პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"
ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

ბოლო დროს მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას შე­სა­ხებ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა ატყდა, თი­კამ წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო და ქა­ლაქ­საც სა­ლა­პა­რა­კო მი­ე­ცა. ამ­ბო­ბენ, თიკა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ამი­ტომ გახ­დაო. თუმ­ცა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ დი­ე­ტა­ზე არ არის, უბ­რა­ლოდ, ბევ­რს მოძ­რა­ობს, რად­გან ცხოვ­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა და სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა. ცოტა ხნის წინ თიკა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის პი­არ­მე­ნე­ჯე­რი გახ­და, იმავდრო­უ­ლად თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სზეა. თიკა თა­ვად გაგ­ვიმ­ხელს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ასეთ კარგ ფორ­მა­ში ჩად­გო­მა.

12 კი­ლო­თი ნაკ­ლე­ბი...

- უამ­რა­ვი ხალ­ხი მი­რე­კავს და მე­კი­თხე­ბა, რო­გორ გავ­ხდი. გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ, უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი შე­მეც­ვა­ლა, უფრო აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს ვამ­თავ­რებ, ვმუ­შა­ობ, ბევ­რს ვმოძ­რა­ობ, თან ზა­ფხუ­ლია, მო­მინ­და კარგ ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და კვე­ბის რა­ცი­ო­ნიც შევ­ცვა­ლე. უფრო ჯან­საღ საკ­ვებს ვი­ღებ, შევ­ზღუ­დე ცო­მე­უ­ლი, ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და ისე­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რომ ორ თვე­ში 12 კილო და­ვი­კე­ლი. რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი დი­ე­ტა არ და­მი­ცავს, არა­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხვა დი­ე­ტას ვი­ცავ­დი, დავ­დი­ო­დი დი­ე­ტო­ლო­გებ­თან, მგო­ნი, ყვე­ლას­თან ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და სწო­რი კვე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

ცუდი ორ­სუ­ლო­ბის გამო არა­ნორ­მა­ლუ­რად გავ­სივ­დი, არ ვი­ტყვი, რამ­დე­ნი კილო მქონ­და ზედ­მე­ტი, მაგ­რამ სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი მო­მა­ტე­ბუ­ლი. ვი­ტა­მი­ნებ­მა და ნემ­სებ­მა ძა­ლი­ან გა­მა­სუ­ქა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფორ­მა­ში ვდგე­ბი. უდი­დე­სი კომ­ფორ­ტია, როცა ყვე­ლა კომ­პლი­მენტს გე­უბ­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გახ­დი, თან უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლიც ვარ. ისე­თი დიდი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, რომ კუ­ჭის ოპე­რა­ცი­ა­ზე მე­ფიქ­რა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, თი­კამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და იმი­ტომ გახ­დაო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე არ გავ­სუ­ქე­ბულ­ვარ, რომ ამა­ზე მე­ფიქ­რა, თუ არ ვცდე­ბი, 100-120 კილო უნდა იყო, რომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით მო­ახ­დი­ნო წო­ნის კო­რექ­ცია.

სა­მო­სი

...უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ ჩემი სა­მო­სის უმე­ტე­სო­ბა დიდი მაქვს (იღი­მე­ბა). ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ტან­საც­მე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ჩემს გარ­დე­რობ­ში ყვე­ლა­ფე­რი დიდი ზო­მი­საა. ყვე­ლა შარ­ვა­ლი დიდი მაქვს, მაგ­რამ ეს მა­ხა­რებს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­კუ­თარ თავს დი­დად ვერ ვა­ტყობ, რომ ძა­ლი­ან გავ­ხდი, სა­მოსს და ფო­ტო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, უფრო ვხვდე­ბი ცვლი­ლე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით კომ­პლექ­სე­ბი კი­დევ მაქვს, მა­ინც მგო­ნია, რომ რა­ღაც არ მიხ­დე­ბა, რა­ღაც ცუ­დად მაქვს, მაგ­რამ კი­დევ რომ და­ვიკ­ლებ 10 კი­ლოს, მერე ჩემ­თვის სა­სურ­ველ ფორ­მა­ში ვიქ­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად წო­ნი­სა, მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი იმის ჩაც­მას, რაც მომ­წონ­და, ოღონდ ვცდი­ლობ­დი, ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. არ მიყ­ვარს, როცა მსუქ­ნებს მოკ­ლე კაბა აც­ვი­ათ. დღეს უკვე თა­ვი­სუფ­ლად ვიც­ვამ ასეთ ქვე­და­ბო­ლოს, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ მიხ­დე­ბა. გარ­დე­რო­ბის მთლი­ანდ შეც­ვლა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი შევ­ცვა­ლე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

ვის გამო დაიკლო თიკა ჯამბურიამ 12 კილო - "უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ"

ბოლო დროს მომღერალ თიკა ჯამბურიას შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა, თიკამ წონაში საგრძნობლად დაიკლო და ქალაქსაც სალაპარაკო მიეცა. ამბობენ, თიკა შეყვარებულია და ამიტომ გახდაო. თუმცა ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დიეტაზე არ არის, უბრალოდ, ბევრს მოძრაობს, რადგან ცხოვრების წესი შეიცვალა და სწორად იკვებება. ცოტა ხნის წინ თიკა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის პიარმენეჯერი გახდა, იმავდროულად თეატრალური უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზეა. თიკა თავად გაგვიმხელს, როგორ მოახერხა ასეთ კარგ ფორმაში ჩადგომა.

12 კილოთი ნაკლები...

- უამრავი ხალხი მირეკავს და მეკითხება, როგორ გავხდი. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ცხოვრების რეჟიმი შემეცვალა, უფრო აქტიური გავხდი, თეატრალურ უნივერსიტეტს ვამთავრებ, ვმუშაობ, ბევრს ვმოძრაობ, თან ზაფხულია, მომინდა კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და კვების რაციონიც შევცვალე. უფრო ჯანსაღ საკვებს ვიღებ, შევზღუდე ცომეული, ცხიმიანი საკვების მიღება, ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ორ თვეში 12 კილო დავიკელი. რაიმე კონკრეტული დიეტა არ დამიცავს, არადა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა დიეტას ვიცავდი, დავდიოდი დიეტოლოგებთან, მგონი, ყველასთან ვარ ნამყოფი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური ფეხით სიარული და სწორი კვება აღმოჩნდა.

ცუდი ორსულობის გამო არანორმალურად გავსივდი, არ ვიტყვი, რამდენი კილო მქონდა ზედმეტი, მაგრამ საშინლად ვიყავი მომატებული. ვიტამინებმა და ნემსებმა ძალიან გამასუქა, მაგრამ, საბედნიეროდ, ფორმაში ვდგები. უდიდესი კომფორტია, როცა ყველა კომპლიმენტს გეუბნება და აღნიშნავენ, რომ გახდი, თან უფრო თავდაჯერებულიც ვარ. ისეთი დიდი არასდროს ვყოფილვარ, რომ კუჭის ოპერაციაზე მეფიქრა, თუმცა ამბობენ, თიკამ ოპერაცია გაიკეთა და იმიტომ გახდაო. საბედნიეროდ, ისე არ გავსუქებულვარ, რომ ამაზე მეფიქრა, თუ არ ვცდები, 100-120 კილო უნდა იყო, რომ ქირურგიული ჩარევით მოახდინო წონის კორექცია.

სამოსი

...უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი სამოსის უმეტესობა დიდი მაქვს (იღიმება). ეს ის შემთხვევაა, როცა ტანსაცმელი ფაქტობრივად არ მაქვს, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. ჩემს გარდერობში ყველაფერი დიდი ზომისაა. ყველა შარვალი დიდი მაქვს, მაგრამ ეს მახარებს. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს დიდად ვერ ვატყობ, რომ ძალიან გავხდი, სამოსს და ფოტოებს რომ ვუყურებ, უფრო ვხვდები ცვლილებას. ჯერჯერობით კომპლექსები კიდევ მაქვს, მაინც მგონია, რომ რაღაც არ მიხდება, რაღაც ცუდად მაქვს, მაგრამ კიდევ რომ დავიკლებ 10 კილოს, მერე ჩემთვის სასურველ ფორმაში ვიქნები. მიუხედავად წონისა, მაინც ვახერხებდი იმის ჩაცმას, რაც მომწონდა, ოღონდ ვცდილობდი, ეს გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. არ მიყვარს, როცა მსუქნებს მოკლე კაბა აცვიათ. დღეს უკვე თავისუფლად ვიცვამ ასეთ ქვედაბოლოს, რადგან მიმაჩნია, რომ მიხდება. გარდერობის მთლიანდ შეცვლა არ დამჭირვებია, რაღაც დეტალები შევცვალე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"