მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაიფლანგა მენაშენეების 11 მილიონი?!
 როგორ გაიფლანგა მენაშენეების 11 მილიონი?!

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" აფე­რა გა­შიფ­რა და მის წარ­მო­მად­გენ­ლებს - მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­სა და მათ ყო­ფილ პარტნი­ორს, ივა­ნე ცა­გუ­რი­ას თაღ­ლი­თო­ბის, მით­ვი­სე­ბის, გაფ­ლან­გვის მუხ­ლე­ბით ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით 11 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვა­ზეა სა­უ­ბა­რი.

გა­სულ კვი­რას "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნია და თა­ვად მო­ი­თხო­ვა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა. მაგ­რამ მხო­ლოდ "დექ­სუ­სის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ივა­ნე ცა­გუ­რია და­ა­კა­ვეს.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" სცა­და გა­ერ­კვია, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს რა­ტომ და­უგ­როვ­დათ ვალი, ჩი­ხი­დან გა­მო­სას­ვლე­ლად რა სქე­მა შე­ად­გი­ნეს და რა­ტომ და­ა­კა­ვეს მხო­ლოდ "დექ­სუ­სის" თა­ნამ­შრო­მე­ლი?

მა­რი­ნა კორ­ძა­ძე, "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფი­სა" და "დექ­სუ­სის" მიერ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტი: "ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის გა­მოც მით­ვი­სე­ბა-თაღ­ლი­თო­ბა-გაფ­ლან­გვის­თვის რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და ივა­ნე ცა­გუ­რი­ას წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს ეხე­ბა. 2004 წლის 15 აგ­ვის­ტოს ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ს და "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუფს" შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მშე­ნებ­ლო­ბა 2007 წლის­თვის უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მშე­ნებ­ლო­ბა არც დას­რულ­და და ვერც დას­რულ­დე­ბო­და, რად­გან მე­ნა­შე­ნე­ე­ბის ფუ­ლის ხარ­ჯვა თა­ვი­დან­ვე არას­წო­რად და­ი­წყო. რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა და კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა ფუ­ლის შე­ტა­ნა ცალ­კე შექ­მნი­ლი ფონ­დის სა­ლა­რო­ში დაგ­ვა­ვა­ლეს. ცოტა ხან­ში დებ­მა ამ სა­ლა­რო­დან ფუ­ლის გა­მო­ტა­ნა და­ი­წყეს და პი­რა­მი­დის პრინ­ცი­პით ახალ-ახა­ლი ქო­ნე­ბა (ფარ­თე­ბი, მიწა) შე­ი­ძი­ნეს. სა­ლა­რო­დან ფულს ისე ვერ გას­ცემ­და ბუ­ღალ­ტე­რი, თუ არ გა­ა­კე­თებ­და შე­სა­ბა­მის ჩა­ნა­წერს თან­ხის გა­ცე­მის მიზ­ნობ­რი­ო­ბის თა­ო­ბა­ზე. სწო­რედ აქ იპო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხე­ლის ჩა­სა­ჭი­დი.

წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მით ცრუ­მა­გი­ე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან თით­ქოს მი­წის ნაკ­ვე­თებს ყი­დუ­ლობ­დნენ ან პი­რი­ქით, მათ მი­ყიდ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამით მხო­ლოდ ფუ­ლის გა­წე­რა ხდე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ამ­ხა­ნა­გო­ბა "წყნე­თი 2004"- მა თით­ქოს შე­ი­ძი­ნა 15 ათა­სი კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი, რა­შიც უკა­ნო­ნოდ გა­ი­წე­რა სა­ა­გენ­ტოს სა­ლა­რო­დან გა­ტა­ნი­ლი მი­ლი­ონ ხუ­თა­სი ათა­სი ლარი. ე.ი. ამ­ხა­ნა­გო­ბა "წყნე­თი-2004"-ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ზა­რი­ძემ გა­ა­ფორ­მა ფიქ­ცი­უ­რი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ასე­თი ხერ­ხე­ბით გა­მოჰ­ქონ­დათ ფული ფონ­დი­დან. "ცენ­ტრ პო­ინტ ინ­ვეს­ტის" დი­რექ­ტო­რი კი მა­შინ "დექ­სუ­სის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ივა­ნე ცა­გუ­რია იყო.

- რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, ივა­ნე ცა­გუ­რია კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბის გამო და­ა­კა­ვეს, ხოლო თა­ვად კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ეს რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო?

- ჩემი აზ­რით, რად­გან რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ვიცე-სპი­კე­რი იყო, მისი და­კა­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უხერ­ხუ­ლად მი­იჩ­ნია. თუმ­ცა, ეს არ იყო სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი მიდ­გო­მა - სა­მი­ვე უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან სა­მი­ვეს იზო­ლი­რე­ბა, რათა არ გა­ნაგ­რძონ სხვი­სი თან­ხე­ბი­სა და ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა-გან­კარ­გვა. ეს ბოლო პე­რი­ოდ­შიც გრძელ­დე­ბო­და და თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ინ­დო­მებს, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მა­სა­ლებ­საც ნა­ხავს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

როგორ გაიფლანგა მენაშენეების 11 მილიონი?!

 როგორ გაიფლანგა მენაშენეების 11 მილიონი?!

შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" აფერა გაშიფრა და მის წარმომადგენლებს - მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და მათ ყოფილ პარტნიორს, ივანე ცაგურიას თაღლითობის, მითვისების, გაფლანგვის მუხლებით ბრალი წაუყენა. პროკურატურის ხელთ არსებული მასალებით 11 მილიონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვაზეა საუბარი.

გასულ კვირას "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა წაყენებული ბრალი სამართლიანად მიიჩნია და თავად მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. მაგრამ მხოლოდ "დექსუსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივანე ცაგურია დააკავეს.

"კვირის პალიტრამ" სცადა გაერკვია, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს რატომ დაუგროვდათ ვალი, ჩიხიდან გამოსასვლელად რა სქემა შეადგინეს და რატომ დააკავეს მხოლოდ "დექსუსის" თანამშრომელი?

მარინა კორძაძე, "ცენტრ პოინტ ჯგუფისა" და "დექსუსის" მიერ დაზარალებულთა ადვოკატი: "ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მითვისება-თაღლითობა-გაფლანგვისთვის რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და ივანე ცაგურიას წაუყენეს ბრალი, რამდენიმე ეპიზოდს ეხება. 2004 წლის 15 აგვისტოს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ს და "ცენტრ პოინტ ჯგუფს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მშენებლობა 2007 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა არც დასრულდა და ვერც დასრულდებოდა, რადგან მენაშენეების ფულის ხარჯვა თავიდანვე არასწორად დაიწყო. რჩეულიშვილმა და კერვალიშვილმა ფულის შეტანა ცალკე შექმნილი ფონდის სალაროში დაგვავალეს. ცოტა ხანში დებმა ამ სალაროდან ფულის გამოტანა დაიწყეს და პირამიდის პრინციპით ახალ-ახალი ქონება (ფართები, მიწა) შეიძინეს. სალაროდან ფულს ისე ვერ გასცემდა ბუღალტერი, თუ არ გააკეთებდა შესაბამის ჩანაწერს თანხის გაცემის მიზნობრიობის თაობაზე. სწორედ აქ იპოვა პროკურატურამ ხელის ჩასაჭიდი.

წინასწარ შემუშავებული სქემით ცრუმაგიერი კომპანიებიდან თითქოს მიწის ნაკვეთებს ყიდულობდნენ ან პირიქით, მათ მიყიდდნენ, სინამდვილეში კი ამით მხოლოდ ფულის გაწერა ხდებოდა. მაგალითად, პროკურატურის მასალების მიხედვით, ამხანაგობა "წყნეთი 2004"- მა თითქოს შეიძინა 15 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი, რაშიც უკანონოდ გაიწერა სააგენტოს სალაროდან გატანილი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. ე.ი. ამხანაგობა "წყნეთი-2004"-ის თავმჯდომარე გიორგი ზარიძემ გააფორმა ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელოვნურად გაზარდა უძრავი ქონების ღირებულება. ასეთი ხერხებით გამოჰქონდათ ფული ფონდიდან. "ცენტრ პოინტ ინვესტის" დირექტორი კი მაშინ "დექსუსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე ცაგურია იყო.

- როგორც პროკურატურამ განაცხადა, ივანე ცაგურია კერვალიშვილისთვის ხელის შეწყობის გამო დააკავეს, ხოლო თავად კერვალიშვილი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო?

- ჩემი აზრით, რადგან რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი იყო, მისი დაკავება პროკურატურამ უხერხულად მიიჩნია. თუმცა, ეს არ იყო სამართლებრივად სწორი მიდგომა - სამივე უნდა დაეკავებინათ. მიმაჩნია, რომ საჭიროა საზოგადოებისგან სამივეს იზოლირება, რათა არ განაგრძონ სხვისი თანხებისა და ქონების მითვისება-განკარგვა. ეს ბოლო პერიოდშიც გრძელდებოდა და თუ პროკურატურა მოინდომებს, ამის დამადასტურებელ მასალებსაც ნახავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ