პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობაზე შეკითხვები აქვს
ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობაზე შეკითხვები აქვს

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ას აინ­ტე­რე­სებს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­დაყ­ვა­ნა შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო თუ გა­მიზ­ნუ­ლად მოხ­და.

"მო­სა­მარ­თლე და­რახვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­მეგ­რე­ლო­ში, სე­ნაკ­ში იყო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და აპა­ტიმ­რებ­და "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს პლა­კა­ტე­ბის გაკ­ვრის­თვის, ეს მო­სა­მარ­თლე იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი?" - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ეკა ბე­სე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

ეკა ბე­სე­ლია გუ­შინ ქსნი­სა და რუს­თა­ვის ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებ­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს და ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ დღეს გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გუ­შინ ქსნი­სა და რუს­თა­ვის ცი­ხე­ში ასო­ბით პა­ტი­მარს შევხდი და ვე­სა­უბ­რე. 15 წე­ლია ციხე, პა­ტი­მა­რი, სა­ა­მარ­თლო - ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვი იყო და კარ­გად ვიცი რა ხდე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია იმის გად­მო­ცე­მა რაც ხდე­ბო­და 7-სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს გუ­შინ. სა­შინ­ლად ნა­წა­მე­ბი პა­ტიმ­რე­ბი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის აშ­კა­რა კვა­ლი, სა­ში­ნე­ლი გან­ცდა უსა­მარ­თლო­ბის მო­ლო­დი­ნი და უმ­ძი­მე­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა... მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე მყოფთ სა­უბ­რის თა­ვიც არ ჰქონ­დათ, ვთხო­ვე და წყლის მი­ღე­ბა და­ი­წყეს... უე­ტე­სო­ბამ შე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა რუს­თავ­ში, ქსან­ში სრუ­ლად. სა­ოც­რად მად­ლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნით, მაგ­რამ ითხო­ვენ უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვას... დიდი ხანი ვი­სა­უბ­რეთ... ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ემო­ცი­უ­რად... ახალ­გაზ­რდა, ასა­კო­ვა­ნი, უხე­ლო, ეტ­ლით.... მძი­მეა მათი ემო­ცია... რა შე­და­რე­ბაა პი­რო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ მათ გა­და­ტა­ნი­ლი უსა­მარ­თლო­ბა აწუ­ხებთ.... უამ­რა­ვი წე­რი­ლი გა­მო­მა­ტა­ნეს, ვკი­თხუ­ლობ და ვფიქ­რობ, ვინ­მე არ დაგ­ვრჩეს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა... მათ ყვე­ლა­ზე მეტი გა­და­ი­ტა­ნეს... ძა­ლი­ან მძი­მე იყო ემო­ცი­უ­რად ამ ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნა... ეს ყვე­ლა­ფე­რი ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა? იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის, ვი­საც არ ახ­სოვ­და რა იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა... დღეს გა­ახ­სენ­დათ? ახა­ლი­ას სა­სა­მარ­თლოს დე­ტა­ლებს არ ვე­ხე­ბი, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლე და­რახვე­ლი­ძე, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­მეგ­რე­ლო­ში, სე­ნაკ­ში იყო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და აპა­ტიმ­რებ­და "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს პლა­კა­ტე­ბის გაკ­ვრის­თვის, ეს მო­სა­მარ­თლე იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი? შემ­თხვე­ვი­თი იყო მისი გად­მოყ­ვა­ნა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თუ გა­მიზ­ნუ­ლად მოხ­და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?", - წერს ეკა ბე­სე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობაზე შეკითხვები აქვს

ეკა ბესელიას მოსამართლე გიორგი დარახველიძის სამართლიანობაზე შეკითხვები აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას აინტერესებს მოსამართლე გიორგი დარახველიძის არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში გადაყვანა შემთხვევითობა იყო თუ გამიზნულად მოხდა.

"მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა "ოცნების" აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი?" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

ეკა ბესელია გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეებში პატიმრებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"გუშინ ქსნისა და რუსთავის ციხეში ასობით პატიმარს შევხდი და ვესაუბრე. 15 წელია ციხე, პატიმარი, საამართლო - ჩემი ყოველდღიური საზრუნავი იყო და კარგად ვიცი რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ არ შემიძლია იმის გადმოცემა რაც ხდებოდა 7-საათიანი შეხვედრების დროს გუშინ. საშინლად ნაწამები პატიმრები და წლების განმავლობაში მიღებული ტრავმების აშკარა კვალი, საშინელი განცდა უსამართლობის მოლოდინი და უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მშრალ შიმშილობაზე მყოფთ საუბრის თავიც არ ჰქონდათ, ვთხოვე და წყლის მიღება დაიწყეს... უეტესობამ შეწყვიტა შიმშილობა რუსთავში, ქსანში სრულად. საოცრად მადლიერები იყვნენ ამნისტიის კანონით, მაგრამ ითხოვენ უკანონო განაჩენების გადახედვას... დიდი ხანი ვისაუბრეთ... ძალიან გამიჭირდა ემოციურად... ახალგაზრდა, ასაკოვანი, უხელო, ეტლით.... მძიმეა მათი ემოცია... რა შედარებაა პირობების თვალსაზრისით, მაგრამ მათ გადატანილი უსამართლობა აწუხებთ.... უამრავი წერილი გამომატანეს, ვკითხულობ და ვფიქრობ, ვინმე არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა... მათ ყველაზე მეტი გადაიტანეს... ძალიან მძიმე იყო ემოციურად ამ ისტორიების მოსმენა... ეს ყველაფერი ვისი პასუხისმგებლობაა? იმ მოსამართლეების, ვისაც არ ახსოვდა რა იყო სამართლიანობა... დღეს გაახსენდათ? ახალიას სასამართლოს დეტალებს არ ვეხები, მაგრამ მოსამართლე დარახველიძე, რომელიც არჩევნებამდე სამეგრელოში, სენაკში იყო სასამართლოს თავმჯდომარე და აპატიმრებდა "ოცნების" აქტივისტებს პლაკატების გაკვრისთვის, ეს მოსამართლე იქნება სამართლიანი? შემთხვევითი იყო მისი გადმოყვანა არჩევნების შემდეგ საქალაქო სასამართლოში თუ გამიზნულად მოხდა ეს გადაწყვეტილება?", - წერს ეკა ბესელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს