სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იურმალის" ჟიურიმ ნინი ცნობილაძეც დაჩაგრა
"იურმალის" ჟიურიმ ნინი ცნობილაძეც დაჩაგრა

მომ­ღე­რა­ლი ნინი ცნო­ბი­ლა­ძე, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის მსგავ­სად, "ახა­ლი ხმის" აღ­მო­ჩე­ნაა. მან მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმით და­ა­მახ­სოვ­რა თავი. ნი­ნიმ სა­ლო­მეს­თან ერ­თად, "ახა­ლი ტალ­ღა 2013"-ის წი­ნა­სა­კონ­კურ­სო ტური რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე კი­ევ­ში გა­ი­ა­რა (ისე მო­ე­წო­ნა კრუ­ტო­ი­სა და რევ­ზინს ორი­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და უკ­რა­ი­ნა­შიც მო­უს­მი­ნეს). მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ნინი სა­ლო­მეს­თან ერ­თად, კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ რად­გა­ნაც ჟი­უ­რის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა "იურ­მა­ლის" შე­სა­ჩე­ვი ტური, უთხრეს, - თუ შენ­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მომ­ღე­რალს ვერ ვნა­ხავთ, მა­შინ კონ­კურ­სზე წა­გიყ­ვან­თო.

ვი­ნა­ი­დან ნინი "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე არ წა­სუ­ლა, ვი­ფიქ­რე, კრუ­ტო­იმ და რევ­ზინ­მა მარ­თლაც იპო­ვეს ნი­ნის მსგავ­სი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი-მეთ­ქი და "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურსს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, გა­მაწ­ბი­ლეს. ნი­ნის დო­ნის კი არა, წელს, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან სუს­ტი ნა­კა­დი იყო კონ­კურ­სის­თვის შერ­ჩე­უ­ლი. ფაქ­ტია, ნინი ცნო­ბი­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟი­უ­რიმ იც­რუა.

"ამ­ბე­ბი.გე" ნინი ცნო­ბი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ნინი, "იურ­მა­ლის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე თბი­ლის­სა და კი­ევ­ში ჟი­უ­რის შენი შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­დან მე­ო­რე კონ­კურ­სან­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს ასე არ მოხ­და.

- სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტონ­მა კრუ­ტო­იმ ისე გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ერთი კონ­კურ­სან­ტი ყო­ფი­ლი­ყო... ამი­ტომ, რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი, მეც ტე­ლე­ვი­ზორ­თან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი სა­ლოს.

- კონ­კურ­სან­ტად არა, მაგ­რამ "ძინ­ტა­რის" დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სით რომ მჯდა­რი­ყა­ვი და სა­ლო­მეს­თვის იქი­დან გე­გულ­შე­მატ­კივ­რა, არ გინ­დო­და?

- კი, მინ­დო­და და მივ­დი­ო­დი კი­დეც, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ვერ მო­ვა­ხერ­ხე და აქე­დან ჩა­ვერ­თე კონ­კურ­სის ამ­ბებ­ში. წე­სით, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ჩვენ უნდა აგ­ვე­ღო. წელს ეს კონ­კურ­სი რა­ღაც ვერ იყო ისე­თი, რო­გო­რიც წლე­ბის მან­ძილ­ზე. ყვე­ლა პა­რა­მეტ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი დო­ნის აღ­მოჩ­ნდა...

- კუ­ბელ მომ­ღე­ლა­ზე რას იტყვი?

- კუ­ბე­ლი მო­მე­წო­ნა, მუ­სი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, ფაქ­ტია, რომ მღე­რო­და.

- დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და­ი­კა­ვა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი?

- კი, რა­ტო­მაც არა. გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია, ხომ იცით. სა­ლო­მეს არ ვგუ­ლის­ხმობ და კუ­ბე­ლი და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებს მარ­თლაც სჯობ­და, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, მე სა­ლო­მეს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, რად­გან ძა­ლი­ან მინ­დო­და, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ე­კა­ვე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­მარ­ჯვა.

- ამ­ბო­ბენ, კუ­ბე­ლის პე­და­გო­გე­ბი ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნე­ნო და სა­ერ­თო­დაც, რო­ბერ­ტო მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­სო...

- ეს დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ჩა­მოვ­ლენ ჩვე­ნე­ბი იურ­მა­ლი­დან და ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ...

- ტოტო კუ­ტუ­ნი­ოს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბამ არ გა­გაკ­ვირ­ვა?

- ასე­თი რამ ზო­გი­ერთ ჟი­უ­რის წევ­რს სჩ­ვე­ვია ხოლ­მე. რას ვი­ზამთ? ტოტო სა­ლო­მეს პირ­ველ ნამ­ღერ­ზე გა­და­ი­რია, მე­ო­რე კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე და­ბა­ლი ქულა და­უ­წე­რა, მე­სა­მედ ისევ გა­და­ი­რია...

მე­ო­რე კომ­პო­ზი­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, რა­შიც 8-იანი და­წე­რა, საკ­მა­ოდ მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ თა­ვად კომ­პო­ზი­ცია, მი­მაჩ­ნია, რომ მთლად ქარ­თუ­ლი არ იყო. სხვა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ნი­მუ­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, დარ­ბაზ­შიც ოვა­ცი­ებს გა­მო­იწ­ვევ­და, ისე­თი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხა­რის­ხი ჰქონ­დათ ჩვე­ნებს (სა­ლო­მე, რატი, მაკა). ტო­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის პო­პუ­რი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით შე­ა­ფა­სა.

სა­ერ­თოდ როცა კონ­კურ­სზე მი­დი­ხარ, თა­ვი­დან­ვე უნდა იცო­დე, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც მო­ე­წო­ნე­ბა და ვი­ღა­ცას - ნაკ­ლე­ბად. ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­გო­რიც უნდა იყოს, პა­ტი­ვი უნდა სცე. მთა­ვა­რი ის არის, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­მოხ­ვი­დე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელს, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს ნამ­დვი­ლად გა­მო­უ­ვი­და. წარ­მა­ტე­ბა "ფე­ის­ბუ­ქით" უკვე მი­ვუ­ლო­ცე და თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცავ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე იხი­ლეთ: ნინი ცნო­ბი­ლა­ძეს "ახა­ლი ტალ­ღის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე სამი სიმ­ღე­რა ამ­ღე­რეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"იურმალის" ჟიურიმ ნინი ცნობილაძეც დაჩაგრა

"იურმალის" ჟიურიმ ნინი ცნობილაძეც დაჩაგრა

მომღერალი ნინი ცნობილაძე, სალომე ქათამაძის მსგავსად, "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მან მაყურებელს თავისი განუმეორებელი ხმით დაამახსოვრა თავი. ნინიმ სალომესთან ერთად, "ახალი ტალღა 2013"-ის წინასაკონკურსო ტური როგორც თბილისში, ასევე კიევში გაიარა (ისე მოეწონა კრუტოისა და რევზინს ორივე, საქართველოს გარდა უკრაინაშიც მოუსმინეს). მოსალოდნელი იყო, რომ ნინი სალომესთან ერთად, კონკურსზე გამგზავრებულიყო, მაგრამ რადგანაც ჟიურის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში უნდა ჩაეტარებინა "იურმალის" შესაჩევი ტური, უთხრეს, - თუ შენნაირი მონაცემებისა და შესაძლებლობების მქონე მომღერალს ვერ ვნახავთ, მაშინ კონკურსზე წაგიყვანთო.

ვინაიდან ნინი "ახალი ტალღის" კონკურსზე არ წასულა, ვიფიქრე, კრუტოიმ და რევზინმა მართლაც იპოვეს ნინის მსგავსი შემსრულებელი-მეთქი და "ახალი ტალღის" კონკურსს მოუთმენლად ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ, გამაწბილეს. ნინის დონის კი არა, წელს, ზოგადად, ძალიან სუსტი ნაკადი იყო კონკურსისთვის შერჩეული. ფაქტია, ნინი ცნობილაძესთან დაკავშირებით ჟიურიმ იცრუა.

"ამბები.გე" ნინი ცნობილაძეს დაუკავშირდა.

- ნინი, "იურმალის" შესარჩევ ტურზე თბილისსა და კიევში ჟიურის შენი შესრულება ძალიან მოეწონა. საქართველოდან მეორე კონკურსანტი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა.

- საბოლოოდ, მაინც ყველაფერი ბატონმა კრუტოიმ ისე გადაწყვიტა, რომ საქართველოდან ერთი კონკურსანტი ყოფილიყო... ამიტომ, როგორც ბევრი ქართველი, მეც ტელევიზორთან ვგულშემატკივრობდი სალოს.

- კონკურსანტად არა, მაგრამ "ძინტარის" დარბაზში მაყურებლის სტატუსით რომ მჯდარიყავი და სალომესთვის იქიდან გეგულშემატკივრა, არ გინდოდა?

- კი, მინდოდა და მივდიოდი კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოვახერხე და აქედან ჩავერთე კონკურსის ამბებში. წესით, პირველი ადგილი ჩვენ უნდა აგვეღო. წელს ეს კონკურსი რაღაც ვერ იყო ისეთი, როგორიც წლების მანძილზე. ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, საკმაოდ დაბალი დონის აღმოჩნდა...

- კუბელ მომღელაზე რას იტყვი?

- კუბელი მომეწონა, მუსიკალური ადამიანია, ფაქტია, რომ მღეროდა.

- დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი?

- კი, რატომაც არა. გემოვნების საკითხია, ხომ იცით. სალომეს არ ვგულისხმობ და კუბელი დანარჩენ კონკურსანტებს მართლაც სჯობდა, მაგრამ ვიმეორებ, მე სალომეს ვგულშემატკივრობდი, რადგან ძალიან მინდოდა, პირველი ადგილი დაეკავებინა და საქართველოს გაემარჯვა.

- ამბობენ, კუბელის პედაგოგები ჟიურის წევრები იყვნენო და საერთოდაც, რობერტო მოსკოვში ცხოვრობსო...

- ეს დეტალები ნამდვილად არ ვიცი, ჩამოვლენ ჩვენები იურმალიდან და ყველაფერს გავარკვევ...

- ტოტო კუტუნიოს არაადეკვატურობამ არ გაგაკვირვა?

- ასეთი რამ ზოგიერთ ჟიურის წევრს სჩვევია ხოლმე. რას ვიზამთ? ტოტო სალომეს პირველ ნამღერზე გადაირია, მეორე კომპოზიციაზე დაბალი ქულა დაუწერა, მესამედ ისევ გადაირია...

მეორე კომპოზიციის შესრულება, რაშიც 8-იანი დაწერა, საკმაოდ მომეწონა, მაგრამ თავად კომპოზიცია, მიმაჩნია, რომ მთლად ქართული არ იყო. სხვა ქართული ფოლკლორული ნიმუში რომ ყოფილიყო, ალბათ, დარბაზშიც ოვაციებს გამოიწვევდა, ისეთი საშემსრულებლო ხარისხი ჰქონდათ ჩვენებს (სალომე, რატი, მაკა). ტოტომ ქართველების პოპური საკუთარი გემოვნებით შეაფასა.

საერთოდ როცა კონკურსზე მიდიხარ, თავიდანვე უნდა იცოდე, რომ ვიღაცას რაღაც მოეწონება და ვიღაცას - ნაკლებად. ჟიურის გადაწყვეტილებას, როგორიც უნდა იყოს, პატივი უნდა სცე. მთავარი ის არის, რომ ღირსეულად გამოხვიდე, რაც საქართველოს წარმომადგენელს, სალომე ქათამაძეს ნამდვილად გამოუვიდა. წარმატება "ფეისბუქით" უკვე მივულოცე და თქვენი საშუალებითაც კიდევ ერთხელ მივულოცავ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ: ნინი ცნობილაძეს "ახალი ტალღის" შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა ამღერეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება