მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 15 სექტემბრამდე
რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 15 სექტემბრამდე

მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდს თუ გა­დავ­ხე­დავთ, უმე­ტე­სად ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჭარ­ბობს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ივ­ლის-აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. იყო არა­ერ­თი ავ­ტო­ა­ვა­რია, მკვლე­ლო­ბა, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა, არა­ერ­თი სკან­და­ლი, და­პი­რის­პი­რე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ნე­ბი­დან გა­მო­სახ­ლე­ბა, ხმა­უ­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ას­ტრო­ლო­გე­ბი ასეთ გან­მარ­ტე­ბას აკე­თე­ბენ, - სა­ერ­თოდ, 15 ივ­ლი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დია. ამ თე­მა­ზე "ამ­ბე­ბი.გე" ას­ტრო­ლოგ რა­მაზ გი­გა­ურს ესა­უბ­რა:

- ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2006 წელს ვამ­ბობ­დი, რომ 2008 წლი­დან 2014 წლამ­დე, ბოლო 60-წლი­ა­ნი ციკ­ლის მან­ძილ­ზე, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დის გავ­ლა მოგ­ვი­წევ­და.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ ეს 7 წე­ლი­წა­დი ერ­თგვა­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი, კარ­მუ­ლი პე­რი­ო­დია და სა­ერ­თოდ არა­ერ­თი საფრ­თხე იქ­მნე­ბა მთლი­ა­ნად დე­და­მი­წის ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ მახ­სოვს, ის პროგ­ნო­ზი ასე და­ვამ­თავ­რე: ღმერ­თმა ქნას, აქე­დან და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე გა­მო­ვი­დეთ-მეთ­ქი... მაგ­რამ რო­დე­საც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი და­ი­წყო, ერთ-ერთი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტორ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, - მგო­ნი, მთე­ლი ის უბე­დუ­რე­ბა, რა­ზეც ლა­პა­რა­კობ­დი, ჩვე­ნი­დან იწყე­ბაო... 2013 წლის ივ­ლი­სი-სექ­ტემ­ბე­რი მარ­თლაც კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დია, რა­საც პლა­ნე­ტე­ბის - ურა­ნი-პლუ­ტო­ნის ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტი ქმნის. ეს კი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ო­დად მი­იჩ­ნე­ვა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით, 2012-დან 2014 წლამ­დე ახა­ლი ნე­გა­ტი­უ­რი დის­ჰარ­მო­ნი­უ­ლი ციკ­ლი შე­მო­ი­ტა­ნა და ბუ­ნებ­რი­ვია, ამ პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა ე.წ. "ტაუ-კვად­რა­ტი", სა­დაც ჩა­ერ­თო სამი პლა­ნე­ტა - ურა­ნი, პლუ­ტო­ნი, მერ­კუ­რი. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მერ­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის, გა­და­ად­გი­ლე­ბის, მგზავ­რო­ბის მმარ­თველ პლა­ნე­ტად მი­იჩ­ნე­ვა. თუ გა­დავ­ხე­დავთ, მარ­თლაც ბევ­რი ცუდი რამ მოხ­და სწო­რედ გზა­ზე და გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იყო კა­ტას­ტრო­ფე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შიც, მარ­თლაც მო­ი­მა­ტა ნე­გა­ტი­ურ­მა ფაქ­ტებ­მა და შემ­თხვე­ვებ­მა. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნეთ­ში დიდი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და, - ერ­თმა­ნეთს მა­ტა­რებ­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა. სა­ქარ­თვე­ლო­საც რომ გა­დავ­ხე­დოთ, 15 ივ­ლი­სი­დან 2-3 დღე­ში ერთხელ, ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნა ხდე­ბა. რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნებ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა სავ­სე მთვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და.

- რო­გორც ვიცი, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მებს ქმნის, არა?

- კი და ბრი­ტა­ნეთ­სა და ამე­რი­კა­ში ამის შე­სა­ხებ კარ­გად იცი­ან და სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი - სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, სა­ხან­ძრო, პო­ლი­ცია სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში, ორ­მა­გი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბენ. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამას ჩვენ­თა­ნაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ. სა­სურ­ვე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია თუ ამ პე­რი­ოდ­ში მძღო­ლე­ბი დიდი სიფრ­თხი­ლით იმოძ­რა­ვე­ბენ.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­თან ას­ტრო­ლო­გი­ას ყუ­რა­დღე­ბას დი­დად არ აქ­ცე­ვენ.

- ერ­თია, რო­დე­საც ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ნე­გა­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია, მაგ­რამ მე­ო­რეა, ადა­მი­ა­ნი რო­გორ იღე­ბენ ამას. შე­იძ­ლე­ბა, ამინ­დის ბი­უ­რომ გად­მოს­ცეს პროგ­ნო­ზი, - რომ ზღვა­ზე 8-ბა­ლი­ა­ნი შტორ­მია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. წა­ვალ თუ არა ზღვა­ზე სა­ბა­ნა­ოდ, ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტია. სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის ალ­ბა­თო­ბა რა თქმა უნდა, არის მა­შინ, თუ მე ზღვა­ში შტორ­მის დროს შე­ვალ, მაგ­რამ თუ შინ დავ­რჩე­ბი, მე­ტად ვიქ­ნე­ბი და­ცუ­ლი. ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში სა­რის­კო საქ­მე­ე­ბის წა­მო­წყე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი...

მოკ­ლედ, ამ დროს ბევ­რი ძვე­ლი, მი­ვი­წყე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბის ამო­ტივ­ტი­ვე­ბაც ხდე­ბა, რი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ე.წ. "კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის" გა­დახ­და. შე­იძ­ლე­ბა, ეს ამა თუ იმ ტრა­გე­დი­ის მო­ნა­წი­ლის­თვის ერ­თგვა­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პე­რი­ო­დიც იყოს. ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ზღა­ურს იღებს.

- რო­დე­საც ენერ­გე­ტი­კულ დარ­ტყმას იღე­ბენ, უმე­ტე­სად ეს ტრა­გე­დი­ი­თაც სრულ­დე­ბა...

- დიახ, მაგ­რამ ეს არ არის მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის ნა­მოქ­მე­და­რის შე­დე­გი. გა­ვიხ­სე­ნებ ერთ ქარ­თულ ან­და­ზას: "ბა­ბუ­ის ნა­ჭამ­მა ტყე­მალ­მა შვი­ლიშ­ვილს მოს­ჭრა კბი­ლიო". ეს გახ­ლავთ "კარ­მის" სა­უ­კე­თე­სო გან­მარ­ტე­ბა. ასე რომ, 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, სა­სურ­ვე­ლია, ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს მეტი სიფრ­თხი­ლით მი­ვუდ­გეთ და მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. კონ­ცენ­ტრა­ცია უმე­ტე­სად პო­ზი­ტივ­ზე მო­ვახ­დი­ნოთ, რომ სკან­დალს, და­პი­რის­პი­რე­ბას, გა­უ­გებ­რო­ბას ავ­ცდეთ.

- რო­გორც ვიცი, წე­ლი­წა­დის თვე­ე­ბი­დან, აგ­ვის­ტოს გარ­და, თე­ბერ­ვა­ლიც რთულ პე­რი­ო­დად მი­იჩ­ნე­ვა.

- კი, აგ­ვის­ტო და თე­ბერ­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­როს­კოპ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი პე­რი­ო­დია. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ და გა­დავ­ხე­დავთ წარ­სულს, ბევ­რი ცუდი მოვ­ლე­ნა და სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი სწო­რედ თე­ბერ­ვალ-აგ­ვის­ტო­ში მოხ­და... მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს მათ არ ეხე­ბათ და მხო­ლოდ სხვა­ზე მოქ­მე­დებს. არა­და, სიფრ­თხი­ლე მარ­თებს ყვე­ლას, ვინც ზო­გა­დად გზა­ზე გა­დად­გილ­დე­ბა...

ბოლო დროს, მას მერე, რაც ამ­ნის­ტია მოხ­და, და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებ­მა მო­ი­მა­ტა. გე­ტყვით, რომ ია­პო­ნი­ა­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კო­მი­სი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც ამ­ნი­ის­ტი­ის პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, ას­ტრო­ლო­გე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ისი­ნი პა­ტიმ­რე­ბის პი­რად ჰო­როს­კო­პებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ჩვენ­თან ასე­თი რამ არა­ვის მო­უ­ვა აზ­რად.

- არც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვებს?

- რო­დე­საც მსგავს კი­თხავს მის­ვა­მენ, ვპა­სუ­ხობ, გა­და­ხე­დეთ მათ ნა­მოქ­მე­დარს და მიხ­ვდე­ბით... სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი გა­ვა­ძე­ვეთ, შემ­დე­გიც იმა­ვეს მი­ი­ღებს, თუ მა­ნაც იგი­ვე გზა აირ­ჩია. ჩვენ რა­ღაც წრე­ზე დავ­დი­ვართ და ვერ ვი­აზ­რებთ, სა­ერ­თოდ რა გვინ­და. არა­და, ზო­გა­დად თუ გა­დავ­ხე­დავთ ქარ­თულ ფსი­ქო­ტიპს, რა­საც ას­ტრო­ლო­გია კარ­გად ხსნის, ბევრ რამ ნა­თე­ლია, მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვის აინ­ტე­რე­სებს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- სა­ქარ­თვე­ლო შე­ე­სა­ბა­მე­ბა ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს. თუ ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნე­გა­ტი­ურ თვი­სე­ბებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თულ ფსი­ქო­ტიპს. ლო­მის თვი­სე­ბაა: რო­დე­საც ქე­ი­ფობს, უნდა, რომ გა­ი­გოს ნა­ხე­ვარ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, ხარ­ჯავს ყვე­ლა­ფერს, რაც გა­აჩ­ნია, არის ზარ­მა­ცი, სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვს, მი­აჩ­ნია, რომ თვი­თონ არის მთა­ვა­რი. მას მარ­თავს მზე, მზე კი ცენ­ტრა­ლუ­რია მზის სი­ტე­მა­ში.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვის შემ­დეგ თუ სა­ი­დან­მე, რამე აგუ­რი გა­მოძ­ვრა, ყვე­ლა თავ­ში დაგ­ვე­ცა, რად­გა­ნაც ვერ შევ­ძე­ლით ისეთ ად­გილ­ზე დად­გო­მა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აგ­ვცდე­ნო­და... ვერ გა­ვი­გეთ, რა გვინ­და - რუ­სე­თი თუ და­სავ­ლე­თი? რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, ხალ­ხი ბრძე­ნი­აო, - ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა. სწო­რედ ხალ­ხმა აირ­ჩია ჯერ გამ­სა­ხურ­დია, შე­ვარ­დნა­ძე, სა­ა­კაშ­ვი­ლი...

პირ­ველ რიგ­ში, უნდა მოხ­დეს ქვეყ­ნის მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვლა. რო­დე­საც ერს 200 წლის მან­ძილ­ზე სძი­ნავს, ის ვერ გა­მო­ი­ტანს ჭეშ­მა­რიტ დას­კვნებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც სძი­ნავს!

ასე რომ, ნამ­დვი­ლად ვიცი, ვინც ამ პე­რი­ოდ­ში ხალ­ხის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რდა, ყვე­ლაფ­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ, რად­გა­ნაც ხალ­ხს მოჰ­პა­რეს. ისი­ნი პა­სუხს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბით, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლით, შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლით "კარ­მულ ვალს" გა­და­იხ­დი­ან. სამ­ყა­როს­თვის არ­სე­ბობს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ ზო­გა­დად, სირ­თუ­ლე­ე­ბი 2014 წლამ­დე გას­ტან­სო... რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბის გა­სა­ღე­ბი დევს სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა ვა­შინგტონ­სა ან მოს­კოვ­ში! მთა­ვა­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვლაა. მუ­შა­ო­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ და სა­კუ­თარ თავ­ში გა­ვერ­კვეთ.

- 15 სექ­ტემ­ბრი­დან, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი "ტაუ-კვად­რა­ტი", რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა ნე­გა­ტი­ურ ენერ­გი­ას ავ­ლენს, გან­ლა­გე­ბას შე­იც­ვლის?

- კი, მათი გან­ლა­გე­ბა შე­იც­ვლე­ბა და ურა­ნი-პლუ­ტო­ნის ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტის კოს­მო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა ზო­გა­დად შერ­ბილ­დე­ბა და ეს შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ვი­თა­რე­ბას, მა­ნამ­დე კი გან­სა­კუ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ ადა­მი­ა­ნებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 15 სექტემბრამდე

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 15 სექტემბრამდე

მიმდინარე ზაფხულის პერიოდს თუ გადავხედავთ, უმეტესად ნეგატიური ინფორმაცია ჭარბობს. ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოს პერიოდს მოიცავს. იყო არაერთი ავტოავარია, მკვლელობა, სტიქიური უბედურება, არაერთი სკანდალი, დაპირისპირება, ადამიანების ბინებიდან გამოსახლება, ხმაურიანი სასამართლო პროცესები... ამ ყველაფერზე ასტროლოგები ასეთ განმარტებას აკეთებენ, - საერთოდ, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ასტროლოგიურად ურთულესი პერიოდია. ამ თემაზე "ამბები.გე" ასტროლოგ რამაზ გიგაურს ესაუბრა:

- ამის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს ვამბობდი, რომ 2008 წლიდან 2014 წლამდე, ბოლო 60-წლიანი ციკლის მანძილზე, ასტროლოგიურად უმძიმესი პერიოდის გავლა მოგვიწევდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს 7 წელიწადი ერთგვარი შემაჯამებელი, კარმული პერიოდია და საერთოდ არაერთი საფრთხე იქმნება მთლიანად დედამიწის ცხოვრებაში. მაშინ მახსოვს, ის პროგნოზი ასე დავამთავრე: ღმერთმა ქნას, აქედან დანაკარგების გარეშე გამოვიდეთ-მეთქი... მაგრამ როდესაც 2008 წელს საქართველოში ომი დაიწყო, ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორმა დამირეკა და მითხრა, - მგონი, მთელი ის უბედურება, რაზეც ლაპარაკობდი, ჩვენიდან იწყებაო... 2013 წლის ივლისი-სექტემბერი მართლაც კრიზისული პერიოდია, რასაც პლანეტების - ურანი-პლუტონის ნეგატიური ასპექტი ქმნის. ეს კი ასტროლოგიაში საკმაოდ რთულ პერიოდად მიიჩნევა. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით, 2012-დან 2014 წლამდე ახალი ნეგატიური დისჰარმონიული ციკლი შემოიტანა და ბუნებრივია, ამ პერიოდში შეიქმნა ე.წ. "ტაუ-კვადრატი", სადაც ჩაერთო სამი პლანეტა - ურანი, პლუტონი, მერკური. ასტროლოგიაში მერკური ინფორმაციის, გადაადგილების, მგზავრობის მმართველ პლანეტად მიიჩნევა. თუ გადავხედავთ, მართლაც ბევრი ცუდი რამ მოხდა სწორედ გზაზე და გადაადგილებასთან დაკავშირებით. იყო კატასტროფები სხვადასხვა ქვეყანაშიც, მართლაც მოიმატა ნეგატიურმა ფაქტებმა და შემთხვევებმა. მაგალითად, ჩინეთში დიდი კატასტროფა მოხდა, - ერთმანეთს მატარებლები შეეჯახა. საქართველოსაც რომ გადავხედოთ, 15 ივლისიდან 2-3 დღეში ერთხელ, ნეგატიურ მოვლენა ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანებმა ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მაგალითად, ბათუმში მომხდარი საზარელი მკვლელობა სავსე მთვარეობის პერიოდში მოხდა.

- როგორც ვიცი, სავსემთვარეობა კიდევ ცალკე პრობლემებს ქმნის, არა?

- კი და ბრიტანეთსა და ამერიკაში ამის შესახებ კარგად იციან და სპეციალური სამსახურები - სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია საგანგებო რეჟიმში, ორმაგი დატვირთვით მუშაობენ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამას ჩვენთანაც გაითვალისწინებენ და გაორმაგებული ყურადღებით იმუშავებენ. სასურველი და აუცილებელიც კია თუ ამ პერიოდში მძღოლები დიდი სიფრთხილით იმოძრავებენ.

- ადამიანები ჩვენთან ასტროლოგიას ყურადღებას დიდად არ აქცევენ.

- ერთია, როდესაც ასტროლოგიურად ნეგატიური პერიოდია, მაგრამ მეორეა, ადამიანი როგორ იღებენ ამას. შეიძლება, ამინდის ბიურომ გადმოსცეს პროგნოზი, - რომ ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. წავალ თუ არა ზღვაზე საბანაოდ, ეს ჩემი გადასაწყვეტია. სერიოზული საფრთხის ალბათობა რა თქმა უნდა, არის მაშინ, თუ მე ზღვაში შტორმის დროს შევალ, მაგრამ თუ შინ დავრჩები, მეტად ვიქნები დაცული. ამიტომ ამ პერიოდში სარისკო საქმეების წამოწყება არ არის სასურველი...

მოკლედ, ამ დროს ბევრი ძველი, მივიწყებული უსიამოვნო ამბის ამოტივტივებაც ხდება, რითაც მიმდინარეობს ე.წ. "კარმული ვალების" გადახდა. შეიძლება, ეს ამა თუ იმ ტრაგედიის მონაწილისთვის ერთგვარი შემაჯამებელი პერიოდიც იყოს. ადამიანი გარკვეულწილად საზღაურს იღებს.

- როდესაც ენერგეტიკულ დარტყმას იღებენ, უმეტესად ეს ტრაგედიითაც სრულდება...

- დიახ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ნამოქმედარის შედეგი. გავიხსენებ ერთ ქართულ ანდაზას: "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო". ეს გახლავთ "კარმის" საუკეთესო განმარტება. ასე რომ, 15 სექტემბრამდე, სასურველია, ნებისმიერ საქმეს მეტი სიფრთხილით მივუდგეთ და მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. კონცენტრაცია უმეტესად პოზიტივზე მოვახდინოთ, რომ სკანდალს, დაპირისპირებას, გაუგებრობას ავცდეთ.

- როგორც ვიცი, წელიწადის თვეებიდან, აგვისტოს გარდა, თებერვალიც რთულ პერიოდად მიიჩნევა.

- კი, აგვისტო და თებერვალი საქართველოს ჰოროსკოპში განსაკუთრებულად რთული პერიოდია. თუ გავიხსენებთ და გადავხედავთ წარსულს, ბევრი ცუდი მოვლენა და საშინელი ფაქტი სწორედ თებერვალ-აგვისტოში მოხდა... მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და მიაჩნიათ, რომ ეს მათ არ ეხებათ და მხოლოდ სხვაზე მოქმედებს. არადა, სიფრთხილე მართებს ყველას, ვინც ზოგადად გზაზე გადადგილდება...

ბოლო დროს, მას მერე, რაც ამნისტია მოხდა, დანაშაულის ფაქტებმა მოიმატა. გეტყვით, რომ იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომისიებში, რომლებიც ამნიისტიის პროცესში არიან ჩართულები, ასტროლოგებიც მონაწილეობენ, ისინი პატიმრების პირად ჰოროსკოპებს განიხილავენ. ჩვენთან ასეთი რამ არავის მოუვა აზრად.

- არც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ითვალისწინებენ ასტროლოგების რჩევებს?

- როდესაც მსგავს კითხავს მისვამენ, ვპასუხობ, გადახედეთ მათ ნამოქმედარს და მიხვდებით... საქართველოში ყველა პრეზიდენტი გავაძევეთ, შემდეგიც იმავეს მიიღებს, თუ მანაც იგივე გზა აირჩია. ჩვენ რაღაც წრეზე დავდივართ და ვერ ვიაზრებთ, საერთოდ რა გვინდა. არადა, ზოგადად თუ გადავხედავთ ქართულ ფსიქოტიპს, რასაც ასტროლოგია კარგად ხსნის, ბევრ რამ ნათელია, მაგრამ ეს სამწუხაროდ, არავის აინტერესებს.

- რას გულისხმობთ?

- საქართველო შეესაბამება ლომის ზოდიაქოს ნიშანს. თუ ლომის ზოდიაქოს ნეგატიურ თვისებებს გავითვალისწინებთ, ძალიან ჰგავს ქართულ ფსიქოტიპს. ლომის თვისებაა: როდესაც ქეიფობს, უნდა, რომ გაიგოს ნახევარმა საქართველომ, ხარჯავს ყველაფერს, რაც გააჩნია, არის ზარმაცი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მიაჩნია, რომ თვითონ არის მთავარი. მას მართავს მზე, მზე კი ცენტრალურია მზის სიტემაში.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ თუ საიდანმე, რამე აგური გამოძვრა, ყველა თავში დაგვეცა, რადგანაც ვერ შევძელით ისეთ ადგილზე დადგომა, რომ ეს ყველაფერი აგვცდენოდა... ვერ გავიგეთ, რა გვინდა - რუსეთი თუ დასავლეთი? როდესაც ამბობენ, ხალხი ბრძენიაო, - ამაზე მეცინება. სწორედ ხალხმა აირჩია ჯერ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი...

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქვეყნის მენტალიტეტის შეცვლა. როდესაც ერს 200 წლის მანძილზე სძინავს, ის ვერ გამოიტანს ჭეშმარიტ დასკვნებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებასაც სძინავს!

ასე რომ, ნამდვილად ვიცი, ვინც ამ პერიოდში ხალხის ხარჯზე გამდიდრდა, ყველაფრის გადახდა მოუწევთ, რადგანაც ხალხს მოჰპარეს. ისინი პასუხს საკუთარი ჯანმრთელობით, საკუთარი სიცოცხლით, შვილების სიცოცხლით "კარმულ ვალს" გადაიხდიან. სამყაროსთვის არსებობს კანონზომიერება, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

- აღნიშნეთ, რომ ზოგადად, სირთულეები 2014 წლამდე გასტანსო... რა იქნება შემდეგ?

- მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ საქართველოს პრობლემების გასაღები დევს საქართველოში და არა ვაშინგტონსა ან მოსკოვში! მთავარი მენტალიტეტის შეცვლაა. მუშაობა უნდა ვისწავლოთ და საკუთარ თავში გავერკვეთ.

- 15 სექტემბრიდან, ასტროლოგიური "ტაუ-კვადრატი", რომელთა ერთობლიობა ნეგატიურ ენერგიას ავლენს, განლაგებას შეიცვლის?

- კი, მათი განლაგება შეიცვლება და ურანი-პლუტონის ნეგატიური ასპექტის კოსმობიოლოგიური გავლენა ზოგადად შერბილდება და ეს შეამსუბუქებს ვითარებას, მანამდე კი განსაკურებული სიფრთხილე მართებთ ადამიანებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია