პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კბილაშვილი საპროკურორო კაცი არ არის"
"კბილაშვილი საპროკურორო კაცი არ არის"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო, თვით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც კი უკ­მა­ყო­ფი­ლოა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბე­დუ­კა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი პრინ­ცი­პუ­ლად არ აპი­რებს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­დოს. და­არ­ღვია თუ არა კა­ნო­ნი კბი­ლაშ­ვილ­მა, იყო თუ არა ბე­დუ­კა­ძის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეც­დო­მა და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს პრო­კუ­რო­რის მიერ პრე­მი­ე­რის მი­თი­თე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას, ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო კახა, და­არ­ღვია თუ არა კა­ნო­ნი კბი­ლაშ­ვილ­მა, რო­დე­საც ბე­დუ­კა­ძე სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მარ­ტო კბი­ლაშ­ვილ­ზე მსჯე­ლო­ბენ, მე კი ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ არა­ვინ მო­ი­თხოვს იმ მო­სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას, ვინც კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა? არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­მო­ი­ჩი­ნეს ლმო­ბი­ე­რე­ბა იმ 11 პი­რის მი­მართ, რომ­ლე­ბიც კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის კად­რებ­ში ჩან­დნენ და რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში ამ­ხი­ლეს? ვი­თომ მწა­მებ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი ლმო­ბი­ე­რი გა­ნა­ჩე­ნი იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მათ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა? კბი­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბე­დუ­კა­ძემ მო­ი­პო­ვა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ან­გა­რე­ბის გა­რე­შე გა­დას­ცა და ამით ფაქ­ტობ­რი­ვად პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა და­ას­რუ­ლა. კარ­გი, მჯე­რა, მაგ­რამ 11 მწა­მე­ბელს რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის შე­უმ­სუ­ბუ­ქეს სას­ჯე­ლი?

- პრო­კუ­რა­ტუ­რა გვარ­წმუ­ნებს, რომ მა­თაც ითა­ნამ­შრომ­ლეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

- მა­შინ სა­დაა ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­სნი­ლი საქ­მე­ე­ბი? ფაქ­ტი ერ­თია, სა­ხე­ზეა სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი და ჯოხი მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ან­ზე, დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე­ზე, და­ვით ჭა­კუ­ა­ზე გა­და­ტე­ხეს. ისიც მი­მალ­ვა­შია და ვერ იჭე­რენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ დგე­ბა სხვა ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის - კალ­მა­ხე­ლი­ძი­სა და შაშ­კი­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი? მეც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ ადა­მი­ნებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ, რა ხდე­ბო­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. თუ არ იცოდ­ნენ, მა­ინც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. მა­შინ მათ გულ­გრი­ლო­ბის გამო უნდა წა­რუდ­გი­ნონ ბრა­ლი. წე­სით, იმ პრო­კუ­რო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც უნდა დად­გეს, რომ­ლე­ბიც სას­ჯე­ლაღ­სუ­ლე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­დნენ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და მათი ად­ვო­კა­ტე­ბი ხმა­მაღ­ლა აცხა­დებ­დნენ, რომ ცი­ხე­ში ძალ­მომ­რე­ო­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამის მოს­მე­ნი­სას მხო­ლოდ იცი­ნოდ­ნენ და ირო­ნი­ულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. ასე რომ, დღეს კბი­ლაშ­ვილს კი არ უნდა უს­ვამ­დეს კი­თხვებს "ნა­ცე­ლი­ტა", არა­მედ კბი­ლაშ­ვილს უნდა და­ეს­ვა კი­თხვე­ბი მათ­თვის. რად­გან კბი­ლაშ­ვილ­მა ამას თავი ვერ გა­არ­თვა, ახლა იმი­ტო­მაც არი­ან ასეთ დღე­ში.

- ეს კბი­ლაშ­ვი­ლის სი­სუს­ტე­ზე ხომ არ მე­ტყვე­ლებს?

- რა გი­თხრათ. სულ ცოტა ხნის წინ ბა­ტონ­მა არ­ჩილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბე­დუ­კა­ძე­ზე უა­რე­სი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დღეს ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი და­წი­ნა­ურ­და კი­დე­ცო. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­გან ასე­თი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია. ეს რი­გით მო­ქა­ლა­ქეს რომ ეთ­ქვა, სრუ­ლი­ად და­ვე­თან­ხმე­ბო­დი, მაგ­რამ რო­დე­საც პრო­კუ­რო­რი ამ­ბობს, - და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ა­ნო, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"კბილაშვილი საპროკურორო კაცი არ არის"

"კბილაშვილი საპროკურორო კაცი არ არის"

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ხელისუფლება, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო, თვით პრემიერ-მინისტრიც კი უკმაყოფილოა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით ბედუკაძესთან დაკავშირებით, არჩილ კბილაშვილი პრინციპულად არ აპირებს, გადაწყვეტილებას გადახედოს. დაარღვია თუ არა კანონი კბილაშვილმა, იყო თუ არა ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შეცდომა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პროკურორის მიერ პრემიერის მითითების უგულებელყოფას, ამის შესახებ ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

- ბატონო კახა, დაარღვია თუ არა კანონი კბილაშვილმა, როდესაც ბედუკაძე სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა?

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მარტო კბილაშვილზე მსჯელობენ, მე კი ძალიან მაინტერესებს, რატომ არავინ მოითხოვს იმ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც კბილაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა? არანაკლებ საინტერესოა, რატომ გამოიჩინეს ლმობიერება იმ 11 პირის მიმართ, რომლებიც კარანტინის დაშლის კადრებში ჩანდნენ და რომლებიც პატიმრების წამებაში ამხილეს? ვითომ მწამებლების მიმართ გამოტანილი ლმობიერი განაჩენი იმით არის განპირობებული, რომ პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა? კბილაშვილი ამბობს, რომ ბედუკაძემ მოიპოვა წამების ამსახველი კადრები, რომლებიც საზოგადოებას ანგარების გარეშე გადასცა და ამით ფაქტობრივად პატიმრების წამება დაასრულა. კარგი, მჯერა, მაგრამ 11 მწამებელს რა დამსახურებისთვის შეუმსუბუქეს სასჯელი?

- პროკურატურა გვარწმუნებს, რომ მათაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

- მაშინ სადაა ამ ბრალდებულების ჩვენების საფუძველზე გახსნილი საქმეები? ფაქტი ერთია, სახეზეა სისტემური დანაშაული და ჯოხი მხოლოდ ერთ ადამიანზე, დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე, დავით ჭაკუაზე გადატეხეს. ისიც მიმალვაშია და ვერ იჭერენ. საინტერესოა, რატომ არ დგება სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მინისტრების - კალმახელიძისა და შაშკინის პასუხისმგებლობის საკითხი? მეც და საზოგადოების დიდი ნაწილიც დარწმუნებული ვართ, რომ ამ ადამინებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში. თუ არ იცოდნენ, მაინც დამნაშავეები არიან. მაშინ მათ გულგრილობის გამო უნდა წარუდგინონ ბრალი. წესით, იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რომლებიც სასჯელაღსულებას პროკურატურიდან ზედამხედველობდნენ. ბრალდებულები და მათი ადვოკატები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ციხეში ძალმომრეობასა და სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. "ნაციონალები" ამის მოსმენისას მხოლოდ იცინოდნენ და ირონიულ განცხადებებს აკეთებდნენ. ასე რომ, დღეს კბილაშვილს კი არ უნდა უსვამდეს კითხვებს "ნაცელიტა", არამედ კბილაშვილს უნდა დაესვა კითხვები მათთვის. რადგან კბილაშვილმა ამას თავი ვერ გაართვა, ახლა იმიტომაც არიან ასეთ დღეში.

- ეს კბილაშვილის სისუსტეზე ხომ არ მეტყველებს?

- რა გითხრათ. სულ ცოტა ხნის წინ ბატონმა არჩილმა განაცხადა, რომ ბედუკაძეზე უარესი დამნაშავეები დღეს ისევ თანამდებობებზე არიან, ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეცო. მთავარი პროკურორისგან ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან უცნაურია. ეს რიგით მოქალაქეს რომ ეთქვა, სრულიად დავეთანხმებოდი, მაგრამ როდესაც პროკურორი ამბობს, - დანაშაულში ეჭვმიტანილები ისევ თანამდებობებზე არიანო, ძალიან უცნაურია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა