მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შვილის ფოტო პირველად გამოაქვეყნა.
მსახიობი 6 ივნისს დედა გახდა. ნანკას და ირაკლი კეიდიას პატარა დანიელი შეეძინათ. ბავშვს სახელი მშობლებმა დაბადებამდე შეურჩიეს. ახალბედა დედა ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. კულუარული ინფორმაციით, მსახიობი ერთ-ერთი პოპულარული ტელეშოუს წამყვანობისთვის ემზადება.