პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ჯაჭვლიანის პასუხი გიორგი შენგელაიას - "არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა"
სოსო ჯაჭვლიანის პასუხი გიორგი შენგელაიას - "არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა"

ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის წინა ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას­თან, სა­დაც მან კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა და იქ არ­სე­ბულ არე­უ­ლო­ბა­ში დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის "წვლი­ლიც" ახ­სე­ნა. ამის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი რე­დაქ­ცი­ა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­და და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გაგ­ვაც­ნო... "ეს იქ­ნე­ბა ჩემი პა­სუ­ხი ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ბრალ­დე­ბებ­ზე, რომ­ლის ნი­ჭის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გთხოვთ, არა­ფე­რი შეც­ვა­ლოთ" , - აღ­ნიშ­ნა სოსო ჯაჭვლი­ან­მა...

- 2007-დან 2012 წლამ­დე სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს არ­ჩე­უ­ლი თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ფერს გვე­კი­თხე­ბო­და. ორი მე­სა­მე­დი მათი იყო, ერთი მე­სა­მე­დი - ჩვე­ნი, აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის. თუმ­ცა ის ერთი მე­სა­მე­დიც ფორ­მა­ლუ­რად გვქონ­და, რად­გან დაგ­ვცი­ნოდ­ნენ და იმას აკე­თებ­დნენ, რაც უნ­დო­დათ. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტა­რი გავ­ხდი, კა­ნო­ნი უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად თავ­მჯდო­მა­რე და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. კა­ნო­ნით არც საქ­მე­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა მაქვს და არც ჩავ­რე­ულ­ვარ. არა­და, ვა­ღი­ა­რებ, რომ კი­ნოს­ტუ­დი­ის გარ­შე­მო ატე­ხილ ხი­თხით­ზე გული შემ­ტკი­ვა. ვერც იმას და­მაბ­რა­ლებს ვინ­მე, რომ იქ რა­ღა­ცას "ვჩა­ლიჩ­მა­ის­ტე­რობ" . იქ არც შევ­სულ­ვარ... იქ ახლა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი უნდა შე­ვი­დეს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, მათ 2007-წლი­დან 2012-მდე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა უნდა შე­ის­წავ­ლონ. მე ყვე­ლა კი­თხვა­ზე გავ­ცემ პა­სუხს, რა­საც და­მის­ვა­მენ და იმე­დია, გა­ირ­კვე­ვა, რა ხდე­ბო­და იქ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- რა კი­თხვებს ელო­დე­ბით აუ­დი­ტო­რე­ბის­გან?

- სა­სა­ცი­ლოს... მა­ნამ­დე კი თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მან­და­ტი პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა კი არა, სი­მარ­თლეა და სა­კუ­თარ თავ­ში სავ­სე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ... იმე­დია, დას­კვნე­ბი მალე და­ი­დე­ბა. ახლა კი, რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს სტა­ტი­ას, "გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია სოსო ჯაჭვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ" , ჩემი პა­სუ­ხი ასე­თია: ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ვერ წავა, იმი­ტომ, რომ ის თა­ვი­სი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის და იცით რა­ტომ? მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტო­რო­ბა. რეზო ჩხე­ი­ძეს 40 წელი ებ­რძო­და და ამის შე­სა­ხებ მთელ­მა ქარ­თულ­მა და საბ­ჭო­თა კი­ნო­სამ­ყა­რომ იცის. სა­კუ­თარ ძმას­თან, ელ­დარ­თან ვერ არ­კვევს ურ­თი­ერ­თო­ბას და ის უფრო გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და, ჩემ­ზე კარ­გი რომ ეთ­ქვა... რო­დე­საც სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ ამირ­ჩი­ეს, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თქვენ ჩემს მო­ად­გი­ლედ დაგ­ნიშ­ნეთ...

- რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია თქვე­ნი მო­ად­გი­ლე იყო?

- დიახ და ახლა მინ­და ვკი­თხო, - იცით, რა­ტომ არ აგირ­ჩი­ეს მა­შინ თავ­მჯდო­მა­რედ?.. არ­ჩე­ვას რე­ჟი­სო­რო­ბა კი არა, ნდო­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი უნდა, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი. ისე, ცნო­ბის­თვის, მე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ ორ­ჯერ ამირ­ჩი­ეს. თა­ვა­დაც ეს­წრე­ბო­დით ამ ყვე­ლა­ფერს. ახლა კი ამ­ბობთ, სოსო ჯაჭვლი­ან­მა არა­ფე­რი იცი­სო. კი ბა­ტო­ნო, თქვენ ყვე­ლა­ფე­რი იცით და ყვე­ლა­ფერ­ში ერ­კვე­ვით, მაგ­რამ მე მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ ვის­წავ­ლო. იცით ჩვენ შო­რის რა გან­სხვა­ვე­ბაა? - მე მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა მირ­ჩევ­დნენ - სპორ­ტში, მე­გობ­რო­ბა­ში, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში, შემ­დეგ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად ამირ­ჩი­ეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ. ბო­ლოს თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბა მერ­გო პა­ტი­ვად, რაც ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ჩემ­თვის. ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით არ "შევ­ტე­ნი­ვარ" , და­მი­ძა­ხეს. ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია, რომ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "სა­ხალ­ხო კრე­ბი­დან" ოთხ ადა­მი­ანს - ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს, ლუკა კურ­ტა­ნი­ძეს, გია ბურ­ჯა­ნა­ძე­სა და თქვენს მონა-მორ­ჩილს, სოსო ჯაჭვლი­ანს დაგ­ვი­ძა­ხა. უარი მეთ­ქვა?.. წლე­ბის წინ ჩემი "ქარ­თულ ფილმში" მოხ­ვედ­რა ორმა გე­ნი­ოს­მა - თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ და რეზო გაბ­რი­ა­ძემ გა­და­წყვი­ტეს... ისე, ცნო­ბის­თვის, შე­გახ­სე­ნებთ, რო­გორ და­ი­ნიშ­ნეთ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" თავ­მჯდო­მა­რედ და ჩემი გან­ცხა­დე­ბაც არ­სე­ბობს... 2011 წლის 26 მა­ისს და­მა­პა­ტიმ­რეს, რის შემ­დე­გაც 30 დღე ვშიმ­ში­ლობ­დი და 31 კილო და­ვი­კე­ლი. მა­შინ თქვენ ჩემი მო­ად­გი­ლე იყა­ვით. აქ­ცი­ო­ნე­რებ­მა თქვენ და მაია არე­ში­ძეს წე­რი­ლი მო­გი­ტა­ნეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე უნდა მო­გე­წე­რათ ხელი, მაგ­რამ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭომ, თქვე­ნი "მთა­ვარ­სარ­დლო­ბით" , "ჩა­ის­ვა­რა" , ხელი არ მო­ა­წე­რეთ... თუ იმ ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვე­ნი პრო­ტეს­ტი სად­მე არ­სე­ბობს, მაჩ­ვე­ნეთ და ბო­დიშს მო­ვიხ­დი... გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რომ მი­ვე­დი, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით მი­თხა­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი კად­რი ხარ და გთხოვ, გა­და­დე­ქიო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ასე­ვე: გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია სოსო ჯაჭვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ - "კი­ნოს წარ­მო­ე­ბა კი არა, ხე­ლოვ­ნე­ბა არ ეს­მის სა­ერ­თოდ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სოსო ჯაჭვლიანის პასუხი გიორგი შენგელაიას - "არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა"

სოსო ჯაჭვლიანის პასუხი გიორგი შენგელაიას - "არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა"

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ რეჟისორ გიორგი შენგელაიასთან, სადაც მან კინოსტუდიაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და იქ არსებულ არეულობაში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ''წვლილიც'' ახსენა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რედაქციაში დაგვიკავშირდა და საკუთარი პოზიცია გაგვაცნო... ''ეს იქნება ჩემი პასუხი ბატონი გიორგის ბრალდებებზე, რომლის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. კატეგორიულად გთხოვთ, არაფერი შეცვალოთ'' , - აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა...

- 2007-დან 2012 წლამდე სააქციო საზოგადოება ''ქართული ფილმის'' სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული თავმჯდომარე ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლება სააქციო საზოგადოებას არაფერს გვეკითხებოდა. ორი მესამედი მათი იყო, ერთი მესამედი - ჩვენი, აქციონერების. თუმცა ის ერთი მესამედიც ფორმალურად გვქონდა, რადგან დაგვცინოდნენ და იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ. როდესაც პარლამენტარი გავხდი, კანონი უფლებას არ მაძლევდა, პარალელურად თავმჯდომარე და სააქციო საზოგადოების წევრი ვყოფილიყავი. კანონით არც საქმეში ჩარევის უფლება მაქვს და არც ჩავრეულვარ. არადა, ვაღიარებ, რომ კინოსტუდიის გარშემო ატეხილ ხითხითზე გული შემტკივა. ვერც იმას დამაბრალებს ვინმე, რომ იქ რაღაცას ''ვჩალიჩმაისტერობ'' . იქ არც შევსულვარ... იქ ახლა აუდიტის სამსახური უნდა შევიდეს, რაც ძალიან მახარებს, მათ 2007-წლიდან 2012-მდე არსებული ვითარება უნდა შეისწავლონ. მე ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს, რასაც დამისვამენ და იმედია, გაირკვევა, რა ხდებოდა იქ ამ ხნის განმავლობაში.

- რა კითხვებს ელოდებით აუდიტორებისგან?

- სასაცილოს... მანამდე კი თქვენი ჟურნალის საშუალებით ვაცხადებ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მანდატი პარლამენტარობა კი არა, სიმართლეა და საკუთარ თავში სავსებით დარწმუნებული ვარ... იმედია, დასკვნები მალე დაიდება. ახლა კი, რაც შეეხება თქვენს სტატიას, ''გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ'' , ჩემი პასუხი ასეთია: ბატონი გიორგი ჩემ წინააღმდეგ ვერ წავა, იმიტომ, რომ ის თავისი თავის წინააღმდეგ მიდის და იცით რატომ? მისი ბავშვობის ოცნება იყო კინოსტუდია ''ქართული ფილმის'' დირექტორობა. რეზო ჩხეიძეს 40 წელი ებრძოდა და ამის შესახებ მთელმა ქართულმა და საბჭოთა კინოსამყარომ იცის. საკუთარ ძმასთან, ელდართან ვერ არკვევს ურთიერთობას და ის უფრო გამიკვირდებოდა, ჩემზე კარგი რომ ეთქვა... როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ამირჩიეს, ბატონო გიორგი, თქვენ ჩემს მოადგილედ დაგნიშნეთ...

- რეჟისორი გიორგი შენგელაია თქვენი მოადგილე იყო?

- დიახ და ახლა მინდა ვკითხო, - იცით, რატომ არ აგირჩიეს მაშინ თავმჯდომარედ?.. არჩევას რეჟისორობა კი არა, ნდობა და ავტორიტეტი უნდა, ბატონო გიორგი. ისე, ცნობისთვის, მე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ორჯერ ამირჩიეს. თავადაც ესწრებოდით ამ ყველაფერს. ახლა კი ამბობთ, სოსო ჯაჭვლიანმა არაფერი იცისო. კი ბატონო, თქვენ ყველაფერი იცით და ყველაფერში ერკვევით, მაგრამ მე მუდმივად ვცდილობ ვისწავლო. იცით ჩვენ შორის რა განსხვავებაა? - მე მთელი ჩემი ცხოვრება მირჩევდნენ - სპორტში, მეგობრობაში, მსახიობობაში, შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, მოგვიანებით კი - ''ქართული ფილმის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ბოლოს თბილისის ყველაზე დიდი რაიონის დეპუტატობა მერგო პატივად, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ზოგიერთებივით არ ''შევტენივარ'' , დამიძახეს. ძალიან დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ''სახალხო კრებიდან'' ოთხ ადამიანს - ნონა გაფრინდაშვილს, ლუკა კურტანიძეს, გია ბურჯანაძესა და თქვენს მონა-მორჩილს, სოსო ჯაჭვლიანს დაგვიძახა. უარი მეთქვა?.. წლების წინ ჩემი ''ქართულ ფილმში'' მოხვედრა ორმა გენიოსმა - თენგიზ აბულაძემ და რეზო გაბრიაძემ გადაწყვიტეს... ისე, ცნობისთვის, შეგახსენებთ, როგორ დაინიშნეთ სააქციო საზოგადოება ''ქართული ფილმის'' თავმჯდომარედ და ჩემი განცხადებაც არსებობს... 2011 წლის 26 მაისს დამაპატიმრეს, რის შემდეგაც 30 დღე ვშიმშილობდი და 31 კილო დავიკელი. მაშინ თქვენ ჩემი მოადგილე იყავით. აქციონერებმა თქვენ და მაია არეშიძეს წერილი მოგიტანეს, რომლის თანახმადაც ჩემი გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა მოგეწერათ ხელი, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭომ, თქვენი ''მთავარსარდლობით'' , ''ჩაისვარა'' , ხელი არ მოაწერეთ... თუ იმ ამბებთან დაკავშირებით თქვენი პროტესტი სადმე არსებობს, მაჩვენეთ და ბოდიშს მოვიხდი... გათავისუფლების შემდეგ კინოსტუდიაში რომ მივედი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანდასწრებით მითხარით, სააკაშვილის მთავრობისთვის მიუღებელი კადრი ხარ და გთხოვ, გადადექიო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია