მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ
ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ

შო­რე­ულ ნორ­ვე­გი­ა­ში ორი გუ­რუ­ლი ძმა ცხოვ­რობს, "გა­ვი­კინ­გე­ბუ­ლი" დუმ­ბა­ძე­ე­ბი. რო­დე­საც ლე­ო­ნი­დის და კრის­ტო­ფის შე­სა­ხებ მი­ამ­ბეს, მა­შინ­ვე ნო­დარ დუმ­ბა­ძის ზუ­რი­კე­ლას მო­ნო­ლო­გი გა­მახ­სენ­და "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი­დან," - მთე­ლი დუ­ნია ჩვენ ვიქ­ნე­ბით, ჩემი და მე­რის მო­ნა­გა­რიო და აღარ გა­მიკ­ვირ­და, რომ შო­რე­ულ ნორ­ვე­გი­ა­შიც ცხოვ­რო­ბენ გუ­რუ­ლე­ბი. თუმ­ცა, მათი მშობ­ლე­ბის ის­ტო­რია ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, შვი­ლებ­მა კი აქამ­დე არა­ფე­რი იცოდ­ნენ არა­თუ ნო­დარ დუმ­ბა­ძის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც. მე­ტიც, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ნორ­ვე­გი­ე­ლი გუ­რუ­ლე­ბის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი "კვი­რის პა­ლიტ­რის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნუცა დუმ­ბა­ძე იქ­ნე­ბო­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლის მომ­ხდე­ნი "კვი­რის პა­ლიტ­რა" სტა­ტი­ის და­ბეჭდ­ვამ­დე კი­დევ ერთი სა­ოც­რე­ბის მომსწრეს გამ­ხდი­და.

- სად არის ეს კაცი? ჩემი ნა­თე­სა­ვია... ამ ბი­ჭებს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დით, - ხმა­წა­სუ­ლი, ჩურ­ჩუ­ლით მე­კი­თხე­ბო­და ქალ­ბა­ტო­ნი ნუცა დუმ­ბა­ძე და უცებ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა...

მი­მიხ­ვდით ალ­ბათ, რა­საც ახლა კი­თხუ­ლობთ, სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი არ არის. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე დღით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ ლე­ო­ნიდს ნორ­ვე­გი­ა­ში გაფ­რე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ღა ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თა­ვი­სი დიდი ოჯა­ხი იპო­ვა, არა­და, სტა­ტი­ის პირ­ველ ვერ­სი­ა­ში წუხ­და: "და­სა­ნა­ნია, რომ არა­ფე­რი ვიცი ჩემი ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის შე­სა­ხებ. მამა თბი­ლი­სე­ლი ყო­ფი­ლა. მას ლი­ო­ვას ეძახ­დნენ, ბი­ძა­ჩემ ალექ­სან­დრეს კი - სა­შას. არ ვიცი, სად არის საშა, შვი­ლე­ბი დარ­ჩა თუ არა, ან სხვა ნა­თე­სა­ვებს რა ერ­ქვათ, რო­გორ მოვ­ძებ­ნო? საშა მა­მას­თან ერ­თად წა­სუ­ლა ევ­რო­პა­ში და რო­გორც ვიცი, არც ის დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სამ­შობ­ლო­ში. მალე ძმას­თან ერ­თად ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას და ვინ იცის, იქ­ნებ მი­ვაგ­ნოთ კი­დეც ჩვენს დიდ ოჯახს. მინ­და გა­ვი­გო, ვინ მყავს აქ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და სურ­ვი­ლი სამ­შობ­ლოს გაც­ნო­ბი­სა. ხში­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გორ ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნა­თე­სა­ვე­ბი მე­ლო­დე­ბი­ან... ახ­ლა­ხან ვნა­ხე ფილ­მი "ფეს­ვე­ბი" და ვი­ტი­რე. ზუს­ტად ასე წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი აქ ჩა­მოს­ვლა...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ფილმ "ფეს­ვე­ბის" ჩა­ნა­წე­რი ლე­ო­ნიდს ნორ­ვე­გი­ე­ლე­ბის რძალ­მა, პო­ეტ­მა და მხატ­ვარ­მა თა­მარ ლო­მი­ძემ აჩუ­ქა, რო­მელ­მაც სი­ა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ნორ­ვე­გი­ი­დან ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლი დუმ­ბა­ძე ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­მარს კი მეგ­ზუ­რო­ბა უნდა გა­ე­წია. ბე­ბი­ით გუ­რუ­ლი და ნორ­ვე­გი­ე­ლი შვი­ლე­ბის დედა აღელ­და: "სი­ა­ში ქარ­თუ­ლი გვა­რი რომ ვნა­ხე, გულ­მა მიგ­რძნო, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი უნდა გა­მე­გო. ნა­ნახ­მა და გან­ცდილ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ლე­ო­ნი­დი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ალა­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი, მზი­ა­ნი... სის­ხლმა სის­ხლი იცნო და და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე თა­მა­მად ვკი­თხე, თქვენ ლე­ო­ნი­დი ხართ, დუმ­ბა­ძე, არა? სახე გა­უბრწყინ­და და გა­უკ­ვირ­და, რომ ასე გა­მო­ვარ­ჩიე. ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ემიგ­რან­ტე­ბის ბედი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ბევ­რი რამ გა­ვა­გე­ბი­ნო და­ვი­წყე­ბულ სამ­შობ­ლო­ზე. რო­დე­საც ლე­ო­ნი­დის ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე, გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­მა ფილმ "ფეს­ვე­ბის", ჩა­ნა­წე­რი ვა­ჩუ­ქე. ვუ­თხა­რი, გული მიგ­რძნობს, ის, რაც ამ ფილმშია, უთუ­ოდ შენს ცხოვ­რე­ბა­შიც მოხ­დე­ბა-მეთ­ქი. სას­წა­უ­ლი კი ძა­ლი­ან მალე მოხ­და - რო­დე­საც "კვი­რის პა­ლიტ­რის" რე­დაქ­ცი­ი­დან და­რე­კეთ, ნა­თე­სა­ვებს მი­ვა­გე­ნი­თო, ლე­ო­ნიდ­ში გუ­რულ­მა სის­ხლმა იფეთ­ქა - მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კაცი უცებ აფეთ­ქდა, მო­უს­ვენ­რო­ბამ შე­ი­პყრო, ნუთუ მარ­თლა ვი­პო­ვე, - გა­ი­ძა­ხო­და გა­ო­ცე­ბუ­ლი, მერე უცებ მო­მიბ­რუნ­და და მთხო­ვა, - წა­მიყ­ვა­ნეთ, მა­ნა­ხეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი..."

დიდი ხნის წინ და­კარ­გულ ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რა ლე­ო­ნი­დის გარ­დაც­ვლი­ლი მა­მი­დის, ნა­დია დუმ­ბა­ძე-გა­ბუ­ნი­ას ოჯახ­ში შედ­გა. ლეოს (ლი­ო­ვას) ერთი ძმა და სამი და ჰყო­ლია. მათ­გან არც ერთი აღარ არის ცო­ცხა­ლი, მაგ­რამ იმ­რავ­ლა მო­ნა­გარ­მა და ნორ­ვე­გი­ი­დან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მოვ­ლე­ნილ ლე­ო­ნიდს ერ­თად უმას­პინ­ძლეს ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლებ­მა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია შეხ­ვედ­რის სცე­ნის გად­მო­ცე­მა. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ლე­ო­ნი­დი ნა­თე­სა­ვებს შო­რის იდგა და თვალ­წინ სწო­რედ ის კად­რი გა­უ­ცო­ცხლდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე ფილმში რომ იხი­ლა. ახლა ის თა­ვის მი­წა­ზე იდგა და თა­ვის და­კარ­გულ ფეს­ვებს ეფე­რე­ბო­და. არ იცო­და ვის­თვის რა ეთ­ქვა. და­მუნ­ჯე­ბულ­მა უცებ ნა­თე­სა­ვის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას აკან­კა­ლე­ბულ ხელ­ში ჩა­ბღუ­ჯულ ძველ ფო­ტო­ებს ჰკი­და თვა­ლი, ეს მე ვარო, წა­მო­ი­ძა­ხა. კადრში აღ­ბეჭ­დი­ლია ულა­მა­ზე­სი კირსტე­ნი (ლეოს მე­უღ­ლე) პა­ტა­რა ლე­ო­ნიდ­თან ერ­თად, ფოტო ნიუ-იორ­კი­დან გა­მო­უ­ტა­ნე­ბია ვი­ღა­ცის­თვის ლეოს...

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გე­ძებ­დით და რო­დე­საც ყვე­ლა იმე­დი გა­დაგ­ვე­წუ­რა, თვი­თონ მოხ­ვე­დი, ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია. დე­და­ჩე­მი ამ ამ­ბავს რომ მოს­წრე­ბო­და, ალ­ბათ აღა­რას­დროს მოკ­ვდე­ბო­და. ის თით­ქმის არ ახ­სე­ნებ­და და­კარ­გულ ძმებს - სა­შას და ლეოს. ასე ცდი­ლობ­და გამ­კლა­ვე­ბო­და მო­ნატ­რე­ბას. ერთხელ თით­ქოს ამო­ი­ჩე­მაო და დიდ­ხანს ლა­პა­რა­კობ­და სა­შა­ზე, სას­წა­უ­ლია და სწო­რედ იმ დღეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვეთ. დე­დამ ძლივს გა­და­ი­ტა­ნა ეს ამ­ბა­ვი... იმ დღე­საც, რო­დე­საც ამე­რი­კა­ში მყოფ­მა ნა­თე­სავ­მა შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ ლეოც აღარ იყო, დე­დამ ახლა მას­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი. თით­ქოს გული უგ­რძნობ­და... და­ვუ­მა­ლეთ ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი და მხო­ლოდ ერთი წლის შემ­დეგ წა­მოს­ცდა ნა­თე­სავს... კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და, რო­გორ და­მი­მა­ლეთ და სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცით მეგლო­ვაო. ახლა ასე მგო­ნია, რომ შენი სა­ხით ბი­ძა­ჩე­მი დაბ­რუნ­და და მეც, დე­და­ჩე­მის მა­გივ­რად ვე­ფე­რე­ბი ძმას... შენც ხომ ძმა ხარ ჩემი?!" - უთხრა ლე­ო­ნიდს მა­მი­დაშ­ვილ­მა მა­ნა­ნა გა­ბუ­ნი­ამ და გა­და­ეხ­ვია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ

ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ

შორეულ ნორვეგიაში ორი გურული ძმა ცხოვრობს, "გავიკინგებული" დუმბაძეები. როდესაც ლეონიდის და კრისტოფის შესახებ მიამბეს, მაშინვე ნოდარ დუმბაძის ზურიკელას მონოლოგი გამახსენდა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან," - მთელი დუნია ჩვენ ვიქნებით, ჩემი და მერის მონაგარიო და აღარ გამიკვირდა, რომ შორეულ ნორვეგიაშიც ცხოვრობენ გურულები. თუმცა, მათი მშობლების ისტორია ძალიან სევდიანია, შვილებმა კი აქამდე არაფერი იცოდნენ არათუ ნოდარ დუმბაძის, არამედ საქართველოში მცხოვრები ნათესავების შესახებაც. მეტიც, ვერ წარმომედგინა, რომ ნორვეგიელი გურულების ერთ-ერთი უახლოესი ნათესავი "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ნუცა დუმბაძე იქნებოდა და უამრავი ადამიანის ცხოვრებაში სასწაულის მომხდენი "კვირის პალიტრა" სტატიის დაბეჭდვამდე კიდევ ერთი საოცრების მომსწრეს გამხდიდა.

- სად არის ეს კაცი? ჩემი ნათესავია... ამ ბიჭებს მთელი ცხოვრება ვეძებდით, - ხმაწასული, ჩურჩულით მეკითხებოდა ქალბატონი ნუცა დუმბაძე და უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა...

მიმიხვდით ალბათ, რასაც ახლა კითხულობთ, სტატიის პირველი ვარიანტი არ არის. როდესაც რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოსულ ლეონიდს ნორვეგიაში გაფრენამდე რამდენიმე საათიღა ჰქონდა დარჩენილი, მოულოდნელად, თავისი დიდი ოჯახი იპოვა, არადა, სტატიის პირველ ვერსიაში წუხდა: "დასანანია, რომ არაფერი ვიცი ჩემი ქართველი ნათესავების შესახებ. მამა თბილისელი ყოფილა. მას ლიოვას ეძახდნენ, ბიძაჩემ ალექსანდრეს კი - საშას. არ ვიცი, სად არის საშა, შვილები დარჩა თუ არა, ან სხვა ნათესავებს რა ერქვათ, როგორ მოვძებნო? საშა მამასთან ერთად წასულა ევროპაში და როგორც ვიცი, არც ის დაბრუნებულა სამშობლოში. მალე ძმასთან ერთად ვაპირებ ჩამოსვლას და ვინ იცის, იქნებ მივაგნოთ კიდეც ჩვენს დიდ ოჯახს. მინდა გავიგო, ვინ მყავს აქ. მთელი ცხოვრება მქონდა სურვილი სამშობლოს გაცნობისა. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ ჩამოვდივარ საქართველოში და ნათესავები მელოდებიან... ახლახან ვნახე ფილმი "ფესვები" და ვიტირე. ზუსტად ასე წარმომედგინა ჩემი აქ ჩამოსვლა...

საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმ "ფესვების" ჩანაწერი ლეონიდს ნორვეგიელების რძალმა, პოეტმა და მხატვარმა თამარ ლომიძემ აჩუქა, რომელმაც სიაში მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ნორვეგიიდან ნახევრად ქართველი დუმბაძე ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოდიოდა საქართველოში. თამარს კი მეგზურობა უნდა გაეწია. ბებიით გურული და ნორვეგიელი შვილების დედა აღელდა: "სიაში ქართული გვარი რომ ვნახე, გულმა მიგრძნო, საინტერესო ამბავი უნდა გამეგო. ნანახმა და განცდილმა მოლოდინს გადააჭარბა. ლეონიდი საოცარი ადამიანია, ალალი, ღიმილიანი, მზიანი... სისხლმა სისხლი იცნო და დანახვისთანავე თამამად ვკითხე, თქვენ ლეონიდი ხართ, დუმბაძე, არა? სახე გაუბრწყინდა და გაუკვირდა, რომ ასე გამოვარჩიე. ძალიან მაწუხებს ემიგრანტების ბედი, ყოველთვის ვცდილობ, ბევრი რამ გავაგებინო დავიწყებულ სამშობლოზე. როდესაც ლეონიდის ისტორია მოვისმინე, გულაჩუყებულმა ფილმ "ფესვების", ჩანაწერი ვაჩუქე. ვუთხარი, გული მიგრძნობს, ის, რაც ამ ფილმშია, უთუოდ შენს ცხოვრებაშიც მოხდება-მეთქი. სასწაული კი ძალიან მალე მოხდა - როდესაც "კვირის პალიტრის" რედაქციიდან დარეკეთ, ნათესავებს მივაგენითო, ლეონიდში გურულმა სისხლმა იფეთქა - მშვიდი, გაწონასწორებული კაცი უცებ აფეთქდა, მოუსვენრობამ შეიპყრო, ნუთუ მართლა ვიპოვე, - გაიძახოდა გაოცებული, მერე უცებ მომიბრუნდა და მთხოვა, - წამიყვანეთ, მანახეთ ეს ადამიანები..."

დიდი ხნის წინ დაკარგულ ნათესავებთან შეხვედრა ლეონიდის გარდაცვლილი მამიდის, ნადია დუმბაძე-გაბუნიას ოჯახში შედგა. ლეოს (ლიოვას) ერთი ძმა და სამი და ჰყოლია. მათგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ იმრავლა მონაგარმა და ნორვეგიიდან სასწაულებრივად მოვლენილ ლეონიდს ერთად უმასპინძლეს ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა.

შეუძლებელია შეხვედრის სცენის გადმოცემა. გაოგნებული ლეონიდი ნათესავებს შორის იდგა და თვალწინ სწორედ ის კადრი გაუცოცხლდა, საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმში რომ იხილა. ახლა ის თავის მიწაზე იდგა და თავის დაკარგულ ფესვებს ეფერებოდა. არ იცოდა ვისთვის რა ეთქვა. დამუნჯებულმა უცებ ნათესავის, გიორგი გაბუნიას აკანკალებულ ხელში ჩაბღუჯულ ძველ ფოტოებს ჰკიდა თვალი, ეს მე ვარო, წამოიძახა. კადრში აღბეჭდილია ულამაზესი კირსტენი (ლეოს მეუღლე) პატარა ლეონიდთან ერთად, ფოტო ნიუ-იორკიდან გამოუტანებია ვიღაცისთვის ლეოს...

"მთელი ცხოვრება გეძებდით და როდესაც ყველა იმედი გადაგვეწურა, თვითონ მოხვედი, ეს ნამდვილი სასწაულია. დედაჩემი ამ ამბავს რომ მოსწრებოდა, ალბათ აღარასდროს მოკვდებოდა. ის თითქმის არ ახსენებდა დაკარგულ ძმებს - საშას და ლეოს. ასე ცდილობდა გამკლავებოდა მონატრებას. ერთხელ თითქოს ამოიჩემაო და დიდხანს ლაპარაკობდა საშაზე, სასწაულია და სწორედ იმ დღეს მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ. დედამ ძლივს გადაიტანა ეს ამბავი... იმ დღესაც, როდესაც ამერიკაში მყოფმა ნათესავმა შეგვატყობინა, რომ ლეოც აღარ იყო, დედამ ახლა მასზე დაიწყო ლაპარაკი. თითქოს გული უგრძნობდა... დავუმალეთ ძმის გარდაცვალების ამბავი და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ წამოსცდა ნათესავს... კინაღამ გაგიჟდა, როგორ დამიმალეთ და საშუალება არ მომეცით მეგლოვაო. ახლა ასე მგონია, რომ შენი სახით ბიძაჩემი დაბრუნდა და მეც, დედაჩემის მაგივრად ვეფერები ძმას... შენც ხომ ძმა ხარ ჩემი?!" - უთხრა ლეონიდს მამიდაშვილმა მანანა გაბუნიამ და გადაეხვია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია