პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ბაჩო მართალი” - რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში
”ბაჩო მართალი” - რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ივ­სე­ბო­და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით.

პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო, 10:00 სა­ა­თი - ბაჩო ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დრო - ეს ანონ­სი დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ახა­ლა­ი­ას მშობ­ლი­უ­რი სა­მეგ­რე­ლო­და­ნაც მრავ­ლად იყ­ვნენ. 10 სა­ა­თის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, სა­სა­მარ­თლოს დე­რე­ფა­ნი გა­ივ­სო. ყვე­ლა ცდი­ლობ­და, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას დას­წრე­ბო­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს მან­და­ტუ­რებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს, რომ 6 ად­გი­ლი­ან სკამ­ზე დარ­ბაზ­ში 9-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი არ მჯდა­რი­ყო.

დიდი ჭყლეტვის და ხვეწ­ნა-მუ­და­რის შემ­დეგ, დარ­ბაზ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ვიწ­რო წრე, ახა­ლა­ი­ას სა­ნა­თე­საო და სა­მე­გობ­რო მა­ინც გან­თავ­სდა. სა­ნამ ვი­თა­რე­ბა და­ლაგ­დე­ბო­და, დარ­ბაზ­ში სიმ­შვი­დის დამ­ყა­რე­ბას მან­და­ტუ­რებ­თან ერ­თად, რო­ლანდ ახა­ლა­ი­აც ცდი­ლობ­და. "იაგო, გადი გა­რეთ რომ გე­უბ­ნე­ბი­ან, ან მე გა­ვალ და შენ და­ჯე­ქი ჩემს ად­გი­ლას!", - ასე გა­ის­ტუმ­რა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ "ტკბი­ლი სი­ტყვით" მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბა­ჩოს თით­ქმის ყვე­ლა პრო­ცესს ეს­წრე­ბა და საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

დარ­ბაზ­ში მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძე შე­მო­ვი­და და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას შე­უდ­გა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბაჩო ახა­ლა­ი­ას რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ჰქონ­და საქ­მე­ში ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი და მო­სა­მარ­თლეს თი­თო­ე­ულ მუხ­ლზე უნდა გა­მო­ე­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. ახა­ლა­ი­ას სე­ნა­კი­სა და ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის, წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ბრალ­დე­ბო­და. იგი­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მას ედა­ვე­ბოდ­ნენ ზვი­ად აბე­სა­ძის ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში დამ­წყვდე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბას, გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გიგი კა­ლან­და­ძი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, გაგა მკურ­ნა­ლი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

რო­დე­საც მო­სა­მარ­თლემ თქვა - "ბაჩო ახა­ლა­ია გა­მარ­თლდეს!", დარ­ბაზ­ში შე­კა­ვე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბი გა­ის­მა. მათ შო­რის თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი იყო "წინა ხაზი", სა­დაც ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და მისი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი, ასე­ვე თეა თუთ­ბე­რი­ძე ის­ხდნენ. მი­მი­კებ­ში გა­მო­ხა­ტულ ოვა­ცი­ებს არ მა­ლავ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" - ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რი და აკო მი­ნაშ­ვი­ლი. სა­სა­მარ­თლოს შე­მი­ნუ­ლი კა­რის მიღ­მა რამ­დე­ნი­მე ყური ჩან­და, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და მო­სა­მარ­თლის სი­ტყვე­ბის "და­ჭე­რას". მერე ერთი თვა­ლიც გა­მოჩ­ნდა - ხა­თუ­ნა ოჩი­ა­ურ­მა ცერა თი­თით მას ანიშ­ნა, რომ გა­ნა­ჩე­ნი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლია და სა­სა­მარ­თლოს დე­რე­ფან­ში ოვა­ცი­ე­ბი გა­ის­მა. შე­მი­ნულ კარ­შიც აღარ ჩან­და ყუ­რე­ბი.

ბაჩო ახა­ლა­ია ყვე­ლა მუხ­ლში გა­მარ­თლდა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ბრალ­დე­ბუ­ლებს, სრუ­ლად გა­მარ­თლდნენ საქ­მე­ში ძებ­ნი­ლე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მა­ნუ­ჩარ და­რა­სე­ლია, გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, მე­რაბ კი­კა­ბი­ძე, გიგი კა­ლან­და­ძე და სხვა საქ­მე­ებ­ზე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გაგა მკურ­ნა­ლი­ძე. კი­დევ ორ ბრალ­დე­ბუ­ლი: ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა და ალექ­სან­დრე გორ­გა­ძე კი - საქ­მის ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში, სამ­ხედ­რო პი­რის, პა­ა­ტა პა­ა­ტაშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, მო­სა­მარ­თლემ 140-დღი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით და­სა­ჯა, მაგ­რამ ის მუხ­ლი, რომ­ლი­თაც მათ სას­ჯე­ლის ეს ზომა გა­ნე­სა­ზღვრათ, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნიც სრუ­ლად გა­მარ­თლდნენ.

ამ საქ­მე­ში პა­ტიმ­რე­ბი მხო­ლოდ ახა­ლა­ია და გაგა მკურ­ნა­ლი­ძე იყ­ვნენ. და­ნარ­ჩე­ნებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად გი­რაო აქვთ გა­დახ­დი­ლი, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეს თან­ხე­ბი უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ.

რვა­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, დარ­ბაზ­ში ტა­შის ხმა გა­ის­მა. შე­კა­ვე­ბულ­მა ემო­ცი­ებ­მა სა­სა­მარ­თლოს დე­რე­ფან­ში, შემ­დეგ კი ეზო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მი­ლოც­ვებს იღებ­დნენ ახა­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და სი­ხა­რუ­ლის­გან ატი­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

ბრალ­დე­ბულ­მა კი­კა­ბი­ძემ მო­სა­მარ­თლეს "გამ­ბე­და­ო­ბის­თვის" მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და და გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მათ­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

სა­ნამ ეზო­ში ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ, არ გა­მო­ჩე­ნი­ლან ამ საქ­მე­ზე პრო­კუ­რო­რე­ბი - ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, კო­ბა­ი­ძე და ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, პრო­კუ­რორ­მა სა­სა­მარ­თლოს ეზოს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს და­ი­ბა­რა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა თქვა, რომ მო­სა­მარ­თლის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

ბაჩო ახა­ლა­ია ერთ საქ­მე­ში გა­მარ­თლდა, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ სა­პყრო­ბი­ლეს და­ტო­ვებს - ჯერ კი­დევ 2 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს - ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დროს 7 სპეც­რაზ­მე­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით წა­მე­ბის საქ­მე და 2006 წლის 27 მარტს ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე.

სპეც­რაზ­მე­ლებ­ზე გა­ნა­ჩე­ნი ამ თვე­ში უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ, ბუნ­ტის საქ­მეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დას­რულ­დე­ბა. ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ დარ­ჩე­ნილ ორ საქ­მე­შიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­ა­მარ­თლე­ბენ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: ბაჩო ახა­ლა­ია სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

”ბაჩო მართალი” - რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში

”ბაჩო მართალი” - რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში

საქალაქო სასამართლოს ეზო დილის 9 საათიდან ივსებოდა გულშემატკივრებით, დაინტერესებული პირებითა და ჟურნალისტებით.

პირველი აგვისტო, 10:00 საათი - ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების დრო - ეს ანონსი დღეს ყველაზე აქტუალური იყო. გულშემატკივრები ახალაიას მშობლიური სამეგრელოდანაც მრავლად იყვნენ. 10 საათის მოახლოებასთან ერთად, სასამართლოს დერეფანი გაივსო. ყველა ცდილობდა, განაჩენის გამოცხადებას დასწრებოდა, თუმცა სასამართლოს მანდატურებმა უზრუნველყვეს, რომ 6 ადგილიან სკამზე დარბაზში 9-ზე მეტი ადამიანი არ მჯდარიყო.

დიდი ჭყლეტვის და ხვეწნა-მუდარის შემდეგ, დარბაზში ჟურნალისტების დიდი ნაწილი, "ნაციონალების" ვიწრო წრე, ახალაიას სანათესაო და სამეგობრო მაინც განთავსდა. სანამ ვითარება დალაგდებოდა, დარბაზში სიმშვიდის დამყარებას მანდატურებთან ერთად, როლანდ ახალაიაც ცდილობდა. "იაგო, გადი გარეთ რომ გეუბნებიან, ან მე გავალ და შენ დაჯექი ჩემს ადგილას!", - ასე გაისტუმრა როლანდ ახალაიამ "ტკბილი სიტყვით" მამაკაცი, რომელიც ბაჩოს თითქმის ყველა პროცესს ესწრება და საკმაოდ ხმაურიანი გულშემატკივარია.

დარბაზში მოსამართლე გიორგი დარახველიძე შემოვიდა და გადაწყვეტილების გამოცხადებას შეუდგა.

როგორც ცნობილია, ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლით ჰქონდა საქმეში ბრალი წაყენებული და მოსამართლეს თითოეულ მუხლზე უნდა გამოეტანა განაჩენი. ახალაიას სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების შეურაცხყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება ბრალდებოდა. იგივე სისხლის სამართლის საქმეზე მას ედავებოდნენ ზვიად აბესაძის ფიზიკურ შეურაცხყოფას და კონსპირაციულ ბინაში დამწყვდევის ორგანიზებას, გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, გაგა მკურნალიძის მონაწილეობით.

როდესაც მოსამართლემ თქვა - "ბაჩო ახალაია გამართლდეს!", დარბაზში შეკავებული ოვაციები გაისმა. მათ შორის თვალში მოსახვედრი იყო "წინა ხაზი", სადაც ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი და მისი დედამთილ-მამამთილი, ასევე თეა თუთბერიძე ისხდნენ. მიმიკებში გამოხატულ ოვაციებს არ მალავდნენ "ნაციონალები" - ხათუნა ოჩიაური და აკო მინაშვილი. სასამართლოს შემინული კარის მიღმა რამდენიმე ყური ჩანდა, რომელიც ცდილობდა მოსამართლის სიტყვების ”დაჭერას”. მერე ერთი თვალიც გამოჩნდა - ხათუნა ოჩიაურმა ცერა თითით მას ანიშნა, რომ განაჩენი გამამართლებელია და სასამართლოს დერეფანში ოვაციები გაისმა. შემინულ კარშიც აღარ ჩანდა ყურები.

ბაჩო ახალაია ყველა მუხლში გამართლდა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, სრულად გამართლდნენ საქმეში ძებნილებად გამოცხადებული მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი, მერაბ კიკაბიძე, გიგი კალანდაძე და სხვა საქმეებზე პატიმრობაში მყოფი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გაგა მკურნალიძე. კიდევ ორ ბრალდებული: ზურაბ შამათავა და ალექსანდრე გორგაძე კი - საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, სამხედრო პირის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, მოსამართლემ 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასაჯა, მაგრამ ის მუხლი, რომლითაც მათ სასჯელის ეს ზომა განესაზღვრათ, ამნისტირებული აღმოჩნდა და შესაბამისად, ისინიც სრულად გამართლდნენ.

ამ საქმეში პატიმრები მხოლოდ ახალაია და გაგა მკურნალიძე იყვნენ. დანარჩენებს წინასწარი პატიმრობისგან თავის დასაღწევად გირაო აქვთ გადახდილი, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს თანხები უკან დაუბრუნდებათ.

რვავე ბრალდებულის განაჩენის შემდეგ, დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. შეკავებულმა ემოციებმა სასამართლოს დერეფანში, შემდეგ კი ეზოში გადაინაცვლა. მილოცვებს იღებდნენ ახალაიას ოჯახის წევრები და სიხარულისგან ატირებული მეუღლე, ანი ნადარეიშვილი.

ბრალდებულმა კიკაბიძემ მოსამართლეს "გამბედაობისთვის" მადლობა გადაუხადა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობდა და გამამართლებელი განაჩენი მათთვის მოსალოდნელი იყო.

სანამ ეზოში ახალაიას მხარდამჭერები კმაყოფილებას გამოხატავდნენ, არ გამოჩენილან ამ საქმეზე პროკურორები - ბაჩიაშვილი, კობაიძე და ნადარეიშვილი.

მოგვიანებით კი, პროკურორმა სასამართლოს ეზოს მარჯვენა მხარეს დაიბარა ჟურნალისტები. ირაკლი ნადარეიშვილმა თქვა, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატური იყო და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბაჩო ახალაია ერთ საქმეში გამართლდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საპყრობილეს დატოვებს - ჯერ კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს - შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების საქმე და 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის საქმე.

სპეცრაზმელებზე განაჩენი ამ თვეში უნდა გამოიტანონ, ბუნტის საქმეც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე დასრულდება. ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ დარჩენილ ორ საქმეშიც ბაჩო ახალაიას გაამართლებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ