­რი­ა­მი ხელ­ში აიყ­ვა­ნა და უმ­ღე­რა. - ავტ.). აი, ხომ ხე­დავ, რო­გორ გა­იტ­რუ­ნა და მე­ო­რე ხმაც მომ­ცა... ჩემი ოც­ნე­ბაა, შვი­ლიშ­ვილ­თან დუ­ე­ტი ჩავ­წე­რო. უფალს ვე­ვედ­რე­ბი, ჯან­მრთე­ლად მამ­ყო­ფოს, რომ ეს შევ­ძლო, რაა?..

- თქვე­ნი ვაჟი არ მღე­რის?

- არა. რა­ტომ­ღაც, თა­ვის დრო­ზე მუ­სი­კა­ში არ ვა­მე­ცა­დი­ნე. ისე, არ­ტის­ტუ­ლი ბი­ჭია და ვნა­ნობ, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ შე­ვიყ­ვა­ნე. მისი საქ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბა არ იყო.

- რო­გორც ჩვენს სა­უ­ბარ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, ბევრ რა­მეს ნა­ნობთ...

- აბა, სამი შვი­ლი არ უნდა მყავ­დეს? იმა­საც ვნა­ნობ, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი რომ არ ვარ.

- რომ მო­ინ­დო­მოთ, კერ­ძებს ვერ მო­ამ­ზა­დებთ?

- ვერა. ვფიქ­რობ, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი რომ იყო, ამის­თვის ნი­ჭია სა­ჭი­რო. ქალი რომ ტორ­ტს გა­მო­ა­ცხობს, მერე - ხა­ჭა­პურს, უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს მო­ამ­ზა­დებს, რას ლა­პა­რა­კობ, ეს უდი­დე­სი ნი­ჭია, ნუუ?.. მე არა, მაგ­რამ დედა მყავ­და ისე­თი, 100-კა­ცი­ან სუფ­რას მარ­ტო მო­ამ­ზა­დებ­და და გაშ­ლი­და. ისე, თე­ო­რი­უ­ლად ბევ­რი რა­მის მომ­ზა­დე­ბა ვიცი. ერთხელ გა­დავ­წყვი­ტე, ჯემი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და გა­ზ­ქუ­რის ნაც­ვლად, მა­გი­და­ზე დავ­დგი შა­ქარ­დაყ­რი­ლი ჭან­ჭუ­რი, მერე კი ვე­ლო­დე­ბო­დი, ჯე­მად რო­დის "გა­და­იქ­ცე­ო­და" (იცი­ნის). ეს ამ­ბა­ვი უკვე მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, იმ­დენ­ჯერ მაქვს მო­ყო­ლი­ლი. ჰოდა, ამის მერე რო­მელ კუ­ლი­ნა­რო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სახ­ლის და­ლა­გე­ბაც არ გიყ­ვართ?

- სახ­ლის მი­ლა­გე­ბა ვიცი. მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას ეწყოს. წეს­რი­გი მიყ­ვარს. ჩემი შვი­ლიც ასეა.

- ვა­ტყობ, სურ­ვი­ლი გაქვთ, რომ მო­მა­ვალ­ში თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­დეს?

- რა­ტო­მაც არა?! მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, კი­ნომ­სა­ხი­ო­ბიც იყოს. სხვა­თა შო­რის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და და ვნა­ნობ, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ არ ჩა­ვა­ბა­რე, რაა? არა­და, ყვე­ლა­ფე­რი ხელს მი­წყობ­და: სიმ­პა­თი­უ­რი გოგო ვი­ყა­ვი, გამ­ხდა­რი, კარ­გი ხმა მქონ­და...

- გა­ვი­გე, რომ ავ­ლაბ­რე­ლე­ბის­თვის მი­ძღვნი­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია, რე­პერ­ტუ­არ­ში გაქვთ, სომ­ხუ­რად გი­თარ­გმნი­ათ და გინ­დათ, ავ­ლაბ­რე­ლებს სომ­ხუ­რად უმ­ღე­როთ...

- კი, ავ­ლაბ­რე­ლებ­საც ვუმ­ღე­რე, ვე­რე­ლებ­საც და ვა­კე­ლებ­საც... ავ­ლაბ­რე­ლე­ბის­თვის მი­ძღვნი­ლი სიმ­ღე­რის ტექ­სტი სომ­ხუ­რად ვან ბა­ი­ბურ­თმა თარ­გმნა.

- სომ­ხუ­რი ენა იცით?

- არა, მაგ­რამ ის ტექ­სტი ვის­წავ­ლე.

- პრო­დი­უ­სე­რი გყავთ?

- მე და ჩემს მე­გობ­რებს "ბრი­გა­და" გვაქვს შექ­მნი­ლი და სა­გას­ტრო­ლოდ ერ­თად დავ­დი­ვართ. "ბრი­გა­დის" წევ­რე­ბი გახ­ლა­ვართ: მე, გუ­რამ ჯაში, ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე, ბესო კა­ლან­და­ძე, ზურა კო­ბე­შა­ვი­ძე (სულ 5 მა­მა­კა­ცი და ერთი ქალი). ჩვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რია თა­მაზ ქა­ჯა­ია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­დის და საქ­მე­ებს აგ­ვა­რებს, რე­გი­ო­ნებ­ში სა­გას­ტრო­ლოდ რომ გა­ვემ­გზავ­როთ.

- გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე სად და­კარ­გეთ?

- გივი მაგ "ბრი­გა­და­ში" ვერ მოხ­ვდა, ჰოდა, გვსაყ­ვე­დუ­რობს, რა­ტომ "მომ­ტე­ხე­თო"?! სა­მა­გი­ე­როდ, 20 აგ­ვის­ტოს მე­რია ბა­თუმ­ში კონ­ცერტს "მი­კე­თებს", რო­მელ­საც გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე წა­იყ­ვანს. იცი, რომ გივი ამ­ღერ­და? სა­ო­ცა­რი სიმ­ღე­რე­ბი გვაქვს ერ­თად ჩა­წე­რი­ლი. ხომ ეგე­თი გიჟ­მა­ჟია, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. 28 წიგ­ნი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. მრა­ვალ­მხრივ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია... ისე, რა და­გი­მა­ლოთ და ორი­ვე ნი­ჭი­ე­რე­ბი ვართ (იცი­ნის), მაგ­რამ ბევ­რს არ მოს­წონს გივი, რად­გა­ნაც ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა უყ­ვარს; არა­და, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი კა­ცია.

- თქვენც ყვე­ლას უყ­ვარ­ხართ...

- ცოტა ხნის წინ ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­ბავ­შვო ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდით, თან - ბავ­შვებს ორ-სამ სიმ­ღე­რას ვუმ­ღე­რო­დი. პა­ტა­რებს მარ­თლაც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და ამას­თან, ყვე­ლა ჩემს პა­რო­დი­ას აკე­თებს, ჩემ­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კო­ბენ. მეც მიყ­ვარს ისი­ნი. ყვე­ლას ვე­ფე­რე­ბი, ვე­ხუმ­რე­ბი. ვგიჟ­დე­ბი ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მსი­ა­მოვ­ნებს, მათ კარგ ხა­სი­ათ­ზე რომ ვა­ყე­ნებ.

- თქვე­ნი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი სცე­ნა­ზე აქ­ტი­უ­რად აღარ ჩა­ნან...

- იმი­ტომ, რომ ხან­ში შე­სუ­ლე­ბი არი­ან (იცი­ნის), მე კი­დევ, სულ 33 წლის ვარ... მგო­ნია, რომ ღმერ­თი მაძ­ლევს ენერ­გი­ას. ერთ დღეს ჩემს ნამ­დვილ პას­პორ­ტში ჩა­ვი­ხე­დე - ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის­გან მგო­ნი, მარ­თლა და­მა­ვი­წყდა, რამ­დე­ნი წლის ვარ...

- იუ­ბი­ლე არას­დროს გა­და­გიხ­დი­ათ?

- ხმა­მაღ­ლა - არა, ხმა­დაბ­ლა გა­და­ვი­ხა­დე (იცი­ნის) და არ გავთქვი ჩემი წლო­ვა­ნე­ბა. ერთხელ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი გა­და­ცე­მა­ში. მკი­თხა: - ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნი წლის ხარ­თო? - მე და ლე­ნი­ნი გიმ­ნა­ზი­ა­ში ერ­თად დავ­დი­ო­დით-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. იცი, რა და­ე­მარ­თა? გა­და­ცე­მა ჩა­შა­ლა, რად­გან სი­ცი­ლის­გან ჩაბ­ჟირ­და, ვე­ღარ წა­იყ­ვა­ნა...

- ცხოვ­რე­ბის რო­გო­რი სტი­ლი გაქვთ?

- დი­ლას 8 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ. დიდ­ხანს ძილი არ მიყ­ვარს, "მზე" ვარ. ერთხელ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კონ­ცერ­ტზე მის­ვლა და­მაგ­ვი­ან­და. კონ­ფე­რან­სიე აცხა­დებს, - ერთი "ვარ­სკვლა­ვი" კი­დევ შე­მოგ­ვი­ერ­თდაო. - მე "ვარ­სკვლა­ვი" კი არა, "მზე" ვარ-მეთ­ქი, - რომ ვუ­თხა­რი, დარ­ბაზ­ში ტაში შე­მოს­ცხეს. "როცა მზე ანა­თებს, ვარ­სკვლა­ვე­ბი არ ჩა­ნან", - ეს იცი, ვინ თქვა? არ­ტუ­რო ტოს­კა­ნი­ნიმ და ახლა მე ვი­მე­ო­რებ...

- მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ზე ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ გიწ­ვე­ვენ?

- ამის სურ­ვი­ლი არ მაქვს, რად­გან ვერ ვი­ტან ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სიმ­ღე­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ ვე­გუ­ე­ბი იმას, როცა ქარ­თვე­ლი ინ­გლი­სუ­რად მღე­რის. რო­დე­საც ამე­რი­კუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის "კა­პი­როვ­კებს" აკე­თე­ბენ, ამას პა­რო­დი­ად მი­ვიჩ­ნევ, რად­გა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჰი­უს­ტო­ნის სიმ­ღე­რე­ბი ქარ­თველ­მა იმ­ღე­როს!

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ იყე­ნებთ?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს წიგ­ნის კი­თხვა. პრე­საც მიყ­ვარს. თქვენს ჟურ­ნალ­საც ვკი­თხუ­ლობ, გა­ზე­თე­ბი­დან კი "კვი­რის პა­ლიტ­რა" მომ­წონს. კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი კარ­გია, მაგ­რამ მე წიგ­ნე­ბი მირ­ჩევ­ნია... "კა­კუ­ლა" თურ­მე, ხეს ნიშ­ნავს - ეს სულ­ხან-სა­ბას ლექ­სი­კონ­ში ამო­ვი­კი­თხე.

- ჰოდა, ხე თუ და­გირ­გავთ?

- ჩვე­ნი სახ­ლის წინ რომ ბა­ღია, მა­მა­ჩე­მის გა­შე­ნე­ბუ­ლია. აქ სა­მუ­შა­ოდ ის სტუ­დენ­ტე­ბი მოჰ­ყავ­და, რომ­ლებ­საც სწავ­ლა ეზა­რე­ბო­დათ. ახალ­გაზ­რდებს ხეს და­არ­გვე­ვი­ნებ­და, მერე სახ­ლში ამოჰ­ყავ­და და ასა­დი­ლებ­და. მამა "გე­პე­ი­ში" მუ­შა­ობ­და, პრო­ფე­სო­რი იყო. ჰოდა, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ ბაღ­ში ხე მეც და­მირ­გავს.

- და­ბო­ლოს, რა­მის თქმა ხომ არ გსურთ?

- ანა - ჩვე­ნი ოჯა­ხის დამ­ხმა­რე ქალ­ბა­ტო­ნი აფხა­ზე­თი­დან არის. ჰოდა, გე­ტყვით იმას, რომ ცოტა ხნის წინ აფხა­ზეთ­ზე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე. ტექ­სტი ნელი სა­ლა­ძეს (ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონს ტან­ვარ­ჯიშ­ში) ეკუთ­ვნის. გარ­და იმი­სა, რომ მას ტან­ვარ­ჯი­შის სტუ­დია აქვს და შე­სა­ნიშ­ნავ თა­ო­ბას ზრდის, ლექ­სებ­საც წერს. ჩემი სიმ­ღე­რა ასე მთავ­რდე­ბა: "აფხა­ზე­თო, დაგ­ვიბ­რუნ­დი, გე­ლით!" მუ­სი­კა ალექ­სი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მოს­წავ­ლეს, ნა­ნუ­ლი ბრეგ­ვა­ძეს ეკუთ­ვნის. მინ­და, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ვე­ლად 27 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზე­თის და­ცე­მის დღეს ავაჟ­ღე­რო...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"შეიძლება, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდე"

"შეიძლება, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდე"

ცოტა ხნის წინ მომღერალი ეთერ კაკულია ბებია გახდა. მან შვილიშვილს სახელი თავად შეურჩია. თუ როგორი ბებიაა ქალბატონი ეთერი და რას აკეთებს ახალშობილისთვის, ამაზე მომღერალი მისთვის დამახასიათებელ სტილში საუბრობს.

- შვილიშვილის შეძენას გილოცავთ...

- დიდი მადლობა, მაგრამ ჯერ ბებიად ვერ აღვიქვამ თავს. ხომ იცი, მე სულ ვწიწკვობ. ახლა ასეთი დევიზი მაქვს: "კაბა ზევით, წლები ქვევით", მაგრამ ჩემი შვილი მეჩხუბება, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო (იცინის). წლები უნდა მოიკლო, ზემოთ რომ არ წავიდეს და კაბაც, შესაბამისად, მინი უნდა ჩაიცვა... ნაადრევი ყველაფერი კარგი ყოფილა. ისე, მინდოდა, მეხუთე თაობას მოვსწრებოდი ან მეოთხეს მაინც... მოკლედ, ჩემი შვილიშვილის სიყვარულის ნიადაგზე, შეიძლება, ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოვჩნდე, რაა?.. რომ ამბობდნენ, - შვილიშვილი შვილს დაგავიწყებსო, არ ვიჯერებდი. ახლა აბსოლუტურად არ მახსოვს ჩემი ვაჟი. ვნანობ, რომ სამი შვილი არ მყავს, მაგრამ სულ მოგზაურობაში ვიყავი, თვითმფრინავიდან თვითმფრინავში გადავდიოდი და ეს ერთიც რომ გავაჩინე, დიდი მიღწევაა. შვილიშვილმა კი ვიმეორებ, ჭკუიდან გადამიყვანა. ახლა მინდა, ნუნუ გაბუნიას "იავნანა" ჩავწერო. ეს სიმღერა ნუნუმ ჩემს შვილს მიუძღვნა, მე კი პატარა მარიამს მივუძღვნი, რაა?.. "ღამე არწევს მთვარის აკვანს, იავნანინააა" (მღერის) - არაჩვეულებრივი სიტყვები აქვს.

- პატარა მარიამი როგორი გოგონაა?

- "ხასიათა" დავარქვი... რამდენიმე დღის წინ (45 დღის არის) სვეტიცხოველში მოვნათლეთ. ნათლობის საოცარი რიტუალი ისე დასრულდა, ბავშვს არ უტირია. უკეთილშობილესი პატარა ადამიანია, თან - ლამაზია. ვითომ, ბებიას დაემსგავსა (იცინის)? მაგრამ არა, მე მისნაირი ლამაზი არ ვიყავი...

- სახელი თქვენ შეურჩიეთ?

- დიახ. არ მინდოდა, ეთერი რომ დაერქმიათ და მის სახელზე ამიტომაც ვიზრუნე... ისე, ეთერი ძველი ბერძნული სახელია და ასეა განმარტებული: "ჰაერის ყველაზე ზედა, წმინდა გამჭვირვალე ფენა, ღმერთების ადგილსამყოფელი..." ჩემს სახელს შევეჩვიე. ეთერი "გამჭვირვალეს" ნიშნავს და მეც გამჭვირვალე ანუ გულწრფელი ვარ ბუნებით. მგონია, რომ ეთერი ღმერთისგან ნაბოძები სახელია და ჩემი შვილიშვილი - მარიამიც უფალმა გამომიგზავნა.

- ბავშვის მშობლებზე - თქვენს შვილსა და რძალზე რას გვეტყვით?

- ალექსანდრე ვაჩიბერიძე - ჩემი ვაჟი 32 წლის გახლავთ. დაამთავრა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ ამჟამად არ მუშაობს. რა ვქნათ, ყველანი მარიამზე ვართ გადართულები. ჩემი რძალი - ნინი მელაშვილი საყვარელი გოგოა. მართალია, მეგრელი რძალი მინდოდა, მაგრამ რა ვქნათ, არ არის მეგრელი, იმერელია. დედაჩემიც ძალიან დარდობდა, რომ მეგრელი რძალი და სიძე არ შეხვდა. დედა ჩაჩავას ქალი იყო, აბაშიდან.

- თქვენი მეუღლე სადაური იყო?

- იმერელი, ქუთაისიდან. გარდაიცვალა რეზო... ყველა ქალს მინდა მოვუწოდო, რომ 5 შვილი გააჩინოს! საქველმოქმედო პროექტში - "ვის უნდა 20.000" ვმონაწილეობდი და ვთამაშობდი 9-შვილიანი ოჯახის დასახმარებლად. არაჩვეულებრივი ქალბატონია ირმა, რომელსაც 9 შვილი ჰყავს. მისი ოჯახისთვის 21 ათასი ლარი შეგროვდა. საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, იატაკზე ეძინათ. იცი, როგორი ბავშვები ჰყავთ? ულამაზესი. უფროსი 18 წლის არის, უმცროსი - 2-ის. ჰოდა, ეს ქალი გმირი არ არის? გაოგნებული ვარ, სახელმწიფო რომ არ ზრუნავს ასეთ ადამიანებზე...

- ქალბატონო ეთერ, რძალი როგორ მიიღეთ?

- მშვენივრად. ხომ ვთქვი, საყვარელი გოგოა-მეთქი. ნინი არაჩვეულებრივად ზრდის შვილს. კარგია, როცა რძალი გიყვარს.

- მკაცრი დედამთილი არ ხართ?

- არა, რას ამბობ...

- პირადად თქვენ რას აკეთებთ პატარა მარიამისთვის? როგორი ბებია ხართ?

- ბებია უნდა დამიძახოს, არა?

- სავარაუდოდ, ბებიას დაგიძახებთ. თუმცა არა, თქვენ ხომ მარად ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით... შეიძლება, პირდაპირ სახელით მოგმართოთ.

- (იცინის) ჰო, ჩემს ასაკზე იმდენს ვხუმრობ, რომ ბოლო პასპორტი იცი, როგორი მქონდა? ამ საბუთისთვის რომ დაგეჯერებინა, 10 წლით უმცროსი ვიყავი ჩემს შვილზე. დაახლოებით 8 პასპორტი მაინც მაქვს გამოცვლილი და ყველგან სხვადასხვა წელი მეწერა... შვილიშვილი რას დამიძახებს, არ ვიცი. მან ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ისე, ეთო რომ დამიძახოს, აჯობებს, რადგანაც ბებიათი თუ მომმართავს, შეიძლება, არც გავხედო.

- ბავშვი ახლა თქვენთან ცხოვრობს. მისთვის პამპერსი გამოგიცვლიათ?

- არა, არა, მე ხომ ხელჩლუნგი ვარ.

- არც შვილს უვლიდით?

- მაშინ დედაჩემი იყო ცოცხალი და ალექსანდრეს ყველაფერს ის უკეთებდა... მისი გარდაცვალების შემდეგ საოჯახო საქმეებში ქალბატონი ანა მეხმარება. ის 20 წელიწადია, ჩვენს ოჯახში დადის და რაც საჭიროა, ყველაფერს მიკეთებს. რა ვქნა, ხელჩლუნგი ვარ. სხვათა შორის, ეს სიტყვა ჩემი გამოგონილია და ლექსიკონში მე შევიტანე.

საუბარში ჩართვა ქალბატონი ეთერის რძალს, ნინი მელაშვილს ვთხოვე, რომელიც იქვე პატარა მარიამს დაატარებდა.

ნინი:

- ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ადამიანია. სახლშიც ისეთივეა, როგორიც გარეთ და როგორსაც მთელი საქართველო იცნობს. მოკლედ, გამიმართლა... სულ კარგ ხასიათზეა და ჩვენც კარგ ხასიათზე გვაყენებს. რაც უნდა ცუდ გუნებაზე იყოს ადამიანი, რაღაცას ისეთს იტყვის, მაინც გააცინებს.

ეთერი:

- პატარას არაჩვეულებრივი სმენა აქვს (მარიამი ხელში აიყვანა და უმღერა. - ავტ.). აი, ხომ ხედავ, როგორ გაიტრუნა და მეორე ხმაც მომცა... ჩემი ოცნებაა, შვილიშვილთან დუეტი ჩავწერო. უფალს ვევედრები, ჯანმრთელად მამყოფოს, რომ ეს შევძლო, რაა?..

- თქვენი ვაჟი არ მღერის?

- არა. რატომღაც, თავის დროზე მუსიკაში არ ვამეცადინე. ისე, არტისტული ბიჭია და ვნანობ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში არ შევიყვანე. მისი საქმე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტობა არ იყო.

- როგორც ჩვენს საუბარში გამოიკვეთა, ბევრ რამეს ნანობთ...

- აბა, სამი შვილი არ უნდა მყავდეს? იმასაც ვნანობ, კარგი კულინარი რომ არ ვარ.

- რომ მოინდომოთ, კერძებს ვერ მოამზადებთ?

- ვერა. ვფიქრობ, კარგი კულინარი რომ იყო, ამისთვის ნიჭია საჭირო. ქალი რომ ტორტს გამოაცხობს, მერე - ხაჭაპურს, უგემრიელეს კერძებს მოამზადებს, რას ლაპარაკობ, ეს უდიდესი ნიჭია, ნუუ?.. მე არა, მაგრამ დედა მყავდა ისეთი, 100-კაციან სუფრას მარტო მოამზადებდა და გაშლიდა. ისე, თეორიულად ბევრი რამის მომზადება ვიცი. ერთხელ გადავწყვიტე, ჯემი გამეკეთებინა და გაზქურის ნაცვლად, მაგიდაზე დავდგი შაქარდაყრილი ჭანჭური, მერე კი ველოდებოდი, ჯემად როდის "გადაიქცეოდა" (იცინის). ეს ამბავი უკვე მთელმა საქართველომ იცის, იმდენჯერ მაქვს მოყოლილი. ჰოდა, ამის მერე რომელ კულინარობაზეა ლაპარაკი?

- სახლის დალაგებაც არ გიყვართ?

- სახლის მილაგება ვიცი. მინდა, ყველაფერი თავის ადგილას ეწყოს. წესრიგი მიყვარს. ჩემი შვილიც ასეა.

- ვატყობ, სურვილი გაქვთ, რომ მომავალში თქვენი შვილიშვილი მომღერალი გახდეს?

- რატომაც არა?! მაგრამ ძალიან მინდა, კინომსახიობიც იყოს. სხვათა შორის, მთელი ცხოვრება კინომსახიობობა მინდოდა და ვნანობ, თეატრალურ ინსტიტუტში რომ არ ჩავაბარე, რაა? არადა, ყველაფერი ხელს მიწყობდა: სიმპათიური გოგო ვიყავი, გამხდარი, კარგი ხმა მქონდა...

- გავიგე, რომ ავლაბრელებისთვის მიძღვნილი სიმღერა, რომელიც უკვე დიდი ხანია, რეპერტუარში გაქვთ, სომხურად გითარგმნიათ და გინდათ, ავლაბრელებს სომხურად უმღეროთ...

- კი, ავლაბრელებსაც ვუმღერე, ვერელებსაც და ვაკელებსაც... ავლაბრელებისთვის მიძღვნილი სიმღერის ტექსტი სომხურად ვან ბაიბურთმა თარგმნა.

- სომხური ენა იცით?

- არა, მაგრამ ის ტექსტი ვისწავლე.

- პროდიუსერი გყავთ?

- მე და ჩემს მეგობრებს "ბრიგადა" გვაქვს შექმნილი და საგასტროლოდ ერთად დავდივართ. "ბრიგადის" წევრები გახლავართ: მე, გურამ ჯაში, ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგემლიძე, ბესო კალანდაძე, ზურა კობეშავიძე (სულ 5 მამაკაცი და ერთი ქალი). ჩვენი ადმინისტრატორია თამაზ ქაჯაია, რომელიც საქართველოს მასშტაბით დადის და საქმეებს აგვარებს, რეგიონებში საგასტროლოდ რომ გავემგზავროთ.

- გივი სიხარულიძე სად დაკარგეთ?

- გივი მაგ "ბრიგადაში" ვერ მოხვდა, ჰოდა, გვსაყვედურობს, რატომ "მომტეხეთო"?! სამაგიეროდ, 20 აგვისტოს მერია ბათუმში კონცერტს "მიკეთებს", რომელსაც გივი სიხარულიძე წაიყვანს. იცი, რომ გივი ამღერდა? საოცარი სიმღერები გვაქვს ერთად ჩაწერილი. ხომ ეგეთი გიჟმაჟია, ძალიან ნიჭიერია. 28 წიგნი აქვს გამოცემული. მრავალმხრივ განათლებული ადამიანია... ისე, რა დაგიმალოთ და ორივე ნიჭიერები ვართ (იცინის), მაგრამ ბევრს არ მოსწონს გივი, რადგანაც ბილწსიტყვაობა უყვარს; არადა, ძალიან საყვარელი კაცია.

- თქვენც ყველას უყვარხართ...

- ცოტა ხნის წინ ქობულეთში, საბავშვო ფესტივალზე ვიყავი მიწვეული, სადაც ჟიურის თავმჯდომარე გახლდით, თან - ბავშვებს ორ-სამ სიმღერას ვუმღეროდი. პატარებს მართლაც ძალიან ვუყვარვარ და ამასთან, ყველა ჩემს პაროდიას აკეთებს, ჩემნაირად ლაპარაკობენ. მეც მიყვარს ისინი. ყველას ვეფერები, ვეხუმრები. ვგიჟდები ხალხთან ურთიერთობაზე. მსიამოვნებს, მათ კარგ ხასიათზე რომ ვაყენებ.

- თქვენი თაობის მომღერლები, მუსიკოსები სცენაზე აქტიურად აღარ ჩანან...

- იმიტომ, რომ ხანში შესულები არიან (იცინის), მე კიდევ, სულ 33 წლის ვარ... მგონია, რომ ღმერთი მაძლევს ენერგიას. ერთ დღეს ჩემს ნამდვილ პასპორტში ჩავიხედე - ამდენი ტყუილისგან მგონი, მართლა დამავიწყდა, რამდენი წლის ვარ...

- იუბილე არასდროს გადაგიხდიათ?

- ხმამაღლა - არა, ხმადაბლა გადავიხადე (იცინის) და არ გავთქვი ჩემი წლოვანება. ერთხელ პაატა გულიაშვილთან ვიყავი გადაცემაში. მკითხა: - ყველას აინტერესებს, რამდენი წლის ხართო? - მე და ლენინი გიმნაზიაში ერთად დავდიოდით-მეთქი, - ვუპასუხე. იცი, რა დაემართა? გადაცემა ჩაშალა, რადგან სიცილისგან ჩაბჟირდა, ვეღარ წაიყვანა...

- ცხოვრების როგორი სტილი გაქვთ?

- დილას 8 საათზე ვიღვიძებ. დიდხანს ძილი არ მიყვარს, "მზე" ვარ. ერთხელ ფილარმონიაში კონცერტზე მისვლა დამაგვიანდა. კონფერანსიე აცხადებს, - ერთი "ვარსკვლავი" კიდევ შემოგვიერთდაო. - მე "ვარსკვლავი" კი არა, "მზე" ვარ-მეთქი, - რომ ვუთხარი, დარბაზში ტაში შემოსცხეს. "როცა მზე ანათებს, ვარსკვლავები არ ჩანან", - ეს იცი, ვინ თქვა? არტურო ტოსკანინიმ და ახლა მე ვიმეორებ...

- მუსიკალურ კონკურსებზე ჟიურის შემადგენლობაში რატომ არ გიწვევენ?

- ამის სურვილი არ მაქვს, რადგან ვერ ვიტან ინგლისურენოვან სიმღერებს. განსაკუთრებით ვერ ვეგუები იმას, როცა ქართველი ინგლისურად მღერის. როდესაც ამერიკული სიმღერების "კაპიროვკებს" აკეთებენ, ამას პაროდიად მივიჩნევ, რადგანაც შეუძლებელია, ჰიუსტონის სიმღერები ქართველმა იმღეროს!

- თავისუფალ დროს როგორ იყენებთ?

- ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა. პრესაც მიყვარს. თქვენს ჟურნალსაც ვკითხულობ, გაზეთებიდან კი "კვირის პალიტრა" მომწონს. კომპიუტერი და ინტერნეტი კარგია, მაგრამ მე წიგნები მირჩევნია... "კაკულა" თურმე, ხეს ნიშნავს - ეს სულხან-საბას ლექსიკონში ამოვიკითხე.

- ჰოდა, ხე თუ დაგირგავთ?

- ჩვენი სახლის წინ რომ ბაღია, მამაჩემის გაშენებულია. აქ სამუშაოდ ის სტუდენტები მოჰყავდა, რომლებსაც სწავლა ეზარებოდათ. ახალგაზრდებს ხეს დაარგვევინებდა, მერე სახლში ამოჰყავდა და ასადილებდა. მამა "გეპეიში" მუშაობდა, პროფესორი იყო. ჰოდა, მისი დამსახურებაა, რომ ამ ბაღში ხე მეც დამირგავს.

- დაბოლოს, რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- ანა - ჩვენი ოჯახის დამხმარე ქალბატონი აფხაზეთიდან არის. ჰოდა, გეტყვით იმას, რომ ცოტა ხნის წინ აფხაზეთზე სიმღერა ჩავწერე. ტექსტი ნელი სალაძეს (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს ტანვარჯიშში) ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ მას ტანვარჯიშის სტუდია აქვს და შესანიშნავ თაობას ზრდის, ლექსებსაც წერს. ჩემი სიმღერა ასე მთავრდება: "აფხაზეთო, დაგვიბრუნდი, გელით!" მუსიკა ალექსი მაჭავარიანის მოსწავლეს, ნანული ბრეგვაძეს ეკუთვნის. მინდა, ეს ნამუშევარი პირველად 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეს ავაჟღერო...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება