გურჯაანში წყალმომარაგების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქის ქუჩები დღემდე გადათხრილია და მათ მოწესრიგებაზე არავინ ზრუნავს. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ახტალის შესახვევშია, სადაც გავლა არა თუ წვიმიან, მშრალ ამინდშიც კი ძალიან ჭირს. უბნის მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასა და წყალკანალს 2 წელია უშედეგოდ სთხოვს.