მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ
ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ეჩ­ვია, არა მხო­ლოდ თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ და­მა­ლოს, არა­მედ კო­ლე­გე­ბის აუ­ტან­ლო­ბაც. ვარ­სკვლა­ვუ­რი პა­ექ­რო­ბა, რო­გორც წესი, სა­ჯა­როდ ხდე­ბა, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი­თა და პრე­სა­ში კო­მენ­ტა­რე­ბით. ხში­რად ოპო­ნენ­ტე­ბი სრუ­ლი­ად კარ­გა­ვენ კონ­ტროლს და სკან­და­ლე­ბიც ხდე­ბა.

ელ­ტონ ჯონი და მა­დო­ნა

მა­დო­ნა­სა და ელ­ტონ ჯონს შო­რის ომი მათ მრა­ვალ­წლი­ან მე­გობ­რო­ბას მოჰ­ყვა. მი­ზე­ზი პრე­სამ ვერ გა­არ­კვია, მაგ­რამ სა­ჯა­რო სკან­და­ლი ელ­ტონ ჯო­ნის ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი და­ქა­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქვა. მა­დო­ნას შო­უ­ზე ელ­ტონ­მა თქვა: "ეს კოშ­მა­რია? მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ მისი კა­რი­ე­რა დას­რულ­და. მისი ტურ­ნე ერთი დიდი კა­ტას­ტრო­ფაა!" ამა­ზე ელ­ტო­ნი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მა­დო­ნამ მისი ვა­ჟის ნათ­ლია, ლედი გაგა გა­აკ­რი­ტი­კა და სერ ელ­ტო­ნი ისე გაბ­რაზ­და, მა­დო­ნას "ბაზ­რის სტრიპ­ტი­ზი­ო­რი" უწო­და. მა­დო­ნა რამ­დე­ნი­მე წლით გა­ე­ბუ­ტა, მერე კი გა­მო­ა­ცხა­და, თით­ქოს ჯონ­მა პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა. "მეც ვა­პა­ტიე", - დიდსუ­ლოვ­ნად დას­ძი­ნა პოპ­მომ­ღე­რალ­მა.

კელი ოს­ბორ­ნი და კრის­ტი­ნა აგი­ლე­რა

კრის­ტი­ნა­სა და კე­ლის შო­რის პა­ექ­რო­ბა კო­მი­კუ­რი იყო. და­ი­წყო ზედ­მეტ წო­ნა­ზე კა­მა­თით - გო­გო­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს გა­ერ­კვი­ათ, რო­მე­ლი იყო მათ შო­რის "მსუ­ქა­ნი ძრო­ხა" და რო­მე­ლი - "გრა­ცი­ო­ზუ­ლი ფური". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აგი­ლე­რა მკვეთ­რად გახ­და, ოს­ბორ­ნი კი ეცა­და და ბევ­რი კილო და­იკ­ლო, მა­ინც ორი­ვე­ნი შორს არი­ან იდე­ა­ლის­გან და ორი­ვე ცდი­ლობს, ეს ერ­თმა­ნეთს და­უმ­ტკი­ცოს. კრის­ტი­ნამ პირ­ველ­მა და­ი­წყო და არა­ერ­თხელ გა­ი­ხუმ­რა კო­ლე­გის სიმ­სუქ­ნე­ზე, მერე კი ეს სი­ტყვე­ბი ბუ­მე­რან­გი­ვით და­უბ­რუნ­და. თვი­თონ ისე გა­სუქ­და, რომ უკვე კე­ლიმ უპა­სუ­ხა: "წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსუ­ქანს მე­ძახ­და... მე ასე­თი მსუ­ქა­ნი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ!" იქ­ნებ, სწო­რედ ოს­ბორ­ნის სი­ტყვებ­მა აი­ძუ­ლა აგი­ლე­რას, სწრა­ფად გამ­ხდა­რი­ყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ

ბევრი ცნობილი ადამიანი მიეჩვია, არა მხოლოდ თავისი პირადი ცხოვრება არ დამალოს, არამედ კოლეგების აუტანლობაც. ვარსკვლავური პაექრობა, როგორც წესი, საჯაროდ ხდება, ურთიერთბრალდებებითა და პრესაში კომენტარებით. ხშირად ოპონენტები სრულიად კარგავენ კონტროლს და სკანდალებიც ხდება.

ელტონ ჯონი და მადონა

მადონასა და ელტონ ჯონს შორის ომი მათ მრავალწლიან მეგობრობას მოჰყვა. მიზეზი პრესამ ვერ გაარკვია, მაგრამ საჯარო სკანდალი ელტონ ჯონის ხმაურიან განცხადებას მოჰყვა, რომელიც ყოფილი დაქალის მისამართით გამოთქვა. მადონას შოუზე ელტონმა თქვა: "ეს კოშმარია? მაპატიეთ, მაგრამ მისი კარიერა დასრულდა. მისი ტურნე ერთი დიდი კატასტროფაა!" ამაზე ელტონი არ გაჩერებულა. მადონამ მისი ვაჟის ნათლია, ლედი გაგა გააკრიტიკა და სერ ელტონი ისე გაბრაზდა, მადონას "ბაზრის სტრიპტიზიორი" უწოდა. მადონა რამდენიმე წლით გაებუტა, მერე კი გამოაცხადა, თითქოს ჯონმა პატიება სთხოვა. "მეც ვაპატიე", - დიდსულოვნად დასძინა პოპმომღერალმა.

კელი ოსბორნი და კრისტინა აგილერა

კრისტინასა და კელის შორის პაექრობა კომიკური იყო. დაიწყო ზედმეტ წონაზე კამათით - გოგონებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რომელი იყო მათ შორის "მსუქანი ძროხა" და რომელი - "გრაციოზული ფური". მიუხედავად იმისა, რომ აგილერა მკვეთრად გახდა, ოსბორნი კი ეცადა და ბევრი კილო დაიკლო, მაინც ორივენი შორს არიან იდეალისგან და ორივე ცდილობს, ეს ერთმანეთს დაუმტკიცოს. კრისტინამ პირველმა დაიწყო და არაერთხელ გაიხუმრა კოლეგის სიმსუქნეზე, მერე კი ეს სიტყვები ბუმერანგივით დაუბრუნდა. თვითონ ისე გასუქდა, რომ უკვე კელიმ უპასუხა: "წლების განმავლობაში მსუქანს მეძახდა... მე ასეთი მსუქანი არასდროს ვყოფილვარ!" იქნებ, სწორედ ოსბორნის სიტყვებმა აიძულა აგილერას, სწრაფად გამხდარიყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება