სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი"
"ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი"

"კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის­თვის, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჩემ­თვის და­ე­ჭი­რა მხა­რი. ამა­ზე ლა­პა­რა­კი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, მაგ­რამ ეს არ მოხ­და და მას უნდა ჰკი­თხოთ რა­ტომ. ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ შე­მომ­თა­ვა­ზა, თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე მე­ყა­რა კენ­ჭი. ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის ამ­პლუ­ა­ში უფრო წარ­მო­მიდ­გე­ნია თავი, ვიცი, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და რა უნდა მო­ვუ­ტა­ნო ქვე­ყა­ნას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­თი რამ შე­მომ­თა­ვა­ზა და ამ დროს ამ­ბო­ბენ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ნა­წყე­ნი­აო. რა­ტომ უნდა ვიყო ნა­წყე­ნი? ჩვენ მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და თუ პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩე­ვენ, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ მას­თან", - აცხა­დებს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით არ­ჩია:

- პარ­ტი­ას რომ წარ­ვედ­გი­ნე, პრო­ცე­დუ­რუ­ლად გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა, მაგ­რამ ისე­თი პრე­ზი­დენ­ტი, რო­გო­რიც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­დგე­ნი­ლი ან ერთი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყოს. სა­ქარ­თვე­ლო მი­ვი­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის იმ ეტაპ­ზე, რომ პრე­ზი­დენ­ტად გვჭირ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც და­ე­ვა­ლე­ბა ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად დაც­ვა და არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პრე­ზი­დენ­ტი რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის მი­მართ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი იყოს. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, უთუ­ოდ და­ი­წყებს თა­ვი­სი პარ­ტი­ის დაც­ვას პრინ­ცი­პით, - ჩემი ხარ და მარ­თა­ლი ხარო. ჩვენ ვნა­ხეთ, რა შე­დე­გი მოჰ­ყვა, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო და არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის".

- თქვენ არ გაქვთ პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი, ფული და მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დით ერ­თვე­ბით პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში.

- რად­გან მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი ვიქ­ნე­ბი, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია იფიქ­როს, რომ მე ვიქ­ნე­ბი მისი ხმა და მისი დამ­ცვე­ლი, როცა პრე­ზი­დენ­ტი გავ­ხდე­ბი. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ჩემს ყვე­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბას იზი­ა­რებ­დეს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე. მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში იყოს გან­ცდა, რომ მე მათი დამ­ცვე­ლი და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­რეთ გამ­ტა­ნი ვიქ­ნე­ბი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­გა­რეთ დამ­ცვე­ლი არ ჰყავს და სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი იხა­ტე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ტი­უ­რად უტევს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით. აქე­დან მი­დის თე­მე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის ტო­ლე­რან­ტუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, სიბ­ნე­ლე­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც არ არის შემ­წყნა­რე­ბე­ლი ეთ­ნი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სა. ბავ­შვო­ბა­ში, რო­დე­საც ჩვენ­თან სტუმ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, მთა­ვა­რი სა­ლა­პა­რა­კო თემა იყო, რომ თბი­ლი­სის ცენ­ტრში არის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, მე­ჩე­თი, სი­ნა­გო­გა, გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი. ჩვენ ამით ვა­მა­ყობ­დით უცხო­ე­ლებ­თან. დღეს ეს თემა და­ი­კარ­გა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ურტყა­მენ ქარ­თულ ხა­სი­ათს, ქარ­თულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ დროს ინერ­ტუ­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლის შეშ­ლის გამო სა­ელ­ჩო­ე­ბი ყველ­გან არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა. ჩვე­ნი მი­სი­ე­ბი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში არი­ან და ვერ გა­აქვთ იმის სა­პი­რის­პი­რო მე­სი­ჯე­ბი, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­აქვს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გეგ­მავს, რა უნდა გა­ი­ტა­ნოს ამის სა­პა­სუ­ხოდ სა­ზღვარ­გა­რეთ, რო­გორ და რა უნდა ილა­პა­რა­კოს სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი სა­ხის ჩვე­ნე­ბა მე ეფექ­ტუ­რად და სწრა­ფად შე­მიძ­ლია. ვხე­დავ გზას, რო­გორ ამო­ვი­დეთ იმ ორ­მო­დან, სა­დაც ჩაგ­ვაგ­დეს. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლო­ბას მე ვხე­დავ შოთა რუს­თა­ველ­ში და ჩვენს ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებ­სა თუ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში. და­სავ­ლუ­რო­ბა არის ქარ­თვე­ლო­ბა. ჩვენ არა­ვის მი­ბაძ­ვა არ გვჭირ­დე­ბა, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ბი სას­წავ­ლი გვაქვს. ჩვენ უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ იმ ტრა­დი­ცი­ებს, რაც იყო ჩვე­ნი საყ­რდე­ნი, რი­თაც ვფა­სობ­დით და რი­თაც ვი­ყა­ვით ძლი­ე­რი, რად­გან ყვე­ლა ჩვენს ტრა­დი­ცი­ა­შია ევ­რო­პუ­ლო­ბის ფეს­ვე­ბი.

- თქვენ არ მი­პა­სუ­ხეთ, ფუ­ლის გა­რე­შე რო­გორ აპი­რებთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბას?

- სუ­ლე­ლი არა ვარ და არ ვამ­ტკი­ცებ, რომ ფული არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ პრე­ზი­დენტს არ უნდა ირ­ჩევ­დნენ იმის მი­ხედ­ვით, ის რომ პოსტს და­ი­კა­ვებს, მე რა სარ­გე­ბე­ლი მექ­ნე­ბაო. "ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან გა­მი­გო­ნია, ბი­ძი­ნამ კი გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ მე რაო? ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, ქვე­ყა­ნას რა სარ­გე­ბე­ლი აქვს ამით. დღეს ყვე­ლას შე­უძ­ლია ბენ­ზი­ნის ფუ­ლის შოვ­ნა, გა­და­ად­გი­ლე­ბა, ოფი­სის და­ქი­რა­ვე­ბა და პლა­კა­ტე­ბის და­ბეჭდ­ვა. ჩემი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დაყ­რდნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა ხალ­ხის­გან წა­მო­სულ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე. მე გა­მო­ვა­ცხა­დებ ბან­კის ან­გა­რიშს და ყვე­ლას ვთხოვ, ცოტა მეტი იაქ­ტი­უ­რონ, მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ზე ხმის მო­ცე­მა არ იკ­მა­რებს, ერთი კო­ლო­ფი სი­გა­რე­ტის სა­ყი­დე­ლი ფული მა­ინც გად­მო­მი­რი­ცხოს ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერ­მა და ჩემ­თვის ეს საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი"

"ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი"

"კარგი იქნებოდა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, "ქართულ ოცნებას" ჩემთვის დაეჭირა მხარი. ამაზე ლაპარაკი იყო ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ეს არ მოხდა და მას უნდა ჰკითხოთ რატომ. ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი. ვიფიქრე, მაგრამ პრეზიდენტის ამპლუაში უფრო წარმომიდგენია თავი, ვიცი, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა მოვუტანო ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ შემომთავაზა და ამ დროს ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი ნაწყენიაო. რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ძალიან კარგად ვითანამშრომლებ მასთან", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით არჩია:

- პარტიას რომ წარვედგინე, პროცედურულად გაცილებით ადვილი იქნებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება, მაგრამ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ახალი კონსტიტუციით არის წარმოდგენილი, არ შეიძლება რომელიმე პარტიის წარდგენილი ან ერთი პარტიის პრეზიდენტი იყოს. საქართველო მივიდა პოლიტიკური განვითარების იმ ეტაპზე, რომ პრეზიდენტად გვჭირდება დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც დაევალება ვითარების დაბალანსება და ადამიანის უფლებების გარანტირებულად დაცვა და არ შეიძლება ასეთი პრეზიდენტი რომელიმე პარტიის მიმართ მიკერძოებული იყოს. როდესაც პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, უთუოდ დაიწყებს თავისი პარტიის დაცვას პრინციპით, - ჩემი ხარ და მართალი ხარო. ჩვენ ვნახეთ, რა შედეგი მოჰყვა, როდესაც სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არა "ნაციონალური მოძრაობის".

- თქვენ არ გაქვთ პარტიული სტრუქტურები, ფული და მაინც გამარჯვების იმედით ერთვებით პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.

- რადგან მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია იფიქროს, რომ მე ვიქნები მისი ხმა და მისი დამცველი, როცა პრეზიდენტი გავხდები. არ არის აუცილებელი, ყველა მოქალაქე ჩემს ყველა შეხედულებას იზიარებდეს პოლიტიკურ საკითხებზე. მთავარია, მოქალაქეებში იყოს განცდა, რომ მე მათი დამცველი და ქვეყნის ინტერესების გარეთ გამტანი ვიქნები. დღეს საქართველოს საზღვარგარეთ დამცველი არ ჰყავს და საშინელი სურათი იხატება ჩვენს ქვეყანაზე. "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად უტევს დღევანდელ ხელისუფლებას ყველა საშუალებით. აქედან მიდის თემები, რომ საქართველო არ არის ტოლერანტული, რომ საქართველო არის ჩამორჩენილი, სიბნელეში მყოფი ქვეყანა, რომელიც არ არის შემწყნარებელი ეთნიკური თუ სხვა სახის უმცირესობებისა. ბავშვობაში, როდესაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ, მთავარი სალაპარაკო თემა იყო, რომ თბილისის ცენტრში არის მართლმადიდებლური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები. ჩვენ ამით ვამაყობდით უცხოელებთან. დღეს ეს თემა დაიკარგა.

"ნაციონალები" მიზანმიმართულად ურტყამენ ქართულ ხასიათს, ქართულ ღირებულებებს და ხელისუფლება ამ დროს ინერტულია. სააკაშვილის ხელის შეშლის გამო საელჩოები ყველგან არ ამოქმედებულა. ჩვენი მისიები გაურკვეველ ვითარებაში არიან და ვერ გააქვთ იმის საპირისპირო მესიჯები, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააქვს.

ხელისუფლება არ გეგმავს, რა უნდა გაიტანოს ამის საპასუხოდ საზღვარგარეთ, როგორ და რა უნდა ილაპარაკოს საქართველოზე. ჩვენი რეალური სახის ჩვენება მე ეფექტურად და სწრაფად შემიძლია. ვხედავ გზას, როგორ ამოვიდეთ იმ ორმოდან, სადაც ჩაგვაგდეს. საქართველოს ევროპულობას მე ვხედავ შოთა რუსთაველში და ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა თუ ღირებულებებში. დასავლურობა არის ქართველობა. ჩვენ არავის მიბაძვა არ გვჭირდება, თუმცა რაღაცები სასწავლი გვაქვს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ ტრადიციებს, რაც იყო ჩვენი საყრდენი, რითაც ვფასობდით და რითაც ვიყავით ძლიერი, რადგან ყველა ჩვენს ტრადიციაშია ევროპულობის ფესვები.

- თქვენ არ მიპასუხეთ, ფულის გარეშე როგორ აპირებთ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას?

- სულელი არა ვარ და არ ვამტკიცებ, რომ ფული არჩევნებზე საჭირო არ არის, მაგრამ პრეზიდენტს არ უნდა ირჩევდნენ იმის მიხედვით, ის რომ პოსტს დაიკავებს, მე რა სარგებელი მექნებაო. "ოცნების" მხარდამჭერებისგან გამიგონია, ბიძინამ კი გაიმარჯვა, მაგრამ მე რაო? ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ქვეყანას რა სარგებელი აქვს ამით. დღეს ყველას შეუძლია ბენზინის ფულის შოვნა, გადაადგილება, ოფისის დაქირავება და პლაკატების დაბეჭდვა. ჩემი საარჩევნო კამპანია დაყრდნობილი იქნება ხალხისგან წამოსულ ინიციატივაზე. მე გამოვაცხადებ ბანკის ანგარიშს და ყველას ვთხოვ, ცოტა მეტი იაქტიურონ, მხოლოდ არჩევნებზე ხმის მოცემა არ იკმარებს, ერთი კოლოფი სიგარეტის საყიდელი ფული მაინც გადმომირიცხოს ყველა მხარდამჭერმა და ჩემთვის ეს საკმარისი იქნება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა