პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძე - არჩევნის წინაშე რომ დავდგე, შეიძლება, საყვარელ მამაკაცს კარიერული წინსვლა ვარჩიო
ლიკა ლაბაძე - არჩევნის წინაშე რომ დავდგე, შეიძლება, საყვარელ მამაკაცს კარიერული წინსვლა ვარჩიო

"ამა­ყი და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლია. ვერ ეგუ­ე­ბა ჩარ­ჩო­ებს, შე­ზღუდ­ვებს, აკ­რძალ­ვებს. უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წავა. მის­თვის იუ­მო­რი ერთ-ერთი საბ­რძო­ლო ია­რა­ღია; ის ხუმ­რობს, ცრემ­ლი რომ და­მა­ლოს", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბულ თევ­ზებს, ეს კი ტე­ლე­წამ­ყვან ლიკა ლა­ბა­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გი­ით რამ­დე­ნად ხარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

- ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი მაქვს და სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­თან ბევ­რი მსგავ­სე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ბევ­რი პა­რა­ლე­ლიც გა­ვავ­ლე. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი პროგ­ნო­ზის ნაკ­ლე­ბად მჯე­რა და არც პი­რა­დი ჰო­როს­კო­პის შედ­გე­ნის სურ­ვი­ლი მაქვს - არ მინ­და, მას­ზე "და­მო­კი­დე­ბუ­ლი" გავ­ხდე.

- "უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს; ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი".

- ეს სი­მარ­თლეა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სამ­სა­ხურ­ში და ა.შ. ჩემი ად­გი­ლი თუ არ მაქვს, იქ სა­ერ­თოდ არ ვჩერ­დე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან ასე ვარ, ბა­ღის ზე­ი­მებ­ზეც ყო­ველ­თვის წინ ვი­დე­ქი.

- "ამა­ყი და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლია".

- ჰო, ჩემი და­მორ­ჩი­ლე­ბა მგო­ნი, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კია. სი­ა­მა­ყე ცო­ტა­თი მა­ინც თუ არ გაქვს სის­ხლში გამ­ჯდა­რი, ლი­დე­რი ვერ იქ­ნე­ბი. მთა­ვა­რია, ეს ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, თავ­მდა­ბა­ლი ვიყო და სი­ა­მა­ყე არ მო­მე­რი­ოს.

- "ვე­ფხვი ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას, რის გა­მოც, ხში­რად კონ­ფლიქ­ტშია ზემ­დგო­მებ­თან".

- კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ერ­თოდ არ ვარ. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მე­გობ­რო­ბა ძალ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლია. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ემო­ცი­ე­ბი ვმარ­თო და როცა რა­ი­მე არ მომ­წონს, ყვე­ლა­ფერს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გზით ვაგ­ვა­რებ. ჯან­სა­ღი დი­ა­ლო­გი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- "რის­კი და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი მის­თვის უცხო არ არის".

- გა­უ­აზ­რებ­ლად არას­დროს ვრის­კავ. გული მიგ­რძნობს, რო­დის უნდა გავ­რის­კო და რო­დის - არა. ცვლი­ლე­ბებს არ ვუფრ­თხი. ვფიქ­რობ, კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს. როცა ამა თუ იმ ნა­ბიჯს ვდგამ, წი­ნას­წარ ვხვდე­ბი, რის­კის შე­დე­გი რა იქ­ნე­ბა.

- "მას შეს­წევს ძალა, საყ­ვა­რელ საქ­მეს თავი ბო­ლომ­დე მი­უ­ძღვნას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯოს".

- როცა იმ საქ­მეს ვა­კე­თებ, რო­მე­ლიც მომ­წონს და მიყ­ვარს, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა შე­მიძ­ლია. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან: ყო­ველ დი­ლით 5 სა­ათ­ზე რო­გორ იღ­ვი­ძე­ბო? არა­და, მარ­ტო გაღ­ვი­ძე­ბა ხომ არ არის საქ­მე? კარ­გად გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლიც უნდა იყო, მა­ყუ­რე­ბელს და­დე­ბი­თი ენერ­გია რომ გა­დას­ცე, დილა გა­უ­ხა­ლი­სო. ყო­ვე­ლი ეთე­რი მი­ნის­პექ­ტაკ­ლია, რო­მელ­საც შევ­წი­რე მე­გობ­რე­ბი, გარ­თო­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, შუ­ა­დღეს აუ­ცი­ლებ­ლად ვის­ვე­ნებ, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე კი ვი­ძი­ნებ (იღი­მის)...

- "ხში­რად სი­ჯი­უ­ტე და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკონ­ფლიქ­ტოდ შეძ­ლოს".

- ჯი­უ­ტი ვარ, მაგ­რამ ამ თვი­სე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან უფრო მე­ტად ვავ­ლენ, ვიდ­რე - სამ­სა­ხურ­ში. სი­ჯი­უ­ტე საქ­მის კე­თე­ბა­ში ხელს არ მიშ­ლის. უფ­რო­სის აზრს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- "ვერ ეგუ­ე­ბა ჩარ­ჩო­ებს, შე­ზღუდ­ვებს, აკ­რძალ­ვებს".

- ნამ­დვი­ლად ასეა (იცი­ნის), მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თვი­სე­ბით ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია. ასე მგო­ნია, აქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ქუ­ჩა­ში რომ გახ­ვალ, ყვე­ლა შენ გი­ყუ­რებს და იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­ა­კონ­ტრო­ლო. სა­ი­დან­ღაც მო­ტა­ნი­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით ცხოვ­რო­ბენ: ვი­თომ კარ­გი თბი­ლი­სე­ლი გო­გო­ნე­ბი ახლა აუ­ცი­ლებ­ლად, და­ბალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს იც­ვა­მენ; ქუ­ჩა­ში მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნით თუ გახ­ვე­დი, ე.ი. ბან­ძი ხარ; აუ­ცი­ლებ­ლად სლენ­გით უნდა ილა­პა­რა­კო და ა.შ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ცი­ნე­ბა. ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­მიძ­ლია.

- "ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს".

- აუ­ცი­ლებ­ლად ასე მოხ­დე­ბა. ბევ­რი სამ­სა­ხურ­ზე უარს და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო ამ­ბობს, ჩემ­თვის კი ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მთა­ვა­რია, მიყ­ვარ­დეს საქ­მე, რო­მე­ლიც უნდა ვა­კე­თო. შე­იძ­ლე­ბა, ასე იმი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ოჯა­ხი ჩემს ხელ­ფას­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შვი­ლე­ბი არ მყავს სარ­ჩე­ნი.

- "ექ­სტრი­მით სავ­სე ცხოვ­რე­ბა აქ­ვსო..."

- მარ­თა­ლია. თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მაც მომ­წონს, პა­რა­შუ­ტი­დან გად­მოხ­ტო­მაც, მაგ­რამ თუ ვიგ­რძნობ, რომ ჩემს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ამას არ გა­ვა­კე­თებ. ექ­სტრე­მა­ლი კა­რი­ე­რა­შიც ვარ.

- "მისი ნი­ჭია, იბრწყი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ვე­ფხვი ყო­ველ­თვის კრებს თა­ნა­მო­აზ­რე­თა დიდ ჯგუფს, რაც ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს თავი ღირ­სე­უ­ლად და­აღ­წი­ოს".

- ხში­რად, სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცი­ის წყა­ლო­ბით ვა­ხერ­ხებ. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სას­ვლელ გზას ყო­ველ­თვის ვპო­უ­ლობ.

- "თევ­ზე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, დი­ნე­ბას მიჰ­ყვე­ბი­ან".

- მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თევ­ზი ვარ.

- რო­გო­რი?

- ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი. დი­ნე­ბას არას­დროს მივ­ყვე­ბი და ვფიქ­რობ, ამა­ში ვე­ფხვის თვი­სე­ბე­ბი მეხ­მა­რე­ბა. ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე ვმდგარ­ვარ, მაგ­რამ არ დავ­ცე­მულ­ვარ, ტკი­ვი­ლი და გან­საც­დე­ლი ღირ­სე­უ­ლად გა­და­მი­ტა­ნია.

- რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გქონ­და თუ კა­რი­ე­რა­ში?

- ორი­ვე­გან მქონ­და. სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბაც გა­და­მი­ტა­ნია. ცხოვ­რე­ბას თა­ვად ვირ­თუ­ლებ, რად­გან მიზ­ნამ­დე მი­სას­ვლე­ლად ყო­ველ­თვის რთულ გზას ვირ­ჩევ. მუდ­მი­ვად მაქვს სურ­ვი­ლი, ვა­კე­თო ის, რაც აქამ­დე არ მი­კე­თე­ბია. ტან­ჯვის, დიდი შრო­მის, და­ვარ­დნი­სა და ად­გო­მის შე­დე­გად მიღ­წე­ულ გა­მარ­ჯვე­ბას სულ სხვა გემო აქვს. ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ჩემი ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

- "მის­თვის იუ­მო­რი ერთ-ერთი საბ­რძო­ლო ია­რა­ღია; ის ხუმ­რობს, რათა და­მა­ლოს ცრემ­ლი".

- ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვინ­მემ ამა­ტი­როს. არ მსი­ა­მოვ­ნებს, როცა სა­კუ­თარ სი­სუს­ტეს თა­ვად­ვე ვგრძნობ. ჩემს იუ­მორ­ზე კი აბა, რა გი­თხრა? ამ "საბ­რძო­ლო ია­რა­ღის" ნაკ­ლე­ბო­ბას მარ­თლაც, არ ვუ­ჩი­ვი.

- "პე­სი­მიზმსა და ოპ­ტი­მიზმს შო­რის მუდ­მი­ვად მერ­ყე­ობს".

- უფრო სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­ჭირს. როცა გა­ო­რე­ბა მე­წყე­ბა, რჩე­ვას ახ­ლობ­ლებს ვე­კი­თხე­ბი.

- "ოც­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს, ქრო­ნი­კუ­ლი მე­ოც­ნე­ბეა".

- ქრო­ნი­კუ­ლი მე­ოც­ნე­ბე თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში ვი­ყა­ვი, ახლა კი გა­ვი­ზარ­დე და მივ­ხვდი: ადა­მი­ა­ნი თუ ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მებს, ყვე­ლა ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს.

- წარ­სულ­ში აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა არ დაგ­რჩე­ნია?

- არა. ახ­ლაც მაქვს ოც­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რის­თვის არა­რე­ა­ლუ­რი იყოს, მაგ­რამ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ავიხ­დენ!

- რაზე ოც­ნე­ბობ?

- ამა­ზე წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი არ მინ­და; რომ ავის­რუ­ლებ, მერე გე­ტყვი (იღი­მის).

- "საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია".

- მთლად ასეც არ არის: არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე რომ დავ­დგე, შე­იძ­ლე­ბა, კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ვარ­ჩიო.

- ორი­ვე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი რომ იყო...

- ასე მგო­ნია, ერთ-ერთს რა­ღა­ცას და­ვაკ­ლებ. ასე რომ არ ვფიქ­რობ­დე, აქამ­დე გავ­თხოვ­დე­ბო­დი. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უმარ­თლებს, ან კა­რი­ე­რა­ში. ორი­ვე­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ? ქა­ლაქ­ში შენი და გენო მა­ლა­ზო­ნი­ას რო­მან­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ...

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

- "ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბია, ამი­ტომ მისი მო­ტყუ­ე­ბა ად­ვი­ლია..."

- მხო­ლოდ ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს ვენ­დო­ბი. ვფიქ­რობ, ჩემი მო­ტყუ­ე­ბა ად­ვი­ლი არ არის.

- წყა­ლი გიყ­ვარს?

- ძა­ლი­ან. წვი­მაც მიყ­ვარს. ზღვა­ში იმ­დე­ნად ღრმად შევ­დი­ვარ, ნა­პი­რი აღარ ჩანს ხოლ­მე.

- მალე შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დი­ხარ. დას­ვე­ნე­ბას სად აპი­რებ?

- ამ სე­ზონ­ზე იმ­დე­ნად გა­და­ვი­ღა­ლე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად, კარგ დას­ვე­ნე­ბას მო­ვი­წყობ. 10 დღე ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ვერ წა­მოვ­წვე­ბი, ამას აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მირ­ჩევ­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, წელს იტა­ლი­ას ვეს­ტუმ­რე­ბი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლიკა ლაბაძე - არჩევნის წინაშე რომ დავდგე, შეიძლება, საყვარელ მამაკაცს კარიერული წინსვლა ვარჩიო

ლიკა ლაბაძე - არჩევნის წინაშე რომ დავდგე, შეიძლება, საყვარელ მამაკაცს კარიერული წინსვლა ვარჩიო

"ამაყი და დაუმორჩილებელია. ვერ ეგუება ჩარჩოებს, შეზღუდვებს, აკრძალვებს. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს. საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერზე წავა. მისთვის იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია; ის ხუმრობს, ცრემლი რომ დამალოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი ტელეწამყვან ლიკა ლაბაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით რამდენად ხარ დაინტერესებული?

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს და საკუთარ ხასიათთან ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე და ბევრი პარალელიც გავავლე. ყოველკვირეული პროგნოზის ნაკლებად მჯერა და არც პირადი ჰოროსკოპის შედგენის სურვილი მაქვს - არ მინდა, მასზე "დამოკიდებული" გავხდე.

- "უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს; ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- ეს სიმართლეა. საზოგადოებაში, სამსახურში და ა.შ. ჩემი ადგილი თუ არ მაქვს, იქ საერთოდ არ ვჩერდები. ბავშვობიდან ასე ვარ, ბაღის ზეიმებზეც ყოველთვის წინ ვიდექი.

- "ამაყი და დაუმორჩილებელია".

- ჰო, ჩემი დამორჩილება მგონი, შეუძლებელიც კია. სიამაყე ცოტათი მაინც თუ არ გაქვს სისხლში გამჯდარი, ლიდერი ვერ იქნები. მთავარია, ეს ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. ყოველთვის ვცდილობ, თავმდაბალი ვიყო და სიამაყე არ მომერიოს.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც, ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- კონფლიქტური საერთოდ არ ვარ. ადამიანები ამბობენ, რომ ჩემთან თანამშრომლობა, მეგობრობა ძალზე კომფორტულია. ყოველთვის ვცდილობ, ემოციები ვმართო და როცა რაიმე არ მომწონს, ყველაფერს ცივილიზებული გზით ვაგვარებ. ჯანსაღი დიალოგი პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.

- "რისკი და დაუფიქრებელი ქმედებები მისთვის უცხო არ არის".

- გაუაზრებლად არასდროს ვრისკავ. გული მიგრძნობს, როდის უნდა გავრისკო და როდის - არა. ცვლილებებს არ ვუფრთხი. ვფიქრობ, კარგი ინტუიცია მაქვს. როცა ამა თუ იმ ნაბიჯს ვდგამ, წინასწარ ვხვდები, რისკის შედეგი რა იქნება.

- "მას შესწევს ძალა, საყვარელ საქმეს თავი ბოლომდე მიუძღვნას, მაქსიმალურად დაიხარჯოს".

- როცა იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მომწონს და მიყვარს, თავდაუზოგავი შრომა შემიძლია. მეგობრები მეუბნებიან: ყოველ დილით 5 საათზე როგორ იღვიძებო? არადა, მარტო გაღვიძება ხომ არ არის საქმე? კარგად გამოფხიზლებულიც უნდა იყო, მაყურებელს დადებითი ენერგია რომ გადასცე, დილა გაუხალისო. ყოველი ეთერი მინისპექტაკლია, რომელსაც შევწირე მეგობრები, გართობა და შეიძლება ითქვას, პირადი ცხოვრებაც. შინ დაბრუნებული, შუადღეს აუცილებლად ვისვენებ, საღამოს 9 საათზე კი ვიძინებ (იღიმის)...

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ჯიუტი ვარ, მაგრამ ამ თვისებას ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან უფრო მეტად ვავლენ, ვიდრე - სამსახურში. სიჯიუტე საქმის კეთებაში ხელს არ მიშლის. უფროსის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- "ვერ ეგუება ჩარჩოებს, შეზღუდვებს, აკრძალვებს".

- ნამდვილად ასეა (იცინის), მაგრამ საქართველოში ამ თვისებით ცხოვრება ძნელია. ასე მგონია, აქ ყველა ერთმანეთს ეჯიბრება. საზოგადოებაში თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია. ქუჩაში რომ გახვალ, ყველა შენ გიყურებს და იძულებული ხარ, თითოეული ნაბიჯი გააკონტროლო. საიდანღაც მოტანილი სტერეოტიპებით ცხოვრობენ: ვითომ კარგი თბილისელი გოგონები ახლა აუცილებლად, დაბალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამენ; ქუჩაში მაღალქუსლიანით თუ გახვედი, ე.ი. ბანძი ხარ; აუცილებლად სლენგით უნდა ილაპარაკო და ა.შ. ამ ყველაფერზე მეცინება. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ შემიძლია.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- აუცილებლად ასე მოხდება. ბევრი სამსახურზე უარს დაბალი ანაზღაურების გამო ამბობს, ჩემთვის კი ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, მიყვარდეს საქმე, რომელიც უნდა ვაკეთო. შეიძლება, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ოჯახი ჩემს ხელფასზე არ არის დამოკიდებული, შვილები არ მყავს სარჩენი.

- "ექსტრიმით სავსე ცხოვრება აქვსო..."

- მართალია. თხილამურებზე დგომაც მომწონს, პარაშუტიდან გადმოხტომაც, მაგრამ თუ ვიგრძნობ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამას არ გავაკეთებ. ექსტრემალი კარიერაშიც ვარ.

- "მისი ნიჭია, იბრწყინოს საზოგადოებაში. ვეფხვი ყოველთვის კრებს თანამოაზრეთა დიდ ჯგუფს, რაც ეხმარება იმაში, რომ ნებისმიერ სირთულეს თავი ღირსეულად დააღწიოს".

- ხშირად, სირთულეებიდან თავის დაღწევას კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით ვახერხებ. რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელ გზას ყოველთვის ვპოულობ.

- "თევზები უმეტეს შემთხვევაში, დინებას მიჰყვებიან".

- მე განსხვავებული თევზი ვარ.

- როგორი?

- ბრძოლისუნარიანი. დინებას არასდროს მივყვები და ვფიქრობ, ამაში ვეფხვის თვისებები მეხმარება. ცხოვრებაში არაერთი სირთულის წინაშე ვმდგარვარ, მაგრამ არ დავცემულვარ, ტკივილი და განსაცდელი ღირსეულად გადამიტანია.

- რთული პერიოდები პირად ცხოვრებაში გქონდა თუ კარიერაში?

- ორივეგან მქონდა. სიყვარულში იმედგაცრუებაც გადამიტანია. ცხოვრებას თავად ვირთულებ, რადგან მიზნამდე მისასვლელად ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ. მუდმივად მაქვს სურვილი, ვაკეთო ის, რაც აქამდე არ მიკეთებია. ტანჯვის, დიდი შრომის, დავარდნისა და ადგომის შედეგად მიღწეულ გამარჯვებას სულ სხვა გემო აქვს. ამ ყველაფრის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- "მისთვის იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია; ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- ძალიან რთულია, ვინმემ ამატიროს. არ მსიამოვნებს, როცა საკუთარ სისუსტეს თავადვე ვგრძნობ. ჩემს იუმორზე კი აბა, რა გითხრა? ამ "საბრძოლო იარაღის" ნაკლებობას მართლაც, არ ვუჩივი.

- "პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის მუდმივად მერყეობს".

- უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. როცა გაორება მეწყება, რჩევას ახლობლებს ვეკითხები.

- "ოცნების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- ქრონიკული მეოცნებე თინეიჯერობის წლებში ვიყავი, ახლა კი გავიზარდე და მივხვდი: ადამიანი თუ ძალიან მოინდომებს, ყველა ოცნების ასრულებას შეძლებს.

- წარსულში აუხდენელი ოცნება არ დაგრჩენია?

- არა. ახლაც მაქვს ოცნებები, რომლებიც შეიძლება, ბევრისთვის არარეალური იყოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ავიხდენ!

- რაზე ოცნებობ?

- ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა; რომ ავისრულებ, მერე გეტყვი (იღიმის).

- "საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერზე წამსვლელია".

- მთლად ასეც არ არის: არჩევნის წინაშე რომ დავდგე, შეიძლება, კარიერული წინსვლა ვარჩიო.

- ორივეში წარმატებული რომ იყო...

- ასე მგონია, ერთ-ერთს რაღაცას დავაკლებ. ასე რომ არ ვფიქრობდე, აქამდე გავთხოვდებოდი. ადამიანების უმეტესობას ან პირად ცხოვრებაში უმართლებს, ან კარიერაში. ორივეგან წარმატებული იშვიათად შემხვედრია.

- შეყვარებული ხარ? ქალაქში შენი და გენო მალაზონიას რომანზე ლაპარაკობენ...

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მინდა.

- "ძალიან მიმნდობია, ამიტომ მისი მოტყუება ადვილია..."

- მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ვენდობი. ვფიქრობ, ჩემი მოტყუება ადვილი არ არის.

- წყალი გიყვარს?

- ძალიან. წვიმაც მიყვარს. ზღვაში იმდენად ღრმად შევდივარ, ნაპირი აღარ ჩანს ხოლმე.

- მალე შვებულებაში გადიხარ. დასვენებას სად აპირებ?

- ამ სეზონზე იმდენად გადავიღალე, რომ აუცილებლად, კარგ დასვენებას მოვიწყობ. 10 დღე ზღვის სანაპიროზე ვერ წამოვწვები, ამას აქტიური დასვენება მირჩევნია. სავარაუდოდ, წელს იტალიას ვესტუმრები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება