მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურმანი ვინი და მარტივი კერძების კულინარია
გურმანი ვინი და მარტივი კერძების კულინარია

გემ­რი­ელ კერ­ძებ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ზაალ წუ­ლუ­კი­ძე - ვინი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "მე­ცხრე არხზე" ანონ­სებ­სა და პრო­მო­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ­ბობს, რომ დიდი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნი­ჭით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და არც ბევ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა იცის, მაგ­რამ მოხ­მა­რე­ბა - მშვე­ნივ­რად...

- მარ­ტი­ვი კერ­ძე­ბის გა­კე­თე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხის, კარ­ტო­ფი­ლის შეწ­ვა; წი­წი­ბუ­რას, მა­კა­რო­ნის ან ბრინ­ჯის მო­ხარ­შვა და ა.შ. - პრინ­ცი­პი ერ­თია. მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბაა, რომ არ და­გეწ­ვას ან არ გად­მო­ვი­დეს. ამ ყვე­ლაფ­რის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აც შე­მიძ­ლია. თუ კარ­ტო­ფი­ლის გათ­ლა მთხო­ვეს, შე­საძ­ლოა, ბევ­რზე სუფ­თად და უკეთ გავფცქვნა და 60% კანს არ გა­ვა­ყო­ლო. ის, რა­საც მზა­რე­უ­ლე­ბი ვი­თომ იგო­ნე­ბენ, რო­გორც წესი, უკვე არ­სე­ბობს, მაგ­რამ მცი­რე სა­ხეც­ვლი­ლე­ბას ახ­დე­ნენ. ზოგ­ჯერ თეფ­შზე ამა თუ იმ კერ­ძის ერთი ციც­ქნა ულუ­ფა დევს, მაგ­რამ იმ­ხე­ლა ფასი აქვს, გა­ოც­დე­ბი. უცხო ქვეყ­ნე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ფრან­გულ­ში ძა­ლი­ან მომ­წონს შნი­ცე­ლი ყვე­ლით. თევ­ზი ბევ­რი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს აქვს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ია­პო­ნუ­რია გა­მორ­ჩე­უ­ლი - სუში ძა­ლი­ან მა­გა­რია და ვგიჟ­დე­ბი. თბი­ლის­ში მას მხო­ლოდ ერთ ად­გი­ლას მი­ვირ­თმევ. იქა­უ­რი "ლანჩ-მე­ნიუ", ერთი შე­ხედ­ვით პა­ტა­რაა, მაგ­რამ ისე­თი მსუ­ყეა, ნამ­დვი­ლად გყოფ­ნის.

მო­გო­ნე­ბე­ბი აშშ-ზე

- 22 წლის წინ, აშშ-ში ვი­ყა­ვი ნუკ­რი ომი­ა­ძეს­თან და დათო არჩვა­ძეს­თან ერ­თად. ატ­ლან­ტა­ში ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის დღე­ე­ბი ტარ­დე­ბო­და, ან­სამ­ბლი "და­რი­ა­ლი" იყო მიწ­ვე­უ­ლი და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი წა­ვე­დით. იქ სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში ვი­ყა­ვით გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, დათო ბუ­შე­ბის თა­ნა­შემ­წის ოჯახ­ში მოხ­ვდა, მე - ლე­დერ­სებ­თან. ატ­ლან­ტა­ში კონ­ცერ­ტი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გვქონ­და, სულ სა­დღაც მივ­დი­ო­დით. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლე­ჯის სცე­ნაც კი ჩვე­ნი სპორ­ტის სა­სახ­ლის ზო­მის იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კულ კუ­ლი­ნა­რი­ას, ბურ­გე­რე­ბის გარ­და, იქა­უ­რი ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოც კარ­გად ავით­ვი­სე და იტა­ლი­უ­რი პი­ცე­რი­ე­ბიც. ფრან­გუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რი კოვ­ზი მოჰ­ყვე­ბო­და და "ხმა­უ­რი­ა­ნად" უნდა "ამო­გეს­რუ­პა". მახ­სოვს, დიდ ფურ­შეტ­ზე ვი­ყა­ვით და იქ ათას­ნა­ი­რი საჭ­მე­ლი იყო. მათ შო­რის - კრე­ვე­ტე­ბი. მა­შინ არც კი ვი­ცო­დი, ასე თუ ერ­ქვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა მი­ვირ­თვი, მერე გა­მახ­სენ­და, აშშ-ში რომ მქონ­და ნა­ჭა­მი. მა­შინ 14 წლის ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

და­უ­ვი­წყა­რი "დან­კი და­ნე­ცი"

- ამე­რი­კუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­გორც წესი, ჰოთ­დოგ­თან, ჰამ­ბურ­გერ­თან და ჩიზ­ბურ­გერ­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გა­რია - "დან­კი და­ნე­ცი", ოღონდ, თუ ნამ­დვი­ლი ამე­რი­კუ­ლია. ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნამ­ცხვა­რია და მარ­თლაც ნოყი­ე­რი და გემ­რი­ე­ლია: კა­კა­ო­ი­ან ბის­კვი­ტში შო­კო­ლა­დია ჩას­ხმუ­ლი და ზე­მო­და­ნაც შო­კო­ლა­დი აქვს მოს­ხმუ­ლი, ოღონდ გა­მაგ­რე­ბუ­ლი. უგემ­რი­ე­ლე­სია. მივ­ხვდი, რა­ტო­მაც გიჟ­დე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას­ზე.

ამე­რი­კუ­ლი სა­უზ­მე

- დილა, რო­გორც წესი, "ხლო­პე­ბით" იწყე­ბო­და, რო­მელ­საც რძე­ში ვყრი­დით, მე კი წვრი­ლად დაჭ­რილ ბა­ნანს ვა­მა­ტებ­დი და მა­გა­რი იყო. ზოგ­ჯერ მსუ­ბუ­ქი სა­უზ­მე - ფუნ­თუ­შა იყო, მას­თან ერ­თად კი ჩაი, ყავა ან ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი, ძი­რი­თა­დად - ფორ­თოხ­ლის, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ირ­თმევ­დნენ ჭა­მის დროს. მახ­სოვს, უზარ­მა­ზა­რი მა­ცი­ვა­რი ჰქონ­დათ და ყვე­ლა­ფე­რი უხ­ვად იყო.

- ალ­ბათ, სულ იმ მა­ცი­ვარ­თან ტრი­ა­ლებ­დი, არა?

- (იცი­ნის). მა­გა­ლი­თად, რძე განა თითო ლიტ­რი­ა­ნი ქი­ლე­ბით იყო, - 5-10-ლიტ­რი­ა­ნით. ცალ­კე ჰქონ­დათ შო­კო­ლა­დი­ა­ნი რძე. მახ­სოვს, ერთხელ, პრო­დუქ­ტის სა­ყიდ­ლად წაგ­ვიყ­ვა­ნეს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა იქ­ნე­ბო­და ატ­ლან­ტის ჰი­პერ­მარ­კე­ტი. ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბო­და - ნა­ვე­ბი და იახ­ტე­ბიც კი (იცი­ნის). ათას­ნა­ი­რი ბრენ­დი იყო, პრო­დუქ­ტი კი - უამ­რა­ვი. ერთი გას­ვლა და ის დიდი მა­ცი­ვა­რი სავ­სე იყო ხოლ­მე. ერთხელ, ხორ­ცის უზარ­მა­ზა­რი ნა­ჭე­რი შეწ­ვეს, რო­მელ­საც შიგ­ნით ათას­ნა­ი­რი სუ­ნე­ლი ჰქონ­და და­მა­ტე­ბუ­ლი. დი­დად არ გა­და­ვი­რიე, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი იყო. იქა­უ­რი "სა­ცი­ვიც" კი გავ­სინ­ჯე, მაგ­რამ სა­შინ­ლად უგე­მუ­რი და წყალ­წყა­ლა აღ­მოჩ­ნდა. ნი­გო­ზი და ნი­ო­რი რომ ჰქო­ნო­და, რა უჭირ­და, - წყალ­ში რა­ღაც იყო გახ­სნი­ლი და ხორ­ცის ნაჭ­რე­ბი ტივ­ტი­ვებ­და, თუმ­ცა შიგ­ნით მხო­ლოდ თეთ­რი ხორ­ცი იდო და ის კი გე­ა­ხე­ლით. იქ ქათ­მის ყვე­ლა ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე, და­ფა­სო­ე­ბუ­ლი შე­გეძ­ლო გე­ყი­და, მა­შინ აქ ასე არ იყო. მა­გა­ლი­თად, შემ­წვა­რი პა­ტა­რა ბარ­კლე­ბი "პო­პ­კორ­ნი­ვით" ეყა­რა მუ­ყა­ოს დიდ ყუთ­ში. ამე­რი­კე­ლე­ბი ისეთ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ, რომ­ლე­ბიც ქო­ლეს­ტე­რი­ნის "სა­ბა­დო" იყო და ამ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით იღებ­დნენ.

"საბ­ჭო­თა ბავ­შვის" შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

- სხვა­თა შო­რის, ლე­დერ­სე­ბის ოჯახს ვაჟი ჰყავ­და, და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ კომ­პი­უ­ტერს ფლობ­და ძა­ლი­ან კარ­გად და უზო­მოდ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, გო­გო­ნა კი სკო­ლა­ში "ჩერ­ლე­ი­დე­რი" იყო. წლე­ბი რომ გა­ვი­და, ფილ­მი ვნა­ხე - "მერ­ვე დღე", ზუს­ტად იქ არის მთა­ვა­რი გმი­რი და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და მახ­სოვს, ვი­ტი­რე კი­დეც, რად­გან ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი კვი­რა გა­მახ­სენ­და. სულ მთხოვ­და, კომ­პი­უ­ტე­რი მე­თა­მა­შეო, არა­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ჩა­სულ­მა ბავ­შვმა, რა ვი­ცო­დი მა­შინ, კომ­პი­უ­ტე­რი რა იყო? "დენ­დი" მხო­ლოდ ყურ­მოკ­ვრით გა­მე­გო, მან კი ყვე­ლა თა­მა­ში ზე­პი­რად იცო­და და რა­საც და­ი­წყებ­და, ყვე­ლა მათ­გან­ში ბო­ლომ­დე გა­დი­ო­და. იქ ხალ­ხი, ძი­რი­თა­დად, ქა­ლაქ­გა­რეთ, სიმწვა­ნე­ში ცხოვ­რობს და სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვი­ყა­ვით. ოჯახს რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა ჰყავ­და, ერთი კი უფრო დიდი ზო­მის - სა­ო­ჯა­ხო მან­ქა­ნა იყო, შიგ­ნით სა­ვარ­ძლე­ბი ტრი­ალ­დე­ბო­და.

ამე­რი­კუ­ლი იტა­ლი­უ­რი პიცა

- 1991 წელს, აქ პიცა სად უნდა მე­ჭა­მა? იქ კი უგემ­რი­ე­ლე­სი პი­ცე­ბი იყი­დე­ბო­და, რომ­ლის მსგავ­სი დღემ­დე არ მი­ჭა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რავ ად­გი­ლას გა­მი­სინ­ჯავს. არა­ვის ეწყი­ნოს, მაგ­რამ ჩვე­ნებს ერთი რამ სჭირთ - ხან რას აკ­ლე­ბენ და ხან რას უკე­თე­ბენ ზედ­მეტს, - სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი სა­ჭი­რო დო­ზით არას­დრო­საა. ყვე­ლი და ძეხ­ვი თუ და­ა­კე­ლი და სა­ლა­თის ფოთ­ლი­თა და ზე­თის­ხი­ლით შე­ავ­სე, რა თქმა უნდა, ის გემო აღარ ექ­ნე­ბა, რაც უნდა ჰქონ­დეს. ამე­რი­კა­ში ორ ნა­ჭერ­ზე მეტს ვერ ვჭამ­დით, იმ­ხე­ლა იყო.

რა­ჭუ­ლი ლო­ბი­ა­ნი

- ლო­ბი­ა­ნის კე­თე­ბა ნამ­დვი­ლად არ ვიცი, არც მიც­დია, მაგ­რამ დე­და­ჩემს ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დის. რა­ჭუ­ლად იცის მისი კე­თე­ბა - ლო­რით და მარ­თლაც სულ სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს. ბე­ბი­ა­ჩემ­მა ას­წავ­ლა. მარ­თა­ლია, ის ქარ­თლე­ლი იყო, მაგ­რამ რაჭა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ხში­რად იქ ატა­რებ­და დროს. თბი­ლი­სურ სა­ცხო­ბებ­ში რომ შე­მო­ვი­და "რა­ჭუ­ლი ლო­ბი­ა­ნი ლო­რით", მი­ვე­დი და ვი­კი­თხე - ზე­მო­დან ლორი უს­ვია-მეთ­ქი? - არა, შიგ­ნით აქვს ჩაჭ­რი­ლიო... გა­მოვშტერ­დი (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, რაჭ­ვე­ლებს მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი სამ­ზა­რე­უ­ლო არ გვაქვს, "სკრომ­ნი" ხალ­ხი ვართ და რად გვინ­და "პა­კა­ზუ­ხო­ბა"? თუ შემ­წვა­რი ქა­თა­მი გინ­და, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, რა­ჭუ­ლი. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია "ჩახ­ვე­უ­ლი", ბე­ბი­ა­ჩე­მი აკე­თებ­და ხოლ­მე. პუ­რია, ოღონდ სპი­რა­ლი­ვი­თაა დახ­ვე­უ­ლი და შე­გიძ­ლია, ამ ზო­ლებს მიჰ­ყვე და ისე მი­ირ­თვა. ბევ­რი ვა­რი­ან­ტია, ზოგი ზე­მო­დან ცხიმ­საც უმა­ტებს, ზოგი შიგ­ნით - ყველს, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ბია. ჩემი მე­უღ­ლე - ნინი მეგ­რე­ლია, მაგ­რამ მეგ­რულ საჭ­მე­ლებს ხში­რად არ აკე­თებს.

"იმე­დის" კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხა­ლი­სო­ბე­ბი

- კუ­ლი­ნა­რი­ის რუბ­რი­კა მთე­ლი სე­ზო­ნი მიმ­ყავ­და. ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად წამ­ყვა­ნი და კუ­ლი­ნა­რი რომ იყოს, გა­და­ცე­მა რთუ­ლი, მო­სა­წყე­ნი და და­მაბ­ნე­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ გო­გი­ჩას ასის­ტენ­ტი რომ ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ჩარ­თვე­ბი გვქონ­და ხოლ­მე. ხან მა­ი­ო­ნეზ­ზე ვღა­და­ობ­დით, ხან მწვა­ნე ზე­თის­ხილ­ზე, - რა არის, "ბოტ­კი­ნი" სჭირ­სო?! (იცი­ნის). ამა­ვე დროს ვცდი­ლობ­დით, კერ­ძე­ბის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი და კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მა­ყუ­რებ­ლის­თვის. მოწ­ვე­ულ­მა მზა­რე­უ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, რომ ეს უფრო გა­სარ­თო­ბი რუბ­რი­კა იყო. დიდი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, ყო­ველ­თვის რამ­დე­ნი­მე სპონ­სო­რი გვყავ­და - ჩაი, ძეხ­ვი, ზეთი, ათას­ნა­ი­რი ფირ­მა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მზის­გან დამ­ცა­ვი გა­სა­რუ­ჯი კრე­მიც კი გვას­პონ­სო­რებ­და. რამ­დე­ნი­მე ფირ­მის ნა­ჩუ­ქა­რი წინ­საფ­რე­ბი და მზა­რე­უ­ლის ქუ­დე­ბი ახ­ლაც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. გული მწყდე­ბა, რომ ბევ­რი ჩა­ნა­წე­რი ვერ შე­ვი­ნა­ხე. თუ სად­მე კერ­ძში მა­ი­ო­ნე­ზი იყო, გო­გი­ჩა სულ მე­კი­თხე­ბო­და, - რამ­დენპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი­აო? ოღონდ, არ უნდა და­მე­ხე­და და ისე მე­პა­სუ­ხა. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­მის­ვამ­და ამ კი­თხვას და ერთხე­ლაც რომ მკი­თხა, - რამ­დენპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი­აო? - მა­ი­ო­ნე­ზი-მეთ­ქი? - ვკი­თხე და, - არა, კიტ­რიო. - ის მა­ინც გე­კი­თხა, რამ­დენ­სან­ტი­მეტ­რი­ა­ნია-მეთ­ქი, - და მოკ­ვდნენ სი­ცი­ლით გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რაშ­ვი­ლი და გო­გი­ჩა, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძემ კი ჩვე­ნი უხამ­სი ხუმ­რო­ბა არ შე­იმ­ჩნია (იცი­ნის). გო­გი­ჩამ მე­ო­რე ჩარ­თვა­ზე მკი­თხა, - გა­ზო­მეო? - გავ­ზო­მე, მაგ­რამ ვის აინ­ტე­რე­სებ­და-მეთ­ქი და ამა­ზე სი­ცი­ლის მე­ო­რე სე­რია და­ე­წყო. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო, კუ­რი­ო­ზუ­ლი "ეთე­რე­ბი" გვქონ­და.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გურმანი ვინი და მარტივი კერძების კულინარია

გურმანი ვინი და მარტივი კერძების კულინარია

გემრიელ კერძებსა და სამზარეულოზე ზაალ წულუკიძე - ვინი გვესაუბრება, რომელიც ამჟამად "მეცხრე არხზე" ანონსებსა და პრომოებს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ დიდი კულინარიული ნიჭით არ გამოირჩევა და არც ბევრი კერძის მომზადება იცის, მაგრამ მოხმარება - მშვენივრად...

- მარტივი კერძების გაკეთება უპრობლემოდ შემიძლია. მაგალითად, კვერცხის, კარტოფილის შეწვა; წიწიბურას, მაკარონის ან ბრინჯის მოხარშვა და ა.შ. - პრინციპი ერთია. მთავარი ყურადღებაა, რომ არ დაგეწვას ან არ გადმოვიდეს. ამ ყველაფრის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციაც შემიძლია. თუ კარტოფილის გათლა მთხოვეს, შესაძლოა, ბევრზე სუფთად და უკეთ გავფცქვნა და 60% კანს არ გავაყოლო. ის, რასაც მზარეულები ვითომ იგონებენ, როგორც წესი, უკვე არსებობს, მაგრამ მცირე სახეცვლილებას ახდენენ. ზოგჯერ თეფშზე ამა თუ იმ კერძის ერთი ციცქნა ულუფა დევს, მაგრამ იმხელა ფასი აქვს, გაოცდები. უცხო ქვეყნების სამზარეულოებს თუ გადავხედავთ, ფრანგულში ძალიან მომწონს შნიცელი ყველით. თევზი ბევრი ქვეყნის სამზარეულოს აქვს, მაგრამ ვფიქრობ, იაპონურია გამორჩეული - სუში ძალიან მაგარია და ვგიჟდები. თბილისში მას მხოლოდ ერთ ადგილას მივირთმევ. იქაური "ლანჩ-მენიუ", ერთი შეხედვით პატარაა, მაგრამ ისეთი მსუყეა, ნამდვილად გყოფნის.

მოგონებები აშშ-ზე

- 22 წლის წინ, აშშ-ში ვიყავი ნუკრი ომიაძესთან და დათო არჩვაძესთან ერთად. ატლანტაში ქართული ფოლკლორის დღეები ტარდებოდა, ანსამბლი "დარიალი" იყო მიწვეული და ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრები წავედით. იქ სხვადასხვა ოჯახში ვიყავით გადანაწილებული. სხვათა შორის, დათო ბუშების თანაშემწის ოჯახში მოხვდა, მე - ლედერსებთან. ატლანტაში კონცერტი დღეში რამდენჯერმე გვქონდა, სულ სადღაც მივდიოდით. ჩვეულებრივი კოლეჯის სცენაც კი ჩვენი სპორტის სასახლის ზომის იყო. რაც შეეხება ამერიკულ კულინარიას, ბურგერების გარდა, იქაური ფრანგული სამზარეულოც კარგად ავითვისე და იტალიური პიცერიებიც. ფრანგულად მომზადებული ლოკოკინები ძალიან მომეწონა. სპეციალური კოვზი მოჰყვებოდა და "ხმაურიანად" უნდა "ამოგესრუპა". მახსოვს, დიდ ფურშეტზე ვიყავით და იქ ათასნაირი საჭმელი იყო. მათ შორის - კრევეტები. მაშინ არც კი ვიცოდი, ასე თუ ერქვა. საქართველოში როცა მივირთვი, მერე გამახსენდა, აშშ-ში რომ მქონდა ნაჭამი. მაშინ 14 წლის ბავშვი ვიყავი.

დაუვიწყარი "დანკი დანეცი"

- ამერიკული სამზარეულო, როგორც წესი, ჰოთდოგთან, ჰამბურგერთან და ჩიზბურგერთან ასოცირდება, მაგრამ ძალიან მაგარია - "დანკი დანეცი", ოღონდ, თუ ნამდვილი ამერიკულია. ეს პოლიციელების საყვარელი ნამცხვარია და მართლაც ნოყიერი და გემრიელია: კაკაოიან ბისკვიტში შოკოლადია ჩასხმული და ზემოდანაც შოკოლადი აქვს მოსხმული, ოღონდ გამაგრებული. უგემრიელესია. მივხვდი, რატომაც გიჟდებოდნენ პოლიციელები მასზე.

ამერიკული საუზმე

- დილა, როგორც წესი, "ხლოპებით" იწყებოდა, რომელსაც რძეში ვყრიდით, მე კი წვრილად დაჭრილ ბანანს ვამატებდი და მაგარი იყო. ზოგჯერ მსუბუქი საუზმე - ფუნთუშა იყო, მასთან ერთად კი ჩაი, ყავა ან ნატურალური წვენი, ძირითადად - ფორთოხლის, რომელსაც აუცილებლად მიირთმევდნენ ჭამის დროს. მახსოვს, უზარმაზარი მაცივარი ჰქონდათ და ყველაფერი უხვად იყო.

- ალბათ, სულ იმ მაცივართან ტრიალებდი, არა?

- (იცინის). მაგალითად, რძე განა თითო ლიტრიანი ქილებით იყო, - 5-10-ლიტრიანით. ცალკე ჰქონდათ შოკოლადიანი რძე. მახსოვს, ერთხელ, პროდუქტის საყიდლად წაგვიყვანეს და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ატლანტის ჰიპერმარკეტი. ყველაფერი იყიდებოდა - ნავები და იახტებიც კი (იცინის). ათასნაირი ბრენდი იყო, პროდუქტი კი - უამრავი. ერთი გასვლა და ის დიდი მაცივარი სავსე იყო ხოლმე. ერთხელ, ხორცის უზარმაზარი ნაჭერი შეწვეს, რომელსაც შიგნით ათასნაირი სუნელი ჰქონდა დამატებული. დიდად არ გადავირიე, მაგრამ გემრიელი იყო. იქაური "საცივიც" კი გავსინჯე, მაგრამ საშინლად უგემური და წყალწყალა აღმოჩნდა. ნიგოზი და ნიორი რომ ჰქონოდა, რა უჭირდა, - წყალში რაღაც იყო გახსნილი და ხორცის ნაჭრები ტივტივებდა, თუმცა შიგნით მხოლოდ თეთრი ხორცი იდო და ის კი გეახელით. იქ ქათმის ყველა ნაწილი ცალ-ცალკე, დაფასოებული შეგეძლო გეყიდა, მაშინ აქ ასე არ იყო. მაგალითად, შემწვარი პატარა ბარკლები "პოპკორნივით" ეყარა მუყაოს დიდ ყუთში. ამერიკელები ისეთ კერძებს ამზადებდნენ, რომლებიც ქოლესტერინის "საბადო" იყო და ამ მავნე ნივთიერებას ყოველდღიურად ჭარბი რაოდენობით იღებდნენ.

"საბჭოთა ბავშვის" შთაბეჭდილებები

- სხვათა შორის, ლედერსების ოჯახს ვაჟი ჰყავდა, დაუნის სინდრომით დაავადებული, მაგრამ კომპიუტერს ფლობდა ძალიან კარგად და უზომოდ კეთილი ადამიანი გახლდათ, გოგონა კი სკოლაში "ჩერლეიდერი" იყო. წლები რომ გავიდა, ფილმი ვნახე - "მერვე დღე", ზუსტად იქ არის მთავარი გმირი დაუნის სინდრომით დაავადებული და მახსოვს, ვიტირე კიდეც, რადგან ამ ადამიანთან ერთად გატარებული კვირა გამახსენდა. სულ მთხოვდა, კომპიუტერი მეთამაშეო, არადა, საბჭოთა კავშირიდან ჩასულმა ბავშვმა, რა ვიცოდი მაშინ, კომპიუტერი რა იყო? "დენდი" მხოლოდ ყურმოკვრით გამეგო, მან კი ყველა თამაში ზეპირად იცოდა და რასაც დაიწყებდა, ყველა მათგანში ბოლომდე გადიოდა. იქ ხალხი, ძირითადად, ქალაქგარეთ, სიმწვანეში ცხოვრობს და სუფთა ჰაერზე ვიყავით. ოჯახს რამდენიმე მანქანა ჰყავდა, ერთი კი უფრო დიდი ზომის - საოჯახო მანქანა იყო, შიგნით სავარძლები ტრიალდებოდა.

ამერიკული იტალიური პიცა

- 1991 წელს, აქ პიცა სად უნდა მეჭამა? იქ კი უგემრიელესი პიცები იყიდებოდა, რომლის მსგავსი დღემდე არ მიჭამია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადგილას გამისინჯავს. არავის ეწყინოს, მაგრამ ჩვენებს ერთი რამ სჭირთ - ხან რას აკლებენ და ხან რას უკეთებენ ზედმეტს, - საჭირო ინგრედიენტები საჭირო დოზით არასდროსაა. ყველი და ძეხვი თუ დააკელი და სალათის ფოთლითა და ზეთისხილით შეავსე, რა თქმა უნდა, ის გემო აღარ ექნება, რაც უნდა ჰქონდეს. ამერიკაში ორ ნაჭერზე მეტს ვერ ვჭამდით, იმხელა იყო.

რაჭული ლობიანი

- ლობიანის კეთება ნამდვილად არ ვიცი, არც მიცდია, მაგრამ დედაჩემს ძალიან გემრიელი გამოსდის. რაჭულად იცის მისი კეთება - ლორით და მართლაც სულ სხვანაირი გემო აქვს. ბებიაჩემმა ასწავლა. მართალია, ის ქართლელი იყო, მაგრამ რაჭა ძალიან უყვარდა და ხშირად იქ ატარებდა დროს. თბილისურ საცხობებში რომ შემოვიდა "რაჭული ლობიანი ლორით", მივედი და ვიკითხე - ზემოდან ლორი უსვია-მეთქი? - არა, შიგნით აქვს ჩაჭრილიო... გამოვშტერდი (იცინის). საერთოდ, რაჭველებს მაინცდამაინც დიდი სამზარეულო არ გვაქვს, "სკრომნი" ხალხი ვართ და რად გვინდა "პაკაზუხობა"? თუ შემწვარი ქათამი გინდა, საუკეთესო ვარიანტია, რაჭული. ძალიან გემრიელია "ჩახვეული", ბებიაჩემი აკეთებდა ხოლმე. პურია, ოღონდ სპირალივითაა დახვეული და შეგიძლია, ამ ზოლებს მიჰყვე და ისე მიირთვა. ბევრი ვარიანტია, ზოგი ზემოდან ცხიმსაც უმატებს, ზოგი შიგნით - ყველს, მაგრამ ჩვეულებრივი ჯობია. ჩემი მეუღლე - ნინი მეგრელია, მაგრამ მეგრულ საჭმელებს ხშირად არ აკეთებს.

"იმედის" კულინარიული ხალისობები

- კულინარიის რუბრიკა მთელი სეზონი მიმყავდა. ადამიანი ერთდროულად წამყვანი და კულინარი რომ იყოს, გადაცემა რთული, მოსაწყენი და დამაბნეველი იქნებოდა, ამიტომ გოგიჩას ასისტენტი რომ ვიყავი, ძალიან სახალისო ჩართვები გვქონდა ხოლმე. ხან მაიონეზზე ვღადაობდით, ხან მწვანე ზეთისხილზე, - რა არის, "ბოტკინი" სჭირსო?! (იცინის). ამავე დროს ვცდილობდით, კერძების შესახებ ამომწურავი და კარგი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის. მოწვეულმა მზარეულებმაც იცოდნენ, რომ ეს უფრო გასართობი რუბრიკა იყო. დიდი რეიტინგი ჰქონდა, ყოველთვის რამდენიმე სპონსორი გვყავდა - ჩაი, ძეხვი, ზეთი, ათასნაირი ფირმა და თქვენ წარმოიდგინეთ, მზისგან დამცავი გასარუჯი კრემიც კი გვასპონსორებდა. რამდენიმე ფირმის ნაჩუქარი წინსაფრები და მზარეულის ქუდები ახლაც შენახული მაქვს. გული მწყდება, რომ ბევრი ჩანაწერი ვერ შევინახე. თუ სადმე კერძში მაიონეზი იყო, გოგიჩა სულ მეკითხებოდა, - რამდენპროცენტიანიაო? ოღონდ, არ უნდა დამეხედა და ისე მეპასუხა. წინასწარ ვიცოდი, რომ აუცილებლად დამისვამდა ამ კითხვას და ერთხელაც რომ მკითხა, - რამდენპროცენტიანიაო? - მაიონეზი-მეთქი? - ვკითხე და, - არა, კიტრიო. - ის მაინც გეკითხა, რამდენსანტიმეტრიანია-მეთქი, - და მოკვდნენ სიცილით გიორგი ჭინჭარაშვილი და გოგიჩა, ქრისტინე იმედაძემ კი ჩვენი უხამსი ხუმრობა არ შეიმჩნია (იცინის). გოგიჩამ მეორე ჩართვაზე მკითხა, - გაზომეო? - გავზომე, მაგრამ ვის აინტერესებდა-მეთქი და ამაზე სიცილის მეორე სერია დაეწყო. მოკლედ, ძალიან სახალისო, კურიოზული "ეთერები" გვქონდა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება