კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერი შერვაშიძე ჩემი დიდი მამიდა იყო"
"მერი შერვაშიძე ჩემი დიდი მამიდა იყო"

"ვცდი­ლობ, წიგ­ნის­თვის დრო შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მოვ­ნა­ხო. მარ­თა­ლია, ყო­ველ­თვის ვერ ვა­ხერ­ხებ, ვიყო აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი, მაგ­რამ სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი ნამ­დვი­ლად მაქვს", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი გო­დერ­ძი შა­რა­შია. მისი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ დი­დია, მაგ­რამ მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად ერთი უყ­ვარს. ეს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლია.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ზოგ­ჯერ წიგ­ნე­ბი და ავ­ტო­რე­ბი მო­და­შიც შე­მო­დის. ერთი პე­რი­ო­დი ყვე­ლა ყურ­ბან სა­ი­დის რო­მან­ზე - "ალი და ნინო" ლა­პა­რა­კობ­და. მახ­სოვს, ამ წიგ­ნის წა­სა­კი­თხად თბი­ლის­ში ვერ მო­ვი­ცა­ლე, და­სას­ვე­ნებ­ლად ზღვა­ზე რომ წა­ვე­დი, თან წა­ვი­ღე. მე და ჩემი მე­უღ­ლე მო­რი­გე­ო­ბით ვკი­თხუ­ლობ­დით და თან ვირუ­ჯე­ბო­დით.

- ბო­ლოს რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კი­თხე?

- გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის "ჰიტ­ლე­რი" და "თა­გო­რი". "მარ­ტო­ო­ბის ასი წე­ლი­წა­დი" ყვე­ლას აქვს წა­კი­თხუ­ლი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- არა, მაგ­რამ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბი: VIII კლას­ში ვი­ყა­ვი. ჩემი 2 ნაც­ნო­ბის ლა­პა­რაკს შე­ვეს­წა­რი, ერთი მე­ო­რეს ისეთ ამ­ბავს უყ­ვე­ბო­და, ამ ასაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით რომ გა­ინ­ტე­რე­სებს. ბო­ლოს წიგ­ნიც და­უ­სა­ხე­ლა. ის წიგ­ნი სას­წრა­ფოდ ვი­შო­ვე და მა­ლუ­ლად წა­ვი­კი­თხე. მხო­ლოდ ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­პო­ვა და არ გამ­ცა, რომ ჩან­თა­ში მედო. ეს წიგ­ნი იყო "ბალ­თა­ზარ კოსა". რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ასა­კის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ამ­ბავს იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ აკ­რძა­ლუ­ლი წიგ­ნით და­ვინ­ტე­რეს­დი.

- მას­წავ­ლე­ბელ­მა რა გი­თხრა?

- ეს რომ გა­ე­გოთ, ალ­ბათ სკო­ლი­და­ნაც გამ­რი­ცხავ­დნენ. მას­წავ­ლე­ბელ­მა წყნა­რად მი­თხრა, - ეს სა­შე­ნო წიგ­ნი არ არის, აჯო­ბებს, სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ეც­ნოო.

- წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ უბ­რუნ­დე­ბი?

- კი, ეს ჩვე­ვად მაქვს. ად­რე­ულ ასაკ­ში, როცა უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებს ვკი­თხუ­ლობ­დი, პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ლებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ­დი, ამი­ტომ მათ ქარ­თულ სა­ხე­ლებს ვარ­ქმევ­დი.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- (პა­უ­ზის შემ­დეგ) მერი შე­ლის ფრან­კენშტე­ინ­თან. ავ­ტორ­მა ახა­ლი ტი­პის ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­გო­ნა. პირ­ვე­ლად ეს ნა­წარ­მო­ე­ბი რომ წა­ვი­კი­თხე, სიღ­რმეს ბო­ლომ­დე ვერც ჩავ­წვდი. მას­ში ერ­თა­დაა ბო­რო­ტე­ბა და სი­კე­თე. მცი­რე ხნით მა­ინც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი.

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს, თა­ვა­დაც ვწერ, მაგ­რამ არ ვაქ­ვეყ­ნებ. ზე­პი­რად ნაკ­ლე­ბად მა­მახ­სოვ­რდე­ბა. პო­ე­ზია ჩემს მე­უღ­ლეს უფრო უყ­ვარს.

- მის­თვის ლექ­სიც გექ­ნე­ბა მი­ძღვნი­ლი.

- რა თქმა უნდა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ სა­ღა­მოს, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ვუ­კი­თხავ­დი. თე­ატ­რი­დან ან კი­ნო­დან, სახ­ლში რომ მი­ვა­ცი­ლებ­დი და მერე შინ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის ერთ მო­თხრო­ბას ვუ­კი­თხავ­დი. იშ­ვი­ა­თად, სხვა ავ­ტო­რებ­საც გა­მო­ვუ­რევ­დი ხოლ­მე.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- სა­ხე­ლებს, გვა­რებ­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებს ვერ ვი­მახ­სოვ­რებ, მაგ­რამ კარ­გად მა­მახ­სოვ­რდე­ბა ამ­ბე­ბი. ცოტა ხნის წინ მე­გო­ბარ­თან ლა­პა­რა­კის დროს გა­მახ­სენ­და: მა­შინ 12-13 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, მშობ­ლებ­თან ერ­თად ღა­მის მა­ტა­რებ­ლით ვმგზავ­რობ­დი. ჩვენს ვა­გონ­ში ბიჭი დაჭ­რეს. ეს ამ­ბა­ვი დე­ტა­ლებ­ში მახ­სოვს და ამ­დე­ნი წე­ლია, მა­დარ­დებს, გა­დარ­ჩა თუ არა... შემ­თხვე­ვა შუ­ა­ღა­მი­სას მოხ­და, დაჭ­რი­ლი მა­მას­თან მო­ვი­და და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. სის­ხლის­გან რომ არ დაც­ლი­ლი­ყო, მა­მამ სალ­ტე გა­და­უ­ჭი­რა, დე­დამ მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ა­ჩე­რე­ბი­ნა და ჩა­იყ­ვა­ნეს. მერე რა მოხ­და, არ ვიცი.

- იქ­ნებ წა­ი­კი­თხოს და გა­მო­გეხ­მა­უ­როს.

- გა­მი­ხარ­დე­ბა.

- დროა, კი­თხვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- ეს რუბ­რი­კა არა­ერ­თხელ წა­მი­კი­თხავს. ძა­ლი­ან ვღე­ლავ, მგო­ნია, რაც ვიცი, იმა­საც ვერ გა­ვიხ­სე­ნებ (იცი­ნის).

- "აცა­დეთ მტერს, და­უშ­ვას შეც­დო­მე­ბი". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- მი­მა­ნიშ­ნე, რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

- საფ­რან­გე­თის.

- ნა­პო­ლე­ო­ნი იქ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ცა­ნი?

- დიახ. არც თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში, თბი­ლის­ში ამ ადა­მი­ა­ნის 6 ძეგლი იდგა. და­ა­სა­ხე­ლე, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- და­ვა­ზუს­ტებ, ქარ­თვე­ლია?

- არა.

- ლე­ნი­ნი.

- ვინ გახ­და 1921 წელს სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

- ჩემი დიდი მა­მი­და - მერი შერ­ვა­ში­ძე.

- ეს რო­გორ გა­ვი­გო?

- მე შერ­ვა­ში­ძე ვარ. მამა და ბიძა მყავს შა­რა­ში­ე­ბი. ბა­ბუა შერ­ვა­ში­ძე იყო. ბე­ბია და ბა­ბუა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და როცა ბა­ბუ­ამ მე­ო­რედ იქორ­წი­ნა, ბე­ბი­ამ შვი­ლებს გვა­რი გა­და­უ­კე­თა, - შა­რა­ში­ე­ბად და­წე­რა. ბა­ბუა 7-8 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და. მა­მა­ჩე­მის ნა­ხე­ვარძმე­ბი და დები ყვე­ლა­ნი შერ­ვა­ში­ძე­ე­ბი არი­ან.

- გვა­რის დაბ­რუ­ნე­ბა არ გიც­დია?

- ჩემ­მა ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა და­იბ­რუ­ნეს, მე არ მიც­დია, 16 წე­ლია, ეკ­რან­ზე ვჩან­ვარ, ხალ­ხი შა­რა­ში­ად მიც­ნობს და ახლა ცო­ტა­თი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. მა­ნამ­დე კი იმი­ტომ არ გა­და­ვი­კე­თე, რომ ბე­ბია ცო­ცხა­ლი იყო და მინ­დო­და, მის­თვის პა­ტი­ვი მეცა. გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, გვა­რი ჩემს შვილს - ან­დრი­ას და­ვუბ­რუ­ნო.

- მან რომი გა­დაწ­ვა, შემ­დეგ კი ქრის­ტი­ა­ნებს გა­და­აბ­რა­ლა და ისი­ნი მხე­ცებს და­აგ­ლე­ჯი­ნა. ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ნე­რონ­ზე. ვისი სა­ხე­ლო­ბის იყო თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა?

- არ ვიცი.

- კარლ მარ­ქსის. რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის მი­ნან­ქრის ხატი მსოფ­ლი­ო­ში?

- ხა­ხუ­ლის ღვთის­მშო­ბე­ლი.

- რა ერ­ქვა ქა­ლაქს, რომ­ლის ად­გილ­ზეც ახლა მკვდა­რი ზღვა მდე­ბა­რე­ობს?

- სო­დო­მი.

- ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ლაშ­ქრო­ბი­სას თან ახ­ლდა გან­სწავ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, ისი­ნი მცე­ნა­რე­ე­ბით იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. აგ­რო­ვებ­დნენ და მა­კე­დო­ნე­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თან მიჰ­ქონ­დათ. ვინ იყო ის ადა­მი­ა­ნი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი იყო.

- არის­ტო­ტე­ლე?

- დიახ. ამ ჩი­ნელ­მა მო­აზ­როვ­ნემ და ფი­ლო­სო­ფოს­მა კი აღი­ა­რე­ბა სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ პოვა. თავ­და­პირ­ვე­ლად მე­ნა­ხი­რე იყო, შემ­დეგ სა­მარ­თლის მი­ნის­ტრი გახ­და.

- ჩი­ნე­ლე­ბი­დან ახლა კონ­ფუ­ცი მახ­სენ­დე­ბა.

- რო­მელ ომში იყო ჩარ­თუ­ლი 72 სა­ხელ­მწი­ფო?

- II მსოფ­ლიო ომში.

- სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ მხა­რეს უწო­დებ­დნენ ძვე­ლად თაკ­ვერს?

- გუ­რი­ას.

- რაჭა-ლე­ჩხუმს. რას გი­წო­დებ­და ძვე­ლი რო­მა­ე­ლი, თუ მას მა­რა­თონ­ზე შეხ­ვდე­ბო­დი?

- არ ვიცი.

- კონ­კუ­რენტს. რა ერ­ქვა ჯოხს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ძველ რომ­ში სა­ქო­ნელს მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ?

- არც ეს ვიცი.

- სტი­მუ­ლი. ეს ნუგ­ბა­რი ჩი­ნე­ლებ­მა გა­მო­ი­გო­ნეს, ევ­რო­პა­ში მის შე­მომ­ტა­ნად კი მარ­კო პოლო ით­ვლე­ბა. რო­მელ ნუგ­ბარ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ნა­ყინ­ზე. ის მო­და­ში კოკო შა­ნელ­მა შე­მო­ი­ტა­ნა. მა­ნამ­დე სა­სურ­ვე­ლად არ ით­ვლე­ბო­და. პი­რი­ქით, ადა­მი­ა­ნის და­ბალ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და მის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ მძი­მე სა­მუ­შა­ო­ზე მი­უ­თი­თებ­და. ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე­ბე­ლია და მო­დი­დან მალე გა­და­ვაო. ის დღე­საც მო­და­შია. და­ა­სა­ხე­ლე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზა­ფხულ­შია.

- (ფიქ­რობს) გა­რუ­ჯვა ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. ტო­კი­ოს ზო­ო­პარ­კი წე­ლი­წად­ში ერთხელ 2 თვით იკე­ტე­ბა. რა­ტომ?

- დე­ზინ­ფექ­ცი­ას ატა­რე­ბენ.

- ცხო­ვე­ლებს დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­გან ას­ვე­ნე­ბენ. "ზახ­რუ­მა" სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს...

- რომ მი­ა­ძა­ხე­ბენ ხოლ­მე, - რა და ზახ­რუ­მაო, კი გა­მი­გია, მაგ­რამ რას ნიშ­ნავს, არ ვიცი.

- "არ­გა­დარ­ჩე­ნას". რო­მელ მხატ­ვარს ეკუთ­ვნის ყვე­ლა­ზე მეტი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი?

- რუ­ბენსს.

- პო­ლი­ტი­კა­ში ეს ჩვე­უ­ლე­ბა ხრუშ­ჩოვ­მა შე­მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ საქ­მის ნამ­დვილ "კლა­სი­კო­სად" ბრეჟნე­ვი მი­იჩ­ნე­ვა. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- შეხ­ვედ­რე­ბის დროს ლი­დერ­თა გა­და­კოც­ნა­ზე.

- გო­ე­თე ამ­ბობ­და: "არა­ფერ­ში ისე არ მჟღავ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი, რო­გორც იმა­ში, თუ რა მი­აჩ­ნია მას..."

- სი­მარ­თლედ, მშვე­ნი­ე­რე­ბად...

- "...რა მი­აჩ­ნია მას სა­სა­ცი­ლოდ".

- მარ­თა­ლია, ვე­თან­ხმე­ბი.

- ეს ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მოღ­ვა­წე მე­მუ­ა­რებ­ში წერ­და, რომ მშობ­ლე­ბი მას არას­დროს მოჰ­ფე­რე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ძი­ძას აღ­მერ­თებ­და და სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, მისი სუ­რა­თი ეკი­და. და­ა­სა­ხე­ლე, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩერ­ჩილ­ზე.

- რა ერ­ქვა ინ­კე­ბის დე­და­ქა­ლაქს?

- არ ვიცი.

- მაჩუ პი­კჩუ. ავ­სტრა­ლი­ა­ში ამ ცხო­ვე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა 57 მი­ლი­ო­ნია.

- კენ­გუ­რუ.

- ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში ბა­ზარ­ში მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი და­დი­ოდ­ნენ თუ ქა­ლე­ბი?

- მა­მა­კა­ცე­ბი. რო­გორც მახ­სოვს, წყა­ლიც მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს მოჰ­ქონ­დათ.

- ვინ იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი?

- რო­ი­ნიშ­ვი­ლი. პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი, რუსო შა­რა­ძეს­თან ერ­თად, სწო­რედ მას­ზე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

- ოს­კარ უა­ილდმა შარ­ვლის ეს ფორ­მა ქა­ლაქ­გა­რეთ გა­სე­ირ­ნე­ბის­თვის მო­ი­გო­ნა. რას ეძა­ხი­ან დღეს ამ ფორ­მას?

- შორ­ტს.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მი­სი­ვე ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ისე­თი ჭკვი­ა­ნი ვარ, ხან­და­ხან სა­კუ­თარ ნათ­ქვამ­საც ვერ..."

- "...ვერ ვხვდე­ბი".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"მერი შერვაშიძე ჩემი დიდი მამიდა იყო"

"მერი შერვაშიძე ჩემი დიდი მამიდა იყო"

"ვცდილობ, წიგნისთვის დრო შეძლებისდაგვარად გამოვნახო. მართალია, ყოველთვის ვერ ვახერხებ, ვიყო აქტიური მკითხველი, მაგრამ სურვილი და ინტერესი ნამდვილად მაქვს", - ამბობს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია. მისი საყვარელი ავტორების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მაგრამ მათგან გამორჩეულად ერთი უყვარს. ეს გურამ დოჩანაშვილია.

პრეამბულის მაგიერ

- ზოგჯერ წიგნები და ავტორები მოდაშიც შემოდის. ერთი პერიოდი ყველა ყურბან საიდის რომანზე - "ალი და ნინო" ლაპარაკობდა. მახსოვს, ამ წიგნის წასაკითხად თბილისში ვერ მოვიცალე, დასასვენებლად ზღვაზე რომ წავედი, თან წავიღე. მე და ჩემი მეუღლე მორიგეობით ვკითხულობდით და თან ვირუჯებოდით.

- ბოლოს რომელი ნაწარმოები წაიკითხე?

- გრიგოლ რობაქიძის "ჰიტლერი" და "თაგორი". "მარტოობის ასი წელიწადი" ყველას აქვს წაკითხული.

- წიგნი მოგიპარავს?

- არა, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვები: VIII კლასში ვიყავი. ჩემი 2 ნაცნობის ლაპარაკს შევესწარი, ერთი მეორეს ისეთ ამბავს უყვებოდა, ამ ასაკში განსაკუთრებით რომ გაინტერესებს. ბოლოს წიგნიც დაუსახელა. ის წიგნი სასწრაფოდ ვიშოვე და მალულად წავიკითხე. მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა მიპოვა და არ გამცა, რომ ჩანთაში მედო. ეს წიგნი იყო "ბალთაზარ კოსა". რასაკვირველია, ეს ასაკისთვის შეუფერებელი იყო, მაგრამ ამბავს იმდენად საინტერესოდ ჰყვებოდნენ, რომ აკრძალული წიგნით დავინტერესდი.

- მასწავლებელმა რა გითხრა?

- ეს რომ გაეგოთ, ალბათ სკოლიდანაც გამრიცხავდნენ. მასწავლებელმა წყნარად მითხრა, - ეს საშენო წიგნი არ არის, აჯობებს, სხვა ლიტერატურას გაეცნოო.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ უბრუნდები?

- კი, ეს ჩვევად მაქვს. ადრეულ ასაკში, როცა უცხოელი ავტორების ნაწარმოებებს ვკითხულობდი, პერსონაჟების სახელებს ვერ ვიმახსოვრებდი, ამიტომ მათ ქართულ სახელებს ვარქმევდი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- (პაუზის შემდეგ) მერი შელის ფრანკენშტეინთან. ავტორმა ახალი ტიპის ადამიანი გამოიგონა. პირველად ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე, სიღრმეს ბოლომდე ვერც ჩავწვდი. მასში ერთადაა ბოროტება და სიკეთე. მცირე ხნით მაინც სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

- პოეზია გიყვარს?

- მიყვარს, თავადაც ვწერ, მაგრამ არ ვაქვეყნებ. ზეპირად ნაკლებად მამახსოვრდება. პოეზია ჩემს მეუღლეს უფრო უყვარს.

- მისთვის ლექსიც გექნება მიძღვნილი.

- რა თქმა უნდა. შეყვარებულობის პერიოდში, 5 თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ვუკითხავდი. თეატრიდან ან კინოდან, სახლში რომ მივაცილებდი და მერე შინ დავბრუნდებოდი, ძილის წინ ყოველთვის ერთ მოთხრობას ვუკითხავდი. იშვიათად, სხვა ავტორებსაც გამოვურევდი ხოლმე.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- სახელებს, გვარებსა და ტელეფონის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ კარგად მამახსოვრდება ამბები. ცოტა ხნის წინ მეგობართან ლაპარაკის დროს გამახსენდა: მაშინ 12-13 წლის ვიქნებოდი, მშობლებთან ერთად ღამის მატარებლით ვმგზავრობდი. ჩვენს ვაგონში ბიჭი დაჭრეს. ეს ამბავი დეტალებში მახსოვს და ამდენი წელია, მადარდებს, გადარჩა თუ არა... შემთხვევა შუაღამისას მოხდა, დაჭრილი მამასთან მოვიდა და დახმარება სთხოვა. სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, მამამ სალტე გადაუჭირა, დედამ მატარებელი გააჩერებინა და ჩაიყვანეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი.

- იქნებ წაიკითხოს და გამოგეხმაუროს.

- გამიხარდება.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ეს რუბრიკა არაერთხელ წამიკითხავს. ძალიან ვღელავ, მგონია, რაც ვიცი, იმასაც ვერ გავიხსენებ (იცინის).

- "აცადეთ მტერს, დაუშვას შეცდომები". რომელი ცნობილი მხედართმთავარია ამ სიტყვების ავტორი?

- მიმანიშნე, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია.

- საფრანგეთის.

- ნაპოლეონი იქნება, გამოვიცანი?

- დიახ. არც თუ ისე შორეულ წარსულში, თბილისში ამ ადამიანის 6 ძეგლი იდგა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- დავაზუსტებ, ქართველია?

- არა.

- ლენინი.

- ვინ გახდა 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- ჩემი დიდი მამიდა - მერი შერვაშიძე.

- ეს როგორ გავიგო?

- მე შერვაშიძე ვარ. მამა და ბიძა მყავს შარაშიები. ბაბუა შერვაშიძე იყო. ბებია და ბაბუა ერთმანეთს დაშორდნენ და როცა ბაბუამ მეორედ იქორწინა, ბებიამ შვილებს გვარი გადაუკეთა, - შარაშიებად დაწერა. ბაბუა 7-8 წლის წინ გარდაიცვალა, აფხაზეთში ცხოვრობდა. მამაჩემის ნახევარძმები და დები ყველანი შერვაშიძეები არიან.

- გვარის დაბრუნება არ გიცდია?

- ჩემმა ბიძაშვილებმა დაიბრუნეს, მე არ მიცდია, 16 წელია, ეკრანზე ვჩანვარ, ხალხი შარაშიად მიცნობს და ახლა ცოტათი მეუხერხულება. მანამდე კი იმიტომ არ გადავიკეთე, რომ ბებია ცოცხალი იყო და მინდოდა, მისთვის პატივი მეცა. გადაწყვეტილი მაქვს, გვარი ჩემს შვილს - ანდრიას დავუბრუნო.

- მან რომი გადაწვა, შემდეგ კი ქრისტიანებს გადააბრალა და ისინი მხეცებს დააგლეჯინა. ვისზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ნერონზე. ვისი სახელობის იყო თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა?

- არ ვიცი.

- კარლ მარქსის. რომელია ყველაზე დიდი ზომის მინანქრის ხატი მსოფლიოში?

- ხახულის ღვთისმშობელი.

- რა ერქვა ქალაქს, რომლის ადგილზეც ახლა მკვდარი ზღვა მდებარეობს?

- სოდომი.

- ალექსანდრე მაკედონელს სხვადასხვა ქვეყანაში ლაშქრობისას თან ახლდა განსწავლული ადამიანების ჯგუფი, ისინი მცენარეებით იყვნენ დაინტერესებულები. აგროვებდნენ და მაკედონელის მასწავლებელთან მიჰქონდათ. ვინ იყო ის ადამიანი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ, ცნობილი ფილოსოფოსი იყო.

- არისტოტელე?

- დიახ. ამ ჩინელმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა კი აღიარება სიკვდილის შემდეგ პოვა. თავდაპირველად მენახირე იყო, შემდეგ სამართლის მინისტრი გახდა.

- ჩინელებიდან ახლა კონფუცი მახსენდება.

- რომელ ომში იყო ჩართული 72 სახელმწიფო?

- II მსოფლიო ომში.

- საქართველოს რომელ მხარეს უწოდებდნენ ძველად თაკვერს?

- გურიას.

- რაჭა-ლეჩხუმს. რას გიწოდებდა ძველი რომაელი, თუ მას მარათონზე შეხვდებოდი?

- არ ვიცი.

- კონკურენტს. რა ერქვა ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქონელს მიერეკებოდნენ?

- არც ეს ვიცი.

- სტიმული. ეს ნუგბარი ჩინელებმა გამოიგონეს, ევროპაში მის შემომტანად კი მარკო პოლო ითვლება. რომელ ნუგბარზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ნაყინზე. ის მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა. მანამდე სასურველად არ ითვლებოდა. პირიქით, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. ექიმები ამბობდნენ, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია და მოდიდან მალე გადავაო. ის დღესაც მოდაშია. დაასახელე, რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულშია.

- (ფიქრობს) გარუჯვა ხომ არა?

- გამოიცანი. ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ 2 თვით იკეტება. რატომ?

- დეზინფექციას ატარებენ.

- ცხოველებს დამთვალიერებლებისგან ასვენებენ. "ზახრუმა" სპარსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს...

- რომ მიაძახებენ ხოლმე, - რა და ზახრუმაო, კი გამიგია, მაგრამ რას ნიშნავს, არ ვიცი.

- "არგადარჩენას". რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?

- რუბენსს.

- პოლიტიკაში ეს ჩვეულება ხრუშჩოვმა შემოიტანა, მაგრამ საქმის ნამდვილ "კლასიკოსად" ბრეჟნევი მიიჩნევა. რაზეა ლაპარაკი?

- შეხვედრების დროს ლიდერთა გადაკოცნაზე.

- გოეთე ამბობდა: "არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას..."

- სიმართლედ, მშვენიერებად...

- "...რა მიაჩნია მას სასაცილოდ".

- მართალია, ვეთანხმები.

- ეს ცნობილი ინგლისელი მოღვაწე მემუარებში წერდა, რომ მშობლები მას არასდროს მოჰფერებიან. სამაგიეროდ, ძიძას აღმერთებდა და საკუთარ კაბინეტში, წლების მანძილზე, მისი სურათი ეკიდა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- ჩერჩილზე.

- რა ერქვა ინკების დედაქალაქს?

- არ ვიცი.

- მაჩუ პიკჩუ. ავსტრალიაში ამ ცხოველის რაოდენობა 57 მილიონია.

- კენგურუ.

- ძველ საბერძნეთში ბაზარში მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ თუ ქალები?

- მამაკაცები. როგორც მახსოვს, წყალიც მხოლოდ მამაკაცებს მოჰქონდათ.

- ვინ იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი?

- როინიშვილი. პირველი სიუჟეტი, რუსო შარაძესთან ერთად, სწორედ მასზე მაქვს გაკეთებული.

- ოსკარ უაილდმა შარვლის ეს ფორმა ქალაქგარეთ გასეირნებისთვის მოიგონა. რას ეძახიან დღეს ამ ფორმას?

- შორტს.

- დაბოლოს, დაასრულე მისივე ცნობილი გამონათქვამი: "ისეთი ჭკვიანი ვარ, ხანდახან საკუთარ ნათქვამსაც ვერ..."

- "...ვერ ვხვდები".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები