კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეჟისორი ლევან თუთბერიძე ახალ ფილმს იღებს
რეჟისორი ლევან თუთბერიძე ახალ ფილმს იღებს

პა­ვი­ლი­ონ­ში მსა­ხი­ო­ბებ­თან კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვრე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და სა­მოსს არ­გებ­დნენ. ეს პრო­ცე­სი ახა­ლი ფილ­მის სამ­ზა­დისს ჰგავ­და. სწო­რად მივ­ხვდი, აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ჟი­სო­რი ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე მო­რი­გი ფილ­მის გა­და­ღე­ბას იწყებს. შთა­მო­მავ­ლო­ბით კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფისტს ამ და სხვა თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ...

- კი­ნოს ოჯა­ხი­დან მოვ­დი­ვარ. დე­დის მხრი­დან ბა­ბუა, ლე­ვან ხო­ტი­ვა­რი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი იყო, ასე­ვე ორი­ვე ბიძა - ქარ­თლოს და ბუბა ხო­ტი­ვა­რე­ბი. მამა - არ­ქი­ტექ­ტო­რი და ამავდრო­უ­ლად კი­ნო­რე­ჟი­სო­რიც იყო, ჩემ­მა ძმა­მაც ეს პრო­ფე­სია აირ­ჩია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მე ფი­ზი­კო­სი ან ქი­მი­კო­სი არ გავ­ხდი. ერთი წლის ვი­ყა­ვი, როცა ბა­ბუ­ა­ჩემს "უდიპ­ლო­მო სა­სი­ძოს" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვყავ­დი. ალ­ბათ ამ პრო­ფე­სი­ა­ში ჩემი ნათ­ლო­ბა მა­შინ და­ი­წყო. სახ­ლში სულ კი­ნო­ზე ლა­პა­რა­კი მეს­მო­და, მო­დი­ოდ­ნენ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. არა­ვის უნ­დო­და, მეც კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც ასე მოხ­და.

- ბი­ძის, ბუბა ხო­ტი­ვა­რის სა­ხე­ლოს­ნო­ში სწავ­ლობ­დით, არა?

- იცით, რო­გორ იყო?! ჯგუ­ფი სოსო ჩხა­ი­ძემ აიყ­ვა­ნა. მე რომ ვა­ბა­რებ­დი, მა­შინ ბუბა მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შემ­დეგ უკვე ჩვე­ნი სა­ხე­ლოს­ნოს პე­და­გო­გე­ბი ორი­ვე­ნი - სოსო ჩხა­ი­ძე და ბუბა ხო­ტი­ვა­რი იყ­ვნენ.

- როცა პრო­ფე­სი­უ­ლი არჩე­ვანი გა­ა­კე­თეთ, თუ გქონ­დათ რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბი ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც მა­შინ გსურ­დათ?

- არა, 15-16 წლის ბიჭი რო­მე­ლი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ­დი. მა­შინ სულ მინ­დო­და გა­და­მე­ღო ფილ­მი ჩემს თა­ო­ბა­ზე, ქუ­ჩა­ზე, ბი­ჭებ­ზე... თუმ­ცა, არ გე­გო­ნოთ, მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში ვი­დე­ქით. ეზო­ში ყოფ­ნის გარ­და, ვკი­თხუ­ლობ­დით, ვა­წყობ­დით ჩემ­პი­ო­ნა­ტებს, ვსა­უბ­რობ­დით... პლე­ხა­ნოვ­ზე, უშან­გი ჩხე­ი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ძა­ლი­ან კარ­გი ეზო გვქონ­და. იმ სახ­ლში შვი­დი ბიჭი გა­ვი­ზარ­დეთ: ზაზა აბა­ში­ძე, დათო კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც დღეს რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლია, ვახო ვი­სოც­კი მშვე­ნი­ე­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი გახ­და, გოგი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი. იქვე ცხოვ­რობ­და მიშა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, კა­ლა­ტო­ზო­ვის შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა... ჩემი პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო "თუ­შუ­რი ყვე­ლი", რო­მე­ლიც მთა­ში, თუ­შეთ­ში, სო­ფელ დიკ­ლო­ში, მე­ცხვა­რე­ებ­ში გა­და­ვი­ღე. ეს არის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- თქვენც გა­და­გი­ღეს ფილ­მებ­ში...

- იყო ასე­თი რე­ჟი­სო­რი გენო ხო­ჯა­ვა, რო­მელ­მაც ცნო­ბი­ლი ფილ­მი "მი­ზა­ნი" გა­და­ი­ღო. მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ის ფილმში "დი­ლის ნის­ლი­ვით" გა­და­სა­ღე­ბად ბი­ჭებს ეძებ­და. მეც გა­ვი­ა­რე სინ­ჯე­ბი და ამ ფილმში მოვ­ხვდი. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ფილმში თა­მა­ში მო­მი­წია. ეს მთა­ვა­რი რო­ლე­ბი არ იყო, უბ­რა­ლოდ, სტუ­დენ­ტო­ბის დროს მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით ხოლ­მე. ასე მოვ­ხვდი დიტო ცინ­ცა­ძის ფილმში, ისე­ვე, რო­გორც ის ჩემს სუ­რათ­ში ვა­თა­მა­შე. შემ­დეგ გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძის ფილმში "რო­გორ ვი­ცხოვ­რო უშე­ნოდ" პა­ტა­რა ეპი­ზო­დი შე­ვას­რუ­ლე. მე­სა­მე-მე­ო­თხე კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი, როცა ბუ­ბამ "დე­მეტ­რე II"-ს გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. მას­თან ასის­ტენ­ტად მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად მოხ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი გა­სინ­ჯა მთა­ვარ როლ­ზე. იმ დროს მე ვერ მხე­დავ­და, რო­გორც მსა­ხი­ობ­სა და ამ რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს. მახ­სოვს ერთხელ, რეზო ჩხე­ი­ძემ, კახა ქო­რი­ძემ და სხვებ­მა ბუ­ბას ურ­ჩი­ეს, დე­მეტ­რეს როლ­ზე მო­ვე­სინ­ჯე. სინ­ჯი გა­და­მი­ღეს და სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო­ზე, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რას შო­რის რა­ტომ­ღაც როლ­ზე მე და­მამ­ტკი­ცეს. ეს ჩემ­თვის შოკი იყო. არ მინ­დო­და, შე­მე­შინ­და, არ ვი­ცო­დი, რო­გორ უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა დე­მეტ­რე თავ­და­დე­ბუ­ლის როლი. მერე ბუ­ბამ რა­ღა­ცე­ბი ამიხ­სნა და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­და­ღე­ბე­ბიც და­ვი­წყეთ.

- რო­გორ უყუ­რებთ სა­კუ­თარ თავს, რო­გორც მსა­ხი­ობს?

- ცუ­დად. ეპი­ზო­დებს სე­რი­ო­ზუ­ლად არც აღ­ვიქ­ვამ, უბ­რა­ლოდ, ვერ­თო­ბო­დით ერ­თმა­ნე­თის ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა დე­მეტ­რეს, ჩემი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი არ არის. მე რაც შე­მეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ბუ­ბას უნ­დო­და, მის ფილმში მეფე არას­ტან­დარ­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, არა ახო­ვა­ნი, ძლი­ე­რი, მჭევ­რმე­ტყვე­ლი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მელ­მაც თავი გა­და­დო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რეჟისორი ლევან თუთბერიძე ახალ ფილმს იღებს

რეჟისორი ლევან თუთბერიძე ახალ ფილმს იღებს

პავილიონში მსახიობებთან კოსტიუმების მხატვრები მუშაობდნენ და სამოსს არგებდნენ. ეს პროცესი ახალი ფილმის სამზადისს ჰგავდა. სწორად მივხვდი, აღმოჩნდა, რომ რეჟისორი ლევან თუთბერიძე მორიგი ფილმის გადაღებას იწყებს. შთამომავლობით კინემატოგრაფისტს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ...

- კინოს ოჯახიდან მოვდივარ. დედის მხრიდან ბაბუა, ლევან ხოტივარი, კინორეჟისორი იყო, ასევე ორივე ბიძა - ქართლოს და ბუბა ხოტივარები. მამა - არქიტექტორი და ამავდროულად კინორეჟისორიც იყო, ჩემმა ძმამაც ეს პროფესია აირჩია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მე ფიზიკოსი ან ქიმიკოსი არ გავხდი. ერთი წლის ვიყავი, როცა ბაბუაჩემს "უდიპლომო სასიძოს" გადასაღებ მოედანზე ვყავდი. ალბათ ამ პროფესიაში ჩემი ნათლობა მაშინ დაიწყო. სახლში სულ კინოზე ლაპარაკი მესმოდა, მოდიოდნენ ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. არავის უნდოდა, მეც კინორეჟისორი გამოვსულიყავი, მაგრამ მაინც ასე მოხდა.

- ბიძის, ბუბა ხოტივარის სახელოსნოში სწავლობდით, არა?

- იცით, როგორ იყო?! ჯგუფი სოსო ჩხაიძემ აიყვანა. მე რომ ვაბარებდი, მაშინ ბუბა მისაღებ გამოცდებში არ მონაწილეობდა. შემდეგ უკვე ჩვენი სახელოსნოს პედაგოგები ორივენი - სოსო ჩხაიძე და ბუბა ხოტივარი იყვნენ.

- როცა პროფესიული არჩე­ვანი გააკეთეთ, თუ გქონდათ რო­მელიმე ავტორის ნაწარმოები ამოჩემებული, რომლის გადაღებაც მაშინ გსურდათ?

- არა, 15-16 წლის ბიჭი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების გადაღებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. მაშინ სულ მინდოდა გადამეღო ფილმი ჩემს თაობაზე, ქუჩაზე, ბიჭებზე... თუმცა, არ გეგონოთ, მხოლოდ ქუჩაში ვიდექით. ეზოში ყოფნის გარდა, ვკითხულობდით, ვაწყობდით ჩემპიონატებს, ვსაუბრობდით... პლეხანოვზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგი ეზო გვქონდა. იმ სახლში შვიდი ბიჭი გავიზარდეთ: ზაზა აბაშიძე, დათო კაკაბაძე, რომელიც დღეს რადიო "თავისუფლების" ხელმძღვანელია, ვახო ვისოცკი მშვენიერი არქიტექტორი გახდა, გოგი მარგველაშვილი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი. იქვე ცხოვრობდა მიშა კალატოზიშვილი, კალატოზოვის შვილიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ჩემი პირველი ფილმი იყო "თუშური ყველი", რომელიც მთაში, თუშეთში, სოფელ დიკლოში, მეცხვარეებში გადავიღე. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

- თქვენც გადაგიღეს ფილმებში...

- იყო ასეთი რეჟისორი გენო ხოჯავა, რომელმაც ცნობილი ფილმი "მიზანი" გადაიღო. მერვე კლასში ვიყავი, როცა ის ფილმში "დილის ნისლივით" გადასაღებად ბიჭებს ეძებდა. მეც გავიარე სინჯები და ამ ფილმში მოვხვდი. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში თამაში მომიწია. ეს მთავარი როლები არ იყო, უბრალოდ, სტუდენტობის დროს მეგობრები ერთმანეთს ვეხმარებოდით ხოლმე. ასე მოვხვდი დიტო ცინცაძის ფილმში, ისევე, როგორც ის ჩემს სურათში ვათამაშე. შემდეგ გუგული მგელაძის ფილმში "როგორ ვიცხოვრო უშენოდ" პატარა ეპიზოდი შევასრულე. მესამე-მეოთხე კურსზე ვსწავლობდი, როცა ბუბამ "დემეტრე II"-ს გადაღება დაიწყო. მასთან ასისტენტად მინდოდა მუშაობა, მაგრამ სხვაგვარად მოხდა. ძალიან ბევრი გასინჯა მთავარ როლზე. იმ დროს მე ვერ მხედავდა, როგორც მსახიობსა და ამ როლის შემსრულებელს. მახსოვს ერთხელ, რეზო ჩხეიძემ, კახა ქორიძემ და სხვებმა ბუბას ურჩიეს, დემეტრეს როლზე მოვესინჯე. სინჯი გადამიღეს და სამხატვრო საბჭოზე, რომელსაც ცნობილი კინორეჟისორები ესწრებოდნენ, რამდენიმე კანდიდატურას შორის რატომღაც როლზე მე დამამტკიცეს. ეს ჩემთვის შოკი იყო. არ მინდოდა, შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა დემეტრე თავდადებულის როლი. მერე ბუბამ რაღაცები ამიხსნა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაღებებიც დავიწყეთ.

- როგორ უყურებთ საკუთარ თავს, როგორც მსახიობს?

- ცუდად. ეპიზოდებს სერიოზულად არც აღვიქვამ, უბრალოდ, ვერთობოდით ერთმანეთის ფილმებზე მუშაობით, რაც შეეხება დემეტრეს, ჩემი შესაფასებელი არ არის. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბუბას უნდოდა, მის ფილმში მეფე არასტანდარტული ყოფილიყო, არა ახოვანი, ძლიერი, მჭევრმეტყველი, არამედ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თავი გადადო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება