საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი"
"არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი"

ოპო­ნენ­ტე­ბი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის კა­ტე­გო­რი­ულ მო­თხოვ­ნას, სას­წრა­ფოდ ხელ­მო­სა­წე­რად მი­არ­თვან მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტი, მისი რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბის კი­დევ უფრო დაქ­ვე­ი­თე­ბით ხსნი­ან. სა­ა­კაშ­ვილს, ჩანს, და­ა­ვი­წყდა, რომ მთავ­რო­ბა მისი გუნ­დის წევ­რე­ბით არ არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ამას­თან, მისი მო­თხოვ­ნა აღი­ზი­ა­ნებს ხალ­ხს, რო­მელ­საც არ და­ვი­წყე­ბია სულ ცოტა ხნის წინ რო­გორ არ­ღვევ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და ათას სა­ში­ნე­ლე­ბას სჩა­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ადას­ტუ­რებს, რომ ტყუ­ი­ლია კბი­ლაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო გა­დად­გო­მა-გა­და­ყე­ნე­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმა, თუმ­ცა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, რი­თაც ბე­დუ­კა­ძეს წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ მუხ­ლით წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი მო­ეხ­სნა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი: - ამ ეტაპ­ზე პო­ზი­ტი­უ­რად მი­მაჩ­ნია მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ამ სა­კი­თხზე სა­ჯა­რო მსჯე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა მო­ის­მი­ნეს ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის, მათ შო­რის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ თუკი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს, რა თქმა უნდა, მი­ე­ცე­მა შე­ღა­ვა­თი, რო­მელ­საც ყვე­ლა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უშ­ვებს, მაგ­რამ არ უნდა ჰქონ­დეთ ისე­თი შე­ღა­ვა­თე­ბი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი წა­ა­ხა­ლი­სოს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბე­დუ­კა­ძე­ზე საქ­მე აღიძ­რა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მუხ­ლით, მის­თვის შე­ღა­ვა­თის გა­წე­ვის ხა­რის­ხი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად მისი სტა­ტუ­სი­სა, რომ ის იყო მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი და მსჯავ­რი არ ჰქო­ნია, ჩემი აზ­რით, ბე­დუ­კა­ძის­თვის ასე­თი ხა­რის­ხის იმუ­ნი­ტე­ტი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბე­დუ­კა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­დან­ვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო.

- ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რა გა­ვა­კე­თე, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­სა­მარ­თლო­ში ბე­დუ­კა­ძის საქ­მის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნა. გა­მო­ვი­თხო­ვე ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ტექ­სტი, რო­მელ­საც უკვე მო­სა­მარ­თლე გა­ნი­ხი­ლავ­და. ტექ­სტში საკ­მა­ოდ დაწ­ვრი­ლე­ბით იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, თუ რა­ტომ მი­ი­ღო მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა (იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, რა­საც მას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა) ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- ეს და­სა­ბუ­თე­ბა საკ­მა­რი­სი იყო? მა­შინ რა­ტომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ?

- რო­გორც გი­თხა­რით, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უკვე მო­სა­მარ­თლის ხელ­ში იყო, გარ­და ამი­სა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხში არ ჩა­ვე­რიე. თუ ვთვლით, რომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მას უნდა მი­ე­ცეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი.

- ჯერ კი­დევ არის გან­წყო­ბა, რომ შე­საძ­ლოა კბი­ლაშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, გა­დად­გეს.

- არ ვფიქ­რობ, რომ კბი­ლაშ­ვი­ლი არ არის კარ­გი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი. მარ­თა­ლია, მან გუნ­დის მწვა­ვე კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მისი გა­და­ყე­ნე­ბის თუ გა­დად­გო­მის სა­კი­თხი დგას დღის წეს­რიგ­ში. ეს არ მოხ­დე­ბა, რო­გორც უნდა ოც­ნე­ბობ­დეს ამა­ზე პრე­ზი­დენ­ტი. მან გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს­ვე მზად არის, ხელი მო­ა­წე­როს კბი­ლაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ოც­ნე­ბობს, გა­და­ა­ყე­ნოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც სხვა საქ­მე­ებ­თან ერ­თად "ნა­ცი­ო­ნალ­თა" გუნ­დის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის საქ­მე­ე­ბი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი"

"არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი"

ოპონენტები პრეზიდენტ სააკაშვილის კატეგორიულ მოთხოვნას, სასწრაფოდ ხელმოსაწერად მიართვან მთავარი პროკურორის გადაყენების შესახებ დოკუმენტი, მისი რეალობის შეგრძნების კიდევ უფრო დაქვეითებით ხსნიან. სააკაშვილს, ჩანს, დაავიწყდა, რომ მთავრობა მისი გუნდის წევრებით არ არის დაკომპლექტებული. ამასთან, მისი მოთხოვნა აღიზიანებს ხალხს, რომელსაც არ დავიწყებია სულ ცოტა ხნის წინ როგორ არღვევდა ადამიანის უფლებებს და ათას საშინელებას სჩადიოდა "ნაციონალური მოძრაობა". იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ტყუილია კბილაშვილის შესაძლო გადადგომა-გადაყენებაზე გავრცელებული ხმა, თუმცა, კატეგორიულად არ ეთანხმება მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას ვლადიმერ ბედუკაძის შუამდგომლობის თაობაზე, რითაც ბედუკაძეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მუხლით წაყენებული ბრალი მოეხსნა.

თეა წულუკიანი: - ამ ეტაპზე პოზიტიურად მიმაჩნია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე საჯარო მსჯელობა გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მოისმინეს ამჟამად მოქმედი ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებმა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუკი ადამიანი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, რა თქმა უნდა, მიეცემა შეღავათი, რომელსაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ ისეთი შეღავათები, რომელმაც შესაძლოა დაუსჯელობის სინდრომი წაახალისოს. გამომდინარე იქიდან, რომ ბედუკაძეზე საქმე აღიძრა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, მისთვის შეღავათის გაწევის ხარისხი საფრთხის შემცველია. მიუხედავად მისი სტატუსისა, რომ ის იყო მხოლოდ ბრალდებული და მსჯავრი არ ჰქონია, ჩემი აზრით, ბედუკაძისთვის ასეთი ხარისხის იმუნიტეტი გადაჭარბებულია.

- არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში ბედუკაძის გათავისუფლება თავიდანვე შეთანხმებული იყო.

- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რა გავაკეთე, როდესაც გავიგე, რომ მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და სასამართლოში ბედუკაძის საქმის თაობაზე შუამდგომლობა შეიტანა. გამოვითხოვე ამ შუამდგომლობის ტექსტი, რომელსაც უკვე მოსამართლე განიხილავდა. ტექსტში საკმაოდ დაწვრილებით იყო დასაბუთებული, თუ რატომ მიიღო მთავარმა პროკურორმა (იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მას აძლევს საქართველოს კანონმდებლობა) ეს გადაწყვეტილება.

- ეს დასაბუთება საკმარისი იყო? მაშინ რატომ არ შეეწინააღმდეგეთ?

- როგორც გითხარით, შუამდგომლობა უკვე მოსამართლის ხელში იყო, გარდა ამისა, მთავარი პროკურორის შუამდგომლობის მიზანშეწონილობის საკითხში არ ჩავერიე. თუ ვთვლით, რომ ის არის პოლიტიკური პროცესებისგან თავისუფალი, მას უნდა მიეცეს ავტონომიურობის მაღალი ხარისხი.

- ჯერ კიდევ არის განწყობა, რომ შესაძლოა კბილაშვილი იძულებული გახდეს, გადადგეს.

- არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი. მართალია, მან გუნდის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაყენების თუ გადადგომის საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს არ მოხდება, როგორც უნდა ოცნებობდეს ამაზე პრეზიდენტი. მან განაცხადა, რომ დღესვე მზად არის, ხელი მოაწეროს კბილაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, სააკაშვილი ოცნებობს, გადააყენოს მთავარი პროკურორი, რომელიც სხვა საქმეებთან ერთად "ნაციონალთა" გუნდის ყოფილი წევრების საქმეებითაც არის დაკავებული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა